სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №64
2011 წლის 26 თებერვალი
ქ. რუსთავი
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 50-ის ოდენობით.
მუხლი 2
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი – 1).
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირება (დანართი – 2).
მუხლი 4 (ამოღებულია)
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 25 იანვრის №264 დადგენილება.
მუხლი 6
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.
დანართი 1
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით
| ზონის დასახელება | 1 კვ/მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C | მაკრომდებარეობის ინდექსი Img | ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL | მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K | 1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი Cn | |
| I ზონა | 0,24 | 0,7 | 1,30 | 50,00 | 10,92 | |
| II ზონა | 0,24 | 0,7 | 1,0 | 50,00 | 8,40 | |
| III ზონა | 0,24 | 0,7 | 0,85 | 50,00 | 7,14 | |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.
დანართი 2
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის ზონირება
– I ზონა – მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა;
– II ზონა – მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა;
– III ზონა – ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.
+
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №64
2011 წლის 26 თებერვალი
ქ. რუსთავი
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 6 აპრილის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 11.04.2011 წ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 50-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი – 1).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირება (დანართი – 2).
მუხლი 4 (ამოღებულია)🔗
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 25 იანვრის №264 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.
2. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 6 აპრილის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 11.04.2011 წ.
დანართი 1
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით
ზონის დასახელება
1 კვ/მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი)
C
მაკრომდებარეობის ინდექსი
Img
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი
ITL
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K
1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი
Cn
I ზონა
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
0,24
0,7
1,30
50,00
10,92
II ზონა
II ქვეზონა
0,24
0,7
1,20
50,00
10,08
შუალედური ზონა
0,24
0,7
1,0
50,00
8,40
III ზონა
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
0,24
0,7
0,85
50,00
7,14
II ქვეზონა
0,24
0,7
0,77
50,00
6,468
შენიშვნა: ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქი რუსთავის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (8,40 ლარი) ოდენობით.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 6 აპრილის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 11.04.2011 წ.
დანართი 2
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის ზონირება
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირება
– I ზონა – მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის ტერიტორიისა;
ცენტრალური ზონა
– II ზონა – მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორიისა;
– III ზონა – ტყე-ჭალის და სასაფლაოს ტერიტორია სრულად.
I ქვეზონა
● თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი);
● ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები;
● ქუთაისის მოედნიდან, შარტავას გამზირი, ხალხთა მეგობრობის გამზირი სრულად და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
● ქუთაისის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, მე-20 და 21-ე მკ/რ-ნებს შორის და მე-7 და მე-8 მკ/რ-ნებს შორის გამავალი ქუჩები, ლომოურის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბულის ბაზრი“-ს ტერიტორია სრულად, თოდრიის ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩები სრულად, ფალიაშვილის ქუჩების დასაწყისი, ცურტაველის ქუჩა სრულად, თბილისის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები.
II ქვეზონა
● მელიქიშვილის ქუჩის დასავლეთ მხარე, თბილისის ქუჩის ჩრდილოეთ ნაწილი, ალ. ყაზეგის, იალღუჯის, ვაჟა-ფშაველას და გორის ქუჩები სრულად.
● ლესელიძის ქუჩა სულად (ჩიხები და გასასვლელები), ტურგენევის, ტაბიძის, არაგვისპირელის,ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის, ბესიკის, წულუკიძის ქუჩები სრულად, წულუკიძის შესახვევი;
● მე-8 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-7 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-7ა მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-6 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-7ბ მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-21 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-20 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-15 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-14 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-17 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-16 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-12 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-19 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-18 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-11 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-5 მკ/რ-ნი (სრულად)
● მე-9 მკ/რ-ნი (სრულად)
შუალედური ზონა
● მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად);
● ჭყონდიდელის დასახლება (სრულად);
● საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლად-კონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი,ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს ქარხანა და აზოტის ქარხანა).
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
● ტყე-ჭალა (სრულად);
● კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად);
● მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე-ჭალები (სრულად).
II ქვეზონა
● სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 6 აპრილის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 11.04.2011 წ.
დანართი 3
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა
ზონის/ქვეზონის დასახელება
საწყისი წლიური ქირა 1 კვ.მ/ლარი
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
1,31
II ქვეზონა
1,21
შუალედური ზონა
1,00
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
0,86
II ქვეზონა
0,78
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 6 აპრილის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 11.04.2011 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“, №64, 26.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1221230-1/