საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ძალადაკარგული 21.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228007, 09/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე; 202-ე; 203-ე; 204-ე; 205-ე და 206-ე მუხლების შესაბამისად:

მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის დაწესებული იქნა ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადის სახით.

მუხლი 2. დამტკიცებულ იქნეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის დიფერენცირებული ტერიტორიული კოეფიციენტები მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის მიხედვით, დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 3. დამტკიცებულ იქნეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის ზღვრული განაკვეთები, გადასახადის ცალკეული სახეების მიხედვით დანართი 2-ის შესაბამისად.

მუხლი 4. ქონების გადასახადი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე.

 გადასახადისაგან გათავისუფლება ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის დადგენილება № 9 – ვებგვერდი, 07 .0 4 .2011წ.

მუხლი 5. ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილება.

მუხლი 6. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ნ. აბჟანდაძე

    შეტანილი ცვლილებები:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის დადგენილება № 9 – ვებგვერდი, 07.0 4.2011წ.

დანართი 1

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის დიფერენცირებული ტერიტორიული კოეფიციენტი და მიწის ნაკვეთის წლიური გადასახადი 1 კვ.მ.-ზე

№

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის კოეფიციენტი

მიწის ნაკვეთის წლიური გადასახადი 1 კვ.მ-ზე

1

ქ. საჩხერის ტერიტორია

0,83

0,20

2

მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია

 

0,50

0,12

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის დადგენილება № 9 – ვებგვერდი, 07 .0 4 .2011წ.

 დანართი 2

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდის ზღვრული განაკვეთები ქონების ცალკეული სახეების მიხედვით

№

ქონების გადასახადის სახეები

გადასახადის განაკვეთები

1

2

3

1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ქონების გადასახადი.

ქონების საშუალო საბალანსო წლიური ღირებულების 1%

2

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ქონების გადასახადი.

ა) საგადასახდო წლის წინა წელს 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 %;

ბ) საგადასახადო წლის წინა წელს 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %;

3

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახდი 1 ჰექტარზე.

 

ა) სათიბები 17,50 ლარი;

ბ) საძოვარი 12,50 ლარი;

გ) სახნავი 60 ლარი;

დ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე – 20 ლარი;

ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა – 3 ლარი.

4

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ, პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახდი 1 კვ.მ.-ზე.

ა) ქ. საჩხერის ტერიტორია – 0,20 ლარი;

 

ბ) მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია – 0,12 ლარი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის დადგენილება № 9 – ვებგვერდი, 07 .0 4 .2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“, №2, 25.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1220060-1/