ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2011 ბოლო ცვლილება 29.12.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
010170000.10.003.016272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110304029, 07/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 11 1

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად დამტკიცდეს:

1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა (დანართი № 1).

2. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს დებულება (დანართი № 2).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №485 - ვებგვერდი, 26.12.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 მარტის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 28.03.2013წ.

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 დეკემბრის დადგენილება №4 85 - ვებგვერდი, 2 6.12.2011წ.

 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 მარტის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 28.03.2013წ.

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა:

დავით დარახველიძე

‑

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

პაატა ზაქარეიშვილი

‑

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს

სახელმწიფო მინისტრი

თენგიზ შერგელაშვილი

‑

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

გოჩა ლორთქიფანიძე

‑

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გელა ხვედელიძე

‑

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ზალკალიანი

‑

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

თამარ კინწურაშვილი

‑

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

დავით ზურაბიშვილი

‑

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ზაზა იმედაშვილი

‑

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი კოკაია

‑

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი

ირაკლი მელაშვილი

‑

საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე.

 

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

გუბაზ სანიკიძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს

ეკა ბესელიას – საქართველოს პარლამენტის წევრს

უჩა ნანუაშვილს – საქართველოს სახალხო დამცველს.

დანართი №2

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებით.

2. ეს დებულება განსაზღვრავს საბჭოს უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. საბჭოს შემადგენლობა და დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები

საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირება რეპატრიაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

    მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი

საბჭო უფლებამოსილია:

 ა) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

 ბ) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები;

 გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს ექსპერტები.

    მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს თავმჯდომარე და სხვა წევრები.

2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭო, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა

საბჭოს საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, დადგენილი წესით, იღებს საქართველოს მთავრობა.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №111, 01.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 010170000.10.003.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1226320-2/