ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.02.2011 ძალადაკარგული 23.02.2018
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.117.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307035, 21/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №07

2011 წლის 17 თებერვალი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ -მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონების „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 19​5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 30% -ის ოდენობით.

მუხლი 2 . დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა უძრავ - მოძრავი ქონების საბალანსო ნარჩენი ღირებულების 5 % - ი თ , ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ შეფასებული ქონების ღირებულების 5 % - ი თ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 სექტემბრის დადგენილება № 32 - ვებგვერდი, 23.09.2011წ.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ -მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 იანვრის N01 დადგენილება.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ . ფარჯანაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №32 -ვებგვერდი, 23.09.2011წ.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“, №07, 17.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.117.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1227392-1/