ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ძალადაკარგული 16.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228048, 09/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 2

2011 წლი ს 25 თებერვალი                      

ქ. თერჯოლა

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების                                  განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური  საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის  23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი გადასახადის ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 თებერვლის                                     №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს                                       2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმჯდომარე       

ტ. ფანჩულიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.  თერჯოლი ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დ ადგენილება №6 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

                                                                                          დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

      თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

      თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

      თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სათიბები

18

2

საძოვრები

13

3

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – მიწები ტყეებით ან მათ გარეშე, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში

 

30

4

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები

3

5

სახნავი და სხვა მიწები

65

      თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

მუხლი 5

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:

 

№

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ

( 0,24X0,43)

1

0,24

0,43

0.1032

      თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 6

1. ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე:

ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთ ები;

დ) საკარმიდამო (საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

2. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60, 205-ე და 206-ე მუხლებით.

      თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №2, 25.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1221742-1/