სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.02.2011 ძალადაკარგული 27.01.2012
ნომერი
№3/3
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.157.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 250211, 25/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3/3

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თეთრიწყარო

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ქ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №4/2 -  ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

1.      დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 1).

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №4/2 -  ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

2.      ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2010 წლის 29 იანვრის №1/5 დადგენილება.

3.      დადგენილება ძალაშია კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. მესტვირიშვილი   

შეტანილი ცვლილებები:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №4/2 -  ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

დანართი 1

სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

    მუხლი 1

სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება

 შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn = I mG I TL X C X K, სადაც:

ა) Cn არის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) I mG არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. თეთრიწყაროსათვის 0.23-ის ტოლია;

გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;

ე) K არის შესაბამისი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს  _  საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის 90-ს.

    მუხლი 2

პირველი მუხლის მიხედვით ქ.თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

I mG

I TL

C

K

Cn (ლარი)

0.23

1

0.24

90

4.968

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №4/2 -  ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

    მუხლი 3

სოფლებში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №4/2 -  ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №3/3, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.157.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212694-1/