ქ. ქუთაისში შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" საწვრთნელი პროცესის სრულყოფისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 5016 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 150211, 15/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. ქუთაისში შპს,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ საწვრთნელი პროცესის სრულყოფისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან5016მ2მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

მუხლი 1.საქართველოს ტყის კოდექსის მე-18მუხლის პირველი და მე-2ნაწილებისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2010წლის13აგვისტოს№240დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4მუხლის შესაბამისად მოწონებულ იქნეს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულის– გუბერნატორის წინადადება და სსიპ– სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ბაღდათის სატყეო უბნის ქუთაისის სატყეოს№16კვარტალის№8ლიტერიდან5016 მ2მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

მუხლი 2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი 3.სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრა განხორციელდეს აუცილებლობიდან გამომდინარე და მოპოვებული მერქნული რესურსი დასაწყობდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ– სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის291მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური