ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.02.2011 ბოლო ცვლილება 26.02.2025
ნომერი
№18/ნ
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.022.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 220211, 22/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის № 15/ნ ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის , ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დამოუკიდებლად დაძლევას.

2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.

     მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება

1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №247/ნ - ვებგვერდი, 04.12.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №91/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 05.07.2021წ.

    მუხლი 3. ექსტერნების რეგისტრაციაზე და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი).

2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან რომელშიც პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა ან რესურსცენტრის მიერ მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვრული სკოლა (შემდგომში – სკოლა).

2​1. სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული საგნის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.

3. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემა) მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში, სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან სამინისტროს მიერ შერჩევის საფუძველზე შედგენილი კომბინირებული ტესტებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ​7“ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლებზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 21 ივნისის ბრძ ა ნება №76/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 ივნისის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 მარტის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 13.03.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 აპრილის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 11.04.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №91/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 05.07.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 07.02.2023 წ.

    მუხლი 4. ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი საგნები და გამოცდისათვის მომზადება

1. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის , ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა თითოეულ კლასში და საგანში ტარდება ცალ-ცალკე.

2. დაწყებით საფეხურზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/სემესტრისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში. საბაზო და საშუალო საფეხურზე ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც განმსაზღვრელი შეფასება (ქულა ან ჩათვლა) იწერება.

3. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების დაძლევა შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სწავლების ენებზე. ექსტერნები, რომლებიც ექსტერნატის გამოცდებს აბარებენ არაქართულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.

4. სკოლა, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის , ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების დაძლევის გამოცდები, ვალდებულია:

ა) ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საგამოცდო კომისია. საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედის:
     ა.ა) იმ სკოლის დირექციის წარმომადგენელი, რომელ სკოლაშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა;

ა.ბ) მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებელი, რომელ საგანშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა:

ა.გ) იმ საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი, რომლის შესაბამის საგნობრივ ჯგუფშიც გაერთიანებულია ის საგანი, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა ან/და სხვა საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი.

ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით;

გ) უზრუნველყოს ექსტერნი, ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით.

5. რესურსცენტრი/სკოლა, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა, რესურსცენტრის/სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნების გზით.

6. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის , ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე დაკვირვების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნოს დამკვირვებლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 16.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 07.02.2023 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 25 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 26.07.2023 წ.

    მუხლი 5. ექსტერნების რეგისტრაცია

1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:

ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის , ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;

ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება;

ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

ა.ე) (ამოღებულია - 09.06.2017, № 93/ნ);

ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს . იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;     

დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

3. რესურსცენტრი, ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რესურსცენტრის გადაწყვეტილება პირის ექსტერნად რეგისტრაციის შესახებ ფორმდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თითოეული ექსტერნისათვის შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის , ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით;

ბ) (ამოღებულია - 09.06.2017, № 93/ნ);

გ) უცხო ენას/ენებს, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

დ) იმ სკოლის სახელწოდებას და მისამართს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის გამოცდა, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. რესურსცენტრი, თუ მის სამოქმედო ტერიტორიაზე არ არსებობს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს შესაბამის არაქართულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრას არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს ექსტერნად დარეგისტრირებაზე და ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველთან შეთანხმებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ გადაუგზავნოს იმ რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 25 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 26.07.2023 წ.

    მუხლი 5​1. კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო მოსწავლის ექსტერნად რეგისტრაცია

1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, იმ სკოლის მიერ, რომელშიც სწავლობს მოსწავლე (შემდგომში – ელექტრონული რეგისტრაცია).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი სრულწლოვანი პირი ან არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართავს იმ სკოლას, რომელშიც სწავლობს მოსწავლე.

3. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი სრულწლოვანი პირის ან არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადება განიხილოს წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა და უზრუნველყოს ელექტრონული რეგისტრაცია, ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს ელექტრონულ რეგისტრაციაზე.

4. ელექტრონული რეგისტრაციის დროს სკოლამ სპეციალურ პროგრამაში უნდა ასახოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;

ბ) კლასი, რომელშიც სწავლობს მოსწავლე;

გ) საგანი/საგნები, რომლის დაძლევა სურს მოსწავლეს;

დ) საგამოცდო ენა.

5. სკოლა ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 2 დღის ვადაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სპეციალურ პროგრამაში ასახულ პირთა რეგისტრაციის შესახებ და ინფორმირებისათვის უგზავნის რესურსცენტრს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №91/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

     მუხლი 6. ექსტერნატის გამოცდის ორგანიზება

1. რესურსცენტრი, ამ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესით პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ რესურსცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სკოლას, მის მიერ ჩასატარებელ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით, უგზავნის ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სკოლა.

  1​1. სკოლა უზრუნველყოფს ამ დებულების 5​1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის ხელმისაწვდომობას ექსტერნებისათვის.

2. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფისათვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგამოცდო ტესტების შექმნას უზრუნველყოფს შესაბამისი სკოლა და პასუხისმგებელია საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრულ დაცვაზე. სკოლა ასევე უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების ექსტერნატის გამოცდაზე მიტანას, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 21 ივნისის ბრძ ა ნება №76/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

    მუხლი 7. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადები და ექსტერნატის გამოცდის განრიგი

1. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადებს ადგენს სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადების დაცვით, ექსტერნატის გამოცდის ჩატარების განრიგს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შესაბამისი სკოლის დირექტორი.

2​1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდების ჩატარების განრიგს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს სამინისტრო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განრიგი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადებში ზოგადი განათლების რამდენიმე კლასის საგნის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შესაძლებლობა.

4. ფორსმაჟორული გარემოების არსებობისას სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს. ექსტერნატის გამოცდა ტარდება ამ გარემოების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.

5. თუკი თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება ვერ ხერხდება ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ ნ ბრძანებით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნული პირის მიმართვის საფუძველზე სკოლა უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები და უზრუნველყოს გამოცდების ჩატარება ამ დებულებით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №228/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 21 ივნისის ბრძ ა ნება №76/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

    მუხლი 8. ექსტერნატის გამოცდაზე დასწრება

1. ექსტერნატის გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

ა) სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ა და რესურსცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;

ბ) მეთვალყურე – სკოლის წარდგინებით რესურსცენტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, რომელიც დასაქმებულია სამინისტროს სისტემაში და რომელიც მეთვალყურეობას უწევს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების პროცესს;

გ) დამკვირვებელი – ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მიერ დანიშნული, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი.

2. ექსტერნატის გამოცდების მიმდინარეობისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მა პირებმ ა ხელი არ უნდა შეუშალო ნ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ექსტერნის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №190/ნ - ვებგვერდი, 22.11.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 მარტის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 13.03.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

    მუხლი 9. ექსტერნატის გამოცდის პროცედურა

1. ექსტერნატის გამოცდების დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად   სკოლის   მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ექსტერნი უნდა გამოცხადდეს ექსტერნატის გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია.

3. რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარი წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. რეგისტრაციის შემდეგ ექსტერნი განთავსებულ იქნება მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.

5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე ექსტერნი ექსტერნატის გამოცდაზე არ დაიშვება.

6. ექსტერნატის გამოცდაზე გამოუცხადებლობა ექსტერნს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ექსტერნატის გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

7. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი, გარდა იმ ექსტერნისა, რომელიც გამოცდაზე გადის ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით.

8. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, ხოლო  ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გამოცდაზე გასულ პირებს – კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესებს, ასევე მათ უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება.

9. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ, ხოლო ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული ფორმით ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ,  დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხმობით.

10. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 21 ივნისის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

    მუხლი 10. ექსტერნის ვალდებულებები

1. ექსტერნატის გამოცდებზე ექსტერნი ვალდებულია:

ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე;

ბ) თან იქონიოს ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);

გ) სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს საგამოცდო უწყისში;

დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და მეთვალყურის მითითებანი.

2. ექსტერნატის გამოცდის მსვლელობისას ექსტერნს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

3. ექსტერნატის გამოცდების მსვლელობისას ექსტერნს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების და სხვათა გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ექსტერნებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) საგამოცდო ადგილის უნებართვოდ დატოვება. საგამოცდო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად;

ვ) სამუშაო მაგიდაზე ტესტურ დავალებათა რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;

ზ) საგამოცდო ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის მითითების გარეშე;

თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ საგამოცდო ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

    მუხლი 11. საგამოცდო პროცესის კონტროლი

1. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთების აღმოჩენისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ”–„ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება.

2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში შემჩნეულ ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება და ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

3. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ”–„ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ექსტერნი მოიხსნება ექსტერნატის გამოცდიდან.

4. გაფრთხილების გარეშე ექსტერნის მოხსნა ექსტერნატის გამოცდიდან შესაძლებელია:

ა) ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები ფორმდება მეთვალყურის/დამკვირვებლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა მტკიცდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საჭიროების შემთხვევაში ოქმების მეთვალყურისათვის/დამკვირვებლისათვის მიწოდებას უზრუნველყოფს სკოლა, ხოლო ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვირვებლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა მტკიცდება სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 მარტის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 13.03.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

    მუხლი 12. ექსტერნების ნაშრომების გასწორება

1. ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნის შეფასება ხდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.

2. გამსწორებლებისთვის არ უნდა იქნეს ცნობილი იმ ექსტერნის სახელი და გვარი, რომელმაც შეავსო საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი.

3. საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებულ იქნება ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან), არ გასწორდება.

4. სკოლა ექსტერნატის გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 7 დღისა უზრუნველყოფს სკოლის მიერ ჩატარებული ექსტერნატის გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სკოლის შენობაში საჯარო გაცნობის მიზნით.

5. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსტერნი ფასდება ელექტრონული ფორმით ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 21 ივნისის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

მუხლი 13. ექსტერნის შეფასება

1.  I-IV კლასებში და V კლასის I სემესტრში ექსტერნი არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში/სემესტრში თითოეულ საგანში ექსტერნი ფასდება წერილობითი შეფასებით, რომელშიც აღინიშნება ექსტერნის მიერ ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლეულად ჩათვლის შესახებ ინფორმაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნის წერილობით შეფასებაში უნდა აღინიშნოს, რომ ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში დაძლია ექსტერნატის გამოცდა.

2.  V კლასის II სემესტრსა და VI-XII კლასებში ექსტერნი ფასდება ათქულიანი სისტემით. ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება არანაკლებ 5 ქულისა, დამრგვალების შემდეგ.

3.  V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება – ჩაეთვალა.

4. ექსტერნს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება, რომლითაც დასტურდება თითოეული საგამოცდო საგნის დაძლევა, გამოიყენოს უვადოდ. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ დებულების 5​1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტერნზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 მარტის ბრძანება №63/ნ - ვებგვერდი, 20.03.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №91/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 14. ექსტერნატის გამოცდის შედეგები

1. სკოლის დირექტორი ამ დებულების მე- 12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ექსტერნატის გამოცდების შედეგებს, კერძოდ:

ა) ექსტერნატის გამოცდაზე მიღებული შეფასებების მითითებით იმ ექსტერნების ნუსხას, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდა დაძლიეს წარმატებით;

ბ) ექსტერნატის გამოცდაზე მიღებული შეფასებების მითითებით იმ ექსტერნების ნუსხას, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდები ვერ დაძლიეს.

1​1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ყველა საგნის გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა სისტემა უგზავნის რესურცენტრებს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის შედეგებს სკოლებისათვის გადაცემის მიზნით. სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის შედეგებს.

2 . ექსტერნების განცხადებები, წერითი ნამუშევრები, დამხმარე ფურცლები, გაფრთხილების და ექსტერნატის გამოცდიდან მოხსნის ოქმები, ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებული და ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია ინახება სკოლაში, სადაც ჩატარდა გამოცდა. სკოლის მიერ ჩატარებულ ექსტერნატის გამოცდაზე შექმნილი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და გამოცდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ინახება სკოლაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

    მუხლი 15. გასაჩივრების წესი

1. ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება რესურსცენტრში ექსტერნატის გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.

2. ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება რესურსცენტრში ექსტერნატის გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

3. ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის მიზნით რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქ მ ნება საპრეტენზიო საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი.

4. საბჭო განიხილავს ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

5. საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.

7. საბჭოს უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები აისახება შესაბამისი სხდომის ოქმში, რომელიც მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით და რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

8. საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საბჭომ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემოთ მოყვანილი გადაწყვეტილება:

ა) ექსტერნისათვის ქულის ცვლილების შესახებ;

ბ) ექსტერნისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ;

გ) ექსტერნის მიმართ პროცედურული დარღვევის დადასტურებისას – დამატებით გამოცდაზე გაშვების შესახებ.

10. ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული ექსტერნის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ საკითხის/დავალების შესახებ, რომლის თაობაზეც წარდგენილია საპრეტენზიო განაცხადი. საბჭო იხილავს მხოლოდ იმ საკითხის/დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში საკითხზე/დავალებაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ექსტერნის ნამუშევარში შემავალი ყველა საკითხის/დავალების შეფასების სისწორე.

11. რესურსცენტრი უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების განმცხადებლებისათვის, ასევე შესაბამისი სკოლისათვის გაცნობას საპრეტენზიო განაცხადების განხილვის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 12.06.2017წ.

    მუხლი 16. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

1.  ექსტერნზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.

2. თუ პირი ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს რამდენიმე კლასის სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს საბაზო საფეხურის დამამთავრებელ კლასს, მასზე უნდა გაიცეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტ ი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №91/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მოსწავლეებზე, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №174/ნ - ვებგვერდი, 05.09.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“, №18/ნ, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.022.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209895-18/