„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-1/ნ
2011 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები“.
2. ეს ბრძანება არ გამოიყენება „ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №442/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე.
21. ამ ბრძანებით დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ შეტყობინების გაკეთება 2011 წლის 30 აპრილის ჩათვლით ნებაყოფლობითია. შესაბამისად, შეტყობინების გაკეთების წესის დარღვევა არ გამოიწვევს შესაბამისი საჯარიმო სანქციების დაკისრებას. შეტყობინების გაკეთება მიმწოდებლისთვის სავალდებულოა 2011 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
22. ამ ბრძანებით დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას კლასიფიკატორების მოთხოვნასთან დაკავშირებული ფინანსური სანქციები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).
2. ამ წესის II თავით (ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების ზოგადი პირობები) დადგენილი ნორმები ვრცელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე, თუ ამ წესის III (პროგრამის მართვის სპეციფიკური პირობები) თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. იმ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმართ, რომლის ფარგლებში მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ამ ბრძანებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დამატებითი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 2. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებები
პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენს:
ა) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომში – განმახორციელებელი);
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო).
მუხლი 3. პროგრამის მიმწოდებელი
პროგრამების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის განმახორციელებელთან, ან დადგენილების შესაბამისად, გამოთქვამს ვაუჩერულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს (შემდგომში – მიმწოდებელი).
თავი II
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების ზოგადი პირობები
მუხლი 4. ანგარიშგებ ა
1. პროგრამების ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორცილდება კანონმდებლობისა და/ან მომსახურების/საქონლის მიმწოდებელთან საჭიროებისამებრ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მიმწოდებლები განმახორციელებელს წარმოუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია ამავე დოკუმენტის პროგრამების ზედამხედველობისა და ინსპექტირების წესში და თითოეული პროგრამის მართვის სპეციფიკურ პირობებში.
3. მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, თუ თითოეული პროგრამის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილება დადგენილი წესით შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად.
4. იმ პროგრამების შემთხვევაში, რომლებიც ითვალისწინებენ ინდივიდუალური მომსახურების გაწევას მოსარგებლეებისათვის, პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯები მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ მოსარგებლეზე გაწეული მომსახურების შესაბამისად (თუ შესაბამისი პროგრამის მართვის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ასეთი პროგრამების ფარგლებში ხარჯები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული კონკრეტული მოსარგებლის მომსახურებასთან, არ ანაზღაურდება, ან ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
5. განმახორციელებელი მიმწოდებელს შესრულებულ მომსახურებას უნაზღაურებს შესაბამისი პროგრამის წესების, ამ დოკუმენტისა და/ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. განმახორციელებელთან წარდგენილი დოკუმენტების ასლი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით.
7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მოხდება დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების, ამ დოკუმენტის და, საჭიროებისამებრ, მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
8. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშო თვეში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული მკურნალობის შემთხვევების მოცულობა და ღირებულება, თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9. იმ პროგრამების/კომპონენტების/ქვეკომპონენტების ფარგლებში, სადაც ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს გლობალური ბიუჯეტი ან თვის ვაუჩერი პროგრამით განსაზღვრული მოცულობის არასრული თვის შესრულების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშგებო თვეში შესრულებული კალენდარული დღეების პროპორციულად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 5. პროგრამის ზედამხედველობ ა
1. პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტური შესრულების მიზნით.
2. პროგრამების ზედამხედველობას ახორციელებენ შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლები და/ან რეგულირების სააგენტო დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ამ წესში მითითებული პროგრამების ადმინისტრირებისათვის გამოყენებული ფორმები მტკიცდება შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. პროგრამებით გათვალისწინებული საქონლით უზრუნველყოფის ზედამხედველობის წესები განსაზღვრულია შესაბამისი პროგრამის მართვის სპეციფიკურ პირობებში.
5. პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება ორ ტიპად:
ა) გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევა;
ბ) გეგმური სამედიცინო შემთხვევა.
მუხლი 6. გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობა
1. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
2. გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;
ბ) შეტყობინების საფუძველზე შემთხვევების შერჩევითი შემოწმება (შემდგომში – შემთხვევის შერჩევითი შემოწმება);
გ) შესრულებული სამუშაოს მიღება -ჩაბარება;
დ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ე) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ვ) გაწეული მომსახურების კონტროლი და ვალდებულებების ინსპექტირება (შემდგომში – რევიზია).
მუხლი 7. შეტყობინება გადაუდებელი შემთხვევის შესახებ
1. გადაუდებელი შემთხვევისას მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ან პაციენტის გაწერამდე (თუ პაციენტი ეწერება 24 საათზე ადრე) შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ სპეციალურად ამ მიზნისათვის განსაზღვრულ სატელეფონო ნომერზე ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
2. შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:
ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი.
ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;
ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი.
ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;
გ) პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება როგორც „უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება.
4. შემთხვევის ნოზოლოგიური კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, ასევე მოსარგებლის სხვა მიმწოდებელთან გადაყვანის/გადასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება.
მუხლი 8. შემთხვევების შერჩევითი შემოწმება
1. შემთხვევების შერჩევითი შემოწმება ხდება განმახორციელებლის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
2. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებელის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.
3. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას განმახორციელებელის უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შედგეს შემთხვევის შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
4. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი.
5. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა ცხელ ხაზზე მოწოდებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
6. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ვიზუალური დაკვირვებისას, შემმოწმებელი შემთხვევას მიიჩნევს დაფიქსირებული დიაგნოზისათვის შეუსაბამოდ, აღნიშნული შემთხვევა ავტომატურად გადამისამართდება რეგულირების სააგენტოში არაგეგმური რევიზიის განხორციელების მიზნით. შემთხვევის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება რევიზიის შედეგების შესაბამისად.
მუხლი 9. შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება
1. დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით.
2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შემთხვევათა რეესტრი – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში (დადგენილი ფორმის შესაბამისად), რომელიც მოიცავს:
ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ასლი (პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:
ა.ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობა ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ა.ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
ა.ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ა.ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;
ა.ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობა ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ა.ბ) დიაგნოზს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;
ა.გ) თითოეული შემთხვევის დეტალურ კალკულაციას;
ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად) ან/და ელექტრონულ ამონაწერს პაციენტის სამედიცინო ბარათიდან;
გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი).
3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას, საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 10. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა და შემთხვევათა რეესტრთან;
ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება;
გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემე ბთან და შემთხვევის შერჩევითი შემოწმებ ის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 22 სამუშაო დღ ე.
მუხლი 11. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს სამ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
გ) სადავო შემთხვევები.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) წარმოდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება;
ბ) წარმოდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინებისას ან შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს.
გ) იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საანგარიშო თვის ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
დ) პიროვნების დამადატურებელი მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) მონაცემებს.
3. სადავო შემთხვევებს განეკუთვნება შემთხვევა, როდესაც:
ა) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა;
გ) დეტალურ კალკულაციაში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობა მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან;
დ) არსებობს ამ წესის მე-8 მუხლი ს მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.
4. შემთხვევების კლასიფიცირება, ანუ შემთხვევა სადავოა, თუ არ არის ასანაზღაურებელი, მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება- ჩაბარების აქტი ორ ეგზ ე მპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. ამასთან, იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სადავოა და დაზუსტების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს ანაზღაურებას, ასანაზღაურებელ თანხებზე გაფორმებულ პირველადი მიღება- ჩაბარების აქტთან ერთად იბეჭდება შესაბამისი რეესტრი ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. სადავო საკითხების განსახილველად ან აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ეძლევა ასანაზღაურებელ თანხებზე პირველადი მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სადავო შემთხვევების რეესტრის მიღებიდან 5 სამუშაო დღე. თუ მიმწოდებელი ამ პერიოდში არ მოახდენს რეაგირებას, შემთხვევა აღარ ანაზღაურდება. სადავო შემთხვევების განხილვაში ჩართულები არიან მიმწოდებელი, განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწ ი ნებული შემთხვევების გარდა, ყველა შემთხვევა კლასიფიცირდება როგორც ასანაზღაურებელი შემ თ ხვევა. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 12. შესრულებული სამუშაოს რევიზია
1. ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკ ი ს მიხედვით.
2. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დაწესებულება ვალდებულია სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
3. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
4. რევიზიისას გამოყენებული იქნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები), ასეთების არსებობის შემთხვევაში, და სადავო შემთხვევების განხილვისას მიენიჭება უპირატესობა მათში მოცემულ რეკომენდაციებს. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნება რეცენზენტთა დასკვნები.
მუხლი 13. გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობა
1. გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) წინასწარი მ ი მართვა გეგმური მომსახურების შესახებ;
ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;
გ) შემთხვევების შერჩევითი შემოწმება (არსებობის შემთხვევაში);
დ) შესრულებული სამუ შ აოს მიღება -ჩაბარება;
ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ვ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ზ) შესრულებული სამუშაოს რევიზია.
2. გეგმური მომსახურების მისაღებად პროგრამის მოსარგებლემ განმახორციელებელთან უნდა წარმოადგინოს გეგმიური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა:
ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:
ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;
ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
გ) საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია;
დ) დადგენილი ფორმის განცხადება.
3. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განმახორციელებელი გასცემს მოსარგებლეზე ან მატერიალიზებულ ვაუჩერს ან თანხმობის წერილს (მატერიალიზებული ვაუჩერის არარსებობის შემთხვევაში) განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, რითაც უდასტურებს არამატერიალიზებული ვაუჩერის გამოყენების უფლებას, თუ შესაბამისი პროგრამის მართვის სპეციალური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. გეგმური ჰოსპიტალიზაციისას მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ გააკეთოს შეტყობინება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული სპეციფიკური პირობებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტ ებით განსახორციელებელი ზედამხედველობის ეტაპები ერთნაირია გადაუდებელი და გეგმური შემთხვევების დროს. ამასთან, გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში (შემდგომში ტექსტში – გეგმიური ამბულატორია), ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სპეციფიკური პირობებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
მუხლი 14. საჯარიმო სანქციები
1. ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები:
ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურება ზე უარი;
ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება;
გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.
2. შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი განისაზღვრება მე-11 მუხლის შესაბამისად.
3. ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველებია:
ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით, ან დამძიმებულია, ან წარმოდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით;
ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობა;
გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას:
გ.ა) არ არის დაცული პროგრამის მოთხოვნა პაციენტის ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით;
გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით ანდა მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით;
დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის პირობებს პროგრამული შემთხვევისას გაწეული სამედიცინო დახმარების შემადგენელი ყველა კომპონენტისათვის;
ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის;
ვ) თუ მიმწოდებელსა და სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეს შორის არ არის გაფორმებული ხელშეკრულება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის/მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით);
ზ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამით მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით;
თ) თუ შემთხვევა ან/და დოკუმენტაცია გაყალბებულია;
ი) ანგარიშში წარმოდგენილი დიაგნოზი არ შეესაბამება პაციენტის რეალურ მდგომარეობას.
4. რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება დამატებითი ფინანსური ჯარიმები. დამატებითი ფინანსური ჯარიმა შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი ხელშეკრულების პირობების დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან.
5. პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ორივე მხარე ვალდებულია 2 თვით ადრე აცნობოს მეორე მხარეს.
6. ხელშეკრულების შესრულებაზე, ან ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს;
7. ხელშეკრულების მოშლა ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი, მიმწოდებელს არ ათავისუფლებს საჯარიმო სანქციების შესრულებისაგან.
8. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან უხარისხოდ, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების სამმაგი ოდენობის სახით.
9. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით;
10. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით;
11. იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
12. იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა გადაახდევინა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
13. თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, რევიზიისას საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით.
14. მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია მე- 15 მუხლის მე- 3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 15. პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები
1. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო) ვალდებულია:
ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) უფლებამოსილების შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამებში მონაწილე მიმწოდებლების გამოვლენა და შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარება (გარდა ვაუჩერის მეშვეობით გათვალისწინებული მომსახურებისა/საქონლის მიმწოდებლის გამოვლენისა);
გ) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება, დადგენილი წესით.
დ) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისას დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად.
2. პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის პროცესში მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია;
ბ) ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომელიც არ რეგულირდება ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით.
3. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) განსაზღვრული ვალდებულე ბ ების შესრულებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიის და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ა1) შესაბამისი პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) შეუფერხებლად მოახდინოს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის გაწევაზე უარის თქმა;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;
დ) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
ე) არ მოსთხოვოს პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის მოსარგებლეს მომსახურების ღირებულების გარდა სხვა გადასახადი, ან დამატებითი თანხის გადახდა, ხოლო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის შემთხვევაში – თანაგადახდით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი;
ვ) უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება აღიარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
ზ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების/საქონლის მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
4. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
თავი III
პროგრამების მართვის სპეციფიკური პირობები
მუხლი 16. ფსიქიკური ჯანმრთელობა
1. დადგენილების დანართ ი №1-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ფსიქიკური ჯანმრთელობის ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გეგმური ამბულატორია). ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, ამასთან „ა.ა“ (ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებისათვის მოსარგებლეთა რეგისტრაცია ხორციელდება დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ბ.ა“ (მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება), „ბ.ბ“ (ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება) და „დ“ (ქ. თბილისში, ქ. რუსთავსა და ქ. ქუთაისში ფსიქიკური სტაციონარული დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება მოკლევადიანი სტაციონარული პაციენტის გრძელვადიან მკურნალობაზე გადაყვანისას, თუ პაციენტი იმავე დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.
3. დადგენილების დანართი №1-ის, მუხლი 3-ის „ბ.გ“ (პაციენტთა ურგენტული სამედიცინო მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან:
ა) შეტყობინების ვალდებულება აკისრია დაწესებულებას, რომელიც უშუალოდ უწევს მოსარგებლეს ურგენტულ სამედიცინო მომსახურებას;
ბ) 2011 წლის 20 ივნისამდე გამონაკლისია გადაუდებელი და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურება (გეგმური ამბულატორია), რომლის ზედამხედველობაც ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების დადგენილების დანართი №1-ის მე- 3 მუხლის „ბ.დ“ (ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
5. დადგენილების დანართი №1-ის მე- 3 მუხლის „გ“ (ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია მოზრდილთათვის) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური წესის თანახმად. ამასთან არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. დადგენილების დანართ ი №1-ის (ფსიქიკური ჯანმრთელობა) მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისას არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან (პაციენტი, რომელსაც არ აქვს პირადობის მოწმობა) დაკავშირებით მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელთან წარმოადგინოს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია, პაციენტის იდენტიფიციკაციასთან დაკავშირებით, ან სასამართლო გადაწყვეტილება პაციენტის დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პაციენტის იდენტიფიცირება სამოქალაქო რეესტრის მიერ, დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებელთან წარმოადგინოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები კონკრეტულ არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 17. ინფექციური დაავადებების მართვა
1. დადგენილების დანართი №2-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს როგორც „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“, ისე „ინფექციური დაავადებების მართვის“სახელმწიფო პროგრამაში, ნოზოლოგიური კოდების თანხვედრის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე განმახორციელებლისგან ანაზღაურება განხორციელდება „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“პროგრამის შესაბამისად.

მუხლი 18. ტუბერკულოზის მართვა
1. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური აბულატორია) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (სტაციონარული მომსახურება) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ. ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიუხედავად მკურნალობის დასრულებისა.
3. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (რეფერენსკონტროლის კომპონენტი) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისთვის ყოველთვიურად, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
მუხლი 19. აივინფექცია/შიდსი
1. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (აივ ინფექცია/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
2. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით) გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გეგმური აბულატორია), ამასთან მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
3. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (აივინფექცია/შიდსის პროგრამის აივინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობა) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გეგმიურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 20. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
1. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით (ანტენატალური მეთვალყურეობა) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
2. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით (ანტენატალური სკრინინგი) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას კომპონენტის მოსარგებლეთა აღრიცხვას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
3. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
4. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით (გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ- სისტემით) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
6. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით (სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
7. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (ორსულებში B ჰეპატიტისა და აივ-ინფექცია/შიდსის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტები) გათვალისწინებული ტესტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მათი გამოყენების შესახებ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით ინფორმაციის მიწოდებას.
8. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის შემთხვევაში ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით. ამასთან, პირველადი სკრინინგის შემთხვევაში სავალდებულო არ არის დაბადების მოწმობის ასლის წარდგენა.
9. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოფს შემდეგი პირობების დაცვას:
ა) ფენილკეტონურიის სკრინინგი ჯანმრთელ ახალშობილში შეიძლება განხორციელდეს ადეკვატური ძუძუთი ან ხელოვნური კვების დაწყებიდან 24 სთ-ის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი წარმოებს დაბადებიდან 48 სთ-ის შემდეგ, მიზანშეწონილია ფენილკეტონურიისა და თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი ჩატარდეს ერთდროულად, დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა და არა უგვიანეს 72 სთ-ისა;
ბ) დღენაკლ და/ან პარენტერულ კვებაზე მყოფ ახალშობილებს სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/განყოფილებაში ფენილკეტონურიის სკრინინგი ჩაუტარდეთ დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა ჰიპოთირეოზის სკრინინგთან ერთად;
გ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების” სახელმწიფო პროგრამის „სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში დაბადებიდან 48 საათზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/ განყოფილებიდან ტრანსპორტირებული ახალშობილის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის დროული მოპოვება;
დ) დაბადებიდან 48 სთ-ზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების” სახელმწიფო პროგრამის „სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში ტრანსპორტირებული ახალშობილისათვის უზრუნველყოს ფენილკეტონურიისა და ჰიპოთირეოზის სკრინინგის ჩატარება რეფერალური შემთხვევის მიმღებ დაწესებულებაში დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 საათისა;
ე) განახორციელოს ბინაზე დაბადებულ ახალშობილთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე;
ვ) უზრუნველყოს ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგისათვის სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალის შეგროვება კვირაში 2-ჯერ;
ზ) თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება და შემდგომი კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად (გარდა მუკოვისციდოზისა). სკრინინგი, მშობლის ინფორმირება და განმეორებითი კვლევა უნდა ჩატარდეს ისე, რომ მკურნალობის დაწყება შესაძლებელი იყოს რეკომენდებულ ვადამდე (დაბადებიდან 21 დღემდე).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 21. ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა
1. დადგენილების დანართი №6-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა) გათვალისწინებული საქონლით უზრუნველყოფის ზედამხედველობა განხორციელდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ინფორმაციას საქონლის (მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების) ხარჯის შესახებ მიმწოდებელი ყოველთვიურად წარადგენს განმახორციელებელთან დადგენილი წესის შესაბამისად;
2. დადგენილების დანართი №6-ის მე-3 მუხლის „ბ“ (ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, საანალიზო ტექნიკური საშუალებების შენახვა და გაცემა), „გ“ (ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა (გლიკოჰემოგლობინი), „დ“ (თვალის დაავადებათა გართულებების მონიტორინგი), „ე“ (პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება) და „ვ“ (ფიზიკური რეაბილიტაცია) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე. პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა განისაზღვრება კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით, ხოლო იმ პაციენტებს, რომლებსაც თვის განმავლობაში შეუსრულდებათ 18 წელი, პროგრამით განსაზღვრული მომსახურება შეუწყდებათ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ყოველთვიურად მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
3. საანალიზო-ტექნიკური საშუალებების გაცემა წარმოებს შემდეგი წესის მიხედვით: გლუკომეტრი გაიცემა მხოლოდ ახლად გამოვლენილ პაციენტებზე; სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები გაიცემა თითოეულ მოსარგებლეზე არა უმეტეს 12 კოლოფისა კალენდარულ წელიწადში; შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები და გლუკაგონი გაიცემა პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ არა უმეტეს 1 კოლოფი/ცალი კალენდარულ წელიწადში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი წარმოადგენს შესაბამის ცნობას/დოკუმენტს სამედიცინო დაწესებულებიდან ან სასწრაფო დახმარების სამსახურიდან, რომ გადაიტანა ჰიპოგლიკემური კომა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო მიმწოდებლის მიერ უკვე გაცემული გლუკაგონი, პაციენტზე დამატებით გაიცემა 1 კოლოფი/ცალი გლუკაგონი; გლიკოჰემოგლობინის (HbAlc) ლაბორატორიული გამოკვლევები პაციენტს უტარდება კვარტალში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ კალენდარულ წელიწადში; ხოლო ოფთალმოლოგიური კვლევა პაციენტს უტარდება კალენდარულ წელიწადში ორჯერ.
4. ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგები, როგორც წესი, გაიცემა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობა დანიშნული ჰქონდათ 2010 წლის 31 დეკემბრამდე. ხოლო ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგების ახალი მოსარგებლეების დადგენა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით.

მუხლი 22. სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება
1. დადგენილების დანართი №7-ის მე-3 მუხლის, „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. ეს წესი არ ვრცელდება დადგენილების დანართი №7-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების კომპონენტზე.
მუხლი 23. ნარკომანია
1. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით (სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის განხორციელება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
2. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
3. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა) გათვალისწინებული მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მათი ხარჯვის შესახებ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით ინფორმაციის მიწოდებას.
მუხლი 24. ანტირაბიული დახმარება
დადგენილების დანართი №9-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
მუხლი 25. პროფესიულ დაავადებათა პრევენცია
მიმწოდებელი განამახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
მუხლი 26. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
1. დადგენილების დანართი №11-ის მე-3 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების მიმწოდებლები პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების შესახებ განმახორციელებელს ყოველთვიურად წარუდგენენ შემთხვევათა რეესტრს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. დადგენილების დანართი №11-ის მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „ვ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
3. დადგენილების დანართი №11-ის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული საქონლის გაცემას და მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს განმახორციელებელი მის მიერ დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 27. იმუნიზაცია
1. დადგენილების დანართი №12-ის მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით (იმუნოპროფილაქტიკის წარმოება – აცრა-ვიზიტები) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №12-ის მე-3 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით (სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ მიერ მიღებული მედიკამენტების გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებამდე ან/და მუნიციპალურ ერთეულებამდე) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესახებ ანგარიშის წარდგენას დადგენილი ფორმით.
მუხლი 28. უსაფრთხო სისხლი
დადგენილების დანართი №13-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
მუხლი 29. ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა
,,1. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისას ზედამხედველობა განხორციელდება:
ა) გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
ბ) გადაუდებელ შემთხვევებში – გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ (ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა), „ბ’’ (ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა) და „გ“ (ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა) ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების ფარგლებში, ამავე პროგრამის დანართი – 14.1-ის შესაბამისად „2.1“ („ქიმიოთერაპია (მანიპულაცია + მედიკამენტი), ჰორმონთერაპია (ამბ,სტაც.)“) და „3“ („გამოკვლევები“) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხა იანგარიშება ამავე დანართით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, ხოლო ლიმიტზედა თანხა იფარება პაციენტის მიერ.
3. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისას ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 30. დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია
1. დადგენილების დანართი №15-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა) და „ბ“ ქვეპუნქტით (პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან:
ა) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მოხდება პაციენტის რეგისტრაცია პრედიალიზის რეესტრში;
ბ) პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია პროგრამის მოსარგებლეს მიაწოდოს ინფორმაცია მიმწოდებლებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
გ) მომსახურების ზედამხედველობისას მიმწოდებელი შეტყობინებას აკეთებს მხოლოდ ახალი პაციენტის მიმართვის შემთხვევაში. შეტყობინების შედეგად პაციენტი ამოღებული იქნება პრედიალიზის რეესტრიდან და დარეგისტრირდება დიალიზის რეესტრში.
დ) მოსარგებლის მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით, ამასთან, ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც ჰემოდიალიზის გადავადება პაციენტის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, კერძოდ, ჰიპერკალემია, მძიმე მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერჰიდრატაციით გამოწვეული კარდიალური ასთმის შეტევა და სხვა, ხელოვნური თირკმლის აპარატთან მიერთება უნდა ხდებოდეს შეუფერხებლად და სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ძირითადად განისაზღვრება გადაუდებელი შემთხვევების შესაბამისად.
2. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.
3. დადგენილების დანართი №15-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (თირკმილის ტრანსპლანტაცი ა) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
მუხლი 31. გულის ქირურგია
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, გარდა ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განმარტებული შემთხვევებისა, რომელთა ზედამხედველობაც განხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის და კორონარული ანგიოპლასტიკის კომპონენტების ფარგლებში გეგმური ჩარევებისთვის წესდება მოლოდინის სია. უპირატესობა მიეცემა ადრე დარეგისტრირებულ პაციენტებს. გეგმური ოპერაციების ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად პროგრამის კომპონენტებში წინა თვეში დარჩენილი ნაშთის შესაბამისად.
3. გეგმურ ოპერაციებზე რიგის ფორმირებას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.
4. მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელდეს მისი გაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარგებლე კარგავს რიგს.
მუხლი 32. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა
1. დადგენილების დანართი №17-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №17-ის მე-3 მუხლის „ბ“ (ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა) და „გ“ (18 წლამდე ასაკის ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა) ქვეპუნქტ ებ ით გათვალისწინებული სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტ ობრივა დ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიუხედავად მკურნალობის დასრულებისა.
მუხლი 33. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა
1. დადგენილების დანართი №18-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება) და „ბ“ ქვეპუნქტით (ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება) გათვალისწინებული სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №18-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას) გათვალისწინებული ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტ ებ ითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
მუხლი 34. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება
1. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სასწრაფო სამედიცინო დახმარება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორცილებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, რეესტრში მოსარგებლის პირადი ნომრის მითითება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება მოსარგებლის მიერ პირადობის მოწმობის წარდგენა.
2. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვე პუნქტით (რეფერალურ დახმარებას - კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, შეტყობინება შემთხვევის შესახებ ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშულებით დადგენილების დანართი №19-ის მე-8 მუხლში განსაზღვრულ მაკოორდინირებელ ორგანოსთან, ისევე როგორც განმახორციელებელთან. ანგარიშგებისას წარმოდგენილი იქნება მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2 1. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვე პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ (საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება) და „ბ.გ“ (საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა) ქვე პუნქტ ებ ით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლ ის ,,ა” ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხა განისაზღვროს ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული მოცულობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 35. სოფლის ექიმი
1. დადგენილების დანართი №20-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვე პუნქტით (სოფლად ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №20-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს (შემთხვევათა) ჯამური უწყისის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, შემთხვევების დაფინანსებისას არ გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.
მუხლი 36. რეფერალური მომსახურება
1. დადგენილების დანართი №21-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარება) განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოსარგებლის განსაზღვრა და განმახორციელებლის ინფორმირება ხორციელდება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება) შესაბამისად;
ბ) თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/ განხორციელდა საქართველოში:
ბ.ა) განმახორციელებელი აფორმებს ხელშეკრულებას გადაწყვეტილებაში მითითებულ დაწესებულებასთან;
ბ.ბ) მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში დადგენილი ფორმის შესაბამისად და ხარჯის დამადასტურებელ ი დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს სამომავლოდ გასაწევ მომსახურებას ან საქონლის მიწოდებას, ანგარიშის წარმოდგენა უნდა მოხდეს, აღებული ვალდებულების დაკმაყოფილებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
გ) თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ:
გ.ა) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში მოსარგებლემ ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება წინასწარ დადგენილი ფორმით, რომ მომსახურების/საქონლის მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა განმახორციელებელს წარმოუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, ანგარისშწორებას ახორციელებს განმახორციელებელი მოსარგებლის, ან ამავე დადგენილებით გადაწყვეტილების საფუძვლად მიღებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
2. დადგენილების დანართი №21-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება) განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 37. 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება
1. დადგენილების დანართი №22-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს როგორც „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“, ისე „ინფექციური დაავადებების მართვის“სახელმწიფო პროგრამაში, ნოზოლოგიური კოდების თანხვედრის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე განმახორციელებლისგან ანაზღაურება განხორციელდება „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“პროგრამის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 38. მოსახლეობის ურგენტული მომსახურება
დადგენილების დანართი №23-ის მე-3 მუხლის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
მუხლი 39. ზოგადი ამბულატორიული მომსახურება
დადგენილების დანართი №24-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
მუხლი 40. ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება
დადგენილების დანართი №25-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
მუხლი 41. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება
დადგენილების დანართი №26-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
მუხლი 42. მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის” მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება შემდეგი კომპონენტების ფარგლებში:
ა) დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
დ) ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ე) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ზ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
2. მოსარგებლეების აღრიცხვაზე აყვანა მოხდება მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3. ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები და საკვები დანამატი შესაბამის მიმწოდებელ დაწესებულებაში.
4. მოსარგებლეთა აღრიცხვაზე პასუხისმგებელი განმახორციელებელი უფლებამოსილია განსაზღვროს აღრიცხვის პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი პირობები.
5. ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში „ზოგადი ამბულატორიისა“ და „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მიმწოდებლები უზრუნველყოფენ განმახორციელებლისათვის აღრიცხვაზე აყვანილ ბენეფიციართა და ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის წარდგენას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
6. სპეციალური სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯების კომპონენტის მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ხარჯის გაწევის დოკუმენტს არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
7. სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორცილებლისათვის (პროგრამის განმახორციელებელია 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო) დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
8. „დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში შესყიდული ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგების მოსარგებლეთა დადგენა ხორციელდება კომისიური წესით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. „ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების მოსარგებლეთა დადგენა, მედიკამენტების გაცემის წესისა და ინდივიდულური პრობლემური საკითხების დარეგულირება ხორციელდება კომისიური წესით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების“ კომპონენტის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
11. „ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის“ პროგრამის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
12. „ნარკომანიის“ პროგრამის „ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფის“ კომპონენტის პროგრამის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
დანართი №1
| მინიმალური მოთხოვნები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის | |
| 1 | სადისპეტჩერო სამსახური, აღჭურვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ერთიან კომპიუტერულ პროგრამაში ჩართული კომპიუტერიზებული სისტემით და ერთიან ცენტრ ა ლიზებულ სისტემასთან თავსებადი სტაციონარული და ავტომანქანის რადიოსადგურებით |
| 2 | სპეციალიზებული ბრიგადა (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და/ან კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი და/ან გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი) |
| 3 | ექ იმ -სპეციალისტთა პანელი |
| რეანიმობილის ტექნიკური მახასიათებლები მოზრდილთა და ახალშობილთა ტრანსპორტირებისათვის | |
| რეანიმობილის კომპლექტაცია | |
| 1 | ჟანგბადით უწყვეტი (მინიმუმ 6 საათის განმავლობაში) უზრუნველყოფის მოწყობილობა ნიღბით ან კანულით |
| 2 | სამედიცინო სალონის განათება |
| 3 | სავარძლები და დასაჯდომები სამედიცინო პერსონალისთვის აღჭურვილი უსაფრთხოების ინერციული ქამრებით |
| 4 | სამედიცინო ნარჩენების კონტეინერი |
| 5 | სასიგნალო და მეგაფონური სისტემა |
| 6 | სალონის ტემპერატურული რეგულირება |
| აპარატურა რეანიმობილისათვის | |
| 1 | მოზრდილთა საკაცე მიმღები მოწყობილობით |
| 2 | მოზრდილთა ხელოვნური სუნთქვის აპარატი (IPPV, SIMV, CPAP, BIPAP, PEEP) სატრანსპორტო აკუმულატორით |
| 3 | ახალშობილთა ტრანსპორტირების შემთხვევაში: სატრანსპორტო ინკუბატორი ინტეგრირებული ახალშობილის ხელოვნური სუნთქვის აპარატით (IPPV, SIMV, BIPAP, PEEP, HFV) |
| 4 | მონიტორი - რეანიმაციული (ECG, NIBP, SpO2, T, R, P), აკუმულატორით, მოზრდილთა და ახალშობილთა აქსესუარებით |
| 5 | დეფიბრილატორი აკუმულატორით, მოზრდილთა და ახალშობილთა ელექტროდებით |
| 6 | პორტატული მქაჩი |
| 7 | მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების საცავი |
| 8 | სამედიცინო დანიშნულების საგნები: |
| ა) | ლარინგოსკოპის ნაკრები |
| ბ) | ენდოტრაქეული მილი |
| გ) | სტილეტი |
| დ) | ჰაერგამტარი მილი |
| ე) | ამბუს პარკი |
| ვ) | სფიგმომანომეტრი ფონენდოსკოპით |
| ზ) | ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის ნაკრები |
| თ) | პერიფერიული ვენის კათეტერი |
| ი) | ჟანგბადის ნიღაბი |
| კ) | ჟანგბადის კანულა |
| ლ) | სკალპელი (ერთჯერადი) |
| მ) | ნაზოგასტრალური ზონდი |
| ნ) | ენდოტრაქეული სანაციის მილი |
| ო) | ფოლეის კათეტერი |
| პ) | შარდის მიმღები |
| ჟ) | თერმომეტრი |
| რ) | ხელთათმანი (არასტერილური და სტერილური) |
| ს) | ნებულაიზერი |
| ტ) | ლახტი |
| უ) | პერსონალური დაცვის საშუალება (C დონის) |
| ფ) | გადასასხმელი სისტემა |
| ქ) | გლუკომეტრი |
| ღ) | აღჭურვილობა თავის, კისრის და კიდურების ფიქსაციისათვის |
| ღ.ა) | კისრის საყელო |
| ღ.ბ) | კიდურის საიმობილიზაციო არტაშანი |
| ღ.გ) | საიმობილიზაციო ფარი |
| ღ.დ) | სატრაქციო არტაშანი |
| ღ.ე) | ჰეინდრიკის არტაშანი |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
დანართი №2
სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხა
| დასახელება | დოზა | ერთეული | რაოდენობა | ||
| ტრანკვილიზატორები | |||||
| დიაზეპამი | 10მგ/2მლ | ამპ | 1 | ||
| ქლორპრომაზინი | 2.5%/1მლ | ამპ | 2 | ||
| ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები |
| ||||
| კეტოროლაკი | 3% 1მლ | ამპ | 3 | ||
| არანარკოტიკული, ტკივილგამყუჩებელი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები | |||||
| აცეტილსალიცილის მჟავა | 500მგ | ტაბ | 8 | ||
| ბარალგინი | 5 მლ | ამპ | 5 | ||
| დიკლოფენაკი ნატრიუმი | 75მგ/3მლ | ამპ | 5 | ||
| პარაცეტამოლი | 500მგ | ტაბ | 9 | ||
| ადრენერგიულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები - ადრენოსტიმულატორები | |||||
| ადრენალინი | 0.18% - 1მლ | ამპ | 10 | ||
| ალერგიის საწინაღმდეგო საშუალებები | |||||
| დიფენჰიდრამინი | 1% 1მლ | ამპ | 1 | ||
| ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები | |||||
| ლიდოკაინი | 2% /2მლ | მლ | 10 | ||
| ლიდოკაინის აეროზოლი | 10% | ბალონი | 1 | ||
| ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები | |||||
| ამინოფილინი საინექციო | 250მგ/10მლ | ამპ | 10 | ||
| სალბუტამოლის სულფატი ინჰალ. აეროზ. | 100მკგ 200 დოზა | ბალონი | 1 | ||
| კარდიოტონური საშუალებები | |||||
| დოპამინი | 50მგ/5მლ | ფლაკონი | 3 | ||
| სედატიური საშუალებები | |||||
| კორვალოლი | 25მლ | ფლაკონი | 1 | ||
| ანტიარითმიული საშუალებები | |||||
| ვერაპამილი | 80მგ | ტაბ | 10 | ||
| სპაზმოლიზური საშუალებები | |||||
| დროტავერინის ჰ/ქ | 2მლ | ამპ | 5 | ||
| ანტიჰიპოტენზიური საშუალებები | |||||
| კოფეინი | 10%1მლ | ამპ | 10 | ||
| დიურეზული საშუალებები | |||||
| ფუროსემიდი | 20მგ/2მლ | ამპ | 5 | ||
| ღებინების და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები | |||||
| მეტოკლოპრამიდი | 10მგ | ამპ | 5 | ||
| საფაღარათო საშუალებები | |||||
| მაგნიუმის სულფატი | 25%,5მლ | ამპ | 10 | ||
| მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებები | |||||
| გააქტივებული ნახშირი | 250 მგ | ტაბ | 40 | ||
| საშვილოსნოს მასტიმულირებელი საშუალებები | |||||
| ოქსიტოცინი | 10 IU/1მლ | ამპ | 3 | ||
| ჰემოსტატური საშუალებები | |||||
| ეტამზილატი | 250მგ 2მლ | ამპ | 5 | ||
| გლუკოკორტიკოიდები და მინერალკორტიკოიდები | |||||
| დექსამეტაზონი | 4მგ/მლ | ამპ | 10 | ||
| პრედნიზოლონი | 30მგ/მლ | ამპ | 6 | ||
| პლაზმის შემცველი საშუალებები | |||||
| დექსტრანი | 200მლ | ფლაკ | 2 | ||
| პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტემაზე მოქმედი საშ. ანტიქოლინესთერაზული სამკ. საშ. | |||||
| ნეოსტიგმინი | 500მკგ/მლ | ფლაკონი | 10 | ||
| პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები -ქოლინობლოკატორები | |||||
| ატროპინი | 0.1% 1მლ | ამპ | 10 | ||
| პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტ.მოქმ. საშ. -კურარეს მსგავსი მოქმედების მიორელაქსანტები | |||||
| სუქსამეთონიუმი | 2% 5მლ | ამპ | 10 | ||
| ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები | |||||
| იოდინი | 25% ხსნარი | 1მლ | 100 | ||
| სადეზინფექციო საშუალებები (ლიზოფორმინი) |
| მლ | 1000 | ||
| სპირტი | 96% | 1მლ | 100 | ||
| ქლორჰექსიდინი | 5% ხსნარი | 1მლ | 100 | ||
| წყალბადის ზეჟანგი | 3%/40მლ | ფლაკონი | 1 | ||
| პანთენოლი |
| ბალონი | 1 | ||
| ინსულინის სხვადასხვა ტიპის პრეპარატები | |||||
| ინსულინი ხანმოკლე მოქმედების | 400 IU/10 მლ | ფლაკონი | 1 | ||
| სითხეები, ელექტროლიტები და დეზინტოქსიკაციური საშუალებები | |||||
| გლუკოზა, საინექციო ხსნარი იზოტონური | 5% | 1მლ | 500 | ||
| გლუკოზა, საინექციო ხსნარი ჰიპერტონული | 40%/40მლ | ამპ | 10 | ||
| გლუკოზის ხსნარი | 10% | მლ | 500 | ||
| ნატრ. ბიკარბ. საინექციო ხსნარი | 4.8%/50მლ | ფლაკონი | 1 | ||
| ნატრ. ქლორ. საინ. ხს 0,9% იზოტონური | მლ | 1მლ | 1000 | ||
| რინგერის ხსნარი | 500მლ | ფლაკ | 2 | ||
| რეჰიდრონი |
| პაკეტი | 2 | ||
| კალციუმის შემცველი პრეპარატები | |||||
| კალციუმის გლუკონატი | 10% | ამპ | 10 | ||
| ნიტრატები | |||||
| გლიცერილი ტრინიტრატი | 5მგ/2მლ | ამპ | 10 | ||
| გლიცერილი ტრინიტრატი -აეროზოლი | 0.4მგ | ც | 1 | ||
| ჟანგბადი |
| ლ | 1500 | ||
| საგულე გლიკოზიდები | |||||
| ლანატოზიდი | 0.06% 1მლ | ამპ | 1 | ||
| ოუაბაინი | 0.05% 1მლ | ამპ | 1 | ||
| ანტიკოაგულაციური საშუალებები | |||||
| ჰეპარინი | 5000,10000 ერთ | ფლაკ | 5 | ||
| ანალეპტიური საშუალებები | |||||
| კორდიამინი | 25%/2მლ | ამპ | 5 | ||
| ნარკოტიკული ნივთიერებების ანტაგონისტები | |||||
| ნალოქსონი | 0.4 მგ.-1.0 | ამპ | 1 | ||
| ბეტა-ბლოკერები | |||||
| მეტოპროლოლი | 50 მგ | ტაბ | 10 | ||
| აგფ ინჰიბიტორები | |||||
| კაპტოპრილი | 25 მგ | ტაბ | 10 | ||
| კალციუმის არხების ბლოკერები | |||||
| ვერაპამილი | 2 მლ | ამპ | 5 | ||
| ნიფედიპინი | 40 მგ | ტაბ | 10 | ||
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
დანართი №3
მოთხოვნები მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელთათვის
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულოა შემდეგი მომსახურებების არსებობა/მოთხოვნების დაკმაყოფილება:
1. ახალშობილთა კრიტიკული მდგომარეობების მართვის და ინტენსიური თერაპიული სერვისები (სავალდებულოა დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის ,,ბ.ა” ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის).
2. ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს პრენატალურ დიაგნოსტიკურ კვლევებს (სავალდებულოა დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის ,,ბ.ა” ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის).
3. პერინატალური სერვისები (სავალდებულოა დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის ,,ბ.ბ” ქვეპუნქტით (გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის.
4. გინეკოლოგიური განყოფილება (სავალდებულოა დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის ,,ბ.ბ” (გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე)) და ,,ბ.გ” (მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა) ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის);”.
5. მოზრდილთა კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.
6. 24- საათიანი დიაგნოსტიკური სამსახური (რადიოლოგიური, ენდოსკოპიური და ლაბორატორიული (სულ მცირე, უზრუნველყოფს შემდეგ ლაბორატორიულ სერვისებს: ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური, იმუნოლოგიური, ჰისტოლოგიური კვლევები და სისხლის შემადედებელი ფუნქციის კონტროლი) მომსახურებები.
7. დაწესებულების ფარგლებში მოფუნქციონირე ქირურგიული (აბდომინალური, თორაკალური, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, ანგიოქირურგიული, ოფთალმოლოგიური და სხვ), და თერაპიული (ნეფროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ნევროლოგიური) პროფილის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
8. ნეფროლოგიისა (მათ შორის, დიალიზის) და ეფერენტული მეთოდებით მკურნალობის შესაძლებლობა.
9. 24- საათიანი სისხლის ბანკი.
10. პრეჰოსპიტალური დახმარების სამსახური – კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების განმახორციელებელი მობილური ბრიგადები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-1/ნ
2011 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები“.
2. ეს ბრძანება არ გამოიყენება „ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №442/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე.
21. ამ ბრძანებით დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ შეტყობინების გაკეთება 2011 წლის 30 აპრილის ჩათვლით ნებაყოფლობითია. შესაბამისად, შეტყობინების გაკეთების წესის დარღვევა არ გამოიწვევს შესაბამისი საჯარიმო სანქციების დაკისრებას. შეტყობინების გაკეთება მიმწოდებლისთვის სავალდებულოა 2011 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
22. ამ ბრძანებით დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას კლასიფიკატორების მოთხოვნასთან დაკავშირებული ფინანსური სანქციები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).
2. ამ წესის II თავით (ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების ზოგადი პირობები) დადგენილი ნორმები ვრცელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე, თუ ამ წესის III (პროგრამის მართვის სპეციფიკური პირობები) თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. იმ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმართ, რომლის ფარგლებში მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ამ ბრძანებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დამატებითი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 2. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებები
პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენს:
ა) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომში – განმახორციელებელი);
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო).
მუხლი 3. პროგრამის მიმწოდებელი
პროგრამების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის განმახორციელებელთან, ან დადგენილების შესაბამისად, გამოთქვამს ვაუჩერულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს (შემდგომში – მიმწოდებელი).
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების ზოგადი პირობები
მუხლი 4. ანგარიშგება🔗
1. პროგრამების ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორცილდება კანონმდებლობისა და/ან მომსახურების/საქონლის მიმწოდებელთან საჭიროებისამებრ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მიმწოდებლები განმახორციელებელს წარმოუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია ამავე დოკუმენტის პროგრამების ზედამხედველობისა და ინსპექტირების წესში და თითოეული პროგრამის მართვის სპეციფიკურ პირობებში.
3. მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, თუ თითოეული პროგრამის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილება დადგენილი წესით შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად.
4. იმ პროგრამების შემთხვევაში, რომლებიც ითვალისწინებენ ინდივიდუალური მომსახურების გაწევას მოსარგებლეებისათვის, პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯები მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ მოსარგებლეზე გაწეული მომსახურების შესაბამისად (თუ შესაბამისი პროგრამის მართვის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ასეთი პროგრამების ფარგლებში ხარჯები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული კონკრეტული მოსარგებლის მომსახურებასთან, არ ანაზღაურდება, ან ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
5. განმახორციელებელი მიმწოდებელს შესრულებულ მომსახურებას უნაზღაურებს შესაბამისი პროგრამის წესების, ამ დოკუმენტისა და/ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. განმახორციელებელთან წარდგენილი დოკუმენტების ასლი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით.
7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მოხდება დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების, ამ დოკუმენტის და, საჭიროებისამებრ, მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
8. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშო თვეში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული მკურნალობის შემთხვევების მოცულობა და ღირებულება, თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9. იმ პროგრამების/კომპონენტების/ქვეკომპონენტების ფარგლებში, სადაც ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს გლობალური ბიუჯეტი ან თვის ვაუჩერი პროგრამით განსაზღვრული მოცულობის არასრული თვის შესრულების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშგებო თვეში შესრულებული კალენდარული დღეების პროპორციულად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 5. პროგრამის ზედამხედველობა🔗
1. პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტური შესრულების მიზნით.
2. პროგრამების ზედამხედველობას ახორციელებენ შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლები და/ან რეგულირების სააგენტო დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ამ წესში მითითებული პროგრამების ადმინისტრირებისათვის გამოყენებული ფორმები მტკიცდება შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. პროგრამებით გათვალისწინებული საქონლით უზრუნველყოფის ზედამხედველობის წესები განსაზღვრულია შესაბამისი პროგრამის მართვის სპეციფიკურ პირობებში.
5. პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება ორ ტიპად:
ა) გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევა;
ბ) გეგმური სამედიცინო შემთხვევა.
მუხლი 6. გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობა
1. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
2. გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;
ბ) შეტყობინების საფუძველზე შემთხვევების შერჩევითი შემოწმება (შემდგომში – შემთხვევის შერჩევითი შემოწმება);
გ) შესრულებული სამუშაოს მიღება -ჩაბარება;
დ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ე) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ვ) გაწეული მომსახურების კონტროლი და ვალდებულებების ინსპექტირება (შემდგომში – რევიზია).
მუხლი 7. შეტყობინება გადაუდებელი შემთხვევის შესახებ🔗
1. გადაუდებელი შემთხვევისას მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ან პაციენტის გაწერამდე (თუ პაციენტი ეწერება 24 საათზე ადრე) შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ სპეციალურად ამ მიზნისათვის განსაზღვრულ სატელეფონო ნომერზე ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
2. შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:
ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი.
ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;
ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი.
ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;
გ) პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება როგორც „უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება.
4. შემთხვევის ნოზოლოგიური კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, ასევე მოსარგებლის სხვა მიმწოდებელთან გადაყვანის/გადასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება.
მუხლი 8. შემთხვევების შერჩევითი შემოწმება🔗
1. შემთხვევების შერჩევითი შემოწმება ხდება განმახორციელებლის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
2. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებელის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.
3. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას განმახორციელებელის უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შედგეს შემთხვევის შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
4. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი.
5. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა ცხელ ხაზზე მოწოდებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
6. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ვიზუალური დაკვირვებისას, შემმოწმებელი შემთხვევას მიიჩნევს დაფიქსირებული დიაგნოზისათვის შეუსაბამოდ, აღნიშნული შემთხვევა ავტომატურად გადამისამართდება რეგულირების სააგენტოში არაგეგმური რევიზიის განხორციელების მიზნით. შემთხვევის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება რევიზიის შედეგების შესაბამისად.
მუხლი 9. შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება
1. დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით.
2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შემთხვევათა რეესტრი – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში (დადგენილი ფორმის შესაბამისად), რომელიც მოიცავს:
ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ასლი (პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:
ა.ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობა ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ა.ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
ა.ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ა.ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;
ა.ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობა ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ა.ბ) დიაგნოზს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;
ა.გ) თითოეული შემთხვევის დეტალურ კალკულაციას;
ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად) ან/და ელექტრონულ ამონაწერს პაციენტის სამედიცინო ბარათიდან;
გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი).
3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას, საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 10. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება🔗
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა და შემთხვევათა რეესტრთან;
ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება;
გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და შემთხვევის შერჩევითი შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 22 სამუშაო დღე.
მუხლი 11. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს სამ ჯგუფად:
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
გ) სადავო შემთხვევები.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) წარმოდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება;
ბ) წარმოდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინებისას ან შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს.
გ) იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საანგარიშო თვის ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
დ) პიროვნების დამადატურებელი მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) მონაცემებს.
3. სადავო შემთხვევებს განეკუთვნება შემთხვევა, როდესაც:
ა) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა;
გ) დეტალურ კალკულაციაში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობა მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან;
დ) არსებობს ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.
4. შემთხვევების კლასიფიცირება, ანუ შემთხვევა სადავოა, თუ არ არის ასანაზღაურებელი, მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება- ჩაბარების აქტი ორ ეგზე მპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. ამასთან, იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სადავოა და დაზუსტების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს ანაზღაურებას, ასანაზღაურებელ თანხებზე გაფორმებულ პირველადი მიღება- ჩაბარების აქტთან ერთად იბეჭდება შესაბამისი რეესტრი ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. სადავო საკითხების განსახილველად ან აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ეძლევა ასანაზღაურებელ თანხებზე პირველადი მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სადავო შემთხვევების რეესტრის მიღებიდან 5 სამუშაო დღე. თუ მიმწოდებელი ამ პერიოდში არ მოახდენს რეაგირებას, შემთხვევა აღარ ანაზღაურდება. სადავო შემთხვევების განხილვაში ჩართულები არიან მიმწოდებელი, განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ყველა შემთხვევა კლასიფიცირდება როგორც ასანაზღაურებელი შემთხვევა. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 12. შესრულებული სამუშაოს რევიზია🔗
1. ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
2. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დაწესებულება ვალდებულია სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
3. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
4. რევიზიისას გამოყენებული იქნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები), ასეთების არსებობის შემთხვევაში, და სადავო შემთხვევების განხილვისას მიენიჭება უპირატესობა მათში მოცემულ რეკომენდაციებს. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნება რეცენზენტთა დასკვნები.
მუხლი 13. გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობა🔗
1. გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) წინასწარი მიმართვა გეგმური მომსახურების შესახებ;
ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;
გ) შემთხვევების შერჩევითი შემოწმება (არსებობის შემთხვევაში);
დ) შესრულებული სამუშაოს მიღება -ჩაბარება;
ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ვ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ზ) შესრულებული სამუშაოს რევიზია.
2. გეგმური მომსახურების მისაღებად პროგრამის მოსარგებლემ განმახორციელებელთან უნდა წარმოადგინოს გეგმიური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა:
ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:
ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;
ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
გ) საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია;
დ) დადგენილი ფორმის განცხადება.
3. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განმახორციელებელი გასცემს მოსარგებლეზე ან მატერიალიზებულ ვაუჩერს ან თანხმობის წერილს (მატერიალიზებული ვაუჩერის არარსებობის შემთხვევაში) განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, რითაც უდასტურებს არამატერიალიზებული ვაუჩერის გამოყენების უფლებას, თუ შესაბამისი პროგრამის მართვის სპეციალური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. გეგმური ჰოსპიტალიზაციისას მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ გააკეთოს შეტყობინება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული სპეციფიკური პირობებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსახორციელებელი ზედამხედველობის ეტაპები ერთნაირია გადაუდებელი და გეგმური შემთხვევების დროს. ამასთან, გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში (შემდგომში ტექსტში – გეგმიური ამბულატორია), ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სპეციფიკური პირობებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
მუხლი 14. საჯარიმო სანქციები🔗
1. ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები:
ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი;
ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება;
გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.
2. შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი განისაზღვრება მე-11 მუხლის შესაბამისად.
3. ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველებია:
ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით, ან დამძიმებულია, ან წარმოდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით;
ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობა;
გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას:
გ.ა) არ არის დაცული პროგრამის მოთხოვნა პაციენტის ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით;
გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით ანდა მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით;
დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის პირობებს პროგრამული შემთხვევისას გაწეული სამედიცინო დახმარების შემადგენელი ყველა კომპონენტისათვის;
ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის;
ვ) თუ მიმწოდებელსა და სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეს შორის არ არის გაფორმებული ხელშეკრულება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის/მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით);
ზ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამით მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით;
თ) თუ შემთხვევა ან/და დოკუმენტაცია გაყალბებულია;
ი) ანგარიშში წარმოდგენილი დიაგნოზი არ შეესაბამება პაციენტის რეალურ მდგომარეობას.
4. რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება დამატებითი ფინანსური ჯარიმები. დამატებითი ფინანსური ჯარიმა შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი ხელშეკრულების პირობების დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან.
5. პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ორივე მხარე ვალდებულია 2 თვით ადრე აცნობოს მეორე მხარეს.
6. ხელშეკრულების შესრულებაზე, ან ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს;
7. ხელშეკრულების მოშლა ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი, მიმწოდებელს არ ათავისუფლებს საჯარიმო სანქციების შესრულებისაგან.
8. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან უხარისხოდ, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების სამმაგი ოდენობის სახით.
9. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით;
10. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით;
11. იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
12. იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა გადაახდევინა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
13. თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, რევიზიისას საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით.
14. მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია მე- 15 მუხლის მე- 3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 15. პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები🔗
1. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო) ვალდებულია:
ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) უფლებამოსილების შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამებში მონაწილე მიმწოდებლების გამოვლენა და შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარება (გარდა ვაუჩერის მეშვეობით გათვალისწინებული მომსახურებისა/საქონლის მიმწოდებლის გამოვლენისა);
გ) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება, დადგენილი წესით.
დ) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისას დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად.
2. პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის პროცესში მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია;
ბ) ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომელიც არ რეგულირდება ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით.
3. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიის და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ა1) შესაბამისი პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) შეუფერხებლად მოახდინოს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის გაწევაზე უარის თქმა;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;
დ) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
ე) არ მოსთხოვოს პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის მოსარგებლეს მომსახურების ღირებულების გარდა სხვა გადასახადი, ან დამატებითი თანხის გადახდა, ხოლო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის შემთხვევაში – თანაგადახდით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი;
ვ) უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება აღიარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
ზ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების/საქონლის მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
4. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
პროგრამების მართვის სპეციფიკური პირობები
მუხლი 16. ფსიქიკური ჯანმრთელობა
1. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ფსიქიკური ჯანმრთელობის ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გეგმური ამბულატორია). ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, ამასთან „ა.ა“ (ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებისათვის მოსარგებლეთა რეგისტრაცია ხორციელდება დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ბ.ა“ (მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება), „ბ.ბ“ (ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება) და „დ“ (ქ. თბილისში, ქ. რუსთავსა და ქ. ქუთაისში ფსიქიკური სტაციონარული დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება მოკლევადიანი სტაციონარული პაციენტის გრძელვადიან მკურნალობაზე გადაყვანისას, თუ პაციენტი იმავე დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.
3. დადგენილების დანართი №1-ის, მუხლი 3-ის „ბ.გ“ (პაციენტთა ურგენტული სამედიცინო მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან:
ა) შეტყობინების ვალდებულება აკისრია დაწესებულებას, რომელიც უშუალოდ უწევს მოსარგებლეს ურგენტულ სამედიცინო მომსახურებას;
ბ) 2011 წლის 20 ივნისამდე გამონაკლისია გადაუდებელი და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურება (გეგმური ამბულატორია), რომლის ზედამხედველობაც ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების დადგენილების დანართი №1-ის მე- 3 მუხლის „ბ.დ“ (ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
5. დადგენილების დანართი №1-ის მე- 3 მუხლის „გ“ (ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია მოზრდილთათვის) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური წესის თანახმად. ამასთან არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. დადგენილების დანართი №1-ის (ფსიქიკური ჯანმრთელობა) მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისას არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან (პაციენტი, რომელსაც არ აქვს პირადობის მოწმობა) დაკავშირებით მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელთან წარმოადგინოს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია, პაციენტის იდენტიფიციკაციასთან დაკავშირებით, ან სასამართლო გადაწყვეტილება პაციენტის დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პაციენტის იდენტიფიცირება სამოქალაქო რეესტრის მიერ, დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებელთან წარმოადგინოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები კონკრეტულ არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 17. ინფექციური დაავადებების მართვა
1. დადგენილების დანართი №2-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს როგორც „ 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“ , ისე „ინფექციური დაავადებების მართვის“ სახელმწიფო პროგრამაში, ნოზოლოგიური კოდების თანხვედრის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე განმახორციელებლისგან ანაზღაურება განხორციელდება „ 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“ პროგრამის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 18. ტუბერკულოზის მართვა
1. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური აბულატორია) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (სტაციონარული მომსახურება) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ. ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიუხედავად მკურნალობის დასრულებისა.
3. დადგენილების დანართი №3-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (რეფერენსკონტროლის კომპონენტი) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისთვის ყოველთვიურად, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
მუხლი 19. აივინფექცია/შიდსი
1. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (აივ ინფექცია/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
2. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით) გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გეგმური აბულატორია), ამასთან მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
3. დადგენილების დანართი №4-ის, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (აივინფექცია/შიდსის პროგრამის აივინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობა) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გეგმიურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 20. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა🔗
1. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით (ანტენატალური მეთვალყურეობა) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
2. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით (ანტენატალური სკრინინგი) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას კომპონენტის მოსარგებლეთა აღრიცხვას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
3. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
4. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით (გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ- სისტემით) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
6. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით (სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
7. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (ორსულებში B ჰეპატიტისა და აივ-ინფექცია/შიდსის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტები) გათვალისწინებული ტესტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მათი გამოყენების შესახებ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით ინფორმაციის მიწოდებას.
8. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის შემთხვევაში ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით. ამასთან, პირველადი სკრინინგის შემთხვევაში სავალდებულო არ არის დაბადების მოწმობის ასლის წარდგენა.
9. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოფს შემდეგი პირობების დაცვას:
ა) ფენილკეტონურიის სკრინინგი ჯანმრთელ ახალშობილში შეიძლება განხორციელდეს ადეკვატური ძუძუთი ან ხელოვნური კვების დაწყებიდან 24 სთ-ის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი წარმოებს დაბადებიდან 48 სთ-ის შემდეგ, მიზანშეწონილია ფენილკეტონურიისა და თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი ჩატარდეს ერთდროულად, დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა და არა უგვიანეს 72 სთ-ისა;
ბ) დღენაკლ და/ან პარენტერულ კვებაზე მყოფ ახალშობილებს სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/განყოფილებაში ფენილკეტონურიის სკრინინგი ჩაუტარდეთ დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა ჰიპოთირეოზის სკრინინგთან ერთად;
გ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების” სახელმწიფო პროგრამის „სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში დაბადებიდან 48 საათზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/ განყოფილებიდან ტრანსპორტირებული ახალშობილის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის დროული მოპოვება;
დ) დაბადებიდან 48 სთ-ზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების” სახელმწიფო პროგრამის „ სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში ტრანსპორტირებული ახალშობილისათვის უზრუნველყოს ფენილკეტონურიისა და ჰიპოთირეოზის სკრინინგის ჩატარება რეფერალური შემთხვევის მიმღებ დაწესებულებაში დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 საათისა;
ე) განახორციელოს ბინაზე დაბადებულ ახალშობილთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე;
ვ) უზრუნველყოს ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგისათვის სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალის შეგროვება კვირაში 2-ჯერ;
ზ) თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება და შემდგომი კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად (გარდა მუკოვისციდოზისა). სკრინინგი, მშობლის ინფორმირება და განმეორებითი კვლევა უნდა ჩატარდეს ისე, რომ მკურნალობის დაწყება შესაძლებელი იყოს რეკომენდებულ ვადამდე (დაბადებიდან 21 დღემდე).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 21. ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა
1. დადგენილების დანართი №6-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა) გათვალისწინებული საქონლით უზრუნველყოფის ზედამხედველობა განხორციელდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ინფორმაციას საქონლის (მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების) ხარჯის შესახებ მიმწოდებელი ყოველთვიურად წარადგენს განმახორციელებელთან დადგენილი წესის შესაბამისად;
2. დადგენილების დანართი №6-ის მე-3 მუხლის „ბ“ (ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, საანალიზო ტექნიკური საშუალებების შენახვა და გაცემა), „გ“ (ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა (გლიკოჰემოგლობინი), „დ“ (თვალის დაავადებათა გართულებების მონიტორინგი), „ე“ (პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება) და „ვ“ (ფიზიკური რეაბილიტაცია) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე. პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა განისაზღვრება კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით, ხოლო იმ პაციენტებს, რომლებსაც თვის განმავლობაში შეუსრულდებათ 18 წელი, პროგრამით განსაზღვრული მომსახურება შეუწყდებათ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ყოველთვიურად მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
3. საანალიზო-ტექნიკური საშუალებების გაცემა წარმოებს შემდეგი წესის მიხედვით: გლუკომეტრი გაიცემა მხოლოდ ახლად გამოვლენილ პაციენტებზე; სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები გაიცემა თითოეულ მოსარგებლეზე არა უმეტეს 12 კოლოფისა კალენდარულ წელიწადში; შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები და გლუკაგონი გაიცემა პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ არა უმეტეს 1 კოლოფი/ცალი კალენდარულ წელიწადში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი წარმოადგენს შესაბამის ცნობას/დოკუმენტს სამედიცინო დაწესებულებიდან ან სასწრაფო დახმარების სამსახურიდან, რომ გადაიტანა ჰიპოგლიკემური კომა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო მიმწოდებლის მიერ უკვე გაცემული გლუკაგონი, პაციენტზე დამატებით გაიცემა 1 კოლოფი/ცალი გლუკაგონი; გლიკოჰემოგლობინის (HbAlc) ლაბორატორიული გამოკვლევები პაციენტს უტარდება კვარტალში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ კალენდარულ წელიწადში; ხოლო ოფთალმოლოგიური კვლევა პაციენტს უტარდება კალენდარულ წელიწადში ორჯერ.
4. ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგები, როგორც წესი, გაიცემა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობა დანიშნული ჰქონდათ 2010 წლის 31 დეკემბრამდე. ხოლო ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგების ახალი მოსარგებლეების დადგენა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
მუხლი 22. სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება🔗
1. დადგენილების დანართი №7-ის მე-3 მუხლის, „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. ეს წესი არ ვრცელდება დადგენილების დანართი №7-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების კომპონენტზე.
მუხლი 23. ნარკომანია
1. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით (სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის განხორციელება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
2. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
3. დადგენილების დანართი №8-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა) გათვალისწინებული მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მათი ხარჯვის შესახებ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით ინფორმაციის მიწოდებას.
მუხლი 24. ანტირაბიული დახმარება🔗
დადგენილების დანართი №9-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
მუხლი 25. პროფესიულ დაავადებათა პრევენცია🔗
მიმწოდებელი განამახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
მუხლი 26. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი🔗
1. დადგენილების დანართი №11-ის მე-3 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების მიმწოდებლები პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების შესახებ განმახორციელებელს ყოველთვიურად წარუდგენენ შემთხვევათა რეესტრს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. დადგენილების დანართი №11-ის მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „ვ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
3. დადგენილების დანართი №11-ის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული საქონლის გაცემას და მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს განმახორციელებელი მის მიერ დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 27. იმუნიზაცია
1. დადგენილების დანართი №12-ის მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით (იმუნოპროფილაქტიკის წარმოება – აცრა-ვიზიტები) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №12-ის მე-3 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით (სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ მიერ მიღებული მედიკამენტების გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებამდე ან/და მუნიციპალურ ერთეულებამდე) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესახებ ანგარიშის წარდგენას დადგენილი ფორმით.
მუხლი 28. უსაფრთხო სისხლი🔗
დადგენილების დანართი №13-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით.
მუხლი 29. ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა
,,1. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისას ზედამხედველობა განხორციელდება:
ა) გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
ბ) გადაუდებელ შემთხვევებში – გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ (ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა), „ბ’’ (ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა) და „გ“ (ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა) ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების ფარგლებში, ამავე პროგრამის დანართი – 14.1-ის შესაბამისად „2.1“ („ქიმიოთერაპია (მანიპულაცია + მედიკამენტი), ჰორმონთერაპია (ამბ,სტაც.)“) და „3“ („გამოკვლევები“) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხა იანგარიშება ამავე დანართით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, ხოლო ლიმიტზედა თანხა იფარება პაციენტის მიერ.
3. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისას ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 30. დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია
1. დადგენილების დანართი №15-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა) და „ბ“ ქვეპუნქტით (პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან:
ა) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მოხდება პაციენტის რეგისტრაცია პრედიალიზის რეესტრში;
ბ) პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია პროგრამის მოსარგებლეს მიაწოდოს ინფორმაცია მიმწოდებლებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
გ) მომსახურების ზედამხედველობისას მიმწოდებელი შეტყობინებას აკეთებს მხოლოდ ახალი პაციენტის მიმართვის შემთხვევაში. შეტყობინების შედეგად პაციენტი ამოღებული იქნება პრედიალიზის რეესტრიდან და დარეგისტრირდება დიალიზის რეესტრში.
დ) მოსარგებლის მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით, ამასთან, ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც ჰემოდიალიზის გადავადება პაციენტის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, კერძოდ, ჰიპერკალემია, მძიმე მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერჰიდრატაციით გამოწვეული კარდიალური ასთმის შეტევა და სხვა, ხელოვნური თირკმლის აპარატთან მიერთება უნდა ხდებოდეს შეუფერხებლად და სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ძირითადად განისაზღვრება გადაუდებელი შემთხვევების შესაბამისად.
2. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.
3. დადგენილების დანართი №15-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (თირკმილის ტრანსპლანტაცია) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
მუხლი 31. გულის ქირურგია
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, გარდა ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განმარტებული შემთხვევებისა, რომელთა ზედამხედველობაც განხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის და კორონარული ანგიოპლასტიკის კომპონენტების ფარგლებში გეგმური ჩარევებისთვის წესდება მოლოდინის სია. უპირატესობა მიეცემა ადრე დარეგისტრირებულ პაციენტებს. გეგმური ოპერაციების ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად პროგრამის კომპონენტებში წინა თვეში დარჩენილი ნაშთის შესაბამისად.
3. გეგმურ ოპერაციებზე რიგის ფორმირებას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.
4. მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელდეს მისი გაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარგებლე კარგავს რიგს.
მუხლი 32. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა
1. დადგენილების დანართი №17-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №17-ის მე-3 მუხლის „ბ“ (ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა) და „გ“ (18 წლამდე ასაკის ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიუხედავად მკურნალობის დასრულებისა.
მუხლი 33. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა
1. დადგენილების დანართი №18-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება) და „ბ“ ქვეპუნქტით (ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება) გათვალისწინებული სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №18-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას) გათვალისწინებული ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
მუხლი 34. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება
1. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სასწრაფო სამედიცინო დახმარება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორცილებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, რეესტრში მოსარგებლის პირადი ნომრის მითითება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება მოსარგებლის მიერ პირადობის მოწმობის წარდგენა.
2. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით (რეფერალურ დახმარებას - კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, შეტყობინება შემთხვევის შესახებ ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშულებით დადგენილების დანართი №19-ის მე-8 მუხლში განსაზღვრულ მაკოორდინირებელ ორგანოსთან, ისევე როგორც განმახორციელებელთან. ანგარიშგებისას წარმოდგენილი იქნება მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
21. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ბ.ბ“ (საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება) და „ბ.გ“ (საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა) ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხა განისაზღვროს ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული მოცულობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 35. სოფლის ექიმი
1. დადგენილების დანართი №20-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სოფლად ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №20-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, შემთხვევების დაფინანსებისას არ გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმები.
2. დადგენილების დანართი №20-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს (შემთხვევათა) ჯამური უწყისის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, შემთხვევების დაფინანსებისას არ გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.
მუხლი 36. რეფერალური მომსახურება
1. დადგენილების დანართი №21-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარება) განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოსარგებლის განსაზღვრა და განმახორციელებლის ინფორმირება ხორციელდება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება) შესაბამისად;
ბ) თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/ განხორციელდა საქართველოში:
ბ.ა) განმახორციელებელი აფორმებს ხელშეკრულებას გადაწყვეტილებაში მითითებულ დაწესებულებასთან;
ბ.ბ) მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში დადგენილი ფორმის შესაბამისად და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს სამომავლოდ გასაწევ მომსახურებას ან საქონლის მიწოდებას, ანგარიშის წარმოდგენა უნდა მოხდეს, აღებული ვალდებულების დაკმაყოფილებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
გ) თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ:
გ.ა) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში მოსარგებლემ ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება წინასწარ დადგენილი ფორმით, რომ მომსახურების/საქონლის მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა განმახორციელებელს წარმოუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, ანგარისშწორებას ახორციელებს განმახორციელებელი მოსარგებლის, ან ამავე დადგენილებით გადაწყვეტილების საფუძვლად მიღებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
2. დადგენილების დანართი №21-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება) განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 37. 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება🔗
1. დადგენილების დანართი №22-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს როგორც „ 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“ , ისე „ინფექციური დაავადებების მართვის“ სახელმწიფო პროგრამაში, ნოზოლოგიური კოდების თანხვედრის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე განმახორციელებლისგან ანაზღაურება განხორციელდება „ 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“ პროგრამის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
მუხლი 38. მოსახლეობის ურგენტული მომსახურება🔗
დადგენილების დანართი №23-ის მე-3 მუხლის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
მუხლი 39. ზოგადი ამბულატორიული მომსახურება
დადგენილების დანართი №24-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური შემთხვევების ზედამხედველობის წესის თანახმად, ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
მუხლი 40. ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება
დადგენილების დანართი №25-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
მუხლი 41. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება
დადგენილების დანართი №26-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.
მუხლი 42. მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის” მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება შემდეგი კომპონენტების ფარგლებში:
ა) დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
დ) ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ე) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ზ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
2. მოსარგებლეების აღრიცხვაზე აყვანა მოხდება მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3. ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები და საკვები დანამატი შესაბამის მიმწოდებელ დაწესებულებაში.
4. მოსარგებლეთა აღრიცხვაზე პასუხისმგებელი განმახორციელებელი უფლებამოსილია განსაზღვროს აღრიცხვის პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი პირობები.
5. ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში „ზოგადი ამბულატორიისა“ და „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მიმწოდებლები უზრუნველყოფენ განმახორციელებლისათვის აღრიცხვაზე აყვანილ ბენეფიციართა და ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის წარდგენას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
6. სპეციალური სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯების კომპონენტის მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს ხარჯის გაწევის დოკუმენტს არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
7. სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორცილებლისათვის (პროგრამის განმახორციელებელია 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო) დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
8. „დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში შესყიდული ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგების მოსარგებლეთა დადგენა ხორციელდება კომისიური წესით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. „ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების მოსარგებლეთა დადგენა, მედიკამენტების გაცემის წესისა და ინდივიდულური პრობლემური საკითხების დარეგულირება ხორციელდება კომისიური წესით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების“ კომპონენტის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
11. „ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის“ პროგრამის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
12. „ნარკომანიის“ პროგრამის „ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფის“ კომპონენტის პროგრამის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.
დანართი №1
| მინიმალური მოთხოვნები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის 1 სადისპეტჩერო სამსახური, აღჭურვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ერთიან კომპიუტერულ პროგრამაში ჩართული კომპიუტერიზებული სისტემით და ერთიან ცენტრალიზებულ სისტემასთან თავსებადი სტაციონარული და ავტომანქანის რადიოსადგურებით 2 სპეციალიზებული ბრიგადა (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და/ან კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი და/ან გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი) 3 ექიმ -სპეციალისტთა პანელი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| რეანიმობილის ტექნიკური მახასიათებლები მოზრდილთა და ახალშობილთა ტრანსპორტირებისათვის | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| რეანიმობილის კომპლექტაცია 1 ჟანგბადით უწყვეტი (მინიმუმ 6 საათის განმავლობაში) უზრუნველყოფის მოწყობილობა ნიღბით ან კანულით 2 | სამედიცინო სალონის განათება 3 | სავარძლები და დასაჯდომები სამედიცინო პერსონალისთვის აღჭურვილი უსაფრთხოების ინერციული ქამრებით 4 | სამედიცინო ნარჩენების კონტეინერი 5 | სასიგნალო და მეგაფონური სისტემა 6 | სალონის ტემპერატურული რეგულირება | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| აპარატურა რეანიმობილისათვის 1 მოზრდილთა საკაცე მიმღები მოწყობილობით 2 | მოზრდილთა ხელოვნური სუნთქვის აპარატი (IPPV, SIMV, CPAP, BIPAP, PEEP) სატრანსპორტო აკუმულატორით 3 | ახალშობილთა ტრანსპორტირების შემთხვევაში: სატრანსპორტო ინკუბატორი ინტეგრირებული ახალშობილის ხელოვნური სუნთქვის აპარატით (IPPV, SIMV, BIPAP, PEEP, HFV) 4 | მონიტორი - რეანიმაციული (ECG, NIBP, SpO2, T, R, P), აკუმულატორით, მოზრდილთა და ახალშობილთა აქსესუარებით 5 დეფიბრილატორი აკუმულატორით, მოზრდილთა და ახალშობილთა ელექტროდებით 6 | პორტატული მქაჩი 7 | მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების საცავი 8 სამედიცინო დანიშნულების საგნები: ა) | ლარინგოსკოპის ნაკრები ბ) | ენდოტრაქეული მილი გ) | სტილეტი დ) | ჰაერგამტარი მილი ე) | ამბუს პარკი ვ) | სფიგმომანომეტრი ფონენდოსკოპით ზ) | ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის ნაკრები თ) | პერიფერიული ვენის კათეტერი ი) | ჟანგბადის ნიღაბი კ) | ჟანგბადის კანულა ლ) | სკალპელი (ერთჯერადი) მ) | ნაზოგასტრალური ზონდი ნ) | ენდოტრაქეული სანაციის მილი ო) | ფოლეის კათეტერი პ) | შარდის მიმღები ჟ) | თერმომეტრი რ) | ხელთათმანი (არასტერილური და სტერილური) ს) | ნებულაიზერი ტ) | ლახტი უ) | პერსონალური დაცვის საშუალება (C დონის) ფ) | გადასასხმელი სისტემა ქ) | გლუკომეტრი ღ) | აღჭურვილობა თავის, კისრის და კიდურების ფიქსაციისათვის | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ღ.ა) | კისრის საყელო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ღ.ბ) | კიდურის საიმობილიზაციო არტაშანი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ღ.გ) | საიმობილიზაციო ფარი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ღ.დ) | სატრაქციო არტაშანი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ღ.ე) | ჰეინდრიკის არტაშანი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 31.05.2011წ. დანართი №2 სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №01-1/ნ, 07.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1228386-3/