ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.02.2011 ბოლო ცვლილება 28.04.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.151.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110225025, 02/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2011 წლის 23 თებერვალი

დ. სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 აპრილის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 24.04.2020 წ.

    მუხლი 1

შემოღებულ იქნ ე ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და განისაზღვროს მათი განაკვეთები დანართი № 1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 იანვრის № 6 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე-4 მუხლისა (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები), რომელიც ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

    საკრებულოს თავმჯდომარე             

    გ. მალანია

 

დანართი № 1

მუხლი 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებელი მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებელი მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. მოსაკრებლის  ოდენობა  ახალასაშენებელი  ობიექტის  პროექტით  გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვროს 2 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის 5  ლარით.

3. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა    ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისთვის განისაზღვროს 0,50    ლარით.

4. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა მე-2 კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარით, მე-3 კლასის ობიექტებისთვის 200   ლარით, ხოლო მე-4 კლასის ობიექტებისთვის 400 ლარით.

5. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

6. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში  მიღების)  თაობაზე  აქტის გამოცემის (მასში  ცვლილების  შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

7. მშენებლობის  (გარდა  განსაკუთრებული  მნიშვნელობის  რადიაციული  ან  ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს 4500 ლარით.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის დადგენილება № 23 - ვებგვერდი, 10.11.2014წ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის დადგენილება № 23 - ვებგვერდი, 02.12.2019წ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 აპრილის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 24.04.2020 წ.

    მუხლი 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთვსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. (ამოღებულია ).

5. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელები არიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება.

6. მოსაკრებლის განაკვეთის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი:

ა) მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად;

ბ) მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის(მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც;

გ) მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.

დ) მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისო უფლებამოსილ იურიდიულ პირს;

ე) მოსაკრებლის განაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს თვეში 0,20 (ოცი) თეთრის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებისათვის 1მ​3​ – 15 ლარის ოდენობით (დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები, იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის და დაწესებულებებისათვის) ქვემოთმოყვანილი ცხრილის შესაბამისად.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი , 05.04.2011 წ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 06.05.2011 წ.

N

საქმიანობა

ზომის ერთეული

წლიური დაგროვების ნორმა

განაკვეთი თვეში   (1მკუბ-15 ლარი

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,04

0,05

2

ოფისები, სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, ამხანაგობები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,04

0,05

3

სასტუმროები კვების ობიექტებით

ერთ საწოლზე

2,25

2,80

სასტუმრო კვების ობიექტების გარეშე

ერთ საწოლზე

1,78

2,15

4

საავადმყოფო

ერთ საწოლზე

0,8

0,9

5

სტადიონები და სპორტული დარბაზები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,2

0,24

6

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო

ფართობი 1მ.კვ.

0,30

0,37

7

სამრეწველო საქონლის მაღაზიები

სამუშაო

ფართობი 1მ.კვ.

0,25

0,31

8

შერეული მაღაზიები

სამუშაო ფართობი 1მ.კვ.

0,25

0,31

9

აგრარული ბაზრები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,5

0,62

10

სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები

1 მოსწავლეზე 1 ბავშვზე

0,1

0,12

11

ბენზინგასამართი სადგურები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,08

0,1

12

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები

ღია ფართობი 1მ.კვ.

0,3

0,37

დახურული ფართობი 1მ.კვ.

 

0,14

0,17

13

რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები

1 დასაჯდომ ადგილზე

1,7

2,1

14

საცხობები

სამუშაო

ფართობი 1მ.კვ.

0,26

0,32

15

საწარმოთა დანიშნუელბი ს ობიექტები, ღია ტერიტორიები და სხვა კატეგორიები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,08

0,1

 

მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა

მ= წდნ:12Xტ

მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე

წდნ – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა

ტ – 1მ​3 კვ.ნარჩენების გატანის ტარიფი

 7. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლოს კალენდარული დღის მეორე დღიდან ოცი დღის განმავლობაში.

 8. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

    მუხლი 3.კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

1. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით.

2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება 1,5 ლარით თვეში.

3. შენობა-ნაგებობას მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილი ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით.

4. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები;

ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი , 05.04.2011 წ .

    მუხლი 4. (ძალადაკარგულია)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 05.04.2011 წ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №8, 23.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016027 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218688-6/