პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2011 ძალადაკარგული 10.04.2014
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110310032, 11/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №38

2011 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 06.04.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრსა  და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი თანდართული რედაქციით.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 06.04.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №902 ბრძანება.

მუხლი 3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ხ. კალმახელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 06.04.2011 წ.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №274- ვებგვერდი, 04.11.2013 წ.

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 06.04.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

    მუხლი 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრსა  და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანა

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასაჯელაღსრულების დეპარტამენტი) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან (შემდგომში – დაწესებულება) დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) გეგმური ან გადაუდებელი გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) რეკომენდაციის საფუძველზე დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაცია და შუამდგომლობა გადაუდებელი სახის გადაყვანისას ადრესატის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს ტელეფონოგრამის ან ფაქსის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

4. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება წერილობით, ხოლო მწვავე დაავადების შემთხვევაში გადაუდებელი გადაყვანისას საკომუნიკაციო საშუალებით, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთ მოადგილეს), საბადრაგო სამსახურსა და სამედიცინო დეპარტამენტს.

5. დაწესებულების დირექტორის წერილობითი უარი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯეალაღსრულების დეპარტამენტსა და სამედიცინო დეპარტამენტს.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 06.04.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

    მუხლი 2. დაწესებულებიდან და სამკურნალო დაწესებულებიდან დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა

1. დაწესებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან, დაავადებულ ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, საერთო პროფილის საავადმყოფოში გეგმური ან გადაუდებელი წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

2. ბრალდებულის/ მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება სამკურნალო დაწესებულების ექიმის/ დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული ეგზემპლარის მიღებისთან ა ვე, დაწესებულების დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას გადასაყვანი ბრალდებულის/ მსჯავრდებულის შესახებ.

3. დაწესებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან, ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სასამართლო- სამედიცინო ან/და სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაცია, შუამდგომლობა და ინფორმაცია გადაუდებელი სახის გადაყვანისას დაწესებულების ექიმის/სამკურნალო დაწესებულების ექიმის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს ტელეფონოგრამის ან ფაქსის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

5. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილობითი უარი ბრალდებულის/ მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 06.04.2011 წ.

მუხლი 2​1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის საექსპერტო დაწესებულებაში ყოფნის პირობები

1. საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს უფლება:

ა) ამანათის სახით მიიღოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები და საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და თამბაქო;

ბ) ისარგებლოს დამცველთან/ადვოკატთან, სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და საექსპერტო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი.

2. საექსპერტო დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვასა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათების შემოწმებას უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილება.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №274- ვებგვერდი, 04.11.2013 წ.

    მუხლი 3. დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა

 დაავადებულ ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა ხორციელდება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო ამ წესის მე- 2 მუხლის მე- 3 პუნქტის შესაბამისად გადაყვანის შემთხვევაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

    მუხლი 4. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებაში და სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნება

1. სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სამკურნალო დაწესებულების დირექტორისა და მთავარი ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე.

2. საერთო პროფილის საავადმყოფოდან ბრალდებულის /მსჯავრდებულის დაწესებულებაში ან სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 3. საჭიროების შემთხვევებში, საერთო პროფილის საავადმყოფოდან დაწესებულებიდან გაყვანილი ბრალდებული/ მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამკურნალო დაწესებულებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე.

    მუხლი 5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილება, ბადრაგირება და დაცვა

დაავადებულ ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ბადრაგირებას და დაცვას უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“, №38, 10.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1233023-3/