საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №42
2004 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტროს აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და მთავრობის დადგენილებებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება.
სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
8. სამინისტროს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, სანაპიროს ქუჩა №4.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობა მოიცავს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია;
ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;
გ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიზნით მისი სისტემატური შემოწმება; მოძრავი და უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათი რეესტრიდან ამორიცხვის წესების დადგენა და შესრულება; ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენა, მათი ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, ძეგლთა კომპლექსების, ურბანული ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცება; ძეგლებზე ყოველგვარი სამუშაოების განხორციელების მეთოდოლოგიის დადგენა და მათი მიმდინარეობის კონტროლი; შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთა; მოძრავი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნისმქონე ობიექტების გამოვლენისა და დაცვისათვის ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის რეგულირება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მისი კონტროლი; შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს ძეგლების საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრისა და აღდგენა-დაცვის მიზნით; მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის, პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობა; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვისა და გამოყენებისათვის რეგიონალური სამსახურების ჩამოყალიბებისა და განვითარების მხარდაჭერა; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება;
დ) ხელოვნების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია; თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია;
ე) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამისილების ფარგლებში ერთიანი სამუზეუმო პოლიტიკის წარმართვა; მუზეუმებში დაცული ეროვნული საგანძურის, სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების გამდიდრება, ექსპონატების აღრიცხვისა და დაცვის წესების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წიგნისა და საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად დარგების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; სახელმწიფო ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა; ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბიბლიოთეკებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა; საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი; სახელმწიფო პროგრამების მომზადება და განხორციელება;
ზ) საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად სახელოვნებო განათლებისა და სპორტული განათლების კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის უმაღლეს, საშუალო-პროფესიულ სასწავლებელთა სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუშავება; უწყვეტი სახელოვნებო განათლების (საბაზო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი განათლების) უზრუნველყოფა;
თ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორცილება;
ი) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა; სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა; სპორტის ეროვნულ სახეობათა ყოველმხრივი ხელშეწყობა;
კ) „სპორტი ყველასათვის“, „მაღალი მიღწევების სპორტისა“ და პროფესიული სპორტის დარგების განვითარება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტული მოძრაობებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;
ლ) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;
მ) სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია; ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება; სპორტის სახეობათა სტატუსის განსაზღვრა; პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა;
ნ) სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ფედერაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია-ხელშეწყობა;
ო) სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;
პ) საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ჟ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;
რ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სახელმწიფო პროგრამების მომზადება სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;
ს) ბავშვთა შრომითი საქმიანობისათვის კონტროლის დაწესება; ავადმყოფი, ინვალიდი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
ტ) საბავშვო და ახალგაზრდული კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა პირებისათვის ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერა;
უ) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
ფ) კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ქ) დადგენილი წესით მოქმედი საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად თავისი გამგებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ღ) დამკვეთის ფუნქციის შესრულება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სფეროს განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით;
ყ) კანონით დადგენილი წესით რეკომენდაციათა შემუშავება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძეგლების, არქიტექტურულ-სკულპტურული და დეკორატიული კომპოზიციების აგების, განთავსების ან დემონტაჟის შესახებ;
შ) საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნის, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, გამოფენების მოწყობის ხელშეწყობა, შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის სხვადასხვა ქვეყანაში გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა დონის შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ჩ) სამინისტროს აპარატსა და სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის, აუდიტური და სერევიზიო მუშაობის განხორციელება;
ც) კანონით დადგენილი წესით კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროსათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.
3. თავისი ამოცანების შესრულებისას სამინისტრო:
ა) თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის აპარატში ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა და ტექნიკურ მუშაკებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცემს სტანდარტებს, ნორმატივებს, მითითებებს, დებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ) დადგენილი წესით აწყობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს, გამოფენა-გაყიდვებს, აუქციონებსა და სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია
1. კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით;
ბ) კოორდინაციას უწევს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების პროგრამების განხორციელებას;
გ) ზრუნავს კულტურის სფეროში საავტორო უფლებათა დაცვისათვის;
დ) ქმნის პირობებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობისათვის;
ე) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კულტურისა და სპორტის კერებისა და ფონდების შექმნას; დახმარებას უწევს კულტურისა და სპორტის დაწესებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრად გახდომაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ამ საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში;
ვ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე შემოქმედებსა და კულტურის ორგანიზაციებს ხელს უწყობს კულტურულ ღირებულებათა დაცვაში, მათ შესწავლასა და პოპულარიზაციაში;
ზ) ხელს უწყობს კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმის განვითარებას;
თ) ახორციელებს თავისი მმართველობის სფეროში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა აღრიცხვასა და კონტროლს.
მუხლი 4. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემაში შედიან:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება;
გ) საქვეუწყებო დაწესებულებები;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლსაც ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) სპორტის დეპარტამენტი;
ბ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;
გ) ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი.
მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა
სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის სამდივნო;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;
გ) ხელოვნების დეპარტამენტი;
დ) სახელოვნებო განათლების დეპარტამენტი;
ე) რეგიონალური დეპარტამენტი;
ვ) საერთაშორისო დეპარტამენტი;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
თ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
ი) საფინანსო დეპარტამენტი;
კ) იურიდიული დეპარტამენტი;
ლ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
მ) ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;
ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო სათათბირო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
ვ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს თანამშრომელთა პრემირებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს;
თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს და ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმიანობის წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს;
მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
ო) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
პ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს;
ჟ) უფლებამოსილია ერთ-ერთ მოადგილეს დააკისროს საპარლამენტო მდივნის ფუნქცია;
რ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 7. მინისტრის მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც დგინდება, თუ რომელი სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას, თუ კანონით ან მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) მინისტრის სამდივნო – მინისტრის სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად; საჯარო ინფორმაციის გაცემის გამო პასუხისმგებლობა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი – საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული ფასეულობების გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება; კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების აღრიცხვა, პასპორტიზაცია, ექსპერტიზა და მათი დაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოდან კულტურულ ღირებულებათა გატანისა და საქართველოში შემოტანის რეგულირება; კომპეტენციის ფარგლებში ძეგლებზე განსახორციელებელი და მიმდინარე სამუშაოების შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოსა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე უკანონო გზით კულტურულ ღირებულებათა გატანის, შემოტანისა და საკუთრების უფლების უკანონო გადაცემისა და ძეგლებზე უნებართვოდ შესრულებული სამუშაოების აღკვეთის პროცესში შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდაცვის და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა; მუზეუმების ფონდების, კოლექციების დაცვის, შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
გ) ხელოვნების დეპარტამენტი – პროფესიული ხელოვნების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, პროფესიონალ შემოქმედთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება, ღონისძიებების კოორდინაცია; თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი პროფესიული ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; ხალხური ხელოვნებისა და ფოლკლორის ყველა დარგის – ქორეოგრაფიული, სამუსიკო, ზეპირსიტყვიერება, სანახაობითი კულტურა, სამოყვარულო-თეატრალური, სამოყვარულო-სახვითი და მხატვრული რეწვა, ყველა ტიპის კულტურულ-შემეცნებითი დაწესებულებების (კულტურის ცენტრი, სახლი, კლუბი და სხვ.) – განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და კოორდინაცია; დარგების მიხედვით საინფორმაციო ბანკის შექმნა; არსებული მიღწევების პოპულარიზაცია; თანამშრომლობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებთან ფოლკლორისტიკისა და კულტურული მომსახურების სფეროში; კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის მოდერნიზაცია, ხელმძღვანელობა, მონიტორინგი; კადრების პროფესიული დახელოვნების უზრუნველყოფა;
დ) სახელოვნებო განათლების დეპარტამენტი – სახელმწიფოს ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში სახელოვნებო განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად წინადადებებისა და პროექტების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის; ბიბლიოთეკების ფონდების, კოლექციების დაცვისათვის, შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; სახელოვნებო საბაზო, საშუალო და უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელთა საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრაში მონაწილეობა; სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების, ატესტაციის ფორმების შემუშავება და მათი მოწყობის კოორდინაცია;
ე) რეგიონალური დეპარტამენტი – საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და გამართვა; ადგილობრივი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ვ) საერთაშორისო დეპარტამენტი – ქართული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა; საპროტოკოლო საქმიანობის ორგანიზება;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;
თ) კონტროლის დეპარტამენტი – სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის, აუდიტური და სარევიზიო მუშაობის განხორციელება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხთა შესწავლა; სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
ი) საფინანსო დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაციების, აგრეთვე სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის პროექტების შედგენის, დამტკიცებული ბიუჯეტის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებამდე დაყვანის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების, დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის განაწილების, ხარჯთა ნუსხის შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის, საშტატო ნუსხის სისწორის დადგენისა და დამტკიცების, სამინისტროს სისტემის წლიური და კვარტალური, აგრეთვე ნაერთი ანგარიშების მომზადებისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა; სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა;
კ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა;
ლ) საორგანიზაციო დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საკადრო საკითხების გადაწყვეტის, საკონკურსო და საატესტაციო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს აპარატში შინაგანაწესის ძირითად მოთხოვნათა შემუშავება და შესრულების ზედამხედველობა, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი, სამინისტროს საქმიანი ქაღალდების რედაქტირება, გაფორმება, აღრიცხვა და დანიშნულებისამებრ დაგზავნა, საიდუმლო საქმისწარმოება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო სამსახურის საკითხების გადაწყვეტა;
მ) ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატის მოხელეთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნა; შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართულად ფუნქციონირების, ორგტექნიკით, საკანცელარიო ნივთებითა და სამეურნეო საქონლით მომარაგებისა და სხვა დამხმარე ღონისძიებათა განხორციელება.
მუხლი 9. მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებითა და თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
მუხლი 10. სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“.
2. სამინისტრო იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, კონვერტებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
მუხლი 11. სამინისტროს ქონება
სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი
სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 მარტის დადგენილება №36 - სსმ III, №26, 07.03.2005წ., მუხ.239
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №141 - სსმ III, №97, 19.08.2005წ., მუხ.1093
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №231 - სსმ III, №149, 23.12.2005წ., მუხ.1661
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 აპრილის დადგენილება №79 - სსმ III, №53, 17.04.2006წ., მუხ.652
5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №48 - სსმ III, №38, 11.03.2008წ., მუხ.409
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №222 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1642
7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №6 - სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.124
8. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის დადგენილება №82 - სსმ III, №47, 16.04.2009წ., მუხ.531
9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №51 - სსმ III, №23, 26.02.2010წ., მუხ.316
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტროს აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და მთავრობის დადგენილებებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება.
სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
8. სამინისტროს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, სანაპიროს ქუჩა №4.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები🔗
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობა მოიცავს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია;
ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;
გ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიზნით მისი სისტემატური შემოწმება; მოძრავი და უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათი რეესტრიდან ამორიცხვის წესების დადგენა და შესრულება; ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენა, მათი ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, ძეგლთა კომპლექსების, ურბანული ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცება; ძეგლებზე ყოველგვარი სამუშაოების განხორციელების მეთოდოლოგიის დადგენა და მათი მიმდინარეობის კონტროლი; შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთა; მოძრავი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნისმქონე ობიექტების გამოვლენისა და დაცვისათვის ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის რეგულირება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მისი კონტროლი; შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს ძეგლების საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრისა და აღდგენა-დაცვის მიზნით; მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის, პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობა; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვისა და გამოყენებისათვის რეგიონალური სამსახურების ჩამოყალიბებისა და განვითარების მხარდაჭერა; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება;
დ) ხელოვნების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია; თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია;
ე) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამისილების ფარგლებში ერთიანი სამუზეუმო პოლიტიკის წარმართვა; მუზეუმებში დაცული ეროვნული საგანძურის, სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების გამდიდრება, ექსპონატების აღრიცხვისა და დაცვის წესების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წიგნისა და საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად დარგების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; სახელმწიფო ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა; ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბიბლიოთეკებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა; საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი; სახელმწიფო პროგრამების მომზადება და განხორციელება;
ზ) საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად სახელოვნებო განათლებისა და სპორტული განათლების კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის უმაღლეს, საშუალო-პროფესიულ სასწავლებელთა სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუშავება; უწყვეტი სახელოვნებო განათლების (საბაზო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი განათლების) უზრუნველყოფა;
თ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორცილება;
ი) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა; სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა; სპორტის ეროვნულ სახეობათა ყოველმხრივი ხელშეწყობა;
კ) „სპორტი ყველასათვის“, „მაღალი მიღწევების სპორტისა“ და პროფესიული სპორტის დარგების განვითარება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტული მოძრაობებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;
ლ) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;
მ) სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია; ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება; სპორტის სახეობათა სტატუსის განსაზღვრა; პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა;
ნ) სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ფედერაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია-ხელშეწყობა;
ო) სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;
პ) საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ჟ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;
რ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სახელმწიფო პროგრამების მომზადება სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;
ს) ბავშვთა შრომითი საქმიანობისათვის კონტროლის დაწესება; ავადმყოფი, ინვალიდი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
ტ) საბავშვო და ახალგაზრდული კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა პირებისათვის ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერა;
უ) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
ფ) კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ქ) დადგენილი წესით მოქმედი საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად თავისი გამგებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ღ) დამკვეთის ფუნქციის შესრულება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სფეროს განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით;
ყ) კანონით დადგენილი წესით რეკომენდაციათა შემუშავება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძეგლების, არქიტექტურულ-სკულპტურული და დეკორატიული კომპოზიციების აგების, განთავსების ან დემონტაჟის შესახებ;
შ) საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნის, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, გამოფენების მოწყობის ხელშეწყობა, შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის სხვადასხვა ქვეყანაში გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა დონის შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ჩ) სამინისტროს აპარატსა და სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის, აუდიტური და სერევიზიო მუშაობის განხორციელება;
ც) კანონით დადგენილი წესით კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროსათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.
3. თავისი ამოცანების შესრულებისას სამინისტრო:
ა) თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის აპარატში ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა და ტექნიკურ მუშაკებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცემს სტანდარტებს, ნორმატივებს, მითითებებს, დებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ) დადგენილი წესით აწყობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს, გამოფენა-გაყიდვებს, აუქციონებსა და სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია🔗
მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია
1. კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით;
ბ) კოორდინაციას უწევს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების პროგრამების განხორციელებას;
გ) ზრუნავს კულტურის სფეროში საავტორო უფლებათა დაცვისათვის;
დ) ქმნის პირობებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობისათვის;
ე) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კულტურისა და სპორტის კერებისა და ფონდების შექმნას; დახმარებას უწევს კულტურისა და სპორტის დაწესებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრად გახდომაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ამ საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში;
ვ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე შემოქმედებსა და კულტურის ორგანიზაციებს ხელს უწყობს კულტურულ ღირებულებათა დაცვაში, მათ შესწავლასა და პოპულარიზაციაში;
ზ) ხელს უწყობს კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმის განვითარებას;
თ) ახორციელებს თავისი მმართველობის სფეროში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა აღრიცხვასა და კონტროლს.
მუხლი 4. სამინისტროს სისტემა🔗
მუხლი 4. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემაში შედიან:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება;
გ) საქვეუწყებო დაწესებულებები;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლსაც ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №141 - სსმ III, №97, 19.08.2005წ., მუხ.1093
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №231 - სსმ III, №149, 23.12.2005წ., მუხ.1661
მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა🔗
სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი;
გ) ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტი;
ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;
თ) იურიდიული დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 მარტის დადგენილება №36 - სსმ III, №26, 07.03.2005წ., მუხ.239
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №231 - სსმ III, №149, 23.12.2005წ., მუხ.1661
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №48 - სსმ III, №38, 11.03.2008წ., მუხ.409
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №6 - სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.124
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №51 - სსმ III, №23, 26.02.2010წ., მუხ.316
მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი🔗
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) სპორტის დეპარტამენტი;
ბ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;
გ) ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი.
მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა
სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის სამდივნო;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;
გ) ხელოვნების დეპარტამენტი;
დ) სახელოვნებო განათლების დეპარტამენტი;
ე) რეგიონალური დეპარტამენტი;
ვ) საერთაშორისო დეპარტამენტი;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
თ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
ი) საფინანსო დეპარტამენტი;
კ) იურიდიული დეპარტამენტი;
ლ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
მ) ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;
ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;
ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო სათათბირო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
ვ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს თანამშრომელთა პრემირებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს;
თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს და ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმიანობის წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობის წესებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოვალეობებს.
ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს;
მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ამტკიცებს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმას და მისი გაცემის წესს;
ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
ო) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
პ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს;
ჟ) უფლებამოსილია ერთ-ერთ მოადგილეს დააკისროს საპარლამენტო მდივნის ფუნქცია;
რ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №231 - სსმ III, №149, 23.12.2005წ., მუხ.1661
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №222 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1642
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის დადგენილება №82 - სსმ III, №47, 16.04.2009წ., მუხ.531
მუხლი 7. მინისტრის მოადგილეები🔗
მუხლი 7. მინისტრის მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც დგინდება, თუ რომელი სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას, თუ კანონით ან მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 აპრილის დადგენილება №79 - სსმ III, №53, 17.04.2006წ., მუხ.652
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №6 - სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.124
მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია🔗
1. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით გადაწყვეტა;
ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.
2. კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა; ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა, ექსპერტიზა, პასპორტიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სათათბირო ორგანოებთან თანამშრომლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოდან კულტურულ ფასეულობათა გატანის, არქეოლოგიური სამუშაოების, ძეგლის სამუშაოების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში მიწისა და სამშენებლო სამუშაოების რეგულირება და ზედამხედველობა, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალ-დარღვევათა აღკვეთისა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამუზეუმო საქმიანობის რეგულირება, მუზეუმების ფონდების, კოლექციების დაცვის შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო პირობების შემუშავება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა საკითხები.
3. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაცია; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება; ხალხური ხელოვნების დარგების (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი, ზეპირსიტყვიერება, ხალხური რეწვა, ფოლკლორულ-სანახაობითი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;
ბ) (ამოღებულია);
გ) სახელოვნებო და სასპორტო განათლების, წიგნისა და საბიბლიოთეკო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა დარგების განვითარების სტრატეგიის საფუძველზე; სახელოვნებო და სასპორტო სკოლების, საშუალო და უმაღლესი პროფესიული სასწავლებლებისა და საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება; პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალისტთა მომზადების პრიორიტეტების განსაზღვრა; სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო სტანდარტების შემუშავებისა და დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და სისტემატიზაცია; საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა, პედაგოგიური და საბიბლიოთეკო კადრების ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების ფორმების შემუშავება, აღნიშნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; ბიბლიოთეკების ფონდებისა და კოლექციების დაცვის, მათი შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის განაწილება და „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონებით სამინისტროსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში მონაწილეობა.
4. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ქართული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.
5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
ბ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართული ფუნქციონირების, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა;
დ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა.
6. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციაა სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგისა და აუდიტორული საქმიანობის განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხაჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების შესწავლა-ანალიზი; სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
7. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა სამინისტროს აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; სხვადასხვა უწყებიდან და სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან შესული, აგრეთვე უშუალოდ სამინისტროს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა.
8. ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) სახელმწიფო ცერემონიების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა და სპორტსმენთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; შემოქმედებითი კოლექტივების, ცალკეულ ხელოვანთა და შემსრულებელთა საკონცერტო და საგასტროლო მოღვაწეობის ხელშეწყობა; საქართველოს რეგიონებში კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
9. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 მარტის დადგენილება №36 - სსმ III, №26, 07.03.2005წ., მუხ.239
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №141 - სსმ III, №97, 19.08.2005წ., მუხ.1093
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №231 - სსმ III, №149, 23.12.2005წ., მუხ.1661
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №48 - სსმ III, №38, 11.03.2008წ., მუხ.409
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №222 - სსმ III, №163, 14.11.2008წ., მუხ.1642
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №6 - სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.124
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №51 - სსმ III, №23, 26.02.2010წ., მუხ.316
მუხლი 9. მინისტრის სათათბირო ორგანოები🔗
მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) მინისტრის სამდივნო – მინისტრის სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად; საჯარო ინფორმაციის გაცემის გამო პასუხისმგებლობა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი – საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული ფასეულობების გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება; კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების აღრიცხვა, პასპორტიზაცია, ექსპერტიზა და მათი დაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოდან კულტურულ ღირებულებათა გატანისა და საქართველოში შემოტანის რეგულირება; კომპეტენციის ფარგლებში ძეგლებზე განსახორციელებელი და მიმდინარე სამუშაოების შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოსა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე უკანონო გზით კულტურულ ღირებულებათა გატანის, შემოტანისა და საკუთრების უფლების უკანონო გადაცემისა და ძეგლებზე უნებართვოდ შესრულებული სამუშაოების აღკვეთის პროცესში შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდაცვის და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა; მუზეუმების ფონდების, კოლექციების დაცვის, შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
გ) ხელოვნების დეპარტამენტი – პროფესიული ხელოვნების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, პროფესიონალ შემოქმედთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება, ღონისძიებების კოორდინაცია; თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი პროფესიული ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; ხალხური ხელოვნებისა და ფოლკლორის ყველა დარგის – ქორეოგრაფიული, სამუსიკო, ზეპირსიტყვიერება, სანახაობითი კულტურა, სამოყვარულო-თეატრალური, სამოყვარულო-სახვითი და მხატვრული რეწვა, ყველა ტიპის კულტურულ-შემეცნებითი დაწესებულებების (კულტურის ცენტრი, სახლი, კლუბი და სხვ.) – განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და კოორდინაცია; დარგების მიხედვით საინფორმაციო ბანკის შექმნა; არსებული მიღწევების პოპულარიზაცია; თანამშრომლობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებთან ფოლკლორისტიკისა და კულტურული მომსახურების სფეროში; კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის მოდერნიზაცია, ხელმძღვანელობა, მონიტორინგი; კადრების პროფესიული დახელოვნების უზრუნველყოფა;
დ) სახელოვნებო განათლების დეპარტამენტი – სახელმწიფოს ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში სახელოვნებო განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად წინადადებებისა და პროექტების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის; ბიბლიოთეკების ფონდების, კოლექციების დაცვისათვის, შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; სახელოვნებო საბაზო, საშუალო და უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელთა საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრაში მონაწილეობა; სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების, ატესტაციის ფორმების შემუშავება და მათი მოწყობის კოორდინაცია;
ე) რეგიონალური დეპარტამენტი – საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და გამართვა; ადგილობრივი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ვ) საერთაშორისო დეპარტამენტი – ქართული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა; საპროტოკოლო საქმიანობის ორგანიზება;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;
თ) კონტროლის დეპარტამენტი – სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის, აუდიტური და სარევიზიო მუშაობის განხორციელება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხთა შესწავლა; სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
ი) საფინანსო დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაციების, აგრეთვე სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის პროექტების შედგენის, დამტკიცებული ბიუჯეტის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებამდე დაყვანის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების, დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის განაწილების, ხარჯთა ნუსხის შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის, საშტატო ნუსხის სისწორის დადგენისა და დამტკიცების, სამინისტროს სისტემის წლიური და კვარტალური, აგრეთვე ნაერთი ანგარიშების მომზადებისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა; სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა;
კ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა;
ლ) საორგანიზაციო დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საკადრო საკითხების გადაწყვეტის, საკონკურსო და საატესტაციო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს აპარატში შინაგანაწესის ძირითად მოთხოვნათა შემუშავება და შესრულების ზედამხედველობა, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი, სამინისტროს საქმიანი ქაღალდების რედაქტირება, გაფორმება, აღრიცხვა და დანიშნულებისამებრ დაგზავნა, საიდუმლო საქმისწარმოება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო სამსახურის საკითხების გადაწყვეტა;
მ) ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატის მოხელეთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნა; შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართულად ფუნქციონირების, ორგტექნიკით, საკანცელარიო ნივთებითა და სამეურნეო საქონლით მომარაგებისა და სხვა დამხმარე ღონისძიებათა განხორციელება.
მუხლი 9. მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებითა და თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
მუხლი 10. სამინისტროს სიმბოლიკა🔗
მუხლი 10. სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“.
2. სამინისტრო იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, კონვერტებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
მუხლი 11. სამინისტროს ქონება🔗
მუხლი 11. სამინისტროს ქონება
სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი🔗
მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი
სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.07.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.05.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.042.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 10 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.07.2010.
- სად არის „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №42, 27.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.042 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12286/