თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2011 ძალადაკარგული 30.04.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3/18
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.111.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228012, 10/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №3/18

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:

 მუხლი 1

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

 

ცენტრალური ზონა

პირველი ქვეზონა

1კვ.მ-ზე

4.34 ლარი

მეორე ქვეზონა

1კვ.მ-ზე

 4.14 ლარი

მესამე ქვეზონა

1კვ.მ-ზე

3.84 ლარი

მეოთხე ქვეზონა

1კვ.მ-ზე

3.54 ლარი

შუალედური ზონა

შუალედური ზონა

1კვ.მ-ზე

2.95  ლარი

პერიფერიული ზონა

პირველი ქვეზონა

1კვ.მ-ზე

2.66 ლარი

მეორე ქვეზონა

1კვ.მ-ზე

2.36 ლარი

 

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:

ბ.ა)  ცენტრალურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;

ბ.ბ)  შუალედურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;

ბ.გ)  პერიფერიულ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;

გ) მოძრავ ნივთზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით.

    მუხლი 2

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-ისა.

    მუხლი 3

ამ დადგენილების 1-ლი მუხლ ის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დაკვეთით, დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №7/16 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 5

დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი  ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.

    მუხლი 6

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ი. საღინაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.04.2014.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.02.2011. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ფოთი. დოკუმენტის ნომერი — №3/18. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.35.111.016060.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2014.
რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №3/18, 24.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.111.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1220335/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2014. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება