წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ძალადაკარგული 27.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.104.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307085, 18/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2011 წ ლის  25 თებერვალი

ქ. წალენჯიხა 

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 აპრილის  დადგენილება №17-ვებგვერდი, 11.05.2011წ.

1. დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილება „ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ“.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.          

საკრებულოს თავმჯდომარე               კ. ციმინტია

შეტანილი ცვლილებები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 აპრილის  დადგენილება №18-ვებგვერდი, 11.05.2011წ.

 

დანართი

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

  1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი / შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

   Cn= IMG x I TL x C x K სადაც:

  Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

  IMG  არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.37-ს.

  I TL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს /რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება/

  C  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვარდატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.

  K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.

  2. პირველი პუნქტის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

  ა) ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

 

IMG

I TL

C

K

Cn /ლარი/

0.37

1

0.24

100

8.88

      

ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით / 4.44 ლარი/.

 გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით /2.66 ლარი/;

დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით / 4.80 ლარი/;

 ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში /თითოეულ მხარეს/ – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით / 4.80 ლარი/;

 ვ) სოფ. ჯგალის სქურის უბანში – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით / 7.10 ლარი/.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.“, №5, 25.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.104.016051 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1228553-1/