ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.02.2011 ძალადაკარგული 23.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.143.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 210211, 21/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №17

2011 წლის 16  თებერვალი

ქ . ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთე ბის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,

1. შემოღებულ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების შესახებ ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 28 იანვრის №13 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე   დ . ლომიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 01.04.2011  წ.

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 01.04.2011  წ.

3. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

დანართი

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 4

სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია – 79 ლარი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 01.04.2011  წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 5

  სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისთვის) – 19 ლარი;

ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 15 ლარი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 01.04.2011  წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 6

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 8

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების 1 მ​2-ზე წლიური გადასახადის განაკვეთია:

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ხაშურში

0,24

0,85

0,20

2

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გარდა ქალაქ ხაშურისა

0,24

0,46

0,11

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 01.04.2011  წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 01.04.2011  წ.  

    მუხლი 9.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 10.

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების შესახებ“, №17, 16.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.143.016046 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208540-3/