ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ძალადაკარგული 29.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.112.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228035, 09/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლის 25 თებერვალი

 ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის 1 -ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №50 დადგენილების, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №94 განკარგულების შესაბამისად ,

1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                           

    რ . ჩიტიძე

    შეტანილი ცვლილებები:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილ ის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

დანართი №1

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.

თავი I. სოციალური დახმარების სახეები

    მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:

ა) ახალშობილთა პირველადი საჭიროების ერთჯერადი დახმარების პროგრამა;

ბ) მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს პროგრამა;

გ) ომის მონაწილეთა დახმარების პროგრამა;

დ) დევნილთა და იმ ოჯახთა საშეშე მერქნით დახმარების პროგრამა, რომელთა სარეიტინგო ქულათა რაოდენობაა 57000-დან 100000-მდე;

ე) სასწრაფო და გადაუდებელი ოპარაციების თანადაფინანსების, ერთჯერადი სამედიცინო და მედიკამენტებით დახმარების პროგრამა;

ვ) მეწყერით, ხანძრითა და სხვა სახის სტიქიით დაზარალებულთა  დახმარების პროგრამა;

ზ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;

თ) სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახების  ერთჯერადი დახმარების პროგრამა;

ი) მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

თავი II. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

    მუხლი 2. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

    მუხლი 3. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა

1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის ან მიღების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ .

2. გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.

3. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის სამსახურს.

4. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამ ის განსახორციელებელი სკოლები განისაზღვრ ება განათლებისა და მეცნიე რების სამინისტროს ლანჩხუთის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის გამგეობის შესაბამისი სამსახური , ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

    მუხლი 4. განცხადებების განხილვა

1. გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისიური წესით განიხილავს სამსახური თვეში ორჯერ მაინც.

2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამ მიზნით სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ განთავსებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

    მუხლი 5. სამსახურის მიერ დასკვნის მომზადება

1. სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას და ამზადებს დასკვნას ბენეფიციართა საქმეში შესაბამისი შესწორებების შეტანის თაობაზე (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება -კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენა და ა.შ.

4. სამსახური, განათლებისა და მეცნიე რების სამინისტროს ლანჩხუთის რესურსცენტრთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვებს ინფორმაციას სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა და პროგრამის გაგრძელების შესახებ დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს .

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

    მუხლი 6. სამსახურის სხდომის ოქმები

1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვის მიზნით სამსახურის ყოველი შეხვედრისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამსახურის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში.

3. სამსახურის შეხვედრის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას, სამსახურის უფროსის დავალებით, უზრუნველყოფს სამსახურის ერთ -ერთი თანამშრომელი.

4. სამსახურის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

5. ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

    მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.

2​1 . მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამ ის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება სკოლების ჩამონა თ ვალი და მოძრაობის მარშრუტები. პროგრამის განხორციელების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფორმდება ხელშეკრულება.

3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის 1 -ლი მუხლის 1 -ლი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

    მუხლი 8. ფულადი დახმარების გაცემა

1. სოციალური დახმარების გაცემა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

2. გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში.

2​1.​ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამ ის განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ანაზღაურება ხორციელდება ხელშეკრულების კონტროლის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე .

3. სოციალური დახმარების გაცემას ახდენს გამგეობის საფინანსო სამსახური უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

თავი III. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 9. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 25.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.112.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1221312-1/