ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2011 ძალადაკარგული 15.03.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.134.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110222024, 01/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №4

2011 წლის 15 თებერვალი

დ. ქედა   

ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 202-ე,  204-ე, 206-ე მუხლების, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №8- ვებგვერდი, 05.04.2011წ.

1. შემოღებული იქნას ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

2. განისაზღვროს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.

3. განისაზღვროს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 2 -ის შესაბამისად.

4. განისაზღვროს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 3 -ის შესაბამისად.

5. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან (მრავალბინიანი) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

გ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

დ) ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.04.2011წ.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №8 დადგენილება.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №8- ვებგვერდი, 05.04.2011წ.

7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე         ბ. დიასამიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №8- ვებგვერდი, 05.04.2011წ.

2. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.04.2011წ.

3. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.03.2012წ.

დანართი 1

ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები

 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0.1%-ის ოდენობი თ.

4. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.

                                                                                               დანართი 2

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე

ქონების გადასახადის განაკვეთები

 საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის და სახეობების მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

№

მიწის კატეგორიები

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე (ლარებში)

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო

60

2

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

19

3

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

15

4

ტყის მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

30

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე

3

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.04.2011წ.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.03.2012წ.

                                                                                                                             დანართი 3

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე და განისაზღვრება წელიწადში 1მ​2-ზე გაანგარიშებით, ლარებში.

2. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიულ ი კოეფიციენტ ი განისაზღვროს 1-ი თ.

3. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1მ​2​ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების წლიური გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.04.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №4, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1214069-3/