გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №8 5
2011 წლის 1 6 თებერვალი
ქ. თბილისი
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ
მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს:
1. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება (დანართი № 1).
2. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი № 2).
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.
დანართი №1
დებულება
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გზით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.
2. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;
ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
გ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
ე) მათემატიკური მეცნიერებები;
ვ) ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
ზ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
თ) სამედიცინო მეცნიერებები;
ი) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
კ) აგრარული მეცნიერებები.
3. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამოყენებითი კვლევა – კვლევა, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე. კვლევას შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა;
ბ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
გ) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენის, დამტკიცებისა და, საჭიროების შემთხვევაში, დასაფინანსებელ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დასაფინანსებელი პროექტის დამტკიცებამდე ან/და დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული პროექტის წარმდგენ პირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
დ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი (მეცნიერთა ჯგუფი), წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამეცნიერო ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;
ვ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ზ) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში;
თ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
ი) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
კ) თანადამფინანსებელი – იურიდიული პირი/პირები, რომელიც ფონდთან ერთად აფინანსებს კვლევას;
ლ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
მ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ნ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
ო) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
პ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 6- თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
მუხლი 3. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას;
გ) ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
დ) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;
ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
მუხლი 4. სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
ბ) ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს.
2. ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვ ე ბულ, ჯამში 2-ზე მეტ პროექტში.
21. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს.
22. დაუშვებელია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადების შეტანა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებთან.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
მუხლი 5. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 24 თვე.
2. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, ხოლო 24- თვიანი პროექტისათვის – 200 000 ლარს.
3. წლის განმავლობაში ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.
4. პროექტს უნდა ჰყავდეს თანადამფინანსებელი, რომლის თანამონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში უნდა გამოიხატოს ფულადი შენატანის სახით. მისი მოცულობა არ უნდა იყოს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 20%-ზე ნაკლები.
5. ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს 1 250 ლარს.
6. პროექტის დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. თანხები ავანსის სახით გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო ანგარიშებზე. პირველი ტრანში ავანსის სახით გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხოლო ყოველი მომდევნო ტრანში – წინა ტრანშით გათვალისწინებული შედეგების/თვლადი ინდიკატორების შესრულების შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშების განხილვის საფუძველზე.
7. თანადამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხა 12-თვიანი პროექტებისათვის სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტის ბიუჯეტის პირველ ტრანშში. 24-თვიანი პროექტებისათვის თანადამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხის სულ მცირე ნახევარი უნდა იყოს გათვალისწინებული პირველ ტრანშში, ხოლო დარჩენილი თანადაფინანსება – მე-3 ტრანშში. ფონდი პირველი და მე-3 ტრანშ ებ ით (24-თვიანი პროექტებისათვის) განსაზღვრულ თანხებს გადარიცხავს შესაბამისი პერიოდისათვის გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
8. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი
1 . პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს :
ა ) ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება;
ბ ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ ) მივლინება;
დ ) საქონელი და მომსახურება;
ე ) ძირითადი აქტივები;
ვ) ზედნადები ხარჯები.
11. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ბიუჯეტში არ შედის ხარჯვის კატეგორია „ზედნადები ხარჯები“, თანადაფინანსების სავალდებულო მინიმალური მოცულობა არის ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%.
3. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა და ა.შ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
მუხლი 7. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით;
დ) პროექტების საჯარო განხილვა სამეცნიერო საბჭოს წინაშე, გამარჯვებულების გამოვლენა და დამტკიცება;
ე) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებსა და ძირითად პერსონალთან საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმება.
მუხლი 8. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. დოკუმენტაციის ფონდში წარდგენისას შესაძლებელია მიეთითოს არა უმეტეს სამი არასასურველი ექსპერტისა, რომელთაც შესაფასებლად წარდგენილი პროექტი არ გაეგზავნებათ.
3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9. პროექტის შეფასება
1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტი შეფასების I საფეხურზე გაივლის ექსპერტიზას წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
2. დამოუკიდებელი უცხოელი/ადგილობრივი ექსპერტები პროექტს აფასებენ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს სულ ცოტა ორმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება თავის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
21. ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე პროექტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
3. პროექტები, რომლებიც შეფასების I საფეხურზე მიიღებს სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრულზე უფრო მაღალ შეფასებას, გადადის II საფეხურზე, რაც ითვალისწინებს სამეცნიერო საბჭოს წინაშე პრეზენტაციით წარდგომას. სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრული II საფეხურზე გადასვლისათვის საჭირო ზღვრული შეფასება შესაძლებელია განსხვავდებოდეს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებისათვის, მაგრამ არ უნდა იყოს 85 ქულაზე ნაკლები. პროექტების განხილვისას სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. ამასთან, სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მოითხოვოს პროექტების კორექტირება (ბიუჯეტის ჩათვლით).
4. სამეცნიერო საბჭო შეფასების II საფეხურზე გამოავლენს და დაამტკიცებს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის გამარჯვებულ პროექტებს. ამასთან, სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო ამ გამარჯვებულებთან ხელშეკრულება არ გაფორმდება.
5. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
6. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პროექტის ძირითადი პერსონალის, წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ ექსპერტთა მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი, ან იყოს ექსპერტი პირი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
მუხლი 11. საგრანტო ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან.
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.
3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 50% – გრანტის გამცემს და 50% – გრანტის მიმღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
31. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).
4. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
მუხლი 12. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.
4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს. გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს;
დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.
5. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.
7. ფონდი უფლებამოსილია შემთხვევითი შერჩევის წესით გამოვლენილი დასრულებული პროექტები შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს, რომლებიც დაადგენენ პროექტების განხორციელებისას შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას დაგეგმილ ამოცანებთან. შესამოწმებლად შეირჩევა 10%-მდე ოდენობის დასრულებული პროექტი.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით, ფონდი უფლებამოსილია შესაბამისი დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს 10%-ზე მეტი სხვა დასრულებული პროექტი. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებისათვის.
9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.
10. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
დანართი №2
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
| № | კრიტერიუმის დასახელება | სუსტი | საშუალო | კარგი | შეფასება |
| 1. | პროექტის არსი და მეცნიერული ღირებულება |
|
|
|
|
| 1.1 | რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი პროექტის მიზანი, შესრულების ეტაპები და შედეგის ინდიკატორები | 1-7 | 8-11 | 12-1 4 |
|
| 1.2 | კვლევის ინოვაციურობა, მეთოდიკის მეცნიერული დასაბუთება და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან | 1-7 | 8-11 | 12-1 4 |
|
| 2 | პროექტის გამოყენებითი პოტენციალი |
|
|
|
|
| 2.1 | რამდენად შეესაბამება კვლევის მოსალოდნელი პროდუქტი ადგილობრივი და/ან საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს | 1- 12 | 13- 20 | 21- 24 |
|
| 2.2 | კვლევის შედეგების გამოყენების რეალურობა და მდგრადობა | 1- 12 | 13-1 9 | 20- 23 |
|
| 3 | პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა |
|
|
|
|
| პროექტის ხელმძღვანელისა და სხვა ძირითადი შემსრულებლების კვალიფიკაცი ის/ცოდნ ისა და გამოცდილებ ის შესაბამისობა პროექტში დასახულ ამოცანებთან | 1-7 | 8-1 0 | 1 1 -1 3 |
| |
| 4 | პროექტის მართვა |
|
|
|
|
| რამდენად ოპტიმალურად არის პროექტში დაგეგმილი დროი ს, ადამიანური და ტექნიკური რესურსების გამოყენება | 1- 6 | 7- 9 | 10-1 2 |
| |
| სულ |
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“, №85, 16.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016246 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1213348-1/