ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №03.31.100
2011 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია:
ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი.
2. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო).
21. (ამოღებულია).
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის დადგენილება №19.09.798 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35.33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
22. (ამოღებულია).

3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობისა და საფასურის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი და ელექტრონული ფორმით.
31. ამ დადგენილების მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით , არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში , განხორციელების შესახებ.

4. ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

41. ამ დადგენილების მე -4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

42. ამ დადგენილების მე -4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში ან/და არასათანადოდ არის აღდგენილი, დამრღვევს დარღვევის გამოსაწორებლად განესაზღვრება ვადა , არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.

43. ამ დადგენილების 42 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ: დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).

44. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დამრღვევს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

5. არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, რასაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისთვის სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ფასიანი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, გამოსაყენებელი ტერიტორიის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით. განმცხადებელი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
8. ამ დადგენილების შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი).
9. სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
91. ამ დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია შექმნას/გასცეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონულ ი ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვ თ იურიდიულ ი ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №16.21.664 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის №10.13.539 დადგენილება.
11. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
2. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №16.21.664 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
3. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის დადგენილება №19.09.798 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
4. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35. 33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
+
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №03.31.100
2011 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია:
ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი.
2. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო).
21. საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე იმ ნაგებობის მონტაჟზე ან/და არსებულ ნაგებობაზე სამუშაოების წარმოებაზე , რომლისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს, თანხმობას გასცემს სააგენტო.
21. (ამოღებულია).
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის დადგენილება №19.09.798 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
22. ამ დადგენილების 21 პუნქტის შესაბამისად გაცემული თანხმობის მიმღები პირი ვალდებულია ნაგებობის მონტაჟის/განთავსებისთვის მიიღოს მშენებლობის ნებართვა ან/და სხვა სახის თანხმობა გაცემული ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35.33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
22. (ამოღებულია).
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35.33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობისა და საფასურის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი და ელექტრონული ფორმით.
31. ამ დადგენილების მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით , არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში , განხორციელების შესახებ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
4. ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
41. ამ დადგენილების მე -4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
42. ამ დადგენილების მე -4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში ან/და არასათანადოდ არის აღდგენილი, დამრღვევს დარღვევის გამოსაწორებლად განესაზღვრება ვადა , არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
43. ამ დადგენილების 42 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ: დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
44. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დამრღვევს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
5. არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, რასაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისთვის სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ფასიანი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, გამოსაყენებელი ტერიტორიის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით. განმცხადებელი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
8. ამ დადგენილების შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი).
9. სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
91. ამ დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია შექმნას/გასცეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №16.21.664 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის №10.13.539 დადგენილება.
11. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
2. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №16.21.664 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
3. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის დადგენილება №19.09.798 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
3. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის დადგენილება №19.09.798 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
4. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35. 33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
+
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №03.31.100
2011 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია:
ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი.
2. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო).
21. (ამოღებულია).
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის დადგენილება №19.09.798 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35.33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
22. (ამოღებულია).
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35.33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობისა და საფასურის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი და ელექტრონული ფორმით.
31. ამ დადგენილების მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით , არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში , განხორციელების შესახებ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
4. ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
4. ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 16 აპრილის დადგენილება №14.06.436 - ვებგვერდი, 22.04.2013 წ.
41. ამ დადგენილების მე -4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
42. ამ დადგენილების მე -4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში ან/და არასათანადოდ არის აღდგენილი, დამრღვევს დარღვევის გამოსაწორებლად განესაზღვრება ვადა , არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
43. ამ დადგენილების 42 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ: დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
44. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დამრღვევს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
5. არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, რასაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისთვის სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ფასიანი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, გამოსაყენებელი ტერიტორიის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით. განმცხადებელი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
8. ამ დადგენილების შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი).
9. სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
91. ამ დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია შექმნას/გასცეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №16.21.664 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის №10.13.539 დადგენილება.
11. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მაისის დადგენილება №11.23.443 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.
2. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №16.21.664 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.
3. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 22 ივლისის დადგენილება №19.09.798 - ვებგვერდი, 26.07.2011 წ.
4. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35. 33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
4. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35.33.1485 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.
5. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 16 აპრილის დადგენილება №14.06.436 - ვებგვერდი, 22.04.2013 წ.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“, №03.31.100, 16.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 330120000.37.101.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209160-4/