თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2011 ძალადაკარგული 29.07.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3/19
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.111.016061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228013, 10/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №3/19

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. ფოთი

თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტისა და 12​I მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” და „ტ” ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,

    მუხლი 1

 შემოღებულ იქნეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი.

    მუხლი 2

1. დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი №1-ისა.

2. განისაზღვროს თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები:

ა) მოსახლეობისათვის (ფიზიკური პირებისათვის) ერთ სულზე - 0.50 თეთრი, ამავდროულად ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

ბ) დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის - 15 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.

3. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.

3​1 . დამტკიცდეს დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის ნარჩენების დაგროვების ნორმა თანახმად დანართი № 2-ისა.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება № 10/17 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.

    მუხლი 3

1. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლების და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არაა გათვალისწინებული.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება (ადმინისტრირება) და შესაბამისი ღონისძიებების გატარება განახორციელოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიამ ან/და საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა, თანახმად დანართი №1-ისა.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება № 10/17 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.

    მუხლი 4.

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილება ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”, გარდა თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტისა.

2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2011 წლის 1-ლი მარტიდან.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1-ლი მარტიდან.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით წარმოშობილი ურთიერთობებისა.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 აპრილის დადგენილება №7/14-ვებგვერდი, 01.05.2012წ.

2. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №10/17 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.

დანართი №1

თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების

 მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საფუძველზე და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქ ფოთის (შემდგომშ ქალაქი ფოთი) ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას.

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებამოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ფოთის თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ან/და საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად ინდივიდუალურ მეწარმეებთან და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმებისას მოსაკრებელი გადაიხდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.

5. მოსაკრებლის ამოღება (ადმინისტრირება) განახორციელოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის  მერიამ ან/და საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.

6. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 49​6 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველ ქალაქ ფოთში ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღების შემთხვევაში, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთს (თვითმმართველი ერთეული) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

1. მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ინდივიდუალური მეწარმე, საბიუჯეტო ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირი.

    მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია

1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ ქალაქ ფოთის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლის ხარჯების შესაბამისად.

2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენის დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობების მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

3. ქალაქ ფოთის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (ან მოსარგებლეზე) რომლის საკუთრებაშიც (სარგებლობაშიც) წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

4. ქალაქ ფოთის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

7. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას ამონაწერს შესაბამისი მონაცემებით იძლევა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახური ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი.

8. მესაკუთრე (მოსარგებლე) ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

9. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

10. მესაკუთრის (ან მოსარგებლის) შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ (ან მოსარგებლემ) მოსაკრებლის დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

11. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

12.  მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება შემდეგნაირად:

A=15*N*K :12,

სადაც:

A - მოსაკრებელი განაკვეთი თვეში;

N - ნარჩენების დაგროვების ნორმა წელიწადში;

K - მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება № 10/17 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან

         გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეჭირვებული მოსახლეობა კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 57 000 ქულაზე), ხოლო კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები სარგებლობენ 10%-იანი შეღავათით.

4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ ფოთში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

5. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ წარმოექმნებათ ნარჩენი ერთხელ მაინც კალენდარული თვის მანძილზე. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულელებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.

5​1 . საწარმოო ობიექტმა ან/და ორგანიზაციამ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს (შესაბამისი დასაბუთებით), მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს,  წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განთავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

8. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ქალაქ ფოთში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.

9. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ქალაქ ფოთიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მომართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.

10. სახელმწიფო ორგანოები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათებით.

11. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოები.

12. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება თვითმმართველ ქალაქ ფოთში მცხოვრები  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

13. მოსაკრებლის განაკვეთის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთების (ქრონომეტრაჟის და ტენდენციების) საფუძველზე.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2012 წლის 2 6 აპრილის დადგენილება №7 / 14 -ვებგვერდი, 01 .05.201 2 წ.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება № 10/17 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.

    მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა

      დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში.

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება № 10/17 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.

    მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ფოთის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.

2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო  კალენდარული დღის  მე-2 დღიდან 20 დღის განმავლობაში.

3. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო.

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიას ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის

დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

დანართი №2

ნარჩენების დაგროვების ნორმა

დაწესებულებებისათვის , ორგანიზაციებისათვის , ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის

№

სამეწარმეო საქმიანობა

(მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება - K)

ნარჩენების
წლიური
დაგროვების
ნორმა 1მ ​3  – N

 

1

2

3

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (1 მ ​2 )

0,016

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული, სახელმწიფო

ორგანიზაციები (1 მ ​2 )

0,12

3

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები,

ინტერნეტკაფე (1 მ ​2 )

0,2

4

კინოთეატრები, თეატრები (მაყურებლის ერთი სავარძელი)

0,2

5

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები, ბაგა-ბაღები (მომსახურების ერთი ადგილი)

0,08

6

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ერთ მოსწავლეზე)

0,04

7

სასტუმროები (ერთ საწოლზე)

1,6

8

საავადმყოფოები (ერთ საწოლზე)

0,8

9

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები,
ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (1 მ ​2 )

0,08

10

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები –  ღია ტერიტორიები (1 მ ​2 )

0,004

11

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები – დახურული   ტერიტორიები (1 მ ​2 )

0,016

12

სასურსათო, სამრეწველო, შერეული საქონლის მაღაზიები და სავაჭრო დარბაზები (სუპერმარკეტები) (1 მ ​2 )

0,32

13

აფთიაქები (1 მ ​2 )

0,4

14

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები (1 მ ​2 )

0,24

15

შერეული საქონლის ბაზრობები (1 მ ​2 )

0,208

16

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე   (1 მ ​2 )

0,016

17

მაცივრები (1 მ ​2 )

0,016

18

ავტოგასამართი და თხევადი აირით გასამართი სადგურები     (1 მ ​2 )

0,24

 

1

2

3

19

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ადგილები – ღია  (1 მ ​2 )

0,04

20

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ადგილები – დახურული  (1 მ ​2 )

0,08

21

ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ვულკანიზაციები, ავტოსამრეცხაოები – ღია (1 მ ​2 )

0,02

22

ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ვულკანიზაციები,

ავტოსამრეცხაოები–დახურული (1 მ ​2 )

0,136

23

აბანოები, საუნები (1 მ ​2 )

0,12

24

სადალაქოები და სილამაზის სალონები (1 მ ​2 )

0,24

25

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე
წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები (1 მ ​2 )

0,248

26

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები კაფეები და ბარები

(ერთ ადგილზე)

0,8

27

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის (ერთ ადგილზე)

0,24

28

საცხობები (1 მ ​2 )

0,256

29

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები (1 მ ​2 )

0,36

30

ვაგზლები, აეროპორტი, რკინიგზის და საავტომობილო

სადგურები – ღია (1 მ ​2 )

0,008

31

ვაგზლები, აეროპორტი, რკინიგზის და საავტომობილო

სადგურები  – დახურული (1 მ ​2 )

0,08

32

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები ატრაქციონები (1 მ ​2 )

0,008

33

სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები

(ერთი ადგილზე)

0,24

34

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი (1 მ ​2 )

0,008

35

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები, გარდა საწარმოო პროდუქციისა  (1 მ ​2 )

0,04

36

წისქვილები (1 მ ​2 )

0,04

თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება № 10/17 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.

 

დანართი №3

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა

 

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ქვითარი


-----------------------------------------------

აბონენტის კოდი N - - - - - - - - - - - - -

აბონენტი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

20 -- წ  - - - - - - - - - - - - - - - -
ტარიფი: 1 სული           -,--  ლარი.

სულადობა: - - - - - - - - - - 
გადასახდელი თვეში:      - - - - ლარი

გასული პერიოდის დავალიანება:  - - - - ლარი

სულ გადასახდელი:  - - - - - - ლარი


გადახდის ვადა არა უგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა

საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 000000000, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,  ბანკის კოდი 00000000, დასუფთავების მოსაკრებელი 000000000

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“, №3/19, 24.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1220368-2/