ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2011 ძალადაკარგული 26.12.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
020023000.35.158.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110302015, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №16

2011 წ ლის 1 მარტი

ქ. ბოლნისი                                                                 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 19​5 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

ა.ა) ქ. ბოლნისში 1 მ​2-ზე – 4 ლარი;

ა.ბ) დაბაში 1 მ​2-ზე – 2 ლარი;

ა.გ) სოფელში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე  1 მ​2-ზე – 1 ლარი;

ა.დ) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში 1 მ​2-ზე – 2 ლარი.

ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – (გარდა მიწისა) ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

გ) მოძრავ ნივთ ებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 13.06.2011 წ.

    მუხლი 2.

ამ დადგენილების 1-ლი მუხლის ბ და გ პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზრვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დამოუკიდებელი აუდიტორის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 3.

ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №226 დადგენილება ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”.

    მუხლი 4.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე     ნ. საბიაშვილი

    შეტანილი ცვლილებები:

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 13.06.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №16, 01.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 020023000.35.158.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1224703-1/