2. მიუხედავად ამისა, სანაოსნო სააგენტოების საქმიანობის გათვალისწინებით, რომლის მიზანია საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების, მათ შორის ინტერმოდალური სატრანსპორტო საქმიანობის უზრუნველყოფა, და რომლებშიც შედის ტვირთზიდვის საზღვაო მონაკვეთი, ყოველი მხარე ნებას რთავს მეორე მხარის კომპანიებს მის ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის, ფილიალების ან შვილეუილ საწარმოების სახით, თავისი კომპანიების ან ნებისმიერი მესამე მხარის კომპანიების ან შვილეული საწარმოების ან ფილიალებისატვის არსებული პირობებისა და რეჟიმის, რომელიც უკეთესია, არანაკლები უპირატესობის პირობებისა და რეჟიმის საფუძველზე.
3. ასეთი საქმიანობა მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება ისთი სფეროებით, როგორიცაა:
(ა) საზღვაო ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული მომსახურების მარკეტინგი და გაყიდვა კვოტირებიდან ფაქტურამდე, მომხმარებელთან უშჲალო კონტაქტის საფუძველზე, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ასეთი მომსახურება წარმოებს ან შემოთავაზებულია თავად სერვისის მიმწოდებლის ან სერვისის ისეთი მიმწოდებილს მიერ, რომელთანაც სერვისის გამყიდველს დამყარებული აქვს მუდმივი საქმიანი ურთიერთობები;
(ბ) ტრანსპორტის ან მასთნ დაკავშირებული მომსახურების ყიდვა და გამოყენება პირადად ან მომხმარებელთა სახელით (ან მომხმარებილსათვის კვლავ მიყიდვა), კერძოდ, ყველა სახეობის შიდა სატრანსპორტო მომსახურება, განსაკუთრებით შიდა წყალსანაოსნო, საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურება აუციებელია ინტეგრირებუილ სერვისით უზრუნველყოფისათვის;
(გ) სატრანსპორტო და საბაჟო ან სხვა სახის დოკუმენტების მომზადება, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტირებული საქონლის წარმოშობასა და ხასიათთან;
(დ) ნებისმიერი საშუალებებით საქმიანი ინფორმაციით, მათ შორის კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემითა და ელექტრონული მონაცემებით უზრუნველყოფა (ექვემდებარება ტელეკომუნიკაციების სფეროში არადისკრიმინაციული ხასიათის ნებისმიერ შეზღუდვებს);
(ე) ნებისმიერ ადგილობრივ სანაოსნო სააგენტოსთან საქმიანი შეთანხმების დადება, საზოგადოების აქციებში წილობრივი მონაწილეობისა და ადგილზე დაქირავებული პერსონალის დანიშვნის (უცხოელი პერსონაილს შემთხვევაში - ეს არის ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების საგანი) ჩათვლით.
(ვ) იმ კომპანიების სახელით მოქმედება, რომლებიც inter allia ორგანიზაციისათვის იძახებენ გემებს ან მოთხოვნისას იღებენ ტვირთს
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 24. 1. 23-ე მუხლის დებულებები არ ეწინააღმდეგება მე-100 მუხლს და არ შეეხება საჰაერო ტრანსპორტს, შიდა წყალსანაოსნო ტრანსპორტს და საზღვაო ტრანსპორტს
თავი 2 — კომპანიების დაფუძნებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პირობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ეს კარი არ შეეხება საფეიქრო პროდუქციით ვაჭრობას, რომელიც ექცევა კომბინირებული ნომენკლატურის 50-63 თავების მოქმედების სფეროში. ამ ნაწარმით ვაჭრობა განხორციელდება ცალკე შეთანხმებით, რომელიც პარაფირებული
- მუხლი 18. 1. იმ პროდუქციით ვაჭრობა, რომელიც ხვდება ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მოქმედების არეში, განხორციელდება ამ კარის მუხლების მიხედვით, მე-12 მუხლის გამოკლებით
- მუხლი 19. ბირთვული მასალით ვაჭრობა წარიმართება ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში ბირთვული მასალით ვაჭრობა იქნება ევროპის ატომური ე
- მუხლი 20. 1. წევრ სახელმწიფოებში არსებული კანონების, პირობებისა და წესების მიხედვით გაერთიანება და მისი წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონის შესაბამისად მომუშავე საქა
- მუხლი 21. თანამშრომლობის საბჭო განიხილავს, თუ რა სახის ცვლილებები შეიძება იქნას მიღებული ბიზნესმენების შრომითი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მხარეთა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროსაბჭოს ბონი
- მუხლი 23. 1, გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს კომპანიების დაფუძნებისათვის, 25-ე (დ) მუხლის თანახმად, თავიანთ ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს, რომელიც ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებისათვის მი
- მუხლი 25. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
- მუხლი 26. 1. შეთანხმების სხვა დებულების მიუხედავად, მხარეს არ აეკრძალება მიიღოს კეთილგონიერებით ნაკარნახევი შესაბამისი ზომები, მათ შორის ინვესტორების, დეპოზიტარების, სადაზღვევო პოლისის მფლობელების ან იმ პირების
- მუხლი 27. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება იმას, რომ თითოეულმა მხარემ გამოიყენოს ნებისმიერი ზომა, რათა თავიდან აიცილოს ამ შეთანხმების დებულებების გამოყენების გზით მის ბაზარზე მესამე ქვეყნის
- მუხლი 28. 1. ამ კარის 1-ლი თავის დებულების მიუხედავად, შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული კომპანია საქართველოს ან გაერთიანების ტერიტორიაზე, შესაბამისად, უფლებამოსილია სამუშაოზე აიყვ
- მუხლი 29. 1. მხარეები მაქსიმალურად ეცდებიან არ მიმართონ იმაზე უფრო მკაცრ ზომებსა და ქმედებას (აღნიშნული ღონისძიებები ეხება ერთმანეთის კომპანიების დაფუძნებასა და მოქმედებას), რომლებიც მიღებული იყო შეთანხმების ხე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ..
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 24. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-24/