ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ძალადაკარგული 19.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228044, 09/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე და 204-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრ ო ს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 2

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:

1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტის ოდენობით.

2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 4

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

 

გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)

სახნავი მიწები

სათიბები

(მათ შორის გაკულტურებული)

საძოვრები

(მათ შორის გაკულტურე-ბული)

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწები

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

60

19

15

10

3

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება № 5 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მაისის დადგენილება №7 – ვებგვერდი, 17.05.2011წ.

     მუხლი 4​1

შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი ;

ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე საკარმიდამო, საბაღე -საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება № 5 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

       მუხლი 5

ტყიბულის მუნიციპალიტეტში არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,43 -ის ოდენობით და შესაბამისად არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,1032 ლარის ოდენობით.

    მუხლი 6

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს        ზ. ობოლაძეს.

    მუხლი 7

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                                 დ . ქათამაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №5-ვებგვერდი, 04.04.2011წ.

2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მაისის დადგენილება №7 – ვებგვერდი, 17.05.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №3, 25.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1221580-2/