ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №05
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე, 204-ე მუხლების, აგრეთვე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი წლიური სახაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:
1. შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრედეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 14 მაისის №19 დადგენილება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 30.03.2011წ.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 30.03.2011წ.
დანართი№1
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის
1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე -3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოებზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
3. საწარმოს/ ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზეც გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით 1 %-ის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლის ქონების ღირებულებად ითვლება, აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 30.03.2011წ.
მუხლი 2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისთვის
1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით;
ბ) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-ის ოდენობით.
მუხლი 3. ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | წლიური განაკვეთი (ლარი/ჰა) | |||
|
| სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული | |
|
|
|
| სათიბები | საძოვრები |
| ონის მუნიციპალიტეტი | 3.75 | 2.25 | 20 | 15 |
ბ) სხვა მიწებისათვის:
|
ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | წლიური განაკვეთი (ლარი/ჰა) | |
| მიწის ხარისხი | ||
| კარგი | მწირი | |
| ონის მუნიციპალიტეტი | 56 | 51 |
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 30.03.2011წ.
მუხლი 4. ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ქონების გადასახადი წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი სახით:
| ზონის დასახელება | ტერიტორიული კოეფიციენტი | საბაზისო განაკვეთი 1კვ.მ-ზე ლარებში | წლიური გადასახადის განაკვეთი 1კვ.მ-ზე ლარებში (2X3) |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| ქ.ონი
| 0.28 | 0.24 | 0.0672 |
| ონის მუნიციპალიტეტის სოფლები | 0.14 | 0.24 | 0.0336 |
| სოფლებს შორის არეალი | 0.07 | 0.24 | 0.0168 |
| ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო ადგილები (უწერა, გლოლა, შოვი) | 0.14 | 0.24 | 0.0336 |
+
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე, 204-ე მუხლების, აგრეთვე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი წლიური სახაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:
1. შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრედეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 14 მაისის №19 დადგენილება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 30.03.2011წ.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 30.03.2011წ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აპრილის დადგენილება №18- ვებგვერდი, 06.04.2011წ.
დანართი№1
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის🔗
1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე -3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოებზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
3. საწარმოს/ ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზეც გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით 1 %-ის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლის ქონების ღირებულებად ითვლება, აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 30.03.2011წ.
მუხლი 2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისთვის🔗
1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით;
ბ) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-ის ოდენობით.
მუხლი 3. ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
მუხლი 3. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:
ა) საკარმოდამო მიწის ნაკვეთებზე – 56 ლარი;
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება |
ბ) საძოვრებზე – 2.25 ლარი;
გ) სახნავი მიწებზე – 56 ლარი;
წლიური განაკვეთი (ლარი/ჰა)
დ) სათიბებზე – 3.75 ლარი;
2. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 25 ლარს.
3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 3 ლარს.
სათიბები
საძოვრები
გაკულტურებული
სათიბები
საძოვრები
ონის მუნიციპალიტეტი
3.75
2.25
20
15
ბ) სხვა მიწებისათვის:
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | წლიური განაკვეთი (ლარი/ჰა) | |||
| მიწის ხარისხი | ||||
| კარგი | მწირი | |||
| ონის მუნიციპალიტეტი 56 51 | ||||
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 30.03.2011წ.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აპრილის დადგენილება №18- ვებგვერდი, 06.04.2011წ.
მუხლი 4. ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ქონების გადასახადი წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი სახით:
ზონის დასახელება
ტერიტორიული კოეფიციენტი
საბაზისო განაკვეთი 1კვ.მ-ზე ლარებში
წლიური გადასახადის განაკვეთი 1კვ.მ-ზე ლარებში (2X3)
1
2
3
4
ქ.ონი
0.28
0.24
0.0672
ონის მუნიციპალიტეტის სოფლები
0.14
0.24
0.0336
სოფლებს შორის არეალი
0.07
0.24
0.0168
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო ადგილები (უწერა, გლოლა, შოვი)
0.14
0.24
0.0336
მუხლი 6. გადასახადისგან გათავისუფლება🔗
ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აპრილის დადგენილება №18- ვებგვერდი, 06.04.2011წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“, №05, 22.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.118.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215581-1/