ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (86)
შემდგომი ცვლილებები (66)
წინა ცვლილებები (20)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №19/ნ
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება (დანართი №1);
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტ ის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №167/ნ - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №116/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №125/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 10.08.2012წ.
13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №250/ნ - ვებგვერდი, 17.12.2012წ.
17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
18. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
19. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
20. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
დანართი №1
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ბ ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
გ ) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომლის საფუძველზეც იქმნება ტესტი;
დ ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
ე ) კონკრეტული ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული სკალირებული ქულის კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად მიღებული ქულა;
ე1) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ვ ) მაქსიმალური ქულა – ცენტრის მიერ თითოეული საგნის ტესტისთვის მინიჭებული უმაღლესი ქულა;
ზ ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ ი საგნის ტესტში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად;
თ ) რესურსცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
ი) საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
კ) საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული ის საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებებიდა საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება;
ლ ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
მ ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ნ ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ო ) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც ცენტრის მიერ დგება კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;
პ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ჟ) საგნობრივი ქვეკომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით , ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
რ) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ს ) ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
ტ ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით;
უ ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აბიტურიენტებისთვის და ტესტისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;
ფ ) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საპრეტენზიო კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზანი
ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზანია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობის ა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ენა
1. აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე.
3. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე.
4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
5. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ დებულების მე–6 მუხლით გათვალისწინებულ საგნებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.
თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდა
მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდები და მისი სამართლებრივი შედეგები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი თ ან/და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება შესაბამისი კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.
3. პროფესიულ ი განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეამოწმოს ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების არსებობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 6. ერთიანი ეროვნული გამოცდის საგნები
1. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი გამოცდის ჩაბარება.
2. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ზოგადი უნარები;
გ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ურ ენათაგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევით აკადემიური პროგრამის შესაბამისად:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) ფრანგული ენა;
გ.დ) რუსული ენა.
3. ორი ან მეტი უცხო ური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხო ური ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულებ ა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხო ურ ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხო ური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
4. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აკადემიური პროგრამის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) შეთანხმებით უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგ საგ ანში ან/და შემდეგი არჩევითი საგნობრივი ჯგუფებიდან :
ა) მათემატიკა;
ბ) ჰუმანიტარული საგნები:
ბ. ა) ლიტერატურა;
ბ.ბ) გეოგრაფია;
ბ.გ) ისტორია;
გ ) საბუნებისმეტყველო საგნები:
გ.ა) ქიმია;
გ.ბ) ფიზიკა;
გ.გ) ბიოლოგია.
41.დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით , უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული აკადემიური პროგრამის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეულ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას.
7. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება მეორე არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად), სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულად გადანაწილება შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის ჩამონათვალის შესაბამისად.
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა, სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
9. პროფესიულ ი განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვ ისთვის აუცილებელია ზოგადი უნარების ჩაბარება და არსებობის შემთხვევაში, ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების ფლობის დადასტურება.
10. (ამოღებულია - 19.12.11 №205/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა და შეფასება. ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება წერილობით, ტესტი რების გზით .
2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს.
3. აბიტურიენტის აკადემიურ და პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.
6. აბიტურიენტი რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ყველა იმ საგანში, რომელიც სავალდებულოა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამის მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნებს ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ არჩევით საგანში გამოცდებისთვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 8. სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თავისებურებანი
1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება;
ა) ბაკალავრიატზე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
3. ბაკალავრიატზე სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოეფიციენტს ანიჭებს ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს და კონკურსს.
5 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
გ) აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
დ) კონკურსზე მიღებული ქულა
ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 81. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თავისებურებანი
1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 82. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი
1. პროფესიულ ი განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვ ის მსურველი პირები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
21. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
3. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩარიცხავს პირს, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 20 სექტემბრამდე გაუგზავნოს ცენტრს ჩარიცხულ პირთა თაობაზე ინფორმაცია ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 83. ამოღებულია

მუხლი 84. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჩაბარება
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ პირს უფლება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვ.) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 9. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება
1. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს საგანმანათლებლო პროგრამით .
2. ერთიან ეროვნულ გამოცდებ ში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის , ცენტრის მიერ რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული არ იქნება ის აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციას.
მუხლი 10. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგან ში შეადგენს 10 ლარს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 5 0 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
3. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 11 . ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და რესურსცენტრი ვალდებულია ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აბიტურიენტთა რეგისტრაციასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას.
4 . ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდის ორგანიზება
მუხლი 12. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმისა და შეფასების სქემის მომზადება
1. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თითოეული საგნის შესაბამისად ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.
2. ტესტის შექმნამდე ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:
ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;
ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;
გ) ტესტზე სამუშაო დრო.
3. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინ დ ება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ თითოეული საგნის შესაბამისად ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აბიტურიენტთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.
მუხლი 13. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადება
1. სასწავლო წლის დასაწყისში მომდევნო სასწავლო წლის ა თვის საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).
3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 25 დეკემბრისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.
4. ანკეტის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი ნოემბრისა .
5 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ანკეტაში მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიურ პროგრამებზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;
ვ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება;
ზ ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;
თ ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
ი ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მათ შორის , საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები ;
კ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები საგანმანათლებლო პროგრამებ ის მიხედვით;
ლ ) საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
მ ) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
ნ ) აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობები;
ო ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
6. საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას.
7. ანკეტების საფუძველზე ცენტრში ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება და მონაცემთა ბაზების ფორმირება.
71. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აცხადებს მიღებას პროფესიულ ი განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე , ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსოს და ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
8. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №167/ნ - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 14. საგანმანათლებლო დაწესებულებისა/დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების არჩევა
1. აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შეუზღუდავად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არჩევანს აბიტურიენტი აკეთებს პრიორიტეტულობის პრინციპის დაცვით. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს აბიტურიენტისთვის სასურველი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალის დადგენას პრიორიტეტული რიგითობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 15. რეგისტრაცია
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში - სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეობის საფასური.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:
ა) ტექნიკურ მონაცემებს:
ა.ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ა.ბ) აბიტურიენტის თაობაზე არსებული სხვა ინფორმაციას;
ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის დაგეგმვისთვის საჭირო მონაცემები:
აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელი საგნის/საგანების ან/და კონკურსის ჩამონათვალი. საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა და საგამოცდო საგნის ერთი ენა;
ბ.ბ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;
ბ.გ) იმ აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება;
ბ.დ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
8. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით.
9. აბიტურიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე აქვს უფლება შეცვალოს ამ მუხლის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. აბიტურიენტის მიმართვის საფუძველზე ცენტრი ცვლილებას ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეცდომა დაშვებულია ცენტრის მიერ. თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 დღის ვადაში არ მიმართავს ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონულ მისამართზე ბოლოს გაეგზავნა აბიტურიენტს.
11. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
12. აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, თითოეულ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 16. საინფორმაციო ბაზა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და აბიტურიენტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ცხადდება ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება აბიტურიენტთა მიღება.
3. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).
4. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზაში სხვა ინფორმაციასთან ერთად აისახება:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა იმ ქალაქების მიხედვით, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.
5. აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება იმის დადგენა, თუ რომელი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლება.
მუხლი 17. დამკვირვებელთა რეგისტრაცია
1. საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებს დამკვირვებელი.
2. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრში განაწილება ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და ცენტრის მიერ მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი.
4. თუ დამკვირვებლობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ცენტრის მიერ დადგენილ რაოდენობას, დამკვირვებელთა შერჩევა ხდება წილისყრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
თავი IV. ტესტირება
მუხლი 18. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი
1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
2. ტესტირება საგნის შესაბამისად ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
3. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების ახალი ვადა.
მუხლი 19. საგამოცდო პროცესზე დასწრება
1. ტესტირების დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
მუხლი 20. რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრში
1. ტესტის ჩაბარების მიზნით, აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო -საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება, გარდა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
4. თუ აბიტურიენტთა მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს აბიტურიენტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
6. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათის განმავლობაში.
7. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
8. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ტესტირების დაწყებამდე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
მუხლი 21. ტესტირების მიმდინარეობა
1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
2. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის შესაბამისად, ადგენს ცენტრი.
მუხლი 22. მუშაობა ტესტზე
1. (ამოღბულია - 01.07.2013, № 83/ნ).
2. ტესტზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.
3. ტესტირების დროს აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.
4. ტესტირების დროს აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
5. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო –აღჭურვილობის მეშვეობით.
6. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
7. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №125/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.

მუხლი 23. ტესტირების დროს წესის დარღვევა
1. ტესტირების დროს აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
3. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
4. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
5. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
6. ტესტირების პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს აქტი.
მუხლი 24. ნაშრომების გასწორება
1. ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
2. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ შეფასების სქემის შესაბამისად. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
3. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
4. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
5. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება ცენტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქულები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

მუხლი 25. ტესტებისა და ტესტის პასუხების გამოქვეყნება
ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.
მუხლი 26. ვადები
ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით.
თავი V
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №116/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
მუხლი 27. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება
1. აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).
3. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას.
მუხლი 28. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
მუხლი 29. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა
1. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;
ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;
გ) საპრეტენზიო განაცხადის წარმდგენი პირის ვინაობა;
დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;
ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე ;
ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) აბიტურიენტის დაბადების მოწმობა ამ დებულების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4 . აბიტურიენტს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.
5. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
მუხლი 30. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტს გამოცდის დღეს , 21 საათამდე , ამ დებულების 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.
2. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით , საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე , ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
მუხლი 301. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
მუხლი 302. საპრეტენზიო კომისია
1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო კომისიას ერთიანი ეროვნული გამოცდების ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს მინისტრი.
3. აბიტურიენტის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისი ა, რომლის წევრ ებ ი ს ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.
მუხლი 303. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
მუხლი 304. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
2. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 305. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება
1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/ გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) აბიტურიენტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის ცენტრს გადაწყვეტილებას.
5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.
მუხლი 306. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .
2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.
მუხლი 307. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება
1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
2. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.
3 . საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება ცენტრში.
4 . საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
თავი VI. რანჟირება. ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 31. რანჟირება კოეფიციენტებით
1. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.
2. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
21. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
3. აკადემიურ პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც ამ დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.
4. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ცენტრი ადგენს აბიტურიენტის საკონკურსო ქულის მიხედვით. აბიტურიენტის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.
5. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გაითვალისწინება იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. თუ ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი ქულა.
6. თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 32. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების საბოლოო შედეგები
საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება პირის მიერ ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულა და დგება იმ პირთა სია, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 33. რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად
1. აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 52 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის 15 ივლისამდე ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლის თაობაზე.
4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება სტუდენტთა ადგილები იმ რაოდენობით, რაც აუციელებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა სცილდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.
მუხლი 34. რანჟირების დოკუმენტები
1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
2. რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება წინასწარი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად აბიტურიენტების საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე განაწილების შესახებ.
მუხლი 35. (ამოღებულია)

მუხლი 36. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა
იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებამდე გამოვლინდა, რომ ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემთა შეყვანის დროს არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, რომელიც შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი/მათი მდგომარეობა, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში, ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტს.
მუხლი 37. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თაობაზე დოკუმენტების დამტკიცება
1. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა;
ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე.
2. ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
3. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და ერთ ეგზემპლარს, დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

მუხლი 38. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 39. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა
1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, ხდება აბიტურიენტთა შესაბამისი რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე.
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.
2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღოს აბიტურიენტები და ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების ოფოციალურ ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
4. აბიტურიენტის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.
6. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
7. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს რანჟირების დოკუმენტში მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, უფლებამოსილია მიმართოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც მობილობის წესით მოიპოვებს სწავლის უფლებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 391. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა
1. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით, რომელიც 20 სექტემბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ცენტრში. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 სექტემბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.
3. ის პირი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება საგანმანათლებლო დაწესებულებაში უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 40. გარდამავალი დებულებანი
1. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.
11. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ ვადებს.
2. ამ დებულების ძალაში შესვლამდე ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2015 -2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
4. აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლება აღიარებული იქნება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უფლება აქვს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა და ლიტერატურა (აფხაზური ენა). ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაცვლად აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების სურვილი აბიტურიენტმა უნდა გამოთქვას შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ მაისამდე.
5. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში დამატებითი რანჟირებისთვის გამოაცხადოს სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დამატებითი ადგილები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (მხოლოდ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არიან აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეები და 2011 წელს ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტები) ან/და პროფესიულ პროგრამებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებთან ერთად.
6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტის მიღების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის:
ა) 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის რუსულ ენაზე და აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვა) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტების მიღებას აცხადებს:
გ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე;
გ.ბ) 2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოაცხადოს ადგილები ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტები ს შედეგების საფუძველზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის;
დ) დაინტერესებული პირების რეგისტრაცია ხორციელდება:
დ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
დ.ბ) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ე) აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ ზოგადი უნარებისა და აფხაზური ენის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულ ებ ის ჯამისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
7. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოტივირებული წინადადებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანხმობის საფუძველზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გაზარდოს საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
8. აბიტურიენტებს, რომლებ მა ც 2012 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხე დვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გააკეთონ განმეორებითი განაცხადი თავისუფალ ადგილებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი არა უმეტეს ოცისა .
9. 2012 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი რანჟირების დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ რესურსცენტრში ან/და ცენტრის ოფოციალურ ვებგვერდზე. განმეორებითი განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს ცენტრის დირექტორი.
10. 2012 წელს განმეორებითი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხორციელდება აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირება.
11. სტუდენტები, რომლებიც არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თავისუფლდებიან ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან, რისთვისაც ცენტრის მიერ დადგენილი განცხადების ფორმი ს შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში მიმართავენ ცენტრს. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. სტუდენტი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომ იგი ნამდვილად სწავლობს არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
12. 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით აბიტურიენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება 2013 წლის 8 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 10.08.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №250/ნ - ვებგვერდი, 17.12.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
დანართი №2
სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს
მუხლი 2. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება
1. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;
ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაწ ილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს გრანტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 3. აკადემიურ პროგრამებზე გრანტის მოპოვების საფუძველი
1. აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებენ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებული საგნებისა და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე.
3. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევითი საგნში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება.
4. აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითეულ საგანს ენიჭება წონა (შემდგომში – საგამოცდო საგნის წონა). საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.
5. აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.
6. აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ დებულების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
7. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
8. აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე ცენტრში განაცხადებს, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.
9. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი, ცენტრი აბიტურიენტს შეიყვანს რანჟირების დოკუმენტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 4. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებანი
1. აბიტურიენტი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე გრანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.
2. აბიტურიენტი, რომელსაც დებულების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგულ ჩამონათვალში სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური პროგრამა, გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.
3. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდება.

მუხლი 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გრანტის მოპოვება
1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა გრანტი, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.
2. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ტესტირების გზით. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ზოგადი უნარების გამოცდის ტესტი შედგება სამი ნაწილისგან:
ა) წაკითხულის გააზრება;
ბ) ლოგიკური მსჯელობა;
გ) რაოდენობრივი მსჯელობა.
3. ცენტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის მაქსიმალურ ქულასა და საგამოცდო დროს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით.
5. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტს/გრანტის გაზრდილ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე.
7. გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის მიღების უფლებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
მუხლი 6. პროფესიულ პროგრამაზე დაფინანსების განაწილებისა და მოპოვების წესი
1. პროფესიულ პროგრამაზე პირი დაფინანსებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე, პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის გამოყოფილი დაფინანსების წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. რანჟირების დოკუმენტში არ შედის პირი,:
ა) რომელსაც მოპოვებული აქვს დაფინანსება პროფესიულ პროგრამაზე;
ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩაირიცხა პირი, დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;
გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე.
3. პირი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხა პროფესიულ ი განათლების IV საფეხურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის სურს მიიღოს გრანტი. ამ ვადაში განცხადების წარმოუდგენლობისას გრანტის განაწილება მოხდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 7. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გრანტის განაწილებისა და მოპოვების წესი
1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტი გრანტს მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
3. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმნათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
მუხლი 8. აბსოლუტ უ რი ქულებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცება
1. ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღის ვადაში:
ა. ა) აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;
ა.ბ ) აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;
ა.გ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯ ა ნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.დ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.ე ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.ვ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი.
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს რანჟირების დოკუმენტს იმ პირთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს დაფინანსება პროფესიული პროგრამისთვის.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ცენტრის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას განსაზღვრული ფორმის შესაბამისად გადასცემს ცენტრს.
2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულია ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტებს, რომლებიც დამტკიცების შემდეგ დოკუმენტის ერთი ეგზეპლარი დამოწმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით იგზავნება ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
2. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ცენტრს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №19/ნ
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება (დანართი №1);
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №167/ნ - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №116/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №125/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 10.08.2012წ.
13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №250/ნ - ვებგვერდი, 17.12.2012წ.
17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
18. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
19. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
20. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
დანართი №1
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ბ ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
გ ) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომლის საფუძველზეც იქმნება ტესტი;
დ ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
ე ) კონკრეტული ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული სკალირებული ქულის კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად მიღებული ქულა;
ე1) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ვ ) მაქსიმალური ქულა – ცენტრის მიერ თითოეული საგნის ტესტისთვის მინიჭებული უმაღლესი ქულა;
ზ ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეული საგნის ტესტში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად;
თ ) რესურსცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
ი) საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
კ) საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული ის საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებებიდა საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება;
ლ ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
მ ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ნ ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ო ) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც ცენტრის მიერ დგება კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;
პ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ჟ) საგნობრივი ქვეკომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით , ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
რ) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ს ) ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
ტ ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით;
უ ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აბიტურიენტებისთვის და ტესტისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;
ფ ) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საპრეტენზიო კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზანი
ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზანია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ენა
1. აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე.
3. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე.
4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
5. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ დებულების მე–6 მუხლით გათვალისწინებულ საგნებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.
თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდა
მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდები და მისი სამართლებრივი შედეგები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით ან/და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება შესაბამისი კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.
3. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეამოწმოს ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების არსებობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 6. ერთიანი ეროვნული გამოცდის საგნები
1. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი გამოცდის ჩაბარება.
2. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ზოგადი უნარები;
გ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხოურ ენათაგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევით აკადემიური პროგრამის შესაბამისად:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) ფრანგული ენა;
გ.დ) რუსული ენა.
3. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
4. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აკადემიური პროგრამის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) შეთანხმებით უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგ საგანში ან/და შემდეგი არჩევითი საგნობრივი ჯგუფებიდან :
ა) მათემატიკა;
ბ) ჰუმანიტარული საგნები:
ბ. ა) ლიტერატურა;
ბ.ბ) გეოგრაფია;
ბ.გ) ისტორია;
გ ) საბუნებისმეტყველო საგნები:
გ.ა) ქიმია;
გ.ბ) ფიზიკა;
გ.გ) ბიოლოგია.
41.დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით , უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული აკადემიური პროგრამის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეულ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას.
7. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება მეორე არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად), სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულად გადანაწილება შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის ჩამონათვალის შესაბამისად.
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა, სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
9. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ზოგადი უნარების ჩაბარება და არსებობის შემთხვევაში, ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების ფლობის დადასტურება.
10. (ამოღებულია - 19.12.11 №205/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა და შეფასება. ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება წერილობით, ტესტირების გზით .
2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს.
3. აბიტურიენტის აკადემიურ და პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.
6. აბიტურიენტი რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ყველა იმ საგანში, რომელიც სავალდებულოა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამის მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნებს ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ არჩევით საგანში გამოცდებისთვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 8. სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თავისებურებანი
1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება;
ა) ბაკალავრიატზე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
3. ბაკალავრიატზე სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოეფიციენტს ანიჭებს ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს და კონკურსს.
5 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
გ) აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
დ) კონკურსზე მიღებული ქულა
ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 81. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თავისებურებანი🔗
1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 82. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი🔗
1. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვის მსურველი პირები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
21. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
3. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩარიცხავს პირს, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 20 სექტემბრამდე გაუგზავნოს ცენტრს ჩარიცხულ პირთა თაობაზე ინფორმაცია ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 83. ამოღებულია🔗

მუხლი 84. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჩაბარება🔗
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ პირს უფლება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვ.) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 9. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება
1. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს საგანმანათლებლო პროგრამით .
2. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის , ცენტრის მიერ რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული არ იქნება ის აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციას.
მუხლი 10. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 10 ლარს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 5 0 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
3. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 11 . ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და რესურსცენტრი ვალდებულია ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აბიტურიენტთა რეგისტრაციასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას.
4 . ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდის ორგანიზება
მუხლი 12. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმისა და შეფასების სქემის მომზადება
1. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თითოეული საგნის შესაბამისად ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.
2. ტესტის შექმნამდე ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:
ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;
ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;
გ) ტესტზე სამუშაო დრო.
3. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდ ება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ თითოეული საგნის შესაბამისად ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აბიტურიენტთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.
მუხლი 13. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადება
1. სასწავლო წლის დასაწყისში მომდევნო სასწავლო წლისა თვის საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).
3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 25 დეკემბრისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.
4. ანკეტის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი ნოემბრისა .
5 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ანკეტაში მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიურ პროგრამებზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;
ვ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება;
ზ ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;
თ ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
ი ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მათ შორის , საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები ;
კ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
ლ ) საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
მ ) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
ნ ) აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობები;
ო ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
6. საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას.
7. ანკეტების საფუძველზე ცენტრში ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება და მონაცემთა ბაზების ფორმირება.
71. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აცხადებს მიღებას პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე , ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსოს და ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
8. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №167/ნ - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 14. საგანმანათლებლო დაწესებულებისა/დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების არჩევა
1. აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შეუზღუდავად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არჩევანს აბიტურიენტი აკეთებს პრიორიტეტულობის პრინციპის დაცვით. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს აბიტურიენტისთვის სასურველი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალის დადგენას პრიორიტეტული რიგითობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 15. რეგისტრაცია
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში - სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეობის საფასური.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:
ა) ტექნიკურ მონაცემებს:
ა.ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ა.ბ) აბიტურიენტის თაობაზე არსებული სხვა ინფორმაციას;
ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის დაგეგმვისთვის საჭირო მონაცემები:
აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელი საგნის/საგანების ან/და კონკურსის ჩამონათვალი. საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა და საგამოცდო საგნის ერთი ენა;
ბ.ბ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;
ბ.გ) იმ აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება;
ბ.დ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
8. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით.
9. აბიტურიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე აქვს უფლება შეცვალოს ამ მუხლის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. აბიტურიენტის მიმართვის საფუძველზე ცენტრი ცვლილებას ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეცდომა დაშვებულია ცენტრის მიერ. თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 დღის ვადაში არ მიმართავს ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონულ მისამართზე ბოლოს გაეგზავნა აბიტურიენტს.
11. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
12. აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, თითოეულ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 16. საინფორმაციო ბაზა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და აბიტურიენტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ცხადდება ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება აბიტურიენტთა მიღება.
3. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).
4. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზაში სხვა ინფორმაციასთან ერთად აისახება:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა იმ ქალაქების მიხედვით, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.
5. აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება იმის დადგენა, თუ რომელი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლება.
მუხლი 17. დამკვირვებელთა რეგისტრაცია
1. საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებს დამკვირვებელი.
2. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრში განაწილება ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და ცენტრის მიერ მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი.
4. თუ დამკვირვებლობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ცენტრის მიერ დადგენილ რაოდენობას, დამკვირვებელთა შერჩევა ხდება წილისყრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
თავი IV. ტესტირება
მუხლი 18. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი
1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
2. ტესტირება საგნის შესაბამისად ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
3. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების ახალი ვადა.
მუხლი 19. საგამოცდო პროცესზე დასწრება
1. ტესტირების დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
მუხლი 20. რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრში
1. ტესტის ჩაბარების მიზნით, აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო -საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.
2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება, გარდა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
4. თუ აბიტურიენტთა მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს აბიტურიენტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
6. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათის განმავლობაში.
7. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
8. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ტესტირების დაწყებამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
მუხლი 21. ტესტირების მიმდინარეობა
1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
2. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის შესაბამისად, ადგენს ცენტრი.
მუხლი 22. მუშაობა ტესტზე
1. (ამოღბულია - 01.07.2013, № 83/ნ).
2. ტესტზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.
3. ტესტირების დროს აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.
4. ტესტირების დროს აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
5. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო –აღჭურვილობის მეშვეობით.
6. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
7. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №125/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 23. ტესტირების დროს წესის დარღვევა
1. ტესტირების დროს აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
3. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
4. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
5. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
6. ტესტირების პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს აქტი.
მუხლი 24. ნაშრომების გასწორება
1. ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
2. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ შეფასების სქემის შესაბამისად. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
3. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
4. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
5. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება ცენტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქულები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 25. ტესტებისა და ტესტის პასუხების გამოქვეყნება
ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.
მუხლი 26. ვადები
ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით.
თავი V
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №116/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
მუხლი 27. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება🔗
1. აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).
3. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას.
მუხლი 28. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
მუხლი 29. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა
1. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;
ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;
გ) საპრეტენზიო განაცხადის წარმდგენი პირის ვინაობა;
დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;
ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე ;
ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) აბიტურიენტის დაბადების მოწმობა ამ დებულების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4 . აბიტურიენტს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.
5. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
მუხლი 30. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტს გამოცდის დღეს , 21 საათამდე , ამ დებულების 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.
2. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით , საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე , ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
მუხლი 301. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
მუხლი 302. საპრეტენზიო კომისია🔗
1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო კომისიას ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს მინისტრი.
3. აბიტურიენტის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისია, რომლის წევრებ ის ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.
მუხლი 303. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა🔗
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
მუხლი 304. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
2. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 305. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება🔗
1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/ გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) აბიტურიენტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის ცენტრს გადაწყვეტილებას.
5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.
მუხლი 306. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .
2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.
მუხლი 307. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება🔗
1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
2. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.
3 . საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება ცენტრში.
4 . საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
თავი VI. რანჟირება. ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 31. რანჟირება კოეფიციენტებით
1. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.
2. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
21. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
3. აკადემიურ პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც ამ დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.
4. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ცენტრი ადგენს აბიტურიენტის საკონკურსო ქულის მიხედვით. აბიტურიენტის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.
5. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გაითვალისწინება იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. თუ ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი ქულა.
6. თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 32. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების საბოლოო შედეგები
საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება პირის მიერ ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულა და დგება იმ პირთა სია, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 33. რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად
1. აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 52 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის 15 ივლისამდე ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლის თაობაზე.
4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება სტუდენტთა ადგილები იმ რაოდენობით, რაც აუციელებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა სცილდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.
მუხლი 34. რანჟირების დოკუმენტები
1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
2. რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება წინასწარი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად აბიტურიენტების საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე განაწილების შესახებ.
მუხლი 35. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 36. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა
იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებამდე გამოვლინდა, რომ ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემთა შეყვანის დროს არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, რომელიც შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი/მათი მდგომარეობა, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში, ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტს.
მუხლი 37. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თაობაზე დოკუმენტების დამტკიცება
1. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა;
ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე.
2. ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
3. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და ერთ ეგზემპლარს, დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 38. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 39. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა
1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, ხდება აბიტურიენტთა შესაბამისი რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე.
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.
2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღოს აბიტურიენტები და ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების ოფოციალურ ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
4. აბიტურიენტის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.
6. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
7. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს რანჟირების დოკუმენტში მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, უფლებამოსილია მიმართოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც მობილობის წესით მოიპოვებს სწავლის უფლებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 391. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა🔗
1. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით, რომელიც 20 სექტემბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ცენტრში. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 სექტემბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.
3. ის პირი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება საგანმანათლებლო დაწესებულებაში უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 40. გარდამავალი დებულებანი
1. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.
11. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ ვადებს.
2. ამ დებულების ძალაში შესვლამდე ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2015 -2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
4. აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლება აღიარებული იქნება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უფლება აქვს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა და ლიტერატურა (აფხაზური ენა). ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაცვლად აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების სურვილი აბიტურიენტმა უნდა გამოთქვას შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ მაისამდე.
5. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში დამატებითი რანჟირებისთვის გამოაცხადოს სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დამატებითი ადგილები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (მხოლოდ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არიან აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეები და 2011 წელს ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტები) ან/და პროფესიულ პროგრამებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებთან ერთად.
6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტის მიღების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის:
ა) 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის რუსულ ენაზე და აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვა) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტების მიღებას აცხადებს:
გ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე;
გ.ბ) 2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოაცხადოს ადგილები ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის;
დ) დაინტერესებული პირების რეგისტრაცია ხორციელდება:
დ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
დ.ბ) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ე) აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ ზოგადი უნარებისა და აფხაზური ენის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულებ ის ჯამისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
7. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოტივირებული წინადადებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანხმობის საფუძველზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გაზარდოს საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
8. აბიტურიენტებს, რომლებმაც 2012 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხე დვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გააკეთონ განმეორებითი განაცხადი თავისუფალ ადგილებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი არა უმეტეს ოცისა .
9. 2012 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი რანჟირების დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ რესურსცენტრში ან/და ცენტრის ოფოციალურ ვებგვერდზე. განმეორებითი განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს ცენტრის დირექტორი.
10. 2012 წელს განმეორებითი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხორციელდება აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირება.
11. სტუდენტები, რომლებიც არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თავისუფლდებიან ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან, რისთვისაც ცენტრის მიერ დადგენილი განცხადების ფორმის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში მიმართავენ ცენტრს. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. სტუდენტი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომ იგი ნამდვილად სწავლობს არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
12. 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით აბიტურიენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება 2013 წლის 8 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 10.08.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №250/ნ - ვებგვერდი, 17.12.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
დანართი №2
სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს
მუხლი 2. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება
1. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;
ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაწ ილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს გრანტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 3. აკადემიურ პროგრამებზე გრანტის მოპოვების საფუძველი
1. აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებენ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებული საგნებისა და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე.
3. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევითი საგნში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება.
4. აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითეულ საგანს ენიჭება წონა (შემდგომში – საგამოცდო საგნის წონა). საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.
5. აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.
6. აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ დებულების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
7. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
8. აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე ცენტრში განაცხადებს, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.
9. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი, ცენტრი აბიტურიენტს შეიყვანს რანჟირების დოკუმენტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 4. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებანი
1. აბიტურიენტი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე გრანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.
2. აბიტურიენტი, რომელსაც დებულების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგულ ჩამონათვალში სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური პროგრამა, გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.
3. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
მუხლი 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გრანტის მოპოვება🔗
1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა გრანტი, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.
2. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ტესტირების გზით. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ზოგადი უნარების გამოცდის ტესტი შედგება სამი ნაწილისგან:
ა) წაკითხულის გააზრება;
ბ) ლოგიკური მსჯელობა;
გ) რაოდენობრივი მსჯელობა.
3. ცენტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის მაქსიმალურ ქულასა და საგამოცდო დროს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით.
5. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტს/გრანტის გაზრდილ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე.
7. გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის მიღების უფლებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
მუხლი 6. პროფესიულ პროგრამაზე დაფინანსების განაწილებისა და მოპოვების წესი
1. პროფესიულ პროგრამაზე პირი დაფინანსებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე, პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის გამოყოფილი დაფინანსების წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. რანჟირების დოკუმენტში არ შედის პირი,:
ა) რომელსაც მოპოვებული აქვს დაფინანსება პროფესიულ პროგრამაზე;
ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩაირიცხა პირი, დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;
გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე.
3. პირი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხა პროფესიული განათლების IV საფეხურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის სურს მიიღოს გრანტი. ამ ვადაში განცხადების წარმოუდგენლობისას გრანტის განაწილება მოხდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 7. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გრანტის განაწილებისა და მოპოვების წესი
1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტი გრანტს მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
3. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმნათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
მუხლი 8. აბსოლუტ ური ქულებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცება🔗
1. ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღის ვადაში:
ა. ა) აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;
ა.ბ ) აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;
ა.გ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯა ნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.დ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.ე ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.ვ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი.
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს რანჟირების დოკუმენტს იმ პირთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს დაფინანსება პროფესიული პროგრამისთვის.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ცენტრის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას განსაზღვრული ფორმის შესაბამისად გადასცემს ცენტრს.
2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულია ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტებს, რომლებიც დამტკიცების შემდეგ დოკუმენტის ერთი ეგზეპლარი დამოწმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით იგზავნება ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
2. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ცენტრს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №19/ნ
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება (დანართი №1);
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №167/ნ - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №116/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №125/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 10.08.2012წ.
13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №250/ნ - ვებგვერდი, 17.12.2012წ.
17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
18. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
19. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
20. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.09.2013წ.
დანართი №1
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო🔗
ეს დებულება არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ბ ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
გ ) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომლის საფუძველზეც იქმნება ტესტი;
დ ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
ე ) კონკრეტული ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული სკალირებული ქულის კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად მიღებული ქულა;
ე1) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ვ ) მაქსიმალური ქულა – ცენტრის მიერ თითოეული საგნის ტესტისთვის მინიჭებული უმაღლესი ქულა;
ზ ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეული საგნის ტესტში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად;
თ ) რესურსცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
ი) საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
კ) საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული ის საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებებიდა საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება;
ლ ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
მ ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ნ ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ო ) საკონკურსო ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც ცენტრის მიერ დგება კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;
პ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ჟ) საგნობრივი ქვეკომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით , ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
რ) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ს ) ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
ტ ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით;
უ ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აბიტურიენტებისთვის და ტესტისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;
ფ ) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საპრეტენზიო კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზანი🔗
ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზანია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ენა🔗
1. აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე.
3. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე.
4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
5. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ დებულების მე–6 მუხლით გათვალისწინებულ საგნებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.
მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდები და მისი სამართლებრივი შედეგები🔗
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით ან/და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება შესაბამისი კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.
3. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეამოწმოს ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების არსებობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 6. ერთიანი ეროვნული გამოცდის საგნები🔗
1. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი გამოცდის ჩაბარება.
2. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ზოგადი უნარები;
გ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხოურ ენათაგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევით აკადემიური პროგრამის შესაბამისად:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) ფრანგული ენა;
გ.დ) რუსული ენა.
3. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
4. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აკადემიური პროგრამის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) შეთანხმებით უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგ საგანში ან/და შემდეგი არჩევითი საგნობრივი ჯგუფებიდან :
ა) მათემატიკა;
ბ) ჰუმანიტარული საგნები:
ბ. ა) ლიტერატურა;
ბ.ბ) გეოგრაფია;
ბ.გ) ისტორია;
გ ) საბუნებისმეტყველო საგნები:
გ.ა) ქიმია;
გ.ბ) ფიზიკა;
გ.გ) ბიოლოგია.
41.დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით , უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული აკადემიური პროგრამის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეულ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას.
7. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება მეორე არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად), სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულად გადანაწილება შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის ჩამონათვალის შესაბამისად.
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა, სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
9. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ზოგადი უნარების ჩაბარება და არსებობის შემთხვევაში, ცალკეული პროფესიული პროგრამის ათვისებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კომპეტენციების ფლობის დადასტურება.
10. (ამოღებულია - 19.12.11 №205/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა და შეფასება. ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტები🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება წერილობით, ტესტირების გზით .
2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს.
3. აბიტურიენტის აკადემიურ და პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.
6. აბიტურიენტი რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ყველა იმ საგანში, რომელიც სავალდებულოა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამის მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნებს ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ არჩევით საგანში გამოცდებისთვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 8. სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თავისებურებანი🔗
1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება;
ა) ბაკალავრიატზე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
3. ბაკალავრიატზე სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოეფიციენტს ანიჭებს ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს და კონკურსს.
5 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
გ) აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
დ) კონკურსზე მიღებული ქულა
ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 81. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თავისებურებანი🔗
1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე გაუგზავნოს ცენტრს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 82. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი🔗
1. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვის მსურველი პირები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
21. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
3. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩარიცხავს პირს, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 20 სექტემბრამდე გაუგზავნოს ცენტრს ჩარიცხულ პირთა თაობაზე ინფორმაცია ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 83. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 84. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჩაბარება🔗
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ პირს უფლება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვ.) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 9. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება🔗
1. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს საგანმანათლებლო პროგრამით .
2. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის , ცენტრის მიერ რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული არ იქნება ის აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციას.
მუხლი 10. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 10 ლარს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 5 0 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
3. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 11 . ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და რესურსცენტრი ვალდებულია ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აბიტურიენტთა რეგისტრაციასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას.
4 . ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 12. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმისა და შეფასების სქემის მომზადება🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თითოეული საგნის შესაბამისად ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.
2. ტესტის შექმნამდე ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:
ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;
ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;
გ) ტესტზე სამუშაო დრო.
3. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდ ება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ თითოეული საგნის შესაბამისად ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აბიტურიენტთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.
მუხლი 13. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა მიღების გამოცხადება🔗
1. სასწავლო წლის დასაწყისში მომდევნო სასწავლო წლისა თვის საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).
3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 25 დეკემბრისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.
4. ანკეტის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი ნოემბრისა .
5 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ანკეტაში მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიურ პროგრამებზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;
ვ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება;
ზ ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;
თ ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
ი ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მათ შორის , საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები ;
კ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
ლ ) საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
მ ) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
ნ ) აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობები;
ო ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
6. საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას.
7. ანკეტების საფუძველზე ცენტრში ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება და მონაცემთა ბაზების ფორმირება.
71. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აცხადებს მიღებას პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე , ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსოს და ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
8. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №167/ნ - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 14. საგანმანათლებლო დაწესებულებისა/დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების არჩევა🔗
1. აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შეუზღუდავად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არჩევანს აბიტურიენტი აკეთებს პრიორიტეტულობის პრინციპის დაცვით. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს აბიტურიენტისთვის სასურველი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალის დადგენას პრიორიტეტული რიგითობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 15. რეგისტრაცია🔗
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში - სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეობის საფასური.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:
ა) ტექნიკურ მონაცემებს:
ა.ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ა.ბ) აბიტურიენტის თაობაზე არსებული სხვა ინფორმაციას;
ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის დაგეგმვისთვის საჭირო მონაცემები:
აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელი საგნის/საგანების ან/და კონკურსის ჩამონათვალი. საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა და საგამოცდო საგნის ერთი ენა;
ბ.ბ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;
ბ.გ) იმ აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება;
ბ.დ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
8. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით.
9. აბიტურიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე აქვს უფლება შეცვალოს ამ მუხლის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. აბიტურიენტის მიმართვის საფუძველზე ცენტრი ცვლილებას ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეცდომა დაშვებულია ცენტრის მიერ. თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 დღის ვადაში არ მიმართავს ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონულ მისამართზე ბოლოს გაეგზავნა აბიტურიენტს.
11. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
12. აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, თითოეულ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 16. საინფორმაციო ბაზა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და აბიტურიენტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ცხადდება ის საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება აბიტურიენტთა მიღება.
3. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).
4. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზაში სხვა ინფორმაციასთან ერთად აისახება:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა იმ ქალაქების მიხედვით, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.
5. აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება იმის დადგენა, თუ რომელი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლება.
მუხლი 17. დამკვირვებელთა რეგისტრაცია🔗
1. საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებს დამკვირვებელი.
2. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრში განაწილება ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და ცენტრის მიერ მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი.
4. თუ დამკვირვებლობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ცენტრის მიერ დადგენილ რაოდენობას, დამკვირვებელთა შერჩევა ხდება წილისყრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 18. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი🔗
1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
2. ტესტირება საგნის შესაბამისად ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
3. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების ახალი ვადა.
მუხლი 19. საგამოცდო პროცესზე დასწრება🔗
1. ტესტირების დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
მუხლი 20. რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრში🔗
1. ტესტის ჩაბარების მიზნით, აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო -საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება, გარდა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
4. თუ აბიტურიენტთა მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს აბიტურიენტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
6. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათის განმავლობაში.
7. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
8. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ტესტირების დაწყებამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანება №95/ნ - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
მუხლი 21. ტესტირების მიმდინარეობა🔗
1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
2. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის შესაბამისად, ადგენს ცენტრი.
მუხლი 22. მუშაობა ტესტზე🔗
1. (ამოღბულია - 01.07.2013, № 83/ნ).
2. ტესტზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.
3. ტესტირების დროს აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.
4. ტესტირების დროს აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
5. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო –აღჭურვილობის მეშვეობით.
6. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
7. (ამოღებულია - 27.03.2013, № 42/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №125/ნ - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 23. ტესტირების დროს წესის დარღვევა🔗
1. ტესტირების დროს აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
3. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“ –„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
4. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
5. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
6. ტესტირების პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს აქტი.
მუხლი 24. ნაშრომების გასწორება🔗
1. ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
2. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ შეფასების სქემის შესაბამისად. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
3. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
4. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
5. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება ცენტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქულები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 25. ტესტებისა და ტესტის პასუხების გამოქვეყნება🔗
ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.
მუხლი 26. ვადები🔗
ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №116/ნ - ვებგვერდი, 21.06.2012წ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
მუხლი 27. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება🔗
1. აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).
3. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას.
მუხლი 28. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
მუხლი 29. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა🔗
1. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;
ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;
გ) საპრეტენზიო განაცხადის წარმდგენი პირის ვინაობა;
დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;
ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე ;
ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) აბიტურიენტის დაბადების მოწმობა ამ დებულების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4 . აბიტურიენტს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.
5. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
მუხლი 30. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტს გამოცდის დღეს , 21 საათამდე , ამ დებულების 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.
2. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით , საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე , ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
მუხლი 301. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
მუხლი 302. საპრეტენზიო კომისია🔗
1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო კომისიას ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს მინისტრი.
3. აბიტურიენტის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისია, რომლის წევრებ ის ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.
მუხლი 303. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა🔗
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
მუხლი 304. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
2. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 305. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება🔗
1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/ გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) აბიტურიენტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის ცენტრს გადაწყვეტილებას.
5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.
მუხლი 306. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .
2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.
მუხლი 307. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება🔗
1. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
2. საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.
3 . საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება ცენტრში.
4 . საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 31. რანჟირება კოეფიციენტებით🔗
1. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.
2. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
21. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
3. აკადემიურ პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც ამ დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.
4. კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ცენტრი ადგენს აბიტურიენტის საკონკურსო ქულის მიხედვით. აბიტურიენტის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.
5. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გაითვალისწინება იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. თუ ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი ქულა.
6. თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 32. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების საბოლოო შედეგები🔗
საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება პირის მიერ ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულა და დგება იმ პირთა სია, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 33. რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად🔗
1. აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 52 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის 15 ივლისამდე ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლის თაობაზე.
4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება სტუდენტთა ადგილები იმ რაოდენობით, რაც აუციელებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა სცილდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.
მუხლი 34. რანჟირების დოკუმენტები🔗
1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
2. რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება წინასწარი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად აბიტურიენტების საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე განაწილების შესახებ.
მუხლი 35. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 36. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა🔗
იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებამდე გამოვლინდა, რომ ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემთა შეყვანის დროს არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, რომელიც შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი/მათი მდგომარეობა, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში, ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტს.
მუხლი 37. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თაობაზე დოკუმენტების დამტკიცება🔗
1. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა;
ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე.
2. ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
3. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და ერთ ეგზემპლარს, დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 38. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 39. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, ხდება აბიტურიენტთა შესაბამისი რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე.
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.
2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღოს აბიტურიენტები და ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების ოფოციალურ ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
4. აბიტურიენტის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.
6. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
7. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს რანჟირების დოკუმენტში მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, უფლებამოსილია მიმართოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც მობილობის წესით მოიპოვებს სწავლის უფლებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №149/ნ - ვებგვერდი, 07.09.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
მუხლი 391. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა🔗
1. პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით, რომელიც 20 სექტემბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ცენტრში. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 სექტემბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.
3. ის პირი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება საგანმანათლებლო დაწესებულებაში უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
მუხლი 40. გარდამავალი დებულებანი🔗
1. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.
11. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ ვადებს.
2. ამ დებულების ძალაში შესვლამდე ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2015 -2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
4. აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლება აღიარებული იქნება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უფლება აქვს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა და ლიტერატურა (აფხაზური ენა). ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაცვლად აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების სურვილი აბიტურიენტმა უნდა გამოთქვას შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ მაისამდე.
5. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში დამატებითი რანჟირებისთვის გამოაცხადოს სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დამატებითი ადგილები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (მხოლოდ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არიან აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეები და 2011 წელს ჩაბარებული აქვთ მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტები) ან/და პროფესიულ პროგრამებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებთან ერთად.
6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტის მიღების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის:
ა) 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის რუსულ ენაზე და აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვა) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტების მიღებას აცხადებს:
გ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე;
გ.ბ) 2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოაცხადოს ადგილები ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის;
დ) დაინტერესებული პირების რეგისტრაცია ხორციელდება:
დ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
დ.ბ) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ე) აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ ზოგადი უნარებისა და აფხაზური ენის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულებ ის ჯამისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
7. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოტივირებული წინადადებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანხმობის საფუძველზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გაზარდოს საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
8. აბიტურიენტებს, რომლებმაც 2012 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხე დვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გააკეთონ განმეორებითი განაცხადი თავისუფალ ადგილებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი არა უმეტეს ოცისა .
9. 2012 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი რანჟირების დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ რესურსცენტრში ან/და ცენტრის ოფოციალურ ვებგვერდზე. განმეორებითი განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს ცენტრის დირექტორი.
10. 2012 წელს განმეორებითი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხორციელდება აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირება.
11. სტუდენტები, რომლებიც არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თავისუფლდებიან ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან, რისთვისაც ცენტრის მიერ დადგენილი განცხადების ფორმის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში მიმართავენ ცენტრს. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. სტუდენტი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომ იგი ნამდვილად სწავლობს არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
12. 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით აბიტურიენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება 2013 წლის 8 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
13. აბიტურიენტებს, რომლებმაც 2013 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე. აბიტურიენტს უფლება არ აქვს გაიაროს რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ სავალდებულო და არჩევით საგნებს.
14. 2013 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. განმეორებითი განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თავისუფალ ადგილებზე, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტების განმეორებითი რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარადგენენ თანხმობის წერილებს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე თავისუფალი ადგილების რაოდენობის მითითებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არ აქვთ შეცვალონ ამ დებულების მე-40 მუხლის 11 პუნქტით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ ანკეტაში მითითებული ინფორმაცია.
16. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დასრულებიდან 5 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ადგენს ერთიან ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით და უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წარმოდგენილ სიებს და დასამტკიცებლად უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს დასამტკიცებლად წარდგენილ დოკუმენტებს და დამოწმებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
17. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს 2014 წლის პირველი იანვრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.
18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტები სწავლის უფლებას მოიპოვებენ 2014 წლის იანვრიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №55/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 10.08.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 10.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №250/ნ - ვებგვერდი, 17.12.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 2 მაისის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №144/ნ - ვებგვერდი, 23.09.2013წ.
დანართი №2
სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო🔗
ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს
მუხლი 2. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება🔗
1. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;
ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაწ ილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს გრანტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 3. აკადემიურ პროგრამებზე გრანტის მოპოვების საფუძველი🔗
1. აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებენ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებული საგნებისა და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე.
3. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევითი საგნში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება.
4. აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითეულ საგანს ენიჭება წონა (შემდგომში – საგამოცდო საგნის წონა). საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.
5. აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.
6. აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ დებულების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
7. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
8. აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე ცენტრში განაცხადებს, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.
9. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი, ცენტრი აბიტურიენტს შეიყვანს რანჟირების დოკუმენტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №96/ნ - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
მუხლი 4. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებანი🔗
1. აბიტურიენტი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე გრანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.
2. აბიტურიენტი, რომელსაც დებულების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგულ ჩამონათვალში სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური პროგრამა, გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.
3. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
მუხლი 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გრანტის მოპოვება🔗
1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა გრანტი, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.
2. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ტესტირების გზით. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ზოგადი უნარების გამოცდის ტესტი შედგება სამი ნაწილისგან:
ა) წაკითხულის გააზრება;
ბ) ლოგიკური მსჯელობა;
გ) რაოდენობრივი მსჯელობა.
3. ცენტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის მაქსიმალურ ქულასა და საგამოცდო დროს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით.
5. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტს/გრანტის გაზრდილ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე.
7. გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის მიღების უფლებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
მუხლი 6. პროფესიულ პროგრამაზე დაფინანსების განაწილებისა და მოპოვების წესი🔗
1. პროფესიულ პროგრამაზე პირი დაფინანსებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე, პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის გამოყოფილი დაფინანსების წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. რანჟირების დოკუმენტში არ შედის პირი,:
ა) რომელსაც მოპოვებული აქვს დაფინანსება პროფესიულ პროგრამაზე;
ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე ჩაირიცხა პირი, დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;
გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს პროფესიული განათლების IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე.
3. პირი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხა პროფესიული განათლების IV საფეხურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის სურს მიიღოს გრანტი. ამ ვადაში განცხადების წარმოუდგენლობისას გრანტის განაწილება მოხდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
მუხლი 7. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გრანტის განაწილებისა და მოპოვების წესი🔗
1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტი გრანტს მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
2. ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
3. აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმნათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
მუხლი 8. აბსოლუტ ური ქულებით რანჟირების დოკუმენტის დამტკიცება🔗
1. ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღის ვადაში:
ა. ა) აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;
ა.ბ ) აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;
ა.გ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯა ნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.დ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.ე ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;
ა.ვ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი.
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს რანჟირების დოკუმენტს იმ პირთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს დაფინანსება პროფესიული პროგრამისთვის.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ცენტრის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას განსაზღვრული ფორმის შესაბამისად გადასცემს ცენტრს.
2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულია ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 5 დღის ვადაში ამტკიცებს აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტებს, რომლებიც დამტკიცების შემდეგ დოკუმენტის ერთი ეგზეპლარი დამოწმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით იგზავნება ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1 41 /ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №205/ნ - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 09.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანება №136/ნ - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი🔗
1. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
2. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ცენტრს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე, რომ მას არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 მარტის ბრძანება №42/ნ - ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 01.07.2013წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“, №19/ნ, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1210497-20/