საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №01
2011 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 სექტემბრა მდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
4. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).

41 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ან მისი ტერიტორიული ორგანოები მათი სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ლიკვიდაციამდე წარმოებული და დაუსრულებელი საქმეების წარმოება, მათ შორის სასამართლო, სააღსრულებო და სხვა ორგანოებში მათ დასრულებამდე, წარმომადგენლობის განხორციელება სა ა გენტოს ხელმძღვანელობის ან ტერიტორიული ორგანოების უფროსების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
შენიშვნა: 41 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევ ებზე, როდესაც იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ან/და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
42 . (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოყვეყნებისთანავე.
მინისტრი
ა. ხეთაგური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაის ის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №46 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №49 ბრძანება - ვებგვერდი, 30.05.2011წ.
5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
6. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
7. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვ რის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბუნებრივი რესურსების სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, „ტყის მართვის შესახებ” საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს სტატუსს, მიზნებს, ამოცანებს, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
5. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
6. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
7. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს სამართლებრივი აქტებით.
8. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონში „ნავთობისა და გაზის შესახებ”, „ტყის მართვის შესახებ” და სხვა ნორმატიულ აქტებში .
9. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი გულუას ქ. №6.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
სააგენტოს მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს:
ა) ბუნებრივი რესურსების მართვა და სარგებლობა;
ბ) ტყის მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
დ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ე) ტყის ფონდის მართვა;
ვ) ტყითსარგებლობის რეგულირება;
ზ) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, სალიცენზიო და სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;
ი) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცება;
კ) წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფო ფონდში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ბაზების შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა;
ნ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;
ო) თავის ი კომპეტენციის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად;
პ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი გატარების პრაქტიკული უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
რ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;
ს) „ერთი გაჩერების“ და საჯაროობის პრინციპის ხელშეწყობა ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ სააგენტოს საშუალებით ინვესტორს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კონსულტაციები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გააფორმოს ხელშეკრულება, მიიღოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მინაკუთვნი, სერტიფიკატი და ყველა საჭირო ნებართვა ან მათი გაცემის გარანტია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საწარმოებლად საქართველოში;
ტ) საქართველოში ნავთობის და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგისტრაციის და აღრიცხვის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
უ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის, და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უსაფრთხოების, ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანია:
ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნით ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება;
ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ვ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დოკუმენტების გამოყენება და აღრიცხვა;
ზ) სალიცენზიო მოწმობების და სხვა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების გაცემა;
თ)უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება;
ი) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;
კ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა;
ლ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტლად, ლიტერად;
მ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
ნ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ო) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
პ)ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;
ჟ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
რ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ს) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ტ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;
უ) ტყის ფონდის სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ფ) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ქ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემა შესაბამის პირებზე;
ღ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამის ღონისძიებების განხორციელბა;
ყ) დადგენილი წესით მონიშნული ტყეკაფის შეთანხმება;
შ) ხე-ტყის დამზადება;
ჩ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით;
ც) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიზნით სარგებლობის უფლები თ გაცემა.
ძ) სახელმწიფოს ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორიციელებული ჭრებისა და სპეც ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის განკარგვა;
წ) მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
ჭ) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცება;
ხ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
ჯ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად. ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ჰ) ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობების შემუშავება და გამარჯვებული ინვესტორისათვის შეთავაზებული სალიცენზიო ფართობის გადაცემის პროცედურის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ1) ინვესტორის მიერ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა და აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო ნორმებისა და წესების შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ2) გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტენდერებისა და აუქციონების წარმართვა და ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებული ფართობის გადაცემის გაფორმება;
ჰ3) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულებების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადების და მოლაპარაკების პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო სტრუქტურიდან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციიდან;
ჰ4) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;
ჰ5) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან, შეგროვებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ყველა საშუალების (მიწისზედა ან მიწისქვეშა საცავის, ტერმინალის, რეზერვუარის, მილსადენის, მოწყობილობის და ა.შ) ზედამხედველობა და კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ6) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების ზედამხედველობა და კონტროლი. ხელშეკრულებებითა და სარგებლობის ლიცენზიებით წარმოშობილი ვალდებულებების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. ამასთან, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა) გადაეცემა სააგენტოს;
ჰ7) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ცენტრალიზებული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ყველანაირი ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
ჰ8) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი, ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;
ჰ9) ნავთობისა და გაზის ოპერაციების სფეროში დადებული ხელშეკრულებების საოპერაციო და კომერციული პირობების ზედამხედველობა;
ჰ10) ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;
ჰ11) საქმიანობისა და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ლიცენზიის მფლობელთათვის გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
ჰ12) საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების შემოწმების მიზნით, ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ13) თავისი კომპეტეციის ფარგლებში ნედლეულის, აგრეთვე ნავთობგაზპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;
ჰ14) სახელმწიფო ინტერესებისა და საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
ჰ15) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების განხილვა და მათ დამტკიცებაში მონაწილეობა.
ჰ16) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, გასცეს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. დაარეგულიროს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის წარმოება საქართველოში;
ჰ17) გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას;
ჰ18) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელებისაგან, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო საწარმოების, უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან;
ჰ19) ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელის მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და სააგენტოს ნორმატიული აქტების დარღვევისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის. სააგენტოს უფლება-მოვალეობაა შეაჩეროს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ხელშეკრულების, სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას;
ჰ20) ინვესტორისთან წინასწარი მოლაპარაკების შემდგომ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეცვალოს ნავთობისა და გაზის ნებისმიერი ხელშეკრულების, სარგებლობის ლიცენზიის პირობები “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ21) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის უცხოელი. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საკონსულტაციო საბჭო;
ჰ22) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოწყობილობების შეძენა და ექსპლუატაცია, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ჰ23) განახორციელოს ნავთობის გადამუშავებისა ან/და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
ჰ24) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განხორციელების პროცესში უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომხდარი მნიშვნელოვანი შემთხვევის გამოკვლევის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, საჯაროობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
ჰ25) მოითხოვოს და მიიღოს ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისაგან ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიში და ყველა სახის ინფორმაცია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებით;
ჰ26) ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტენდერებისა და აუქციონის პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;
ჰ27) სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ლიცენზიატთან ერთად სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნა;
ჰ28) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ29) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჰ30) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ჰ31) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ჰ32) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დამტკიცება ასევე ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ33 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ჰ34) ბუნებრივი რესურსების სარგებლობისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ჰ35) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების გაწევა;
ჰ36) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის წარდგინებით.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;
გ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიებს, მინაკუთვნს, სერტიფიკატებს და ნებართვებს;
დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სა მინისტრ ო ს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;
ე) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს სააგენტოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე, მათ შორის სასამართლოში;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის , ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელების მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემოწმების განხორციელებისათვის . ასევე კანონით განსაზღვრული წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას და ზედამხედველობს მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულებას;
თ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
ლ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის, ტყეკაფის მონიშვნის და გამოყოფის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებებს;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, განსაზღვრ ავ ს გონივრულ ვადა ს სალიცენზიო/სანებართო პირობების დაკმაყოფილებისათვის და ადგ ე ნს იმ პირობებ ს , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებას, ასევე დადგენილი წესით მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
პ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი უფლებამოსილების ან საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაავალოს სააგენტოს ცე ნ ტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელ(ებ)ს შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ;
რ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის უფლება-მოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, უფროსის დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 5. სააგენტოს სისტემა და სტრუქტურა
1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2 . სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (დეპარტამენტებისაგან):
ა) ტყის მართვის დეპარტამენტი;
ბ) ნავთობისა და გაზის დეპარტამენტი;
გ) ლიცენზირების დეპარტამენტი;
დ) სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ი) აპარატი.
3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის სამსახური;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახური;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა - მთიანეთის სამსახური;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შიდა ქართლის სამსახური;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იმერეთის სამსახური;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამსახური;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამსახური;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახური;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახური;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური.
4. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სააგენტოს.
5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №1, №2 და №3 დანართების შესაბამისად.
6. სააგენტოს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების ა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხითა და მოქმედი კანონმდებლობით.
7. სააგენტოს დეპარტამენტების დებულებებს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. ტყის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია :
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
გ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
დ) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზების განხორციელება დადგენილი წესით;
ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;
ვ) ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;
ზ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზების უზრუნველყოფა;
თ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;
ი) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ლ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
მ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პროექტის და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ნ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
ო) ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
პ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;
ჟ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
რ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ს) ტყის მოვლის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;
ტ) ტყის აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;
უ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;
ფ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;
ქ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;
ღ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორც იე ლებაში მონაწილეობა;
შ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ც) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ძ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
წ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ხ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ჯ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ჯ1) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე მათთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;
ჰ) მონაცემთა ბაზების შექმნა კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ1) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვ ის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;
ჰ2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ3) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ჰ4) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
2. ნავთობისა და გაზის დე პ არტ ა მენტის ფუნქციებია:
ა) აუქციონის წესების პროექტების შემუშავება;
ბ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ტენდერის პირობების შემუშავება;
გ) ხელშეკრულების პროექტის მომზადება; მოლაპარაკებებში მონაწილეობა და წარმართვა;
დ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;
ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი წესებით გათვალისწინებული განაცხადების განხილვა და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;
ვ) ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების, ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიების განაცხადების განხილვა და დასკვნების მომზადება;
ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური და საოპერაციო საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, ბიზნეს-გეგმებისა და სააგენტოში შემოსული პროექტების იურიდიული და ფინანსური ექსპერტიზა;
ი) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით წინადადებების მომზადება;
კ) ნედლი ნავთობის, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე გარიგებებისა და დადგენილი ფასების ანალიზი;
ლ) „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში” საჭირო ცვლილებების და დამატებების მომზადება;
მ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად;
ნ) სატენდერო პაკეტების შემუშავება;
ო) ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
პ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების და ლიცენზიის პ ირობების მონიტორინგი და კონტროლი გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით;
ჟ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საზღვაო და სახმელეთო ბლოკებზე რესურსებისა და მარაგების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
რ) ინვესტორი/ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გეგმების, ანგარიშგების, განაცხადების განხილვა და ანალიზი;
ს) შესაბამისობის დასკვნების მომზადება;
ტ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგი;
უ) ხელშეკრულებების და ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის და ნორმატიული აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრირების განხორციელების ისნპექტირებისა და ადმინისტრირების განხორციელების უზრუნველყოფა;
ფ) უბედური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევების გამოკვლევა, განხილვა და საჯარო ანგარიშების მომზადება;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმ ის განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ს გამოყენება ან ამ მიზნით საქმის მასალების მომზადება შესაბამის სასამართლოში გადაგზავნ ის უზრუნველყოფის მიზნით;
ღ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ყ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
შ ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
3. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების და ტრასპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები ლაბორატორიაში გასასინჯად. თუ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტო გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) ლიცენზიების გაცემასთან, ასევე მერქნული რესურსის საკუთრება სა და ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემ ა სთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზებ ის უზრუნველყოფა;
დ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის;
ე) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ვ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათავის მოთხოვნების დადგენის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა;
ზ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და აღრიცხვა;
თ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;
ი) ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ1) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ2) სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენ ის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა ;
მ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ნ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.
6. სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი პროდუქტის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა. ციფრული ინფორმაციის განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის უსაფრთხო დაცვა.
ბ) სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რუკების მომზადება;
გ) სააგენტოში დაცულ ფონდურ მასალებზე დაყრდნობით მიწის მონაცემთა ბაზების შედგენა და დამუშავება;
დ) სატყეო რუკებზე დაყრდნობით (კორომთა გეგმები, სქემა-რუკები) მონაცემთა ბაზების შედგენა, ტყის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია;
ე) წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის ციფრულ ვერსიაში გადაყვანა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მისი რეგულარული განახლება. დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ვ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის გეოლოგიური, ვიზუალური, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, მდინარის ნაპირების მდგრადობისა და ტყის რესურსებზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარება;
ზ) წიაღის შესახებ სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
თ) სააგენტოში არსებული და წარმოდგენილი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური სამუშაოების, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ი) სასარგებლო წიაღისეულის, (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების), საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და წიაღის სახელმწიფო ბალანსის წარმოება. სასარგებლო წიაღისეულით, (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა. წიაღისეული საბადოს(გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) არსებობა-არარსებობის შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადება. ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღის მოპოვებასთან.Lლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნების მომზადება;
კ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) დამტკიცებაში მონაწილეობა;
ლ) კანონმდებლობით და სააგენტოს უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციები და დავალებების შესრულება.
7. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) სააგენტოში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;
დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
ვ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა;
ზ) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
თ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ ი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე მათთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართ ვ ო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშაოს წინადადებები გონივრული ვად ის განსაზღვრისა და ი მ პირობები ს დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის , მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ლ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშებ ის წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ო) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა ; და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება.
პ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობ ის) თაობაზე;
ჟ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამის ორგანო ებ ში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი. სააგენტოს შესაბამისი მონაცემთა ბაზების მართვ ის ორგანიზება, ამ მიზნით სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია ;
ს) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში კანონდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, შესაბამისი წინადადების შემუშავება;
ფ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და დაგეგმვა;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების გეგმის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა;
ქ1) შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის, ასევე სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განხილვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ქ2) სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენ ის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება ;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.
10. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) კომპეტენცი ის ფარგლებში სააგენტოს შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება;
ბ) სააგენტოს სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
დ) სააგენტოს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების გეგმიური და არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სააგენტოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა. ამ კუთხით შემოსული წერილების, შეტყობინებების, განცხადებების, საჩივრების (მხოლოდ სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაციის განხილვა, შესწავლა და შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ე) სააგენტოს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმებისა და აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა, ასევე , ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესახებ საკითხის დაყენება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა;
ზ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში , სათანადო დოკუმენტებისა და მასალების მომზადება შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის მიზნით;
თ) სააგენტოს საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;
ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით რეკომენდაციების მომზადება;
კ) სააგენტოს ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ლ) შიდა აუდიტის გეგმის შედგენა და განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
მ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას, თუ შეიძლება საფრთხე შეექმნას შესაბამის მტკიცებულებებს მტკიცებულებების მოპოვებისთვის გადაუდებელი რეაგირების გატარების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს ბუნებრივი რესურსების, მათი მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დადგენილი წესით დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და პირველადი გადამუშავების ადგილებში, აგრეთვე მათი ტრანსპორტირებისას. ამ მიზნით , გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია , კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალება), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების კანონდებლობით დადგენილი დოკუმენტები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება, ხოლო დარღვევების გამოვლენისას , მოახდინოს სამართალდარღვევების ჩადენის იარაღების, საშუალებების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების ჩამორთმევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად და კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლ ე ნისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და , საჭიროების შემთხვევაში , უზრუნველყოს სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების მონაწილეობა.
ნ) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი შესაბამისი სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევის თაობაზე. შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში , სხვა ქმედების განხორციელების მიზნით სააგენტოს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტის თუ სხვა სახის ინფორმაცია, სააგენტოს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
11. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
დ) სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სააგენტოს ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ე1) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვ ის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;
ზ) სააგენტოს წლიური ან/და კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
კ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესყიდვების სააგენტოში ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
მ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლი. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობ ასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება ;
ნ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი, ამ მიზნით სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კო ო რდინაციის უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტები ს რეგისტრაცია;
პ) სააგენტოს საკადრო საკითხების განხორციელება, სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
რ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
ს) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
12. აპარატის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებ ასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
13. გენერალურ ინსპექციაში სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება ინსპექტორთა ჯგუფები, რომლებიც გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ უფლებამოსილებას საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
14. სააგენტოს ხელმძღვანელებს, ტყის მართვის დეპარტამენტის, მონიტორინგის დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის თანამშრომელებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).
15. სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები (ხოლო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები სააგენტოს უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში) უფლებამოსილნი არიან დეპარტამენტის უფროსის დავალებით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
მუხლი 7. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 8. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 9. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობის გარეშე შესაძლებელია თუ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იმავდროულად არის სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფლობდეს წილს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებში. ამ პუნქტის შესაბამისად, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებისგან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 7 მაის ის №49 ბრძანება - ვებგვერდი, 30.05.2011წ.
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. საგენტოს სიმბოლიკა
1. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.
2. სააგენტო სახელმწიფო დროშასა და გერბს იყენებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა ან სიმბოლიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე.
მუხლი 12. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს ტიპური
დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სამსახური (შემდგომში – სააგენტოს სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. სააგენტოს სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
3. სააგენტოს სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტოს სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლოა ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. სააგენტოს სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.

მუხლი 2. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები
სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:
ა) სააგენტოს კახეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქ. თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქ. IV. ჩიხი №6;
ბ) სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის და წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.№5;
გ) სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. №18;
დ) სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა;
ე) სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ახალციხე, ასპინძის ქ.№32;
ვ) სააგენტოს იმერეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა;
ზ) სააგენტოს გურიის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ოზურგეთი, გ. გიორგაძის ქ.№5;
თ) სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ამბროლაური, სოფ. სადმელი;
ი) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58.

მუხლი 3. სააგენტოს სამსახურის ძირითადი ამოცანები
სააგენტოს სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;
ბ) ტყეების აღდგენა-განახლების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობ ა;
გ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
ზ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს სამსახურის უფლება -მოვალეობანი
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სააგენტოს სამსახურის უფლება -მოვალეობებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცი ა, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ ი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშებ ის წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობ ის) თაობაზე;
პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საააგენტოს სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) მონაწილეობის მიღება იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომ ლებ იც უშუალოდ ეხება საააგენტოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;
ტ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;
უ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ფ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ქ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და ანალიზი;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების უზრუნველყოფა;
ყ1) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ყ2) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვა, ნაერთი უწყისების შედგენა და სააგენტოსთვის კვარტალში ერთხელ წარდგენა;
შ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 5. სააგენტოს სამსახურის ორგანიზაცია და მართვა
1. სააგენტოს სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;
2. სააგენტოს სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სააგენტოს სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს სამსახურის თვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) წარმოადგენს სააგენტოს სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე , ანიჭებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის , სასამართლო ორგანოებში);
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.
ე) სააგენტო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ დადგენილი წესით განიხილ ო ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამო იტანოს შესაბამისი დადგენილება;
ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის სააგენტოს უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით , გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს სააგენტოს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს სააგენტოს სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხიმგებელია მათ შენახვაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სააგენტოს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს სააგენტოს უფროსს სააგენტოს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგ ე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა ს;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში , დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს .
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურა
1. სააგენტოს სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
2. სააგენტოს სამსახური ს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) ტყის მართვის სამმართველო .
3. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სააგენტოს სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს სამსახურის სამმართველოში საშტატო ნუსხის შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნ ა ს დანაყოფები, რომლებიც სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებითა და მათთან კოორდინაციით , სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში , ახორციელებ ს შესაბამის უფლებამოსილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 7. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი კომპეტენცია
1. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით , სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცი ა, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშავოს წინადადებები გონივრული ვად ის განსაზღვრისა და ი მ პირობები ს დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ნ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობ ის) თაობაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ტყის მართვის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა, ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
დ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და ანალიზი;
ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების უზრუნველყოფა;
თ) შესაბამისი მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;
ი) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება, კონტროლის დაგეგმვა და განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ლ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა. ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
პ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ჟ) ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტების დადგენილი წესით გაცემა;
რ) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ტ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);
ფ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 8. სააგენტოს სამსახურის თანამშრომლები
1. სააგენტოს სამსახურის უფროსს, სააგენტოს სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვ თ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან , სამსახურეობრივი ინტერესებისა და სააგენტოს სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, სააგენტოს სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან სააგენტოს სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დადგენილი წესით იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სააგენტოს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის , მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოს სამსახურისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
8. სააგენტოს სამსახურის ტყის მართვის სამმართველოს თანამშრომლები, ხოლო სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლები სააგენტოს სამსახურის უფროსის დავალებით უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 9. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ბუნებრივი რესურსების აჭარის სამსახურის
დებულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) აჭარის სამსახური (შემდგომში – აჭარის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. აჭარის სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
3. აჭარის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. აჭარის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. აჭარის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართია – საქართველო, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. N124.
7. აჭარის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.

მუხლი 2. აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანები
აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
დ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

მუხლი 3. აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობანი
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცი ა, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ ი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშებ ის წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში აჭარის სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობ ის) თაობაზე;
პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება აჭარის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;
ტ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 4. აჭარის სამსახურის ორგანიზაცია და მართვა
1. აჭარის სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;
2. აჭარის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს აჭარის სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია აჭარის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია აჭარის სამსახურის თვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) წარმოადგენს აჭარის სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე ანიჭებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.
ე) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ დადგენილი წესით განიხილ ო ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამო იტანოს შესაბამისი დადგენილება;
ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის სააგენტოს უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს აჭარის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს აჭარის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს აჭარის სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აჭარის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სამართალდამრღვევ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს სააგენტოს უფროსს აჭარის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგ ე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა ს;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 5. აჭარის სამსახურის სტრუქტურა
1. აჭარის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
2. აჭარის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მონიტორინგის სამმართველო;
3. აჭარის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აჭარის სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს აჭარის სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს აჭარის სამსახურის სამმართველოში საშტატო ნუსხის შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნეს დანაყოფები, რომლებიც სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებითა და მათთან კოორდინაციით სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის უფლებამოსილებას.

მუხლი 6. აჭარის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენცია
აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცი ა, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ ი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშაოს წინადადებები გონივრული ვად ის განსაზღვრისა და ი მ პირობები ს დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის , მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშებ ის წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ნ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობ ის) თაობაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 7. აჭარის სამსახურის თანამშრომლები
1. აჭარის სამსახურის უფროსს, აჭარის სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). აჭარის სამსახურის სხვა თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან სამსახურებრივი ინტერესებისა და აჭარის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, აჭარის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. აჭარის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან აჭარის სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. აჭარის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, აჭარის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს .
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში აჭარის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. აჭარის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
8. აჭარის სამსახურის მონიტორინ გ ის სამმართველოს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 8. აჭარის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აჭარის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. აჭარის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
დანართი №3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის დებულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური (შემდგომში – შავი ზღვის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას შავი ზღვის სამსახური წარმოადგენს სააგენტოს.
3. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. შავი ზღვის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. შავი ზღვის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
7. შავი ზღვის სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 5.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 2. შავი ზღვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები
1. შავი ზღვის სამსახური სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზ ე შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
დ ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 3. შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილებები
შავი ზღვის სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი:
ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;
ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;
ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული “ბალასტური წყლების ფორმის“ წარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური და რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;
ა.ე) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;
ა.ვ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ნავსადგურებში, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მცურავ საშუალებებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;
ა.ზ) საწარმოო-დაწესებულების, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ მცურავ საშუალებებით ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.თ) შავი ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;
ა.ი) შავ ზღვაზე თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;
ბ) კონტროლის განხორციელების მიზნით სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით შეამოწმოს შესაბამის ობიექტები;
გ) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), მათ შორის საწარმო-დაწესებულებები, ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინონ შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მათი აღჭურვილობის საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს დათვალიერება ან/და შემოწმება ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამრღვევი გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონის ფარგლებში და აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და სასაზღვრო სამხედრო საზღვაო ძალებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;
ვ) დათვალიერების ან შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას შავი ზღვის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
ზ) მიიღოს თევზმჭერი ორგანიზაციებიდან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მისი გადამუშავების შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და, თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერების ან შემოწმების პროცესში შეადგინოს შესაბამისი აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;
ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა და დააყენოს საკითხი ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე;
ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერებ ის ან შემოწმების განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნით, ასევე კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;
პ ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს ქვემდებარეობას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ჟ ) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სახელმწიფოსთვის ასანაზღაურებლად, მათ შორის გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტიდან, ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სხვა ადმინისტრაციულ ზომების გამოყენებასთან ერთად დააკისროს დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათი ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;
რ ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვად ა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდ გ ენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ს ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა დანაყოფების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ტ ) ზღვაში გარემოსდაცვითი, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;
უ ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით გააფორმოს ხელშეკრულებები ან შეიმუშავოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები;
ფ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ქ ) სახელმწიფო კონტროლის პროცესში დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება, ასევე ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 4. შავი ზღვის სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. შავი ზღვის სამსახურს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. შავი ზღვის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) აწესრიგებს შავი ზღვის სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს შავი ზღვის სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ანიჭებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
ე) დადგენილი წესით, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების კომპეტენციებს ან მიზნით წარმოადგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსთან ;
ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
ზ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ დადგენილი წესით განიხილ ო ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამო იტანოს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის რეგულირების ობიექტს დადგენილი წესით და აკისრ ო ს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებ ა ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგ ი ნ ოს შესაბამის ი სარჩელ ი სასამართლოში;
თ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შავი ზღვის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს.
კ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) ახორციელებს შავი ზღვის სამსახურის თვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე ;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა შავი ზღვის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს შესაბამის პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები) , მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
ო) აბარებს სააგენტოს უფროსს შავი ზღვის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
პ) ანაწილებს შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ჟ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგ ე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა ს;
რ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. შავი ზღვის სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს შავი ზღვის სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 5. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურა
1. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებები სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად.
2. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბათუმის სამმართველო ;
ბ) ფოთის სამმართველო.
3. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველო ს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. შავი ზღვის სამსახურის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომელბის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თ დადგენილი წესით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის სამართალდამრღვევს დადგენილი წესით აკისრებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;
ვ) აბარებს შავი ზღვის სამსახურის უფროსს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ანაწილებს სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5 . შავი ზღვის სამსახურის სამმართველო ებს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის პასუხების, ასევე სამმართველოს მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლები
1 . შავი ზღვის სამსახურის უფროსს, შავი ზღვის სამსახურის სამმართველოების თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).შავი ზღვის სამსახურის სხვა თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან სამსახურეობრივი ინტერესებისა და შავი ზღვის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, შავი ზღვის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან შავი ზღვის სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3 . შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელ ი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოიყენებს სპეციალურ ტანსაცმელ ს (უნიფორმა ს ), სამსახურებრივი პირადობის მოწმობა ს , ლუქ ს , ბეჭედ სა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს;
5 . სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში, შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
6 . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7 . შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოს თვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 7. შავი ზღვის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. შავი ზღვის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. შავი ზღვის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
+
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №01
2011 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 სექტემბრამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
4. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
41 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ან მისი ტერიტორიული ორგანოები მათი სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ლიკვიდაციამდე წარმოებული და დაუსრულებელი საქმეების წარმოება, მათ შორის სასამართლო, სააღსრულებო და სხვა ორგანოებში მათ დასრულებამდე, წარმომადგენლობის განხორციელება საა გენტოს ხელმძღვანელობის ან ტერიტორიული ორგანოების უფროსების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
შენიშვნა: 41 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ან/და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
42 . (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოყვეყნებისთანავე.
მინისტრი
ა. ხეთაგური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №46 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №49 ბრძანება - ვებგვერდი, 30.05.2011წ.
5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
6. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
6. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
7. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბუნებრივი რესურსების სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, „ტყის მართვის შესახებ” საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს სტატუსს, მიზნებს, ამოცანებს, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
5. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
6. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
7. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს სამართლებრივი აქტებით.
8. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონში „ნავთობისა და გაზის შესახებ”, „ტყის მართვის შესახებ” და სხვა ნორმატიულ აქტებში .
9. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი გულუას ქ. №6.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
სააგენტოს მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს:
ა) ბუნებრივი რესურსების მართვა და სარგებლობა;
ბ) ტყის მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
დ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ე) ტყის ფონდის მართვა;
ვ) ტყითსარგებლობის რეგულირება;
ზ) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, სალიცენზიო და სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;
ი) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცება;
კ) წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფო ფონდში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ბაზების შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა;
ნ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;
ო) თავის ი კომპეტენციის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად;
პ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი გატარების პრაქტიკული უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
რ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;
ს) „ერთი გაჩერების“ და საჯაროობის პრინციპის ხელშეწყობა ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ სააგენტოს საშუალებით ინვესტორს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კონსულტაციები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გააფორმოს ხელშეკრულება, მიიღოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მინაკუთვნი, სერტიფიკატი და ყველა საჭირო ნებართვა ან მათი გაცემის გარანტია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საწარმოებლად საქართველოში;
ტ) საქართველოში ნავთობის და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგისტრაციის და აღრიცხვის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
უ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის, და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უსაფრთხოების, ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანია:
ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნით ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება;
ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ვ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დოკუმენტების გამოყენება და აღრიცხვა;
ზ) სალიცენზიო მოწმობების და სხვა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების გაცემა;
თ)უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება;
ი) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;
კ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა;
ლ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტლად, ლიტერად;
მ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
ნ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ო) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
პ)ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;
ჟ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
რ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ს) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ტ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;
უ) ტყის ფონდის სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ფ) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ქ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემა შესაბამის პირებზე;
ღ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამის ღონისძიებების განხორციელბა;
ყ) დადგენილი წესით მონიშნული ტყეკაფის შეთანხმება;
შ) ხე-ტყის დამზადება;
ჩ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით;
ც) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემა.
ძ) სახელმწიფოს ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორიციელებული ჭრებისა და სპეც ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის განკარგვა;
წ) მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
ჭ) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცება;
ხ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
ჯ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად. ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ჰ) ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობების შემუშავება და გამარჯვებული ინვესტორისათვის შეთავაზებული სალიცენზიო ფართობის გადაცემის პროცედურის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ1) ინვესტორის მიერ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა და აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო ნორმებისა და წესების შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ2) გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტენდერებისა და აუქციონების წარმართვა და ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებული ფართობის გადაცემის გაფორმება;
ჰ3) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულებების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადების და მოლაპარაკების პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო სტრუქტურიდან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციიდან;
ჰ4) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;
ჰ5) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან, შეგროვებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ყველა საშუალების (მიწისზედა ან მიწისქვეშა საცავის, ტერმინალის, რეზერვუარის, მილსადენის, მოწყობილობის და ა.შ) ზედამხედველობა და კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ6) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების ზედამხედველობა და კონტროლი. ხელშეკრულებებითა და სარგებლობის ლიცენზიებით წარმოშობილი ვალდებულებების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. ამასთან, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა) გადაეცემა სააგენტოს;
ჰ7) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ცენტრალიზებული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ყველანაირი ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
ჰ8) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი, ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;
ჰ9) ნავთობისა და გაზის ოპერაციების სფეროში დადებული ხელშეკრულებების საოპერაციო და კომერციული პირობების ზედამხედველობა;
ჰ10) ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;
ჰ11) საქმიანობისა და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ლიცენზიის მფლობელთათვის გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
ჰ12) საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების შემოწმების მიზნით, ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ13) თავისი კომპეტეციის ფარგლებში ნედლეულის, აგრეთვე ნავთობგაზპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;
ჰ14) სახელმწიფო ინტერესებისა და საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
ჰ15) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების განხილვა და მათ დამტკიცებაში მონაწილეობა.
ჰ16) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, გასცეს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. დაარეგულიროს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის წარმოება საქართველოში;
ჰ17) გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას;
ჰ18) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელებისაგან, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო საწარმოების, უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან;
ჰ19) ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელის მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და სააგენტოს ნორმატიული აქტების დარღვევისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის. სააგენტოს უფლება-მოვალეობაა შეაჩეროს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ხელშეკრულების, სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას;
ჰ20) ინვესტორისთან წინასწარი მოლაპარაკების შემდგომ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეცვალოს ნავთობისა და გაზის ნებისმიერი ხელშეკრულების, სარგებლობის ლიცენზიის პირობები “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ21) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის უცხოელი. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საკონსულტაციო საბჭო;
ჰ22) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოწყობილობების შეძენა და ექსპლუატაცია, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ჰ23) განახორციელოს ნავთობის გადამუშავებისა ან/და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
ჰ24) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განხორციელების პროცესში უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომხდარი მნიშვნელოვანი შემთხვევის გამოკვლევის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, საჯაროობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
ჰ25) მოითხოვოს და მიიღოს ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისაგან ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიში და ყველა სახის ინფორმაცია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებით;
ჰ26) ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტენდერებისა და აუქციონის პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;
ჰ27) სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ლიცენზიატთან ერთად სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნა;
ჰ28) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ29) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჰ30) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ჰ31) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ჰ32) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დამტკიცება ასევე ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ33 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ჰ34) ბუნებრივი რესურსების სარგებლობისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ჰ35) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების გაწევა;
ჰ36) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის წარდგინებით.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;
გ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიებს, მინაკუთვნს, სერტიფიკატებს და ნებართვებს;
დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;
ე) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს სააგენტოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე, მათ შორის სასამართლოში;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის , ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელების მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემოწმების განხორციელებისათვის . ასევე კანონით განსაზღვრული წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას და ზედამხედველობს მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულებას;
თ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
ლ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის, ტყეკაფის მონიშვნის და გამოყოფის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებებს;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, განსაზღვრავ ს გონივრულ ვადას სალიცენზიო/სანებართო პირობების დაკმაყოფილებისათვის და ადგე ნს იმ პირობებს , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებას, ასევე დადგენილი წესით მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
პ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი უფლებამოსილების ან საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაავალოს სააგენტოს ცე ნტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელ(ებ)ს შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ;
რ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის უფლება-მოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, უფროსის დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 5. სააგენტოს სისტემა და სტრუქტურა
1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2 . სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (დეპარტამენტებისაგან):
ა) ტყის მართვის დეპარტამენტი;
ბ) ნავთობისა და გაზის დეპარტამენტი;
გ) ლიცენზირების დეპარტამენტი;
დ) სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ი) აპარატი.
3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის სამსახური;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახური;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა - მთიანეთის სამსახური;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შიდა ქართლის სამსახური;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იმერეთის სამსახური;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამსახური;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამსახური;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახური;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახური;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური.
4. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სააგენტოს.
5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №1, №2 და №3 დანართების შესაბამისად.
6. სააგენტოს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხითა და მოქმედი კანონმდებლობით.
7. სააგენტოს დეპარტამენტების დებულებებს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. ტყის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია :
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
გ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
დ) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზების განხორციელება დადგენილი წესით;
ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;
ვ) ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;
ზ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზების უზრუნველყოფა;
თ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;
ი) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ლ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
მ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პროექტის და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ნ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
ო) ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
პ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;
ჟ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
რ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ს) ტყის მოვლის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;
ტ) ტყის აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;
უ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;
ფ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;
ქ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;
ღ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
შ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ც) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ძ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
წ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ხ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ჯ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ჯ1) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე მათთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;
ჰ) მონაცემთა ბაზების შექმნა კომპეტენციის ფარგლებში;ჰ1) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;
ჰ2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ3) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ჰ4) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
2. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) აუქციონის წესების პროექტების შემუშავება;
ბ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ტენდერის პირობების შემუშავება;
გ) ხელშეკრულების პროექტის მომზადება; მოლაპარაკებებში მონაწილეობა და წარმართვა;
დ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;
ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი წესებით გათვალისწინებული განაცხადების განხილვა და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;
ვ) ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების, ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიების განაცხადების განხილვა და დასკვნების მომზადება;
ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური და საოპერაციო საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, ბიზნეს-გეგმებისა და სააგენტოში შემოსული პროექტების იურიდიული და ფინანსური ექსპერტიზა;
ი) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით წინადადებების მომზადება;
კ) ნედლი ნავთობის, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე გარიგებებისა და დადგენილი ფასების ანალიზი;
ლ) „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში” საჭირო ცვლილებების და დამატებების მომზადება;
მ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად;
ნ) სატენდერო პაკეტების შემუშავება;
ო) ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
პ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების და ლიცენზიის პირობების მონიტორინგი და კონტროლი გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით;
ჟ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საზღვაო და სახმელეთო ბლოკებზე რესურსებისა და მარაგების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
რ) ინვესტორი/ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გეგმების, ანგარიშგების, განაცხადების განხილვა და ანალიზი;
ს) შესაბამისობის დასკვნების მომზადება;
ტ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგი;
უ) ხელშეკრულებების და ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის და ნორმატიული აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრირების განხორციელების ისნპექტირებისა და ადმინისტრირების განხორციელების უზრუნველყოფა;
ფ) უბედური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევების გამოკვლევა, განხილვა და საჯარო ანგარიშების მომზადება;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ან ამ მიზნით საქმის მასალების მომზადება შესაბამის სასამართლოში გადაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით;
ღ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ყ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
შ ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
3. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების და ტრასპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები ლაბორატორიაში გასასინჯად. თუ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტო გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) ლიცენზიების გაცემასთან, ასევე მერქნული რესურსის საკუთრებასა და ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;
დ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის;
ე) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ვ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათავის მოთხოვნების დადგენის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა;
ზ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და აღრიცხვა;
თ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;
ი) ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ1) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ2) სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა ;
მ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ნ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.
6. სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი პროდუქტის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა. ციფრული ინფორმაციის განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის უსაფრთხო დაცვა.
ბ) სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რუკების მომზადება;
გ) სააგენტოში დაცულ ფონდურ მასალებზე დაყრდნობით მიწის მონაცემთა ბაზების შედგენა და დამუშავება;
დ) სატყეო რუკებზე დაყრდნობით (კორომთა გეგმები, სქემა-რუკები) მონაცემთა ბაზების შედგენა, ტყის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია;
ე) წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის ციფრულ ვერსიაში გადაყვანა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მისი რეგულარული განახლება. დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ვ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის გეოლოგიური, ვიზუალური, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, მდინარის ნაპირების მდგრადობისა და ტყის რესურსებზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარება;
ზ) წიაღის შესახებ სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
თ) სააგენტოში არსებული და წარმოდგენილი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური სამუშაოების, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ი) სასარგებლო წიაღისეულის, (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების), საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და წიაღის სახელმწიფო ბალანსის წარმოება. სასარგებლო წიაღისეულით, (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა. წიაღისეული საბადოს(გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) არსებობა-არარსებობის შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადება. ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღის მოპოვებასთან.Lლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნების მომზადება;
კ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) დამტკიცებაში მონაწილეობა;
ლ) კანონმდებლობით და სააგენტოს უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციები და დავალებების შესრულება.
7. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) სააგენტოში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;
დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
ვ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა;
ზ) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
თ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე მათთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშაოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის , მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ლ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ო) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა ; და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება.
პ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ჟ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი. სააგენტოს შესაბამისი მონაცემთა ბაზების მართვის ორგანიზება, ამ მიზნით სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია ;
ს) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში კანონდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, შესაბამისი წინადადების შემუშავება;
ფ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და დაგეგმვა;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების გეგმის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.
10. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება;
ბ) სააგენტოს სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
დ) სააგენტოს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების გეგმიური და არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სააგენტოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა. ამ კუთხით შემოსული წერილების, შეტყობინებების, განცხადებების, საჩივრების (მხოლოდ სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაციის განხილვა, შესწავლა და შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ე) სააგენტოს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმებისა და აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა, ასევე , ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესახებ საკითხის დაყენება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა;
ზ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში , სათანადო დოკუმენტებისა და მასალების მომზადება შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის მიზნით;
თ) სააგენტოს საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;
ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით რეკომენდაციების მომზადება;
კ) სააგენტოს ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ლ) შიდა აუდიტის გეგმის შედგენა და განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
მ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას, თუ შეიძლება საფრთხე შეექმნას შესაბამის მტკიცებულებებს მტკიცებულებების მოპოვებისთვის გადაუდებელი რეაგირების გატარების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს ბუნებრივი რესურსების, მათი მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დადგენილი წესით დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და პირველადი გადამუშავების ადგილებში, აგრეთვე მათი ტრანსპორტირებისას. ამ მიზნით , გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია , კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალება), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების კანონდებლობით დადგენილი დოკუმენტები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება, ხოლო დარღვევების გამოვლენისას , მოახდინოს სამართალდარღვევების ჩადენის იარაღების, საშუალებების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების ჩამორთმევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად და კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლ ენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და , საჭიროების შემთხვევაში , უზრუნველყოს სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების მონაწილეობა.
ნ) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი შესაბამისი სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევის თაობაზე. შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში , სხვა ქმედების განხორციელების მიზნით სააგენტოს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტის თუ სხვა სახის ინფორმაცია, სააგენტოს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
11. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
დ) სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სააგენტოს ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ე1) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;
ზ) სააგენტოს წლიური ან/და კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
კ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესყიდვების სააგენტოში ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
მ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლი. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება ;
ნ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი, ამ მიზნით სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კო ორდინაციის უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია;
პ) სააგენტოს საკადრო საკითხების განხორციელება, სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
რ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
ს) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
12. აპარატის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
13. გენერალურ ინსპექციაში სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება ინსპექტორთა ჯგუფები, რომლებიც გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ უფლებამოსილებას საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
14. სააგენტოს ხელმძღვანელებს, ტყის მართვის დეპარტამენტის, მონიტორინგის დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის თანამშრომელებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).
15. სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები (ხოლო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები სააგენტოს უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში) უფლებამოსილნი არიან დეპარტამენტის უფროსის დავალებით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
მუხლი 7. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 8. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 9. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობის გარეშე შესაძლებელია თუ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იმავდროულად არის სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფლობდეს წილს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებში. ამ პუნქტის შესაბამისად, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებისგან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 7 მაის ის №49 ბრძანება - ვებგვერდი, 30.05.2011წ.
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. საგენტოს სიმბოლიკა
1. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.
2. სააგენტო სახელმწიფო დროშასა და გერბს იყენებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა ან სიმბოლიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე.
მუხლი 12. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს ტიპური
დებულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სამსახური (შემდგომში – სააგენტოს სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. სააგენტოს სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
3. სააგენტოს სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტოს სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლოა ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. სააგენტოს სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 2. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები
სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:
ა) სააგენტოს კახეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქ. თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქ. IV. ჩიხი №6;
ბ) სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის და წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.№5;
გ) სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. №18;
დ) სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა;
ე) სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ახალციხე, ასპინძის ქ.№32;
ვ) სააგენტოს იმერეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა;
ზ) სააგენტოს გურიის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ოზურგეთი, გ. გიორგაძის ქ.№5;
თ) სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ამბროლაური, სოფ. სადმელი;
ი) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 3. სააგენტოს სამსახურის ძირითადი ამოცანები
სააგენტოს სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;
ბ) ტყეების აღდგენა-განახლების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
ზ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს სამსახურის უფლება -მოვალეობანი🔗
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სააგენტოს სამსახურის უფლება -მოვალეობებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საააგენტოს სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) მონაწილეობის მიღება იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომ ლებიც უშუალოდ ეხება საააგენტოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;
ტ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;
უ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ფ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ქ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და ანალიზი;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების უზრუნველყოფა;
ყ1) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ყ2) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვა, ნაერთი უწყისების შედგენა და სააგენტოსთვის კვარტალში ერთხელ წარდგენა;
შ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 5. სააგენტოს სამსახურის ორგანიზაცია და მართვა🔗
1. სააგენტოს სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;
2. სააგენტოს სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სააგენტოს სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) წარმოადგენს სააგენტოს სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე , ანიჭებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის , სასამართლო ორგანოებში);
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.
ე) სააგენტო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;
ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის სააგენტოს უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით , გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს სააგენტოს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს სააგენტოს სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხიმგებელია მათ შენახვაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სააგენტოს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს სააგენტოს უფროსს სააგენტოს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში , დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს .
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურა
1. სააგენტოს სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
2. სააგენტოს სამსახური ს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) ტყის მართვის სამმართველო .
3. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სააგენტოს სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს სამსახურის სამმართველოში საშტატო ნუსხის შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნ ას დანაყოფები, რომლებიც სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებითა და მათთან კოორდინაციით , სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში , ახორციელებ ს შესაბამის უფლებამოსილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 7. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი კომპეტენცია
1. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით , სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშავოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ნ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ტყის მართვის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა, ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
დ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და ანალიზი;
ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების უზრუნველყოფა;
თ) შესაბამისი მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;
ი) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება, კონტროლის დაგეგმვა და განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ლ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა. ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
პ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ჟ) ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტების დადგენილი წესით გაცემა;
რ) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ტ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);
ფ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 8. სააგენტოს სამსახურის თანამშრომლები🔗
1. სააგენტოს სამსახურის უფროსს, სააგენტოს სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვ თ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან , სამსახურეობრივი ინტერესებისა და სააგენტოს სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, სააგენტოს სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან სააგენტოს სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დადგენილი წესით იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სააგენტოს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის , მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოს სამსახურისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
8. სააგენტოს სამსახურის ტყის მართვის სამმართველოს თანამშრომლები, ხოლო სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლები სააგენტოს სამსახურის უფროსის დავალებით უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 9. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ბუნებრივი რესურსების აჭარის სამსახურის
დებულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) აჭარის სამსახური (შემდგომში – აჭარის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. აჭარის სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
3. აჭარის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. აჭარის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. აჭარის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართია – საქართველო, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. N124.
7. აჭარის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 2. აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანები
აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
დ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 3. აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობანი🔗
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში აჭარის სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება აჭარის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;
ტ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 4. აჭარის სამსახურის ორგანიზაცია და მართვა🔗
1. აჭარის სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;
2. აჭარის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს აჭარის სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია აჭარის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია აჭარის სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) წარმოადგენს აჭარის სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე ანიჭებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.
ე) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;
ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის სააგენტოს უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს აჭარის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს აჭარის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს აჭარის სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აჭარის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სამართალდამრღვევ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს სააგენტოს უფროსს აჭარის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 5. აჭარის სამსახურის სტრუქტურა
1. აჭარის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
2. აჭარის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მონიტორინგის სამმართველო;
3. აჭარის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აჭარის სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს აჭარის სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს აჭარის სამსახურის სამმართველოში საშტატო ნუსხის შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნეს დანაყოფები, რომლებიც სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებითა და მათთან კოორდინაციით სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის უფლებამოსილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 6. აჭარის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენცია🔗
აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშაოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის , მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ნ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 7. აჭარის სამსახურის თანამშრომლები🔗
1. აჭარის სამსახურის უფროსს, აჭარის სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). აჭარის სამსახურის სხვა თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან სამსახურებრივი ინტერესებისა და აჭარის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, აჭარის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. აჭარის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან აჭარის სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. აჭარის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, აჭარის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს .
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში აჭარის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. აჭარის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
8. აჭარის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

მუხლი 8. აჭარის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. აჭარის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. აჭარის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
დანართი №3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის დებულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური (შემდგომში – შავი ზღვის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას შავი ზღვის სამსახური წარმოადგენს სააგენტოს.
3. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. შავი ზღვის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. შავი ზღვის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
7. შავი ზღვის სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 5.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 2. შავი ზღვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები
1. შავი ზღვის სამსახური სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
დ ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 3. შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილებები
შავი ზღვის სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი:
ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;
ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;
ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული “ბალასტური წყლების ფორმის“ წარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური და რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;
ა.ე) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;
ა.ვ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ნავსადგურებში, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მცურავ საშუალებებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;
ა.ზ) საწარმოო-დაწესებულების, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ მცურავ საშუალებებით ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.თ) შავი ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;
ა.ი) შავ ზღვაზე თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;
ბ) კონტროლის განხორციელების მიზნით სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით შეამოწმოს შესაბამის ობიექტები;
გ) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), მათ შორის საწარმო-დაწესებულებები, ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინონ შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მათი აღჭურვილობის საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს დათვალიერება ან/და შემოწმება ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამრღვევი გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონის ფარგლებში და აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და სასაზღვრო სამხედრო საზღვაო ძალებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;
ვ) დათვალიერების ან შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას შავი ზღვის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
ზ) მიიღოს თევზმჭერი ორგანიზაციებიდან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მისი გადამუშავების შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და, თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერების ან შემოწმების პროცესში შეადგინოს შესაბამისი აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;
ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა და დააყენოს საკითხი ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე;
ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერების ან შემოწმების განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნით, ასევე კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;
პ ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს ქვემდებარეობას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ჟ ) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სახელმწიფოსთვის ასანაზღაურებლად, მათ შორის გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტიდან, ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სხვა ადმინისტრაციულ ზომების გამოყენებასთან ერთად დააკისროს დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათი ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;
რ ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგ ენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ს ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა დანაყოფების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ტ ) ზღვაში გარემოსდაცვითი, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;
უ ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით გააფორმოს ხელშეკრულებები ან შეიმუშავოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები;
ფ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ქ ) სახელმწიფო კონტროლის პროცესში დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება, ასევე ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 4. შავი ზღვის სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. შავი ზღვის სამსახურს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. შავი ზღვის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) აწესრიგებს შავი ზღვის სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს შავი ზღვის სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ანიჭებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
ე) დადგენილი წესით, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების კომპეტენციებს ან მიზნით წარმოადგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსთან ;
ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
ზ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის რეგულირების ობიექტს დადგენილი წესით დააკისროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;
თ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შავი ზღვის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს.
კ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) ახორციელებს შავი ზღვის სამსახურის თვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე ;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა შავი ზღვის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს შესაბამის პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები) , მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
ო) აბარებს სააგენტოს უფროსს შავი ზღვის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
პ) ანაწილებს შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ჟ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. შავი ზღვის სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს შავი ზღვის სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 5. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურა
1. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებები სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად.
2. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბათუმის სამმართველო ;
ბ) ფოთის სამმართველო.
3. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველო ს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. შავი ზღვის სამსახურის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომელბის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის სამართალდამრღვევს დადგენილი წესით აკისრებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;
ვ) აბარებს შავი ზღვის სამსახურის უფროსს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ანაწილებს სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5 . შავი ზღვის სამსახურის სამმართველო ებს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის პასუხების, ასევე სამმართველოს მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლები
1 . შავი ზღვის სამსახურის უფროსს, შავი ზღვის სამსახურის სამმართველოების თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).შავი ზღვის სამსახურის სხვა თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან სამსახურეობრივი ინტერესებისა და შავი ზღვის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, შავი ზღვის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან შავი ზღვის სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3 . შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოიყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას ), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას , ლუქს , ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს;
5 . სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში, შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
6 . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7 . შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 7. შავი ზღვის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. შავი ზღვის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. შავი ზღვის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
+
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №01
2011 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 სექტემბრამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
4. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
41 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ან მისი ტერიტორიული ორგანოები მათი სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ლიკვიდაციამდე წარმოებული და დაუსრულებელი საქმეების წარმოება, მათ შორის სასამართლო, სააღსრულებო და სხვა ორგანოებში მათ დასრულებამდე, წარმომადგენლობის განხორციელება საა გენტოს ხელმძღვანელობის ან ტერიტორიული ორგანოების უფროსების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
შენიშვნა: 41 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ან/და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
42 . (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაის ის № 4 6 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05 .2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოყვეყნებისთანავე.
მინისტრი
ა. ხეთაგური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №46 ბრძანება - ვებგვერდი, 27.05.2011წ.
4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №49 ბრძანება - ვებგვერდი, 30.05.2011წ.
5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
6. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
7. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
8. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბუნებრივი რესურსების სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, „ტყის მართვის შესახებ” საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სააგენტოს სტატუსს, მიზნებს, ამოცანებს, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
5. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
6. (ამოღებულია - 14.07.2011, №118 ).
7. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს სამართლებრივი აქტებით.
8. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონში „ნავთობისა და გაზის შესახებ”, „ტყის მართვის შესახებ” და სხვა ნორმატიულ აქტებში .
9. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი გულუას ქ. №6.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები🔗
სააგენტოს მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს:
ა) ბუნებრივი რესურსების მართვა და სარგებლობა;
ბ) ტყის მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
დ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ე) ტყის ფონდის მართვა;
ვ) ტყითსარგებლობის რეგულირება;
ზ) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, სალიცენზიო და სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;
ი) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცება;
კ) წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფო ფონდში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ბაზების შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა;
ნ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;
ო) თავის ი კომპეტენციის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად;
პ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი გატარების პრაქტიკული უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
რ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;
ს) „ერთი გაჩერების“ და საჯაროობის პრინციპის ხელშეწყობა ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ სააგენტოს საშუალებით ინვესტორს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კონსულტაციები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გააფორმოს ხელშეკრულება, მიიღოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მინაკუთვნი, სერტიფიკატი და ყველა საჭირო ნებართვა ან მათი გაცემის გარანტია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საწარმოებლად საქართველოში;
ტ) საქართველოში ნავთობის და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგისტრაციის და აღრიცხვის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
უ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის, და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უსაფრთხოების, ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი🔗
სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანია:
ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნით ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება;
ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ვ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დოკუმენტების გამოყენება და აღრიცხვა;
ზ) სალიცენზიო მოწმობების და სხვა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების გაცემა;
თ)უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება;
ი) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;
კ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა;
ლ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტლად, ლიტერად;
მ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
ნ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ო) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
პ)ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;
ჟ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
რ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ს) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ტ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;
უ) ტყის ფონდის სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ფ) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ქ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემა შესაბამის პირებზე;
ღ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამის ღონისძიებების განხორციელბა;
ყ) დადგენილი წესით მონიშნული ტყეკაფის შეთანხმება;
შ) ხე-ტყის დამზადება;
ჩ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით;
ც) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემა.
ძ) სახელმწიფოს ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორიციელებული ჭრებისა და სპეც ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის განკარგვა;
წ) მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
ჭ) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცება;
ხ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
ჯ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად. ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ჰ) ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობების შემუშავება და გამარჯვებული ინვესტორისათვის შეთავაზებული სალიცენზიო ფართობის გადაცემის პროცედურის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ1) ინვესტორის მიერ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა და აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო ნორმებისა და წესების შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ2) გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტენდერებისა და აუქციონების წარმართვა და ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებული ფართობის გადაცემის გაფორმება;
ჰ3) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულებების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადების და მოლაპარაკების პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო სტრუქტურიდან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციიდან;
ჰ4) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;
ჰ5) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან, შეგროვებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ყველა საშუალების (მიწისზედა ან მიწისქვეშა საცავის, ტერმინალის, რეზერვუარის, მილსადენის, მოწყობილობის და ა.შ) ზედამხედველობა და კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ6) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების ზედამხედველობა და კონტროლი. ხელშეკრულებებითა და სარგებლობის ლიცენზიებით წარმოშობილი ვალდებულებების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. ამასთან, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა) გადაეცემა სააგენტოს;
ჰ7) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ცენტრალიზებული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ყველანაირი ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
ჰ8) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი, ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;
ჰ9) ნავთობისა და გაზის ოპერაციების სფეროში დადებული ხელშეკრულებების საოპერაციო და კომერციული პირობების ზედამხედველობა;
ჰ10) ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;
ჰ11) საქმიანობისა და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ლიცენზიის მფლობელთათვის გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
ჰ12) საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების შემოწმების მიზნით, ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ13) თავისი კომპეტეციის ფარგლებში ნედლეულის, აგრეთვე ნავთობგაზპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;
ჰ14) სახელმწიფო ინტერესებისა და საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
ჰ15) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების განხილვა და მათ დამტკიცებაში მონაწილეობა.
ჰ16) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, გასცეს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. დაარეგულიროს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის წარმოება საქართველოში;
ჰ17) გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას;
ჰ18) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელებისაგან, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო საწარმოების, უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან;
ჰ19) ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელის მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და სააგენტოს ნორმატიული აქტების დარღვევისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის. სააგენტოს უფლება-მოვალეობაა შეაჩეროს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ხელშეკრულების, სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას;
ჰ20) ინვესტორისთან წინასწარი მოლაპარაკების შემდგომ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეცვალოს ნავთობისა და გაზის ნებისმიერი ხელშეკრულების, სარგებლობის ლიცენზიის პირობები “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჰ21) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის უცხოელი. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საკონსულტაციო საბჭო;
ჰ22) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოწყობილობების შეძენა და ექსპლუატაცია, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ჰ23) განახორციელოს ნავთობის გადამუშავებისა ან/და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
ჰ24) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განხორციელების პროცესში უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომხდარი მნიშვნელოვანი შემთხვევის გამოკვლევის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, საჯაროობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
ჰ25) მოითხოვოს და მიიღოს ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისაგან ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიში და ყველა სახის ინფორმაცია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებით;
ჰ26) ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტენდერებისა და აუქციონის პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;
ჰ27) სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ლიცენზიატთან ერთად სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნა;
ჰ28) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ29) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჰ30) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ჰ31) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ჰ32) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დამტკიცება ასევე ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ33 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ჰ34) ბუნებრივი რესურსების სარგებლობისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ჰ35) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების გაწევა;
ჰ36) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის წარდგინებით.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;
გ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიებს, მინაკუთვნს, სერტიფიკატებს და ნებართვებს;
დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;
ე) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს სააგენტოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე, მათ შორის სასამართლოში;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის , ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელების მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემოწმების განხორციელებისათვის . ასევე კანონით განსაზღვრული წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას და ზედამხედველობს მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულებას;
თ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
ლ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის, ტყეკაფის მონიშვნის და გამოყოფის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებებს;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, განსაზღვრავ ს გონივრულ ვადას სალიცენზიო/სანებართო პირობების დაკმაყოფილებისათვის და ადგე ნს იმ პირობებს , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებას, ასევე დადგენილი წესით მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
პ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი უფლებამოსილების ან საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაავალოს სააგენტოს ცე ნტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელ(ებ)ს შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ;
რ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის უფლება-მოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, უფროსის დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 5. სააგენტოს სისტემა და სტრუქტურა🔗
1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2 . სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (დეპარტამენტებისაგან):
ა) ტყის მართვის დეპარტამენტი;
ბ) ნავთობისა და გაზის დეპარტამენტი;
გ) ლიცენზირების დეპარტამენტი;
დ) სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ი) აპარატი.
3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის სამსახური;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახური;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა - მთიანეთის სამსახური;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შიდა ქართლის სამსახური;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იმერეთის სამსახური;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამსახური;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამსახური;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახური;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახური;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური.
4. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სააგენტოს.
5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №1, №2 და №3 დანართების შესაბამისად.
6. სააგენტოს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხითა და მოქმედი კანონმდებლობით.
7. სააგენტოს დეპარტამენტების დებულებებს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია🔗
1. ტყის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია :
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
გ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
დ) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზების განხორციელება დადგენილი წესით;
ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;
ვ) ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;
ზ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზების უზრუნველყოფა;
თ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;
ი) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ლ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
მ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პროექტის და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ნ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
ო) ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
პ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;
ჟ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
რ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ს) ტყის მოვლის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;
ტ) ტყის აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;
უ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;
ფ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;
ქ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;
ღ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
შ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ც) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ძ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
წ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ხ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ჯ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ჯ1) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე მათთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;
ჰ) მონაცემთა ბაზების შექმნა კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ1) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;
ჰ2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ3) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ჰ4) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
2. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) აუქციონის წესების პროექტების შემუშავება;
ბ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ტენდერის პირობების შემუშავება;
გ) ხელშეკრულების პროექტის მომზადება; მოლაპარაკებებში მონაწილეობა და წარმართვა;
დ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;
ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი წესებით გათვალისწინებული განაცხადების განხილვა და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;
ვ) ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების, ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიების განაცხადების განხილვა და დასკვნების მომზადება;
ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური და საოპერაციო საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, ბიზნეს-გეგმებისა და სააგენტოში შემოსული პროექტების იურიდიული და ფინანსური ექსპერტიზა;
ი) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით წინადადებების მომზადება;
კ) ნედლი ნავთობის, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე გარიგებებისა და დადგენილი ფასების ანალიზი;
ლ) „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში” საჭირო ცვლილებების და დამატებების მომზადება;
მ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად;
ნ) სატენდერო პაკეტების შემუშავება;
ო) ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
პ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების და ლიცენზიის პირობების მონიტორინგი და კონტროლი გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით;
ჟ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საზღვაო და სახმელეთო ბლოკებზე რესურსებისა და მარაგების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
რ) ინვესტორი/ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გეგმების, ანგარიშგების, განაცხადების განხილვა და ანალიზი;
ს) შესაბამისობის დასკვნების მომზადება;
ტ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგი;
უ) ხელშეკრულებების და ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის და ნორმატიული აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრირების განხორციელების ისნპექტირებისა და ადმინისტრირების განხორციელების უზრუნველყოფა;
ფ) უბედური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევების გამოკვლევა, განხილვა და საჯარო ანგარიშების მომზადება;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ან ამ მიზნით საქმის მასალების მომზადება შესაბამის სასამართლოში გადაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით;
ღ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ყ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
შ ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
3. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების და ტრასპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები ლაბორატორიაში გასასინჯად. თუ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტო გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) ლიცენზიების გაცემასთან, ასევე მერქნული რესურსის საკუთრებასა და ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;
დ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის;
ე) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ვ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათავის მოთხოვნების დადგენის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა;
ზ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და აღრიცხვა;
თ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;
ი) ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ1) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ2) სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა ;
მ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ნ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.
6. სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი პროდუქტის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა. ციფრული ინფორმაციის განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის უსაფრთხო დაცვა.
ბ) სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რუკების მომზადება;
გ) სააგენტოში დაცულ ფონდურ მასალებზე დაყრდნობით მიწის მონაცემთა ბაზების შედგენა და დამუშავება;
დ) სატყეო რუკებზე დაყრდნობით (კორომთა გეგმები, სქემა-რუკები) მონაცემთა ბაზების შედგენა, ტყის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია;
ე) წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის ციფრულ ვერსიაში გადაყვანა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მისი რეგულარული განახლება. დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ვ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის გეოლოგიური, ვიზუალური, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, მდინარის ნაპირების მდგრადობისა და ტყის რესურსებზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარება;
ზ) წიაღის შესახებ სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
თ) სააგენტოში არსებული და წარმოდგენილი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური სამუშაოების, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ი) სასარგებლო წიაღისეულის, (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების), საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და წიაღის სახელმწიფო ბალანსის წარმოება. სასარგებლო წიაღისეულით, (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა. წიაღისეული საბადოს(გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) არსებობა-არარსებობის შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადება. ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღის მოპოვებასთან.Lლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნების მომზადება;
კ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) დამტკიცებაში მონაწილეობა;
ლ) კანონმდებლობით და სააგენტოს უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციები და დავალებების შესრულება.
7. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) სააგენტოში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;
დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
ვ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა;
ზ) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
თ) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე მათთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშაოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის , მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ლ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ო) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა ; და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება.
პ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ჟ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი. სააგენტოს შესაბამისი მონაცემთა ბაზების მართვის ორგანიზება, ამ მიზნით სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია ;
ს) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში კანონდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, შესაბამისი წინადადების შემუშავება;
ფ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და დაგეგმვა;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების გეგმის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.
10. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება;
ბ) სააგენტოს სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
დ) სააგენტოს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების გეგმიური და არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სააგენტოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა. ამ კუთხით შემოსული წერილების, შეტყობინებების, განცხადებების, საჩივრების (მხოლოდ სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაციის განხილვა, შესწავლა და შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ე) სააგენტოს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმებისა და აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა, ასევე , ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესახებ საკითხის დაყენება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა;
ზ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში , სათანადო დოკუმენტებისა და მასალების მომზადება შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის მიზნით;
თ) სააგენტოს საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;
ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით რეკომენდაციების მომზადება;
კ) სააგენტოს ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ლ) შიდა აუდიტის გეგმის შედგენა და განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
მ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას, თუ შეიძლება საფრთხე შეექმნას შესაბამის მტკიცებულებებს მტკიცებულებების მოპოვებისთვის გადაუდებელი რეაგირების გატარების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს ბუნებრივი რესურსების, მათი მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დადგენილი წესით დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და პირველადი გადამუშავების ადგილებში, აგრეთვე მათი ტრანსპორტირებისას. ამ მიზნით , გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია , კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალება), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების კანონდებლობით დადგენილი დოკუმენტები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება, ხოლო დარღვევების გამოვლენისას , მოახდინოს სამართალდარღვევების ჩადენის იარაღების, საშუალებების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების ჩამორთმევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად და კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლ ენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და , საჭიროების შემთხვევაში , უზრუნველყოს სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების მონაწილეობა.
ნ) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი შესაბამისი სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევის თაობაზე. შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში , სხვა ქმედების განხორციელების მიზნით სააგენტოს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტის თუ სხვა სახის ინფორმაცია, სააგენტოს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
11. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
დ) სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სააგენტოს ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ე1) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;
ზ) სააგენტოს წლიური ან/და კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
კ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესყიდვების სააგენტოში ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
მ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლი. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება ;
ნ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი, ამ მიზნით სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კო ორდინაციის უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია;
პ) სააგენტოს საკადრო საკითხების განხორციელება, სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
რ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
ს) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
12. აპარატის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
13. გენერალურ ინსპექციაში სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება ინსპექტორთა ჯგუფები, რომლებიც გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ უფლებამოსილებას საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
14. სააგენტოს ხელმძღვანელებს, ტყის მართვის დეპარტამენტის, მონიტორინგის დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის თანამშრომელებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).
15. სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები (ხოლო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები სააგენტოს უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში) უფლებამოსილნი არიან დეპარტამენტის უფროსის დავალებით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 მარტის №03 ბრძანება - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.
მუხლი 7. სააგენტოს ქონება🔗
1. სააგენტოს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 8. სააგენტოს დაფინანსება🔗
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 9. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას🔗
1. სააგენტომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობის გარეშე შესაძლებელია თუ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იმავდროულად არის სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფლობდეს წილს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებში. ამ პუნქტის შესაბამისად, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებისგან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 7 მაის ის №49 ბრძანება - ვებგვერდი, 30.05.2011წ.
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. საგენტოს სიმბოლიკა🔗
1. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.
2. სააგენტო სახელმწიფო დროშასა და გერბს იყენებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა ან სიმბოლიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე.
მუხლი 12. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს ტიპური
დებულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სამსახური (შემდგომში – სააგენტოს სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. სააგენტოს სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
3. სააგენტოს სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტოს სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლოა ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. სააგენტოს სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 2. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები🔗
სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:
ა) სააგენტოს კახეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქ. თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქ. IV. ჩიხი №6;
ბ) სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის და წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.№5;
გ) სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. №18;
დ) სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა;
ე) სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ახალციხე, ასპინძის ქ.№32;
ვ) სააგენტოს იმერეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა;
ზ) სააგენტოს გურიის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ოზურგეთი, გ. გიორგაძის ქ.№5;
თ) სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ამბროლაური, სოფ. სადმელი;
ი) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 3. სააგენტოს სამსახურის ძირითადი ამოცანები🔗
სააგენტოს სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;
ბ) ტყეების აღდგენა-განახლების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
ზ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 4. სააგენტოს სამსახურის უფლება -მოვალეობანი🔗
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სააგენტოს სამსახურის უფლება -მოვალეობებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საააგენტოს სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) მონაწილეობის მიღება იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომ ლებიც უშუალოდ ეხება საააგენტოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;
ტ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;
უ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ფ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ქ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და ანალიზი;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების უზრუნველყოფა;
ყ1) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ყ2) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვა, ნაერთი უწყისების შედგენა და სააგენტოსთვის კვარტალში ერთხელ წარდგენა;
შ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 5. სააგენტოს სამსახურის ორგანიზაცია და მართვა🔗
1. სააგენტოს სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;
2. სააგენტოს სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სააგენტოს სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) წარმოადგენს სააგენტოს სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე , ანიჭებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის , სასამართლო ორგანოებში);
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.
ე) სააგენტო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;
ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის სააგენტოს უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით , გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს სააგენტოს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს სააგენტოს სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხიმგებელია მათ შენახვაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სააგენტოს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს სააგენტოს უფროსს სააგენტოს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში , დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს .
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურა🔗
1. სააგენტოს სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
2. სააგენტოს სამსახური ს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) ტყის მართვის სამმართველო .
3. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სააგენტოს სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს სამსახურის სამმართველოში საშტატო ნუსხის შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნ ას დანაყოფები, რომლებიც სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებითა და მათთან კოორდინაციით , სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში , ახორციელებ ს შესაბამის უფლებამოსილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 7. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი კომპეტენცია🔗
1. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით , სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშავოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ნ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ტყის მართვის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა, ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) (ამოღებულია - 14.07.2011, №118);
დ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და ანალიზი;
ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების უზრუნველყოფა;
თ) შესაბამისი მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;
ი) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება, კონტროლის დაგეგმვა და განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ლ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა. ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
პ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ჟ) ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტების დადგენილი წესით გაცემა;
რ) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ტ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);
ფ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 8. სააგენტოს სამსახურის თანამშრომლები🔗
1. სააგენტოს სამსახურის უფროსს, სააგენტოს სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვ თ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან , სამსახურეობრივი ინტერესებისა და სააგენტოს სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, სააგენტოს სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან სააგენტოს სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დადგენილი წესით იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სააგენტოს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის , მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოს სამსახურისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
8. სააგენტოს სამსახურის ტყის მართვის სამმართველოს თანამშრომლები, ხოლო სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლები სააგენტოს სამსახურის უფროსის დავალებით უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 9. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ბუნებრივი რესურსების აჭარის სამსახურის
დებულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) აჭარის სამსახური (შემდგომში – აჭარის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. აჭარის სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
3. აჭარის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. აჭარის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. აჭარის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართია – საქართველო, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. N124.
7. აჭარის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 2. აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანები🔗
აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
დ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 3. აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობანი🔗
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში აჭარის სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება აჭარის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;
ტ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 4. აჭარის სამსახურის ორგანიზაცია და მართვა🔗
1. აჭარის სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;
2. აჭარის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს აჭარის სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია აჭარის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია აჭარის სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) წარმოადგენს აჭარის სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე ანიჭებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.
ე) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;
ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის სააგენტოს უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს აჭარის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს აჭარის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს აჭარის სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აჭარის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სამართალდამრღვევ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს სააგენტოს უფროსს აჭარის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
ნ) (ამოღებულია - 20.03.2012, №90);
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. აჭარის სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე. აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს აჭარის სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს აჭარის სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას, ზედამხედველობს აჭარის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ ) აჭარის სამსახურის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს აჭარის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აჭარის სამსახურის უფროსისა და სააგენტოს უფროსის წინაშე.
5 . აჭარის სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.
მუხლი 5. აჭარის სამსახურის სტრუქტურა🔗
1. აჭარის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
2. აჭარის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მონიტორინგის სამმართველო;
3. აჭარის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აჭარის სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს აჭარის სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს აჭარის სამსახურის სამმართველოში საშტატო ნუსხის შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნეს დანაყოფები, რომლებიც სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებითა და მათთან კოორდინაციით სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის უფლებამოსილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.
მუხლი 6. აჭარის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენცია🔗
აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშაოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე , რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის , მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ნ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 7. აჭარის სამსახურის თანამშრომლები🔗
1. აჭარის სამსახურის უფროსს, აჭარის სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). აჭარის სამსახურის სხვა თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან სამსახურებრივი ინტერესებისა და აჭარის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, აჭარის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
1. აჭარის სამსახურის უფროსს, მის მოადგილესა და აჭარის სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). აჭარის სამსახურის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან, სამსახურებრივი ინტერესებისა და აჭარის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილის, აჭარის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. აჭარის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან აჭარის სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. აჭარის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, აჭარის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს .
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში აჭარის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. აჭარის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
8. აჭარის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.
მუხლი 8. აჭარის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. აჭარის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. აჭარის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
დანართი №3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის დებულება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური (შემდგომში – შავი ზღვის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას შავი ზღვის სამსახური წარმოადგენს სააგენტოს.
3. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. შავი ზღვის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. შავი ზღვის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
7. შავი ზღვის სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 5.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 2. შავი ზღვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები🔗
1. შავი ზღვის სამსახური სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
დ ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 3. შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილებები🔗
შავი ზღვის სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი:
ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;
ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;
ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული “ბალასტური წყლების ფორმის“ წარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური და რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;
ა.ე) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;
ა.ვ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ნავსადგურებში, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მცურავ საშუალებებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;
ა.ზ) საწარმოო-დაწესებულების, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ მცურავ საშუალებებით ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.თ) შავი ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;
ა.ი) შავ ზღვაზე თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;
ბ) კონტროლის განხორციელების მიზნით სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით შეამოწმოს შესაბამის ობიექტები;
გ) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), მათ შორის საწარმო-დაწესებულებები, ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინონ შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მათი აღჭურვილობის საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს დათვალიერება ან/და შემოწმება ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამრღვევი გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონის ფარგლებში და აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და სასაზღვრო სამხედრო საზღვაო ძალებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;
ვ) დათვალიერების ან შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას შავი ზღვის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
ზ) მიიღოს თევზმჭერი ორგანიზაციებიდან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მისი გადამუშავების შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და, თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერების ან შემოწმების პროცესში შეადგინოს შესაბამისი აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;
ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა და დააყენოს საკითხი ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე;
ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერების ან შემოწმების განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნით, ასევე კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;
პ ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს ქვემდებარეობას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ჟ ) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სახელმწიფოსთვის ასანაზღაურებლად, მათ შორის გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტიდან, ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სხვა ადმინისტრაციულ ზომების გამოყენებასთან ერთად დააკისროს დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათი ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;
რ ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგ ენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ს ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა დანაყოფების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ტ ) ზღვაში გარემოსდაცვითი, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;
უ ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით გააფორმოს ხელშეკრულებები ან შეიმუშავოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები;
ფ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ქ ) სახელმწიფო კონტროლის პროცესში დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება, ასევე ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 4. შავი ზღვის სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია🔗
1. შავი ზღვის სამსახურს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. შავი ზღვის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) აწესრიგებს შავი ზღვის სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს შავი ზღვის სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ანიჭებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
ე) დადგენილი წესით, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების კომპეტენციებს ან მიზნით წარმოადგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსთან ;
ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
ზ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის რეგულირების ობიექტს დადგენილი წესით დააკისროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;
თ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შავი ზღვის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს.
კ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) ახორციელებს შავი ზღვის სამსახურის თვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე ;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა შავი ზღვის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს შესაბამის პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები) , მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
ო) აბარებს სააგენტოს უფროსს შავი ზღვის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
პ) ანაწილებს შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ჟ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგე ნს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. შავი ზღვის სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს შავი ზღვის სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 5. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურა🔗
1. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებები სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად.
2. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბათუმის სამმართველო ;
ბ) ფოთის სამმართველო.
3. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველო ს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. შავი ზღვის სამსახურის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომელბის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის სამართალდამრღვევს დადგენილი წესით აკისრებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;
ვ) აბარებს შავი ზღვის სამსახურის უფროსს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ანაწილებს სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5 . შავი ზღვის სამსახურის სამმართველო ებს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის პასუხების, ასევე სამმართველოს მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №189 - ვებგვერდი, 16.09.2011 წ.
მუხლი 6. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლები🔗
1 . შავი ზღვის სამსახურის უფროსს, შავი ზღვის სამსახურის სამმართველოების თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).შავი ზღვის სამსახურის სხვა თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან სამსახურეობრივი ინტერესებისა და შავი ზღვის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, შავი ზღვის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან შავი ზღვის სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3 . შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოიყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას ), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას , ლუქს , ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს;
5 . სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში, შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
6 . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7 . შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
მუხლი 7. შავი ზღვის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. შავი ზღვის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. შავი ზღვის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის №36 ბრძანება - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №01, 18.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1243421-7/