მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.03.2011 ძალადაკარგული 23.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.109.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110311007, 23/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

2011 წლის 7 მარტი

ქ. მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის და საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” თანახმად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შემოღებულ იქნას მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები თანახმად №1 დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 მარტის №4 დადგენილება ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ”.

3. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.

საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ:           ბ. მიქავა

შეტანილი ცვლილებები:

1. მ არტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 04.01.2012 წ.

დანართი №1

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი  მოსაკრებლების შემოღების შესახებ

 

ადგილობრივი მოსაკრებლები განისაზღვროს შემდეგი სახით:

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარით.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 ლარი.

მ არტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 28 - ვებგვერდი, 04.01.2012 წ.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 10 ლარი.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №3, 07.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1234111-1/