ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 100
2011 წლი ს 14 მარტი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის , მასში გამარჯვებულის გამოვლენის , ნებართვის მოქმედების ვადის , სანებართვო პირობების , ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 25 მაისის დადგენილება №110 – ვებგვერდი, 03.06.2011წ.
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 28 მარტის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა და მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის №215 დადგენილება .
2. „ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულური სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის №205 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2, და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და მისი გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №63 დადგენილება.
მუხლი 2. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი №1 დანართის შესაბამისად.
(დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 3. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასები №2 დანართის შესაბამისად.
(დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი №1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №90 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და ნებართვების რეგულირების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო და საკანონმდებლო ბაზა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის ჩატარების, მასში მონაწილეობის, გამარჯვებულის გამოვლენის, გადაყვანებზე ნებართვის გაცემის პირობებს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს.
2. წესი შემუშავებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;
ბ) „მსუბუქი ავტომობილი“ – მგზავრის გადასაყვანად და/ან ბარგის გადასატანად განკუთვნილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილის რაოდენობა მძღოლის ადგილის გარდა არ აღემატება 8–ს (M1 კატეგორია);
გ) „ავტობუსი“ – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 და M3კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა), რომელიც გადაადგილდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად;
გ.ა) „M2 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;
გ.ბ) „M3 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონა და მეტია;
დ) „მძღოლი“ – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;
ე) „მგზავრი“ - ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;
ვ) „ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა“ - საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა;
ზ) „რეგულარული გადაყვანა“ - მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს;
თ) „მარშრუტი“ - პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;
ი) „მოძრაობის განრიგი“- მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;
კ) „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაყვანა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად;
ლ) „ლოტი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ცალკეული ან რამდენიმე მარშრუტის შესაბამისად;
მ) „გადამზიდველი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას;
ნ) „ნებართვა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გადამზიდველისათვის განსაზღვრული ვადით, M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება, დადგენილი სანებართვო პირობების დაცვით;
ო) „ნებართვის გამცემი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი;
პ) „ნებართვის მაძიებელი“ – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად;
ჟ) „კონკურსში გამარჯვებული“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად;
რ) „ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;
ს) „ნებართვის გაცემის საწყისი ფასი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, M1,M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარული გადაყვანისათვის დადგენილი ნებართვის გაცემის ფასის მინიმალური ოდენობა, თვეზე გაანგარიშებით;
ტ) „ნებართვის წარმოდგენილი ფასი“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული ნებართვის გაცემის საწყისი ფასის ტოლი ან მეტი ფასი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით დალუქულ კონვერტში;
უ) „ნებართვის გაცემის ფასი“ – ნებართვის გაცემის საბოლოო ფასი, რომელიც აისახება ნებართვის გაცემის ხელშეკრულებაში;
ფ) „სანებართვო მოწმობა“ – სანებართვო უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ქ) „სანებართვო პირობები“ – საქართველოს შესაბამისი კანომდებლობით და წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების ამომწურავი ნუსხა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ღ) „პირი“ – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ყ) „საბანკო გარანტია“ – ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. უცხოური ბანკიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ;
შ) „საბანკო დაწესებულება“ – საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკი;
ჩ) „უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი გაუქმების თაობაზე;
ც) „ტექნიკური სანებართვო რეესტრი“ – მარშრუტებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლთა მონაცემთა სისტემური ერთობლიობა;
ძ) „ფორსმაჟორი“ – მოვლენა, რომელიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და არ არის გამოწვეული მხარის დაუდევარი მოქმედებით;
წ) „ხელშეკრულება“ – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა უფლება – მოვალეობები;
ჭ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ მარშრუტზე ყოველდღიურად მომუშავე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და ამ რაოდენობის 30 (ოცდაათი) პროცენტის ჯამი, მეტობით დამრგვალებული;
ხ) „მგზავრთნაკადი“ – დროის განსაზღვრულ პერიოდში, ერთი მიმართულებით გადაყვანილი ან გადასაყვანი მგზავრების რაოდენობა;
ჯ) „GPS/GSM სისტემა“ – ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების დისტანციური მონიტორინგის სისტემა, რომელიც გამოიყენება სადისპეტჩერო მართვის ერთიანი ავტომატიზირებული სისტემის ფუნქციონირებისათვის;
ჰ) „კომისია“ – ნებართვის გამცემის მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან შექმნილი დროებითი კოლეგიური ორგანო, რომელსაც კონკურსის ორგანიზაციულ – ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფის მიზნით ჰყავს საკუთარი აპარატი.
1. კონკურსის მიზანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც ლოტის მიხედვით, საკონკურსო შედეგების შეჯამებისას მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და შეასრულებს საკონკურსო პირობებს. ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და მისთვის ქულების მინიჭების წესი მოცემულია წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელით უფლებამოსილია ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებართვის მფლობელებს, რათა ერთის მხრივ, ახალი კონკურსის ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო შემონატანები, ხოლო მეორეს მხრივ, ნებართვის მფლობელებს მიეცეთ გონივრული ვადა, რათა შეძლონ კონკურსისათვის სათანადოდ მომზადება.
4. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ მასმედიის (მათ შორის ინტერნეტის) საშუალებებით ცხადდება კონკურსამდე მინიმუმ 20 (ოცი) კალენდარული დღით ადრე.
5. კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს:
ა) ნებართვის სახეობა;
ბ) ნებართვის გამცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება;
გ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი;
დ) კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;
ე) ინფორმაცია ლოტის თაობაზე;
ვ) ლოტზე მგზავრთა გადაყვანის განხორციელებისათვის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა;
ზ) ნებართვის მოქმედების ვადა;
თ) ნებართვის გაცემის საწყისი ფასი;
ი) საბანკო გარანტიის ოდენობა;
კ) განცხადების მიმღები კომისიის აპარატის კოორდინატები;
ლ) აფიდავიტის ფორმის ნიმუში;
მ) ოფიციალური ვებგვერდის მისამართი (მისამართები), რომელსაც კომისია გამოიყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ევროსტანდარტთან შესაბამისობის შესაფასებლად.
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ლოტებზე ცალ-ცალკე.
2. ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით და ამ წესის მე–6 მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია (განცხადების გარდა) წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს. ნებართვის მაძიებელმა განაცხადი თითოეულ ლოტზე უნდა წარმოადგინოს ცალ-ცალკე. კომისია არ მიიღებს დაულუქავი კონვერტით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მას მაშინვე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს.
3. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. კომისიის აპარატში დოკუმენტაციის მიღება ხდება კონკურსის დაწყებამდე 3 (სამი) საათის განმავლობაში. დალუქული კონვერტები ნებართვის მაძიებლის თანდასწრებით თავსდება სპეციალურ გამჭვირვალე ყუთში. დოკუმენტაციის შემოტანის შემდეგ ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია დაესწროს დარბაზში კონკურსის მიმდინარეობის პროცესს. დროის ამოწურვისთანავე კომისია ნებართვის მაძიებლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის თანდასწრებით იწყებს კონვერტების გახსნის პროცედურას, მოთხოვნილი დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ახორციელებს ნებართვის მაძიებლის ქულობრივ შეფასებას.
4. პროცედურაზე კომისია უზრუნველყოფს მაქსიმალურ საჯაროობას: ვიდეო გადაღებების, მონიტორებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელი იქნება თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ დაგროვილი ქულების გაანგარიშებაზე თვალყურის დევნება. დოკუმენტაციის შემოწმების, შეფასებისა და ქულათა მინიჭების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ დამსწრე კომისიის წევრები.
1. კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოსავლენად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსში მონაწილეობაზე ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ნებართვის მაძიებლების შეფასება და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.
3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის სხვა წევრებისაგან.
4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
5. კონკურსის ორგანიზაციულ – ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. კომისიის აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
6. კომისიის აპარატის უფროსი იმავდროულად არის კომისიის მდივანიც.
7. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
8. კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
9. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
10. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.
11. კომისიის წევრები ავსებენ ხელწერილს ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებით.
12. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.
13. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავად კომისია.
14. თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
15. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) დაიცვას კონკურსის მონაწილეთა შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
16. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.
17. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
18. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.
19. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს სხდომებს და კომისიის თანხმობის შემთხვევაში მისცეს ახსნა – განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
20. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
21. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი სტატუსით, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველს.
22. კომისია სხდომაზე ოქმს ამტკიცებს ღია კენჭისყრით.
23. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
24. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლება-მოვალეობებით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა უფლება, წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება დადგენილ მისამართზე და ვადაში, რომელიც დგინდება კონკურსის გამოცხადების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
4. ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით და ამ მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
5. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დალუქული კონვერტით წარმოდგენილი შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) იურიდიული პირისათვის – სათანადო წესით გაფორმებული პარტნიორთა თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები;
ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ არ მიმდინარეობს იურდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
გ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ე) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელს არ აქვს საერთო სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საგადასახადო დავალიანება;
ვ) დოკუმენტაცია ლოტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ – საექსპლუატაციო და სხვა მონაცემების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:
ვ.ა) საკონკურსო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, შემდეგი მონაცემების მითითებით: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარკა, მოდელი, ტრანსპორტის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, გამოშვების წელი, კატეგორია, ტევადობა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, ყოველ წარმოდგენილ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მართვის შესაბამისი კატეგორიის მქონე მძღოლის/მძღოლების სახელი და გვარი, ტრანსპორტის მართვის მოწმობის ნომერი, ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, მძღოლის/მძღოლების სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ: ცნობა საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გადამზიდველის მიერ გაცემული ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ, შესაბამის სანებართვო მოწმობის ასლთან ერთად:
ვ.ბ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და მძღოლების მართვის მოწმობების ქსეროასლები;
ვ.გ) კონკურსზე წარმოდგენილი ყოველი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ.დ) კონკურსზე წარმოდგენილი ყველა სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს იმ კატეგორიისა და იმ ტიპის, რაც გათვალისწინებულია ნებართვის მისაღებად გამოცხადებული ლოტში შემავალი მარშრუტების სქემით;
ვ.ე) კონკურსზე წარმოდგენილ ყველა სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირება;
ზ) უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული საქსპერტო დასკვნა კონკურსზე წარმოდგენილი ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამართულობაზე:
ზ.ა) ძარისა და სალონის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ;
ზ.ბ) ხორციელდება თუ არა ავტობუსის სალონში ჰაერის ვენტილაცია ან/და კონდიცირება;
ზ.გ) ხორციელდება თუ არა სალონის გათბობა;
ზ.დ) ექვემდებარება თუ არა საქართველოს კანონდებლობით დადგენილ წესს გადაკეთებული ან/და კუსტარულად დამატებული სავარძლები;
ზ.ე) ავტობუსს გააჩნია თუ არა ერთი სამგზავრო და ერთი ავარიული, ან ორივე სამგზავრო კარი, მათი გამოყენების მდგომარეობა;
ზ.ვ) ავტობუსს გააჩნია თუ არა არანაკლებ ერთი ავარიული გამოსასვლელი წინა ან უკანა კედლიდან, ან ავარიული ლუქი სახურავში;
ზ.ზ) უდრის თუ არა 3 (სამს) ავარიული გამოსასვლელების საჭირო მინიმალური რაოდენობა, ავარიული ლუქების ჩაუთვლელად;
ზ.თ) შეესაბამება თუ არა სალონში სავარძლების რაოდენობა და განლაგება დადგენილ ნორმებს;
ზ.ი) შეესაბამება თუ არა სალონში გასასვლელის სიმაღლე დადგენილ ნორმას;
ზ.კ) შეესაბამება თუ არა სალონში გასასვლელის სიგანე დადგენილ ნორმას;
ზ.ლ) შეესაბამება თუ არა სამგზავრო (შესასვლელი) კარის სიმაღლე და შესასვლელი ღიობის სიგანე დადგენილ ნორმებს;
ზ.მ) შეესაბამება თუ არა ავტობუსში შესასვლელი კარის პირველი საფეხურის სიმაღლე გზიდან დადგენილ ნორმას;
ზ.ნ) შეესაბამება თუ არა ავტობუსის სალონის განათების ხარისხი დადგენილ ნორმას;
თ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების დაწყების გრაფიკი;
ი) კონკურსზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან;
კ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსში მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით;
ლ) ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული წერილობითი დასტური მგზავრობის ფასის შენარჩუნების შესახებ (კონკურსამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში დაფიქსირებული მგზავრობის ფასის შენარჩუნების თანხმობა). ასეთი დასტურის არწარმოდგენის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ნებართვის მაძიებელი აპირებს მგზავრობის ფასის გაზრდას, რაც ადეკვატურად აისახება მისი ქულებით შეფასებისას;
მ) ნებართვის მაძიებლის წერილობითი დასტური ნებართვის წარმოდგენილი ფასის შესახებ;
ნ) ნებართვის წარმოდგენილი ფასის სამმაგი ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია. კონკურსში თანაბარი ქულების მიღებისას, ამ წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებით გამარჯვებულად გამოვლენილმა ნებართვის მაძიებელმა სანებართვო მოწმობის გაცემამდე უნდა წარმოადგინოს მის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული ნებართვის გაცემის ფასის სამმაგი ოდენობის შესაბამისი თანხის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა ემთხვეოდეს ნებართვის მოქმედების ვადას. კონკურსში ვერ გამარჯვების შემთხვევაში საბანკო გარანტია უბრუნდება ნებართვის მაძიებელს;
ო) ნებართვის მაძიებლის მიერ შევსებული და დამოწმებული აფიდავიტის ფორმა;
პ) თუ ნებართვის მაძიებელი უცხოელი ან უცხოური კომპანიაა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა მიერ. ამასთან, ნებართვის გამცემს ცნობები უნდა წარედგინოს აპოსტილით სათანადოდ დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ჟ) დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება და თანდართული დოკუმენტები კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება მითითებულ მისამართზე;
რ) ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე ცალ–ცალკე;
ს) ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ერთზე მეტ ლოტზე, საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისათვის ცალ – ცალკე;
ტ) ამ მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილი ცნობები და შესაბამისი დასკვნები გაცემული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების თარიღიდან დოკუმენტაციის მიღების დასრულებამდე;
6. ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მარშრუტზე მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისათვის საჭირო ტექნიკური პროცედურების შესასრულებლად, კერძოდ: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასარეისო ტექნიკური დათვალიერების, მძღოლების სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად და სათანადო დოკუმენტაციის გასაცემად საკუთრებაში ან/და სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი პუნქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური სერვისის აუცილებელ პირობებს (რამდენიმე ნებართვის ფლობის შემთხვევაში სანებართვო მოწმობებში წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამური ოდენობის გათვალისწინებით), კერძოდ, ტექნიკურ რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად უნდა გააჩნდეს:
ა) წინასარეისო გამშვები პუნქტი;
ბ) მძღოლთა სამედიცინო შემოწმების პუნქტი;
გ) ყოველდღიური და პერიოდული ტექნიკური მომსახურების პოსტები;
7. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების დოკუმენტალური დადასტურება კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.
8. მოქმედი მარშრუტების სანებართვო მოწმობის/მოწმობების რეესტრში ან კონკურსში სხავადასხვა ლოტზე გამარჯვებულად გამოვლენილი ნებართვის მაძიებლების ტრანსპორტის რეესტრში ერთიდაიგივე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაფიქსირებისას, თვეში მისი სამუშაო დღეების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 დღეს. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი ვალდებულია სანებართვო მოწმობის გაცემამდე მოახდინოს მისი შეცვლა არანაკლები შეფასების მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
მუხლი 7. საკონკურსო განცხადების შეფასებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობის წარმოდგენა.
2. დოკუმენტების მონაცემების საკონკურსო პირობებისადმი შეუსაბამობა.
3. ნებართვის მაძიებლის მიერ დოკუმენტების არასრულად წარმოდგენა.
4. განცხადება შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
5. თუ მე–6 მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილი ცნობები და შესაბამისი საექსპერტო დასკვნები გაცემული არ არის კონკურსის გამოცხადების თარიღიდან განცხადებების რეგისტრაციის დასრულებამდე ვადაში.
მუხლი 8. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები
1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქულობრივი შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებით და მძღოლთა სამუშაო გამოცდილებით;
ბ) შემოთავაზებული მგზავრობის ფასით (კონკურსამდე 6 თვის განმავლობაში არსებული მგზავრობის ფასის შენარჩუნების შესახებ თანხმობა);
გ) ნებართვის წარმოდგენილი ფასით.
2. საერთო შეფასებაში თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.
3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.
4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით: S = 0.60C + 0,25T+0.15F, სადაც: C – არის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებისა და მძღოლთა სამუშაო გამოცდილების შეფასების ქულა, ხოლო 0.60 – ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; T – არის ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული მგზავრობის ფასის შეფასების ქულა, ხოლო 0,25 ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი; F – არის ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გაცემის საწყისი ფასის ტოლი ან მეტი შემოთავაზებული ფასის შედეგად მიღებული შეფასების ქულა, ხოლო 0,15 არის ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი.
5. სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებისა და მძღოლის/მძღოლთა სამუშაო გამოცდილების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yi
C = –––––––––––––, i=1,2,3…n,
n
სადაც: n – არის ლოტზე თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა; Yi – იანგარიშება ნებართვის მაძიებლის წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების, ევროსტანდარტის კატეგორიისა და მასზე მიმაგრებული მძღოლის/მძღოლების სამუშაო გამოცდილების შეფასების ქულების საშუალო მნიშვნელობით. Yi - იანგარიშება ფორმულით: Yi = (Aწელი + Aევრო+ Aმძღოლი)/3,სადაც: Aწელი – არის თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების ქულა;Aევრო – თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების ევროსტანდარტთან შესაბამისობის ქულა; Aმძღოლი - თითოეულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მძღოლების სამუშაო გამოცდილების შესაბამისი ქულათა საშუალო მნიშვნელობა.
6. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ქულის მინიჭება წლოვანების მიხედვით ხდება შემდეგი წესით:
ა) 2 წელზე ნაკლები – 50 ქულა; ბ) 2 - დან 4 წლამდე – 45 ქულა;
გ) 4 - დან 6 წლამდე – 40 ქულა; დ) 6 - დან 10 წლამდე – 35 ქულა;
ე) 10 - დან 15 წლამდე – 30 ქულა; ვ) 15 წელი და მეტი – 10 ქულა.
შენიშვნა: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების გამოთვლა ხდება ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული გამოშვების წლისა და კონკურსის ჩატარების წლის მეშვეობით.
7. თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების ევროსტანდარტთან შესაბამისობისქულის მინიჭება ხდება შემდეგი წესით:
|
EURO – 6 |
სტანდარტს |
50 ქულა |
|
EURO – 5 |
სტანდარტს |
45 ქულა |
|
EURO –4 |
სტანდარტს |
40 ქულა |
|
EURO – 3 |
სტანდარტს |
25 ქულა |
|
EURO – 2 |
სტანდარტს |
20 ქულა |
|
EURO – 1 |
სტანდარტს |
10 ქულა |
8. თითოეულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მძღოლის სამუშაო გამოცდილების ქულის მინიჭება ხდება შემდეგი წესით:
|
სამუშაო გამოცდილება |
ქულა |
|
10 წელზე მეტი |
50 |
|
5-10 წელი |
45 |
|
1-4 წელი |
40 |
9. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე შემოთავაზებული მგზავრობის ფასის კრიტერიუმი „T“ ქულობრივად ფასდება მგზავრობის ღირებულების საბაზრო პირობებით განსაზღვრული, კონკურსამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებული მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების მიხედვით.
10. მგზავრობის ფასის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი თანხმობა ლოტზე კონკურსამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებული მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების შესახებ – T= 50 ქულა;
ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილია მგზავრობის ფასის გაზრდის მოთხოვნა – T= 0 ქულა.
შენიშვნა: შემოთავაზებული მგზავრობის ფასი შეიცვლება მხოლოდ ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, შესაბამისად ნებართვის გაცემის ფასის კორექტირებით.
11. „F“ არის ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გაცემის საწყისი ფასის ტოლი ან მეტი შემოთავაზებული ფასის შედეგად მიღებული შეფასების ქულა, რომელიც იანგარიშება ნებართვის გაცემის საწყის ფასზე მისი ოდენობის 1 (ერთი) პროცენტის დამატებით და ყოველ (ერთ) პროცენტზე შეადგენს – 0,5 ქულას.
12. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს ერთნაირ ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელსაც:
ა) ექნება ყველაზე მაღალი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების ქულა;
ბ) ექნება ყველაზე მაღალი ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის წარმოდგენილი ფასის შემოთავაზებით მიღებული ქულა;
გ) ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით ლოტზე გამარჯვებულის ვერგამოვლენის შემთხვევაში ნებართვის მაძიებლებს კონკურსის მსვლელობის პერიოდში ეძლევათ უფლება დახურულ კონვერტში დააფიქსირონ ნებართვის გაცემის ფასის ახალი გაზრდილი ოდენობა. გამარჯვებული გამოვლინდება ნებართვის გაცემის ფასის უფრო მაღალი ოდენობის დაფიქსირების შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურა გრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.
მუხლი 9. კონკურსის შედეგების შეჯამება
1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.
2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები.
3. ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) სხდომაში მონაწილე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ვინაობა (მათი არსებობის შემთხვევაში);
ე) განხილვის საგანი;
ვ) სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ახსნა–განმარტებების აღწერა;
ზ) შეფასების შედეგები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება.
4. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ.
5. კონკურსში გამარჯვებულს, სანებართვო მოწმობის მიღებამდე უფლება არა აქვს განახორციელოს სანებართვო საქმიანობა.
6. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
7. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი:
ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება;
ბ) ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული;
გ) კონკურსზე წარმოდგენილი ყველა განცხადება არ დაიშვა შეფასებაზე;
დ) საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას.
მუხლი 11. ნებართვის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის წესი
ნებართვის მაძიებელს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე კომისიის მიერ კონვერტების გახსნის პროცესის დაწყების შემდეგ. განცხადების მიღების შემდეგ ნებართვის მაძიებელს, კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში არ დაუბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
მუხლი 12. ნებართვის გაცემის წესი და პირობები
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, კონკურსის შედეგების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ლოტებზე ცალ-ცალკე.
2. ნებართვის გარეშე სამგზავრო გადაყვანის განხორციელება გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ერთ ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა.
4. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ნებართვის გამცემსა და გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
5. თუ გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოელია, მაშინ მან ხელშეკრულების გაფორმებამდე თავისი 100%–იანი წილით საქართველოში უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.
6. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის ფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა სანებართვო მოწმობა.
7. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ ნებართვის მაძიებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობებს ადგენს ნებართვის გამცემი.
8. სანებართვო მოწმობის გაცემის შემდეგ კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილი ხდება განახორციელოს სატრანსპორტო მომსახურება.
9. უცხოელის ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსის გამარჯვებულზე სანებართვო მოწმობა არ გაიცემა.
10. ამ მუხლის მე–10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტით.
მუხლი 13. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.
2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელი არ არის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული;
ბ) ნებართვის მაძიებლის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული;
გ) წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე–10 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში.
3. ნებართვის გაცემაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.
4. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, დადგენილი წესით.
მუხლი 14. განმეორებითი კონკურსი
1. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ამ წესის მე-10 მუხლში წარმოდგენილი გარემოებების დადგომისას.
2. განმეორებითი კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში.
3. განმეორებითი კონკურსი ტარდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დაადგინოს საბანკო გარანტიის ახალი გაზრდილი ოდენობა.
მუხლი 15. სანებართვო პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში უზრუნველყოს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა მხოლოდ სანებართვო მოწმობით დადგენილი მარშრუტებით;
ბ) ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში უზრუნველყოს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა მხოლოდ სანებართვო მოწმობაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობით;
გ) ლოტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა დააკომპლექტოს კონკურსის შედეგებით გამოვლენილი საუკეთესო ტექნიკური მონაცემების მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
დ) მარშრუტის სქემის შეცვლის შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ყოველდღიური რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;
ე) მარშრუტებისთვის დადგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოვედღიური რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების სქემის შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
ვ) ნებართვის მფლობელმა, მარშრუტებისთვის დადგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოვედღიური რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში უნდა გადაიხადოს გაზრდილი რაოდენობისათვის განსაზღვრული ნებართვის გაცემის ფასი;
ზ) ნებართვის მფლობელმა საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებითა და აუცილებლობის შემთხვევაში, ნებართვის გამცემის თანხმობით, ჩანაცვლება მოახდინოს იმდაგვარად, რომ არ მოხდეს საკონკურსო შეფასებით მიღებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების (Aწლოვანება + Aევრო) ქულის გაუარესება, ხოლო დამატების შემთხვევაში სავალდებულო რაოდენობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფასების ქულათა საშუალო მნიშვნელობის გაუარესება;
თ) ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე იყოლიოს ლოტისთვის განსაზღვრული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა;
ი) ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში დაიცვას სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვა–ექსპლუატაციის წესები, ასევე უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების შესრულებისას უზრუნველყოს მოქმედი, სპეციალური საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების დაცვა;
კ) უზრუნველყოს მარშრუტზე გაშვებული თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა და ნორმალური სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა;
ლ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მარშრუტზე მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისათვის საჭირო ტექნიკური პროცედურების შესასრულებლად, კერძოდ: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასარეისო ტექნიკური დათვალიერების, მძღოლების სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად და სათანადო დოკუმენტაციის გასაცემად საკუთრებაში ან/და სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი პუნქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური სერვისის აუცილებელ პირობებს (რამდენიმე ნებართვის ფლობის შემთხვევაში სანებართვო მოწმობებში წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამური ოდენობის გათვალისწინებით), კერძოდ, ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის მოთხოვნების შესაბამისად უნდა გააჩნდეს:
ლ.ა) წინასარეისო გამშვები პუნქტი;
ლ.ბ) მძღოლთა სამედიცინო შემოწმების პუნქტი;
ლ.გ) ყოველდღიური და პერიოდული ტექნიკური მომსახურების პოსტები;
მ) „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა უზრუნველყოს სანებართვო მოწმობის გაცემამდე;
ნ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
ო) ნებართვის გამცემის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის პირადი ჰიგიენის და ჩაცმულობის შესაბამისობა დადგენილ ნორმებთან;
პ) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;
ჟ) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა სვლაგეზის მაჩვენებელი დადგენილი ნიმუშის ფირნიშებით (ელექტრო–ტაბლოებით), მგზავრობის ფასის გადახდის ელექტრონული/ან სხვა სისტემებით. სალონში მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება მძღოლის სახელი, გვარი, ფოტო–სურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ფასი;
რ) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული, ლოტისთვის განსაზღვრულ სავალდებულო რაოდენობაზე მეტი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა „GPS“ ტრეკერით. ასევე გასწიოს, ჩანაცვლებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტრეკერის მონტაჟის ხარჯი;
ს) აწარმოოს სამგზავრო მარშრუტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის მაჩვენებლების ყოველდღიური აღრიცხვა–ანალიზი და რეგულირება;
ტ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება–დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;
უ) დაიცვას საწყის და ბოლო გაჩერებებზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის წესები და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები;
ფ) ნებართვის გამცემის თანხმობის გარეშე მარშრუტზე სანებართვო მოწმობის დანართში რეგისტრირებული მძღოლების გარდა სამუშაოდ არ დაუშვას სხვა მძღოლები. დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის სამუშაო დროის ნორმატივები. მძღოლების ჩანაცვლების შემთხვევაში წარმოადგინოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. მძღოლების ჩანაცვლებისას არ უნდა გაუარესდეს კონკურსზე დაფიქსირებული მძღოლთა სამუშაო გამოცდილების შეფასებით მიღებული ქულათა საშუალო მნიშვნელობა;
ქ) სანებართვო მოწმობის დანართში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშულებებისა და მძღოლების ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში ხელი შეუწყოს ნებართვის გამცემს წინამდებარე წესის საკონკურსო პირობებით დადგენილი მოთხოვნების განხორციელებაში;
ღ) სატრანსპორტო მომსახურება გასწიოს მის მიერ, ნებართვის გამცემზე შეთავაზებული მგზავრობის ფასის შესაბამისად. შემდგომში ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ორივე მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (ფორსმაჟორი, ინფლაციის ინდექსის მკვეთრი ზრდა და ა.შ.) გამოწვეული ტარიფების გაზრდის/გადახედვის აუცილებლობა, რომელზედაც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ წინასწარ, კანონით დადგენილი წესით;
ყ) აწარმოოს მგზავრთა საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;
შ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამა განათავსოს კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე უზრუნველყოს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული სარეკლამო ან/და სოციალური რეკლამის (ლოგო და ა.შ.) განთავსება;
ჩ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს კონკურსის შედეგებით განსაზღვრული ნებართვის გაცემის ფასი;
ც) მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის, ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით. ამასთან, ნებართვის გამცემს გონივრულ ვადაში, წინასწარ წერილობით შეატყობინოს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის თაობაზე;
ძ) მოთხოვნა ნებართვის გაუქმების შესახებ ნებართვის გამცემს წარუდგინოს მინიმუმ სამი თვით ადრე;
წ) არ დაუშვას ნებართვის რაიმე ფორმით სხვა პირზე გადაცემა, თუკი არ არსებობს ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობა და მის მიერვე დადგენილი პირობები;
ჭ) ყოველნაირად შეუწყოს ხელი მუშაობაში უფლებამოსილ შემმოწმებელს, წარუდგინოს მას საჭირო ინფორმაცია. დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს მის ქონებაზე ან ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, აგრეთვე ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების შესახებ;
ხ) ნებართვის ვადის მოქმედების პერიოდში მკაცრად დაიცვას ამ წესის მე–6 მუხლის მე–6 პუნქტით განსაზღვრული პირობები, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და ვიზუალურ იერსახეს;
ჯ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:
ა) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როცა შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სატრანსპორტო სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი ან გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი;
ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის უკეთ ორგანიზების საკითხებზე;
გ) ისარგებლოს საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.
3. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები:
ა) დადგენილი წესით გასცეს ნებართვა, შეიტანოს მასში ცვლილება ან გააუქმოს ის;
ბ) აწარმოოს უწყებრივი და ტექნიკური რეესტრი;
გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია ნებართვის გაცემის, ან მისი გაუქმების შესახებ;
დ) დადგენილი წესის მიხედვით შეინახოს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია;
ე) კანონით და ამ წესის შესაბამისად გააკონტროლოს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულება და მიიღოს საჭირო ადმინისტრაციული ზომები;
ვ) ლოტზე სავალდებულო რაოდენობის სამგზავრო ავტოსატრასპორტო საშუალებები აღჭურვოს GPS ტრეკერით და უზრუნველყოს მისი მომსახურება;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესება, მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება ან გაზრდა და ა.შ.) ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილოს საკითხი, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება (თანხმობა მარშრუტის დროებით შეცვლაზე, სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური რაოდენობის დროებით შეცვლაზე) და გასცეს თანხმობა კონკრეტულ საჭიროებაზე;
თ) განსაზღვროს ლოტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს, ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში საშუალება ექნება შეუფერხებლად განახორციელოს სატრანსპორტო მომსახურება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გასცეს ნებართვის მფლობელზე სანებართვო მოწმობა და მარშრუტის სატრანსპორტო სქემა (ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემცირებული მასშტაბის რუკაზე დატანილი მარშრუტის სქემა, ქუჩების მითითებით);
კ) წინამდებარე წესის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიმართ გამოიყენოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
მუხლი 16. ნებართვა და სანებართვო მოწმობა
1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან მის გაუქმებამდე.
2. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულზე, საკონკურსო პირობების შესრულების თაობაზე ნებართვის გამცემის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის საფუძველზე.
3. ნებართვის მფლობელსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ფორმდება ხელშეკრულება სანებართვო პირობების შესრულებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.
4. ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, სანებართვო და სახელშეკრულებო მოთხოვნებით დადგენილი საქმიანობის შეწყვეტის ან/და ნებართვის გაუქმებისას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ლოტზე ახალი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულისთვის სანებართვო საქმიანობის მინიჭებამდე ვადაში, სანებართვო საქმიანობის უფლება მიანიჭოს მის მიერ შერჩეულ გადამზიდველს ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეულმა გადამზიდველმა სანებართვო საქმიანობა უნდა განახორციელოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ახალი ნებართვის გაცემის საწყისი ფასის გადახდის პირობით.
5. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანებისას ნებართვის მფლობელმა წერილობით უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. მანამდე იგი უფლებამოსილია განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
6. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი უნდა გაიცეს განცხადების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო უწყებრივ სანებართვო რეესტრში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი ამის თაობაზე. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
7. დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია წერილობით განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემს წარუდგინოს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის ქვითარი.
8. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი შეადგენს 30 (ოცდაათი) ლარს.
მუხლი 17. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები
1. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.
2. ლოტზე ნებართვის გაცემის ფასის საბოლო ოდენობის დადგენა და მისი კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ასახვა ხდება კონკურსის შედეგების მიხედვით.
3. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება საანგარიშო წლის ყოველი თვის 28 რიცხვის ჩათვლით.
4. ნებართვის გაცემის ფასის, ყოველი საანგარიშო თვის 28 რიცხვის ჩათვლით, გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ნებართვის გაცემის ფასის დავალიანების 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის თანხა მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და დაიწყება ნებარათვის გაუქმების პროცედურა.
6. ნებართვის გაცემის ფასისა და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
7. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი.
8. ნებართვის გაცემის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო თვის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა სატრანსპორტო მომსახურება.
მუხლი 18. პასუხისმგებლობა სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ნებართვა ვადის გასვლამდე შეიძლება გაუქმებულ იქნეს:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში (იურდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა;
გ) სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ შორის:
გ.ა) ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1351 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – „მარშრუტის სატრანსპორტო სქემის“ თვითნებურად დარღვევის სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ გამოვლენის შემთხვევაში;
გ.გ) მარშრუტზე საკონკურსო პირობებით განსაზღვრული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური რაოდენობის თვითნებურად გაზრდის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ექვსი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ გამოვლენის შემთხვევაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რის შესახებ ნებართვის მფლობელს ეცნობება დაუყოვნებლივ.
5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.
6. ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო მოწმობის ჩაუბარებლობისას, მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი ყოფილი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.
მუხლი 19. უწყებრივი და ტექნიკური სანებართვო რეესტრი
1. უწყებრივ და ტექნიკურ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.
2. მონაცემები ნებართვის გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ ნებართვის გამცემს რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
3. უწყებრივ რეესტრში შეიტანება:
ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ, ფიზიკური პირისთვის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მონაცემები; ინდივიდუალური მეწარმისთვის, იურიდიული პირისთვის მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის (შეცვლის, რეორგანიზაციის), ადგილსამყოფელის შესახებ;
გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, ნებართვის სახეობა, ლიცენზიის ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.
4. ტექნიკურ სანებართვო რეესტრში შეიტანება:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები;
ბ) მძღოლთა პერსონალური მონაცემები.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.
მუხლი 20. რეგულირების წესის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტაცია
რეგულირების წესით განსაზღვრული კონკურსის ჩასატარებლად, გამარჯვებულის გამოსავლენად, სახელშეკრულებო ურთიერთობების დასარეგულირებლად საჭირო ფორმებს და დოკუმენტების ნიმუშებს ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 21. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების (M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 25 მაისის დადგენილება №110 – ვებგვერდი, 03.06.2011წ.
ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 05.02.2013წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №90 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის დადგენილება №94 - ვებგვერდი, 01.05.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №181 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 30.04.2019წ.
ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულისამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასები
|
სატრანსპორტო საშუალების კატეგორია |
მარშრუტის ნომერი |
ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ მარშრუტზე თვეზე გაანგარიშებით |
|
მსუბუქი ავტომობილები (M1 კატეგორია) |
101 |
20 |
|
102 |
20 |
|
|
103 |
20 |
|
|
104 |
20 |
|
|
105 |
20 |
|
|
ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით (M2 კატეგორია) |
1 წრიული მარცხენა |
2550 |
|
1 წრიული მარჯვენა |
2550 |
|
|
3 |
320 |
|
|
4 |
1080 |
|
|
5 |
1530 |
|
|
6 |
1560 |
|
|
6ა |
270 |
|
|
7 |
270 |
|
|
9 |
360 |
|
|
10 |
300 |
|
|
11 |
2850 |
|
|
15 |
720 |
|
|
16 |
480 |
|
|
17 |
750 |
|
|
18 |
450 |
|
|
19 |
900 |
|
|
20 |
420 |
|
|
21 |
1250 |
|
|
23 |
1350 |
|
|
23ა |
960 |
|
|
25 |
6300 |
|
|
26 |
360 |
|
|
28 |
900 |
|
|
30 |
180 |
|
|
31 |
720 |
|
|
33 |
120 |
|
|
34 |
1200 |
|
|
34ა |
1080 |
|
|
35 |
720 |
|
|
36 |
720 |
|
|
37 |
300 |
|
|
38 |
1200 |
|
|
38ა |
90 |
|
|
39 |
180 |
|
|
44 |
1320 |
|
|
48 |
2100 |
|
|
50 |
2880 |
|
|
52 |
630 |
|
|
55 |
1080 |
|
|
100 |
7680 |
|
|
200 მარცხენა |
2040 |
|
|
200 მარჯვენა |
2040 |
|
|
ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით (M3 კატეგორია) |
1 წრიული (მარცხენა) |
600 |
|
1 წრიული (მარჯვენა) |
480 |
|
|
2 |
180 |
|
|
4 |
240 |
|
|
5 |
225 |
|
|
10 |
120 |
|
|
19 |
240 |
|
|
20 |
225 |
|
|
22 |
180 |
|
|
25 |
260 |
|
|
31 |
360 |
დანართი №3
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №90 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 19.05.2017წ.
ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასები (მარშრუტებისათვის, რომელთა ნებართვებს მოქმედების ვადა აქვთ)
|
ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით (M2 კატეგორია) |
მარშრუტების ნომერი |
ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ მარშრუტზე თვეზე გაანგარიშებით |
|
1 წრიული მარცხენა |
1440 |
|
|
1 წრიული მარჯვენა |
1440 |
|
|
4 |
520 |
|
|
6ა |
220 |
|
|
7 |
180 |
|
|
10 |
180 |
|
|
15 |
330 |
|
|
16 |
330 |
|
|
17 |
585 |
|
|
19 |
525 |
|
|
21 |
520 |
|
|
23 |
600 |
|
|
23ა |
455 |
|
|
25 |
2430 |
|
|
28 |
600 |
|
|
31 |
260 |
|
|
33 |
120 |
|
|
34 |
520 |
|
|
34ა |
520 |
|
|
35 |
520 |
|
|
36 |
390 |
|
|
38ა |
90 |
|
|
52 |
325 |
|
|
ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით (M3 კატეგორია) |
1 წრიული (მარცხენა) |
600 |
|
1 წრიული (მარჯვენა) |
440 |
|
|
2 |
260 |
|
|
4 |
240 |
|
|
5 |
160 |
|
|
10 |
120 |
|
|
19 |
240 |
|
|
20 |
160 |
|
|
22 |
180 |
|
|
25 |
260 |
|
|
31 |
160 |
შენიშვნა: №2 დანართით დადგენილი ნებართვის გაცემის საწყისი ფასები, №3 დანართით განსაზღვრული მარშრუტებისათვის ამოქმედდეს ამ მარშრუტების ნებართვის ვადის ამოწურვის ან ნებართვის გაუქმების შემთხვევაში.
+
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოსდადგენილება № 100
2011 წლი ს 14 მარტი
2011 წლი ს 14 მარტი
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის , მასში გამარჯვებულის გამოვლენის , ნებართვის მოქმედების ვადის , სანებართვო პირობების , ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების გაცემა მარტივი ადმინისტრაციული წესის ნაცვლად, განისაზღვრა კონკურსის ჩატარების საფუძველზე. ამასთან, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის ნაცვლად, შემოღებულ იქნა ნებართვის გაცემის ფასი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:🔗
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:🔗
1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 28 მარტის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა და მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის №215 დადგენილება.
1. „ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 28 მარტის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა და მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის №215 დადგენილება .
2. „ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულური სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის №205 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2, და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და მისი გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №63 დადგენილება.
მუხლი 2. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი №1 დანართის შესაბამისად.🔗

(დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის )
მუხლი 3. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასები №2 დანართის შესაბამისად.🔗
(დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის )
მუხლი 4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.🔗
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი №1
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი
ზოგადი ნაწილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და ნებართვების რეგულირების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების, კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და სანებართვო პირობების შესრულების პირობებს, აგრეთვე, ნებართვის მოქმედების ვადას.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის ჩატარების, მასში მონაწილეობის, გამარჯვებულის გამოვლენის, გადაყვანებზე ნებართვის გაცემის პირობებს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს.
2. წესი შემუშავებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;
ბ ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი (საკუთარი) მასა – ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა ტვირთის (მგზავრების) გარეშე, კვების, გაგრილების, შეზეთვისა და სხვა სისტემების შევსებული მოცულობებით საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული მაკომპლექტებელი ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობით, სათადარიგო საბურავის ჩათვლით;
ბ) „მსუბუქი ავტომობილი“ – მგზავრის გადასაყვანად და/ან ბარგის გადასატანად განკუთვნილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილის რაოდენობა მძღოლის ადგილის გარდა არ აღემატება 8–ს (M1 კატეგორია);
გ ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი (მწარმოებელი);
გ) „ავტობუსი“ – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 და M3კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა), რომელიც გადაადგილდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად;
დ) მსუბუქი ავტომობილი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა ( M1 კატეგორია);
გ.ა) „M2 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;
ე) მსუბუქი ავტომობილი - ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
გ.ბ) „M3 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონა და მეტია;
ვ) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები);
ვ.ა) M2 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;
ვ.ბ) M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია;
ზ ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე, დადგენილი წესით;
თ ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;
ი ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პერსონალურად გადასატანი ნივთი, ზომით არა უმეტეს 60 სმ × 40 სმ × 30 სმ;
კ ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანა – (გადაზიდვა საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მგზავრთა გადაყვანა) – ტვირთის გადაზიდვა;
კ) „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაყვანა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად;
ლ ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანა -გადაზიდვას;
ლ) „ლოტი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ცალკეული ან რამდენიმე მარშრუტის შესაბამისად;
მ) რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ ი, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს;
ნ ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით (არსებობის შემთხვევაში), თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში;
ნ) „ნებართვა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გადამზიდველისათვის განსაზღვრული ვადით, M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება, დადგენილი სანებართვო პირობების დაცვით;
ო ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;
პ ) რეისი – მარშუტზე შესრულებული ან შესასრულებელი სატრანსპორტო პროცესი;
ჟ ) მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;
რ) ნებართვა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ს ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ს) „ნებართვის გაცემის საწყისი ფასი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, M1,M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარული გადაყვანისათვის დადგენილი ნებართვის გაცემის ფასის მინიმალური ოდენობა, თვეზე გაანგარიშებით;
ტ) ნებართვის გამცემი – ქალაქ ქუთაისის მერი;
უ) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ფ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად.
ქ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;
ღ) ნებართვის გაცემის ფასი – M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარული გადაყვანის განხორციელებისათვის თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი, თვეზე გაანგარიშებით;
ყ) სანებართვო პირობები – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
შ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე;
ჩ) ფორსმაჟორი – მოვლენები, რომლებიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და ამასთან, აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შემდგომ შესრულებას და არ არის გამოწვეული იმ მხარის დაუდევარი მოქმედებით, რომლის ვალდებულების შესრულების უნარიც შეიზღუდა. ფორსმაჟორად ჩაითვლება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტიქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგანგებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა;
ც) ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ქალაქ ქუთაისის მერსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 3. ნებართვის გაცემის პირობები და წესები🔗
1. ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ქალაქ ქუთაისში გაიცემა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებულ M1 M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულარულ მარშრუტებზე.
3. კონკურსი ცხადდება:
ა) M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მსუბუქი ავტომობილებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;
ბ) M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;
გ) M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;
4. მარშრუტზე გაიცემა ერთი ნებართვა.
კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობები
მუხლი 4. კონკურსის ორგანიზება🔗
1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას.
2. ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი – ქალაქ ქუთაისის მერი.
3. კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მერია.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ უნდა იყოს:
ა) ნებართვის სახეობა;
ბ) ნებართვის გამცემის დასახელება;
გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი;
დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;
ე) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;
ვ) ინფორმაცია მარშრუტების შესახებ;
ზ) მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა;
თ) ნებართვის გაცემის ფასი;
ი) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;
კ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ქალაქ ქუთაისის მერი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ, მის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, ქალაქ ქუთაისის მერია აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ქალაქ ქუთაისის მერი ქმნის კომისიას შესაბამისი საქალაქო სამსახურების სპეციალისტებისაგან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესითა და კომისიის დებულებით.
3. კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მერი.
4. კომისია დამოუკიდებელია, არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
5. კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგენს ოქმს.
6. ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 6. საკონკურსო პირობები🔗
1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით.
2. ქალაქ ქუთაისის მერის მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთარსებულ, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ ქალაქ ქუთაისის მერის ბრძანებით დადგენილ მისამართზე და ვადაში.
4. ნებართვის მაძიებელმა, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მერის სახელზე წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს განცხადების მიმღებ პასუხისმგებელ პირთან, რომელიც აწარმოებს განცხადებების მიღების რეესტრს და ნებართვის მაძიებელთაგან განცხადებების მიღების დამთავრებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში განცხადებებს გადასცემს კომისიის მდივანს და აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს ქალაქ ქუთაისის მერს.
განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს;
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ე) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ვ) დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:
ვ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი (კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა, ტრანსპორტის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, ყოველ წარმოდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მართვის შესაბამისი კატეგორიის მქონე მძღოლის/ან მძღოლების სახელი და გვარი, მათი ტრანსპორტის მართვის მოწმობის ნომერი, ტრასპორტის სარეგისტრაციო და მძღოლების მართვის მოწმობების ქსეროასლები). ამასთან, მითითებული უნდა იყოს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი;
ვ.ბ) ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ.გ) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს იმ კატეგორიისა და იმ ტიპის, რაც გათვალისწინებულია ნებართვის მისაღებად გამოცხადებული მარშრუტის/ან მარშრუტების სატრანსპორტო სქემით;
ვ.დ) კონკურსზე წარმოდგენილ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირება;
ვ.ე) კონკურსზე წარმოდგენილი არც ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ უნდა იყოს რეგისტრირებული სხვა მარშრუტის სანებართვო მოწმობის დანართში, რომელზეც გაცემული ნებართვა ძალაშია, ხოლო ერთდროულად რამდენიმე მარშრუტზე ნებართვის გაცემის გამოცხადების შემთხვევაში, ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ მარშრუტზე;
ვ.ვ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
ვ.ზ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი;
ზ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით.
თ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული.
6. თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანია ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე -5 პუნქტის ,,ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ცნობები, ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებიდან.
7. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ მარშრუტზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე.
8. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე გაუხსნელად.
9. კომისია განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებაში მოქმედებს იმავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.
10. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება.
11. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისათვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, ნებისმიერ დროს.
12. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება მარშრუტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ქალაქ ქუთაისის მერი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, წინამდებარე წესის შესაბამისად.
13. ქალაქ ქუთაისის მერი უფლებამოსილია გადაავადოს განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ.
მუხლი 7. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები🔗
საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებია:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3, მე-8, მე-10 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა;
ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციის სიყალბე.
კონკურსის ჩატარება
მუხლი 8. კონკურსის ჩატარება🔗
1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულობრივი შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემებით;
ბ) ნებართვის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმებისა და პროგრამების მონაცემებით;
გ) ნებართვის მაძიებლების საკუთრებაში/ან სარგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის მონაცემებით.
2. საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.
4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით: S = 0.5C + 0.1L + 0.4G, სადაც: C – არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.5 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; L – არის ნებართვის მაძიებლის ბიზნეს-გეგმისა და პროგრამის შეფასების ქულა, ხოლო 0.1 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; G – არის ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასების ქულა, ხოლო 0.4 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: C = Yp X 100, სადაც: Yp – არის შესაფასებელი
5. სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებისა და მძღოლის/მძღოლთა სამუშაო გამოცდილების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yi
Ypmax
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: Yp = Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yn Ypmax – არის ავტოსატრანსპორტო
n
n
სადაც: n – არის ლოტზე თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა; Yi – იანგარიშება ნებართვის მაძიებლის წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების, ევროსტანდარტის კატეგორიისა და მასზე მიმაგრებული მძღოლის/მძღოლების სამუშაო გამოცდილების შეფასების ქულების საშუალო მნიშვნელობით. Yi - იანგარიშება ფორმულით: Yi = (Aწელი + Aევრო+ Aმძღოლი)/3,სადაც: Aწელი – არის თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების ქულა;Aევრო – თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების ევროსტანდარტთან შესაბამისობის ქულა; Aმძღოლი - თითოეულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მძღოლების სამუშაო გამოცდილების შესაბამისი ქულათა საშუალო მნიშვნელობა.
საშუალებების გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას ნებართვის მაძიებელთა მიერ მიღებულ საშუალო ქულათა შორის მაქსიმალური ქულა; Y1, Y2, Y3, ა.შ. და Yn არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული ქულა; n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის Y1, Y2, Y3, ა.შ. და Yn იანგარიშება შემდეგნაირად: Yn = Ayear + Astandart სადაც, Ayear – არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის შეფასების ქულა; Astandart – ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის ქულა.
EURO – 6
6. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის შეფასება ხდება შემდეგი ქულებით:
ა) 2010 წლის და მეტი – 50 ქულა;
სტანდარტს
ბ) 2005-დან 2010 წლამდე – 30 ქულა;
გ) 2000-დან 2005 წლამდე – 10 ქულა;
50 ქულა
დ) 2000 წლის ქვემოთ – 0 ქულა.
7. თითეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებითა და ქულებით:
ა) ძარას მდგომარეობა 1...5;
ბ) ძარას საფარველის მდგომარეობა 1...5;
EURO – 5
გ) სალონის მდგომარეობა 1...5;
დ) საბურავების ცვეთა 1...5;
სტანდარტს
ე) კარებების, ფანჯრებისა და მინების მდგომარეობა 1...5;
ვ) სავარძლების მდგომარეობა 1...5;
45 ქულა
ზ) სალონში გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების
სისტემების მუშაობის ხარისხი 1...10;
თ) სალონის განათების ხარისხი 1...5.
ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასება ხდება თითოეულ კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებულ ქულათა ჯამით.
EURO –4
9. ნებართვის მაძიებლის ბიზნეს-გეგმისა და პროგრამის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: L = Lp X 100, სადაც Lp = L b + Lr : Lb – ბიზნეს-გეგმის შეფასების ქულა 5...10;
Lpmax
სტანდარტს
Lr – პროგრამის შეფასების ქულა 1...5.
10. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი ნებართვის მაძიებლი, მაშინ მისი L p = Lpmax .
40 ქულა
11. ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:
G = Mp X 100, სადაც: Mp – არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/ან სარგებლობაში
Mpmax
არსებული ბაზის შეფასების ქულა; Mpmax – არის ნებართვის მაძიებლებლთა მიერ წარმოდგენილ ბაზების შეფასების ქულათა შორის მაქსიმალური ქულა.
EURO – 3
12. ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასება ხდება შემდეგი ქულებით: Mp = 50 – ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი მაღალი დონის მოწყობილობებით; Mp = 30 – ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი საშუალო დონის მოწყობილობებით; Mp = 10 – ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი დამაკმაყოფილებელი დონის მოწყობილობებით.
13. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი ქულა მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებისას, ხოლო თუ ამ შეფასებათა ქულათა ჯამიც თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მეტი ქულა მიიღო მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის შეფასებისას.
სტანდარტს
14. დაუშვებელია მომსახურების გასაწევად საკონკურსო განაცხადით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოთავაზება , თუ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის 1 -ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს;
25 ქულა
ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება;
გ) გადაკეთებულია მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებით, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესების დარღვევით.
15. ამ მუხლის მე -14 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევაში შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფასება კომისიის მიერ არ განხორციელდება და ქულებით შეფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. თუ მათი რაოდენობა შესაბამისობაშია სანებართვო პირობებთან, ნებართვის მაძიებელი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. თუ არ ფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი არც ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან შესაფასებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ არის შესაბამისობაში სანებართვო პირობებთან, მაშინ ნებართვის მაძიებელი ითვლება კონკურსიდან მოხსნილად და მას უარი ეთქმება ნებართვის მიცემაზე.
16. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად , თუ:
EURO – 2
ა) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს;
ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
სტანდარტს
მუხლი 9. არშემდგარი კონკურსი🔗
კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი:
20 ქულა
ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ან წინამდებარე წესის შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული;
ბ) ყველა წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
მუხლი 10. კონკურსის შედეგების შეჯამება🔗
1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე.
EURO – 1
2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით.
3. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ და კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს და ქალაქ ქუთაისის მერს.
სტანდარტს
4. კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.
მუხლი 11. განმეორებითი კონკურსი🔗
10 ქულა
1. ქალაქ ქუთაისის მერი ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ პირველი კონკურსის დროს არ მოხდება მარშრუტზე გამარჯვებულის გამოვლენა წინამდებარე წესის შესაბამისად .
2. განმეორებითი კონკურსი ცხადდება წინამდებარე წესის შესაბამისად.
მუხლი 12. სადავო საკითხების მოგვარება🔗
სამუშაო გამოცდილება
კონკურსთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ქულა
ნებართვის გაცემა
მუხლი 13. ნებართვის გაცემა🔗
1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელზე, თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე, კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ გამოცემული ბრძანებით , ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე .
2. თუ კონკურსში გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ, კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში მისი 100% წილობრივი მონაწილეობით უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა .
10 წელზე მეტი
3. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ ქალაქ ქუთაისის მერის გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და ქალაქ ქუთაისის მერს შორის ფორმდება ხელშეკრულება .
4. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.
50
5. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს დაუფუძნებლობის, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ქალაქ ქუთაისის მერი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, არა უგვიანეს 6 თვის ვადაში.
მუხლი 14. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები🔗
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.
5-10 წელი
2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელი არ არის ქალაქ ქუთაისის მერის მიერ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული;
45
ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად;
გ) წინამდებარე წესის მე -13 მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
3. უარი ნებართვის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.
მუხლი 15. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება🔗
1-4 წელი
ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 16. სანებართვო პირობები. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები🔗
40
1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომსახურების გაწევა დადგენილი სატრანსპორტო სქემითა და დადგენილი რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
ბ) ნებართვის გამცემის მიერ მარშრუტის სატრანსპორტო სქემის შეცვლის შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი სატრანსპორტო სქემის შესაბამისად;
გ) „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე სატრანსპორტო სქემის შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო სატრანსპორტო სქემის შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან;
დ) კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეცვლის, აგრეთვე, მძღოლების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს;
ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, სარგებლობაში იყოლიოს საკონკურსოდ განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა;
შენიშვნა: შემოთავაზებული მგზავრობის ფასი შეიცვლება მხოლოდ ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, შესაბამისად ნებართვის გაცემის ფასის კორექტირებით.
ვ) საკონკურსო განცხადებაში განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გაწევის დაწყებამდე, მომსახურება განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს სანებართვო პირობებს, მაგრამ სულ მცირე, ვარგისი უნდა იყოს მგზავრების გადაყვანისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვა -ექსპლუატაციის წესები, ხოლო უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 41-ე მუხლის მე -7 პუნქტით და მე -8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, დაიცვას ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, ავტოსტრანსპოტო საშუალების სერვისის წესის მოთხოვნები;
ი) ხაზზე გაშვებისას უზრუნველყოს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
კ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე საკუთრებაში/ან სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი ავტოსატრანსპორტო ბაზა;
ლ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები;
მ) თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები , მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;
ნ) უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით (შემოღების შემთხვევაში) მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;
ო) მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის პროცესში არ დაუშვას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;
პ) მომსახურების განხორციელებისას აანაზღაუროს მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;
ჟ) უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა მარშრუტის მაჩვენებელი დადგენილი ნიმუშის ფირნიშნებით (ელექტრონული ტაბლოებით), მარშრუტის სატრანპორტო სქემით, მოძრაობის განრიგის ცხრილით, მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ტაბლო მძღოლის სურათის, სახელისა და გვარის, ნებართვის მფლობელის დასახელების, ცხელი ხაზის ნომრის და მგზავრობის ღირებულების აღნიშვნით;
რ) აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება;
ს) დაიცვას საწყის , შუალედურ და საბოლოო გაჩერებებზე დგომის წესები, სისუფთავის და ჰიგიენური ნორმები. არ დაუშვას მგზავრთა აყვანა და ჩასვლა ნებადართული გაჩერებების გარდა . ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები;
ტ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება -დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;
უ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;
ფ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის (თუ მომსახურების გაწევა არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) ან მის მიერ განსაზღვრული მგზავრობის ფასის (თუ მომსახურების გაწევა არ არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) შესაბამისად;
ქ) მომსახურების განხორციელების დაწყებამდე ნებართვის გამცემს მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრობის ფასის ცვლილების შესახებ. შემდგომში მგზავრობის ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მინიმუმ 1 თვით ადრე აცნობებს ამის შესახებ ნებართვის გამცემს;
ღ) აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;
ყ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამა განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
შ) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი დადგენილი წესით;
ჩ) ნებართვის მფლობელი მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 1 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 3 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ;
ც) ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ 3 თვით ადრე;
ძ) ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის 1 -ლი პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ნებართვის გამცემს აქვს უფლება მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ადმინისტაციული ხელშეკრულების საფუძველზე ;
წ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა;
ჭ) ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაასხვისოს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილი;
ხ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;
ჯ) წარუდგინოს ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად;
ჰ) დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე ან მის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;
ჰ,ა) სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:
ა) იმუშაოს მარშრუტზე სანებართვო პირობების დაცვით;
ბ) მგზავრებისაგან მიიღოს სატრანსპორტო მომსახურების ტარიფით დადგენილი მგზავრობის საფასური;
გ) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი , თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ;
დ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით შეცვალოს ავტოსატრანსპორტო საშუალება მისი კატეგორიის, არაუმეტესი ხნოვანებისა და უკეთესი ტექნიკური მდომარეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით , ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს;
ე) შეცვალოს მძღოლი სხვა მძღოლით , თუ ის ფლობს ტრანსპორტის სახეობის მიხედვით ნებადართული კატეგორიის მართვის მოწმობას;
ვ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უკეთესად ორგანიზების შესახებ;
ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:
ა) მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უპირატესად დაასაქმოს ისინი;
ბ) ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტოსატრანსპორტო საშულებების შეცვლის შემთხვევაში ნებართვის გამცემს წარუდგინოს იმ ავტოსატრანსპორტო საშულებების ჩამონათვალი, მათი სარეგისტრაციო მონაცემების მითითებით, რომლითაც ის განახორციელებს მომსახურებას.
4. სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 17. ნებართვის გამცემის უფლება -მოვალეობები🔗
ნებართვის გამცემი:
ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გასცემს ნებართვას, ან აუქმებს მას;
ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის ან მისი გაუქმების შესახებ;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მოთხოვნების შესაბამისად, ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეაქვს ცვლილებები სანებართვო მოწმობის ჩანაწერებში;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე;
ვ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის სქემის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე;
თ) ვალდებულია განსაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა ;
ი) ნებართვის მფლობელის განცხადებით ან/და ნებართვის გამცემის ინიციატივით სანებართვო მოწმობების ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას ახოციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახური , რის შესახებ აცნობებ ს ნებართვის გამცემს, ქალაქ ქუთაისის მერს.
მუხლი 18. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა🔗
1. ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 10 -წლიანი ვადით.
2. ნებართვა ძალაშია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მის გაუქმებამდე.
3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე წესით დადგენილი ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.
მუხლი 19. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, მათი გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება🔗
სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი მტკიცდება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით.
მუხლი 20. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება🔗
ზ) ნებართვის მფლობელმა საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებითა და აუცილებლობის შემთხვევაში, ნებართვის გამცემის თანხმობით, ჩანაცვლება მოახდინოს იმდაგვარად, რომ არ მოხდეს საკონკურსო შეფასებით მიღებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების (Aწლოვანება + Aევრო) ქულის გაუარესება, ხოლო დამატების შემთხვევაში სავალდებულო რაოდენობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფასების ქულათა საშუალო მნიშვნელობის გაუარესება;
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
2. განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასის ოდენობაა 50 ლარი.
5. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.
ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი
მუხლი 21. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი🔗
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.
მუხლი 22. ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი🔗
ნებართვის გაცემის ფასი დგინდება ერთ თვეზე გაანგარიშებით, თითოეული მარშრუტისათვის ინდივიდუალურად (დადგენილების დანართი № 2).
მუხლი 23. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები🔗
1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველკვარტალურად, წინამდებარე წესის 22-ე მუხლის შესაბამისად, კვარტ ალის ბოლო თვის 25 რიცხვამდე.
2. ნებართვის გაცემის ფასის ამ მუხლში მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.1 % -ის ოდენობით.
3. ნებართვის გაცემის ფასის/პირგასამტეხლოს გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ, მითითებულ ი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
4. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი.
5. ნებართვის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო კვარტ ალის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება.
მუხლი 24. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა🔗
ნებართვის გაცემის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს ნებართვის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 25. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელის პასუხისმგებლობა🔗
ამ თავის შესაბამისად, ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 26. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი🔗
1. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს ნებართვის გაცემის ფასის გადახდისაგან.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. ნებართვის გაუქმება
მუხლი 27. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე🔗
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
მუხლი 28. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება🔗
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობითა და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში (იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა;
გ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის;
დ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
გ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1351 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – „მარშრუტის სატრანსპორტო სქემის“ თვითნებურად დარღვევის სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ გამოვლენის შემთხვევაში;
3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს.
6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას, მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.
უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა🔗
1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახური.
2. ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურს ნებართვის გაცემის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 საუშაო დღის ვადაში.
3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება უნდა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესის მოთხოვნების შესაბამისად .
4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.
პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის
მუხლი 30. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის🔗
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების (M1, M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
დასკვნითი დებულება
მუხლი 31. დასკვნითი დებულება🔗
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების (M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
დანართი №2
ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასები
სამგზავრო
სატრანსპორტო
საშუალება
ნებართვის გაცემის ფასი
თითოეულ მარშრუტზე თვეზე გაანგარიშებით
(ლარი)
(M კატეგორია)
(M1 კატეგორია)
101
20
102
20
103
20
104
20
105
20
სრული მასით (M2 კატეგორია)
ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით
(M კატეგორია)
3
1
320
4
1440
2
5
1440
4
6
520
10
6ა
180
270
11
7
2430
270
13
9
325
360
10
300
11
285015
330
720
16
330
480
17
585
750
21
18
520
450
22
19
325
900
20
420
21
125023
600
23ა
23ა
455
960
28
25
600
30
26
220
360
31
28
455
900
31ა
30
260
180
31
720
33
260
120
34
375
34ა
34ა
375
35
520
720
36
390
720
37
110
300
38
195
38ა
90
39
195
180
40
44
195
41
48
520
42
50
165
43
52
165
630
44
55
650
45
100
260
46
110
47
165
48
ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით (M3 კატეგორია)
630
600
49
455
480
50
2
900
180
51
4
525
240
53
5
525
225
54
10
450
120
55
19
240
20
225
22
180
25
260
31
360
დანართი №3 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №90 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 19.05.2017წ. ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასები (მარშრუტებისათვის, რომელთა ნებართვებს მოქმედების ვადა აქვთ)ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით (M2 კატეგორია)
მარშრუტების ნომერი ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ მარშრუტზე თვეზე გაანგარიშებით 1 წრიული მარცხენა 1440 1 წრიული მარჯვენა 14404
520
6ა
220
100
7
1800
180
200 მარცხენა
10
180
15
330
16
330
17
585
19
525
200 მარჯვენა
21
520
23
600
ავტობუსები
23ა
5 ტონაზე მეტი სრული
მასით (M კატეგორია)
455
25
1 მარცხენა
28
600
1 მარჯვენა
31
440
260
2
33
260
120
4
34
240
520
5
34ა
160
520
6
35
60
520
7
36
100
390
10
38ა
120
90
11
52
325
ავტობუსები 5 ტონაზე მეტისრული მასით (M3 კატეგორია)
1 წრიული (მარცხენა)600
1 წრიული (მარჯვენა)440
2
260
13
4
160
240
14
5
160
15
10
120
19
240
20
160
22
180
25
260
31
160
შენიშვნა: №2 დანართით დადგენილი ნებართვის გაცემის საწყისი ფასები, №3 დანართით განსაზღვრული მარშრუტებისათვის ამოქმედდეს ამ მარშრუტების ნებართვის ვადის ამოწურვის ან ნებართვის გაუქმების შემთხვევაში.
+
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 100
2011 წლი ს 14 მარტი
2011 წლის 14 მარტი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის , მასში გამარჯვებულის გამოვლენის , ნებართვის მოქმედების ვადის , სანებართვო პირობების , ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2, M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 25 მაისის დადგენილება №110 – ვებგვერდი, 03.06.2011წ.
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:🔗
1. „ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 28 მარტის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა და მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის №215 დადგენილება .
1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 28 მარტის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა და მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის №215 დადგენილება .
2. „ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულური სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის №205 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2, და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და მისი გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №63 დადგენილება.
მუხლი 2. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი №1 დანართის შესაბამისად.🔗
მუხლი 2. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2, M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი №1 დანართის შესაბამისად🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
მუხლი 3. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასები №2 დანართის შესაბამისად.🔗
(დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.🔗
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი №1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №90 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და ნებართვების რეგულირების წესი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2, M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
მუხლი 1. რეგულირების სფერო და საკანონმდებლო ბაზა🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის ჩატარების, მასში მონაწილეობის, გამარჯვებულის გამოვლენის, გადაყვანებზე ნებართვის გაცემის პირობებს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს.
2. წესი შემუშავებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;
ბ) „მსუბუქი ავტომობილი“ – მგზავრის გადასაყვანად და/ან ბარგის გადასატანად განკუთვნილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილის რაოდენობა მძღოლის ადგილის გარდა არ აღემატება 8–ს (M1 კატეგორია);
გ) „ავტობუსი“ – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 და M3კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა), რომელიც გადაადგილდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად;
გ.ა) „M2 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;
გ.ბ) „M3 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონა და მეტია;
დ) „მძღოლი“ – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;
ე) „მგზავრი“ - ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;
ვ) „ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა“ - საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა;
ზ) „რეგულარული გადაყვანა“ - მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს;
თ) „მარშრუტი“ - პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;
ი) „მოძრაობის განრიგი“- მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;
კ) „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაყვანა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად;
კ) „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაყვანა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად;
ლ) „ლოტი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ცალკეული ან რამდენიმე მარშრუტის შესაბამისად;
მ) „გადამზიდველი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას;
ნ) „ნებართვა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გადამზიდველისათვის განსაზღვრული ვადით, M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება, დადგენილი სანებართვო პირობების დაცვით;
ო) „ნებართვის გამცემი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი;
პ) „ნებართვის მაძიებელი“ – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად;
ჟ) „კონკურსში გამარჯვებული“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად;
რ) „ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;
ს) „ნებართვის გაცემის საწყისი ფასი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, M1,M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარული გადაყვანისათვის დადგენილი ნებართვის გაცემის ფასის მინიმალური ოდენობა, თვეზე გაანგარიშებით;
ტ) „ნებართვის წარმოდგენილი ფასი“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული ნებართვის გაცემის საწყისი ფასის ტოლი ან მეტი ფასი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით დალუქულ კონვერტში;
უ) „ნებართვის გაცემის ფასი“ – ნებართვის გაცემის საბოლოო ფასი, რომელიც აისახება ნებართვის გაცემის ხელშეკრულებაში;
ფ) „სანებართვო მოწმობა“ – სანებართვო უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ქ) „სანებართვო პირობები“ – საქართველოს შესაბამისი კანომდებლობით და წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების ამომწურავი ნუსხა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ღ) „პირი“ – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ყ) „საბანკო გარანტია“ – ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. უცხოური ბანკიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ;
შ) „საბანკო დაწესებულება“ – საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკი;
ჩ) „უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი გაუქმების თაობაზე;
ც) „ტექნიკური სანებართვო რეესტრი“ – მარშრუტებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლთა მონაცემთა სისტემური ერთობლიობა;
ძ) „ფორსმაჟორი“ – მოვლენა, რომელიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და არ არის გამოწვეული მხარის დაუდევარი მოქმედებით;
წ) „ხელშეკრულება“ – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა უფლება – მოვალეობები;
ჭ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ მარშრუტზე ყოველდღიურად მომუშავე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და ამ რაოდენობის 30 (ოცდაათი) პროცენტის ჯამი, მეტობით დამრგვალებული;
ხ) „მგზავრთნაკადი“ – დროის განსაზღვრულ პერიოდში, ერთი მიმართულებით გადაყვანილი ან გადასაყვანი მგზავრების რაოდენობა;
ჯ) „GPS/GSM სისტემა“ – ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების დისტანციური მონიტორინგის სისტემა, რომელიც გამოიყენება სადისპეტჩერო მართვის ერთიანი ავტომატიზირებული სისტემის ფუნქციონირებისათვის;
ჰ) „კომისია“ – ნებართვის გამცემის მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან შექმნილი დროებითი კოლეგიური ორგანო, რომელსაც კონკურსის ორგანიზაციულ – ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფის მიზნით ჰყავს საკუთარი აპარატი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
მუხლი 3. კონკურსის ორგანიზება🔗
1. კონკურსის მიზანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც ლოტის მიხედვით, საკონკურსო შედეგების შეჯამებისას მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და შეასრულებს საკონკურსო პირობებს. ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და მისთვის ქულების მინიჭების წესი მოცემულია წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელით უფლებამოსილია ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებართვის მფლობელებს, რათა ერთის მხრივ, ახალი კონკურსის ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო შემონატანები, ხოლო მეორეს მხრივ, ნებართვის მფლობელებს მიეცეთ გონივრული ვადა, რათა შეძლონ კონკურსისათვის სათანადოდ მომზადება.
4. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ მასმედიის (მათ შორის ინტერნეტის) საშუალებებით ცხადდება კონკურსამდე მინიმუმ 20 (ოცი) კალენდარული დღით ადრე.
5. კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს:
ა) ნებართვის სახეობა;
ბ) ნებართვის გამცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება;
გ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი;
დ) კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;
ე) ინფორმაცია ლოტის თაობაზე;
ვ) ლოტზე მგზავრთა გადაყვანის განხორციელებისათვის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა;
ზ) ნებართვის მოქმედების ვადა;
თ) ნებართვის გაცემის საწყისი ფასი;
ი) საბანკო გარანტიის ოდენობა;
კ) განცხადების მიმღები კომისიის აპარატის კოორდინატები;
ლ) აფიდავიტის ფორმის ნიმუში;
მ) ოფიციალური ვებგვერდის მისამართი (მისამართები), რომელსაც კომისია გამოიყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ევროსტანდარტთან შესაბამისობის შესაფასებლად.
მუხლი 4. კონკურსის ჩატარება🔗
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ლოტებზე ცალ-ცალკე.
2. ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით და ამ წესის მე–6 მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია (განცხადების გარდა) წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს. ნებართვის მაძიებელმა განაცხადი თითოეულ ლოტზე უნდა წარმოადგინოს ცალ-ცალკე. კომისია არ მიიღებს დაულუქავი კონვერტით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მას მაშინვე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს.
3. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. კომისიის აპარატში დოკუმენტაციის მიღება ხდება კონკურსის დაწყებამდე 3 (სამი) საათის განმავლობაში. დალუქული კონვერტები ნებართვის მაძიებლის თანდასწრებით თავსდება სპეციალურ გამჭვირვალე ყუთში. დოკუმენტაციის შემოტანის შემდეგ ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია დაესწროს დარბაზში კონკურსის მიმდინარეობის პროცესს. დროის ამოწურვისთანავე კომისია ნებართვის მაძიებლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის თანდასწრებით იწყებს კონვერტების გახსნის პროცედურას, მოთხოვნილი დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ახორციელებს ნებართვის მაძიებლის ქულობრივ შეფასებას.
4. პროცედურაზე კომისია უზრუნველყოფს მაქსიმალურ საჯაროობას: ვიდეო გადაღებების, მონიტორებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელი იქნება თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ დაგროვილი ქულების გაანგარიშებაზე თვალყურის დევნება. დოკუმენტაციის შემოწმების, შეფასებისა და ქულათა მინიჭების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ დამსწრე კომისიის წევრები.
მუხლი 5. კომისია🔗
1. კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოსავლენად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსში მონაწილეობაზე ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ნებართვის მაძიებლების შეფასება და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.
3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის სხვა წევრებისაგან.
4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
5. კონკურსის ორგანიზაციულ – ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. კომისიის აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
6. კომისიის აპარატის უფროსი იმავდროულად არის კომისიის მდივანიც.
7. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
8. კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
9. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
10. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.
11. კომისიის წევრები ავსებენ ხელწერილს ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებით.
12. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.
13. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავად კომისია.
14. თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
15. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) დაიცვას კონკურსის მონაწილეთა შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
16. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.
17. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
18. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.
19. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს სხდომებს და კომისიის თანხმობის შემთხვევაში მისცეს ახსნა – განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
20. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
21. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი სტატუსით, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველს.
22. კომისია სხდომაზე ოქმს ამტკიცებს ღია კენჭისყრით.
23. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
24. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. საკონკურსო პირობები🔗
1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლება-მოვალეობებით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა უფლება, წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება დადგენილ მისამართზე და ვადაში, რომელიც დგინდება კონკურსის გამოცხადების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
4. ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით და ამ მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
5. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დალუქული კონვერტით წარმოდგენილი შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) იურიდიული პირისათვის – სათანადო წესით გაფორმებული პარტნიორთა თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები;
ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ არ მიმდინარეობს იურდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
გ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ე) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელს არ აქვს საერთო სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საგადასახადო დავალიანება;
ვ) დოკუმენტაცია ლოტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ – საექსპლუატაციო და სხვა მონაცემების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:
ვ.ა) საკონკურსო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, შემდეგი მონაცემების მითითებით: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარკა, მოდელი, ტრანსპორტის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, გამოშვების წელი, კატეგორია, ტევადობა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, ყოველ წარმოდგენილ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მართვის შესაბამისი კატეგორიის მქონე მძღოლის/მძღოლების სახელი და გვარი, ტრანსპორტის მართვის მოწმობის ნომერი, ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, მძღოლის/მძღოლების სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ: ცნობა საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გადამზიდველის მიერ გაცემული ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ, შესაბამის სანებართვო მოწმობის ასლთან ერთად:
ვ.ბ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და მძღოლების მართვის მოწმობების ქსეროასლები;
ვ.გ) კონკურსზე წარმოდგენილი ყოველი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ.დ) კონკურსზე წარმოდგენილი ყველა სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს იმ კატეგორიისა და იმ ტიპის, რაც გათვალისწინებულია ნებართვის მისაღებად გამოცხადებული ლოტში შემავალი მარშრუტების სქემით;
ვ.ე) კონკურსზე წარმოდგენილ ყველა სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირება;
ზ) უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული საქსპერტო დასკვნა კონკურსზე წარმოდგენილი ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამართულობაზე:
ზ.ა) ძარისა და სალონის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ;
ზ.ბ) ხორციელდება თუ არა ავტობუსის სალონში ჰაერის ვენტილაცია ან/და კონდიცირება;
ზ.გ) ხორციელდება თუ არა სალონის გათბობა;
ზ.დ) ექვემდებარება თუ არა საქართველოს კანონდებლობით დადგენილ წესს გადაკეთებული ან/და კუსტარულად დამატებული სავარძლები;
ზ.ე) ავტობუსს გააჩნია თუ არა ერთი სამგზავრო და ერთი ავარიული, ან ორივე სამგზავრო კარი, მათი გამოყენების მდგომარეობა;
ზ.ვ) ავტობუსს გააჩნია თუ არა არანაკლებ ერთი ავარიული გამოსასვლელი წინა ან უკანა კედლიდან, ან ავარიული ლუქი სახურავში;
ზ.ზ) უდრის თუ არა 3 (სამს) ავარიული გამოსასვლელების საჭირო მინიმალური რაოდენობა, ავარიული ლუქების ჩაუთვლელად;
ზ.თ) შეესაბამება თუ არა სალონში სავარძლების რაოდენობა და განლაგება დადგენილ ნორმებს;
ზ.ი) შეესაბამება თუ არა სალონში გასასვლელის სიმაღლე დადგენილ ნორმას;
ზ.კ) შეესაბამება თუ არა სალონში გასასვლელის სიგანე დადგენილ ნორმას;
ზ.ლ) შეესაბამება თუ არა სამგზავრო (შესასვლელი) კარის სიმაღლე და შესასვლელი ღიობის სიგანე დადგენილ ნორმებს;
ზ.მ) შეესაბამება თუ არა ავტობუსში შესასვლელი კარის პირველი საფეხურის სიმაღლე გზიდან დადგენილ ნორმას;
ზ.ნ) შეესაბამება თუ არა ავტობუსის სალონის განათების ხარისხი დადგენილ ნორმას;
თ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების დაწყების გრაფიკი;
ი) კონკურსზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან;
კ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსში მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით;
ლ) ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული წერილობითი დასტური მგზავრობის ფასის შენარჩუნების შესახებ (კონკურსამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში დაფიქსირებული მგზავრობის ფასის შენარჩუნების თანხმობა). ასეთი დასტურის არწარმოდგენის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ნებართვის მაძიებელი აპირებს მგზავრობის ფასის გაზრდას, რაც ადეკვატურად აისახება მისი ქულებით შეფასებისას;
მ) ნებართვის მაძიებლის წერილობითი დასტური ნებართვის წარმოდგენილი ფასის შესახებ;
ნ) ნებართვის წარმოდგენილი ფასის სამმაგი ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია. კონკურსში თანაბარი ქულების მიღებისას, ამ წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებით გამარჯვებულად გამოვლენილმა ნებართვის მაძიებელმა სანებართვო მოწმობის გაცემამდე უნდა წარმოადგინოს მის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული ნებართვის გაცემის ფასის სამმაგი ოდენობის შესაბამისი თანხის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა ემთხვეოდეს ნებართვის მოქმედების ვადას. კონკურსში ვერ გამარჯვების შემთხვევაში საბანკო გარანტია უბრუნდება ნებართვის მაძიებელს;
ო) ნებართვის მაძიებლის მიერ შევსებული და დამოწმებული აფიდავიტის ფორმა;
პ) თუ ნებართვის მაძიებელი უცხოელი ან უცხოური კომპანიაა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა მიერ. ამასთან, ნებართვის გამცემს ცნობები უნდა წარედგინოს აპოსტილით სათანადოდ დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ჟ) დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება და თანდართული დოკუმენტები კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება მითითებულ მისამართზე;
რ) ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე ცალ–ცალკე;
ს) ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ერთზე მეტ ლოტზე, საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისათვის ცალ – ცალკე;
ტ) ამ მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილი ცნობები და შესაბამისი დასკვნები გაცემული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების თარიღიდან დოკუმენტაციის მიღების დასრულებამდე;
6. ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მარშრუტზე მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისათვის საჭირო ტექნიკური პროცედურების შესასრულებლად, კერძოდ: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასარეისო ტექნიკური დათვალიერების, მძღოლების სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად და სათანადო დოკუმენტაციის გასაცემად საკუთრებაში ან/და სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი პუნქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური სერვისის აუცილებელ პირობებს (რამდენიმე ნებართვის ფლობის შემთხვევაში სანებართვო მოწმობებში წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამური ოდენობის გათვალისწინებით), კერძოდ, ტექნიკურ რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად უნდა გააჩნდეს:
ა) წინასარეისო გამშვები პუნქტი;
ბ) მძღოლთა სამედიცინო შემოწმების პუნქტი;
გ) ყოველდღიური და პერიოდული ტექნიკური მომსახურების პოსტები;
7. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების დოკუმენტალური დადასტურება კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.
8. მოქმედი მარშრუტების სანებართვო მოწმობის/მოწმობების რეესტრში ან კონკურსში სხავადასხვა ლოტზე გამარჯვებულად გამოვლენილი ნებართვის მაძიებლების ტრანსპორტის რეესტრში ერთიდაიგივე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაფიქსირებისას, თვეში მისი სამუშაო დღეების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 დღეს. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი ვალდებულია სანებართვო მოწმობის გაცემამდე მოახდინოს მისი შეცვლა არანაკლები შეფასების მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
მუხლი 7. საკონკურსო განცხადების შეფასებაზე უარის თქმის საფუძვლები🔗
1. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობის წარმოდგენა.
2. დოკუმენტების მონაცემების საკონკურსო პირობებისადმი შეუსაბამობა.
3. ნებართვის მაძიებლის მიერ დოკუმენტების არასრულად წარმოდგენა.
4. განცხადება შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
5. თუ მე–6 მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილი ცნობები და შესაბამისი საექსპერტო დასკვნები გაცემული არ არის კონკურსის გამოცხადების თარიღიდან განცხადებების რეგისტრაციის დასრულებამდე ვადაში.
მუხლი 8. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები🔗
1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქულობრივი შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებით და მძღოლთა სამუშაო გამოცდილებით;
ბ) შემოთავაზებული მგზავრობის ფასით (კონკურსამდე 6 თვის განმავლობაში არსებული მგზავრობის ფასის შენარჩუნების შესახებ თანხმობა);
გ) ნებართვის წარმოდგენილი ფასით.
2. საერთო შეფასებაში თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.
3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.
4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით: S = 0.60C + 0,25T+0.15F, სადაც: C – არის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებისა და მძღოლთა სამუშაო გამოცდილების შეფასების ქულა, ხოლო 0.60 – ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; T – არის ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული მგზავრობის ფასის შეფასების ქულა, ხოლო 0,25 ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი; F – არის ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გაცემის საწყისი ფასის ტოლი ან მეტი შემოთავაზებული ფასის შედეგად მიღებული შეფასების ქულა, ხოლო 0,15 არის ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი.
5. სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებისა და მძღოლის/მძღოლთა სამუშაო გამოცდილების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yi
C = –––––––––––––, i=1,2,3…n,n
სადაც: n – არის ლოტზე თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა; Yi – იანგარიშება ნებართვის მაძიებლის წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების, ევროსტანდარტის კატეგორიისა და მასზე მიმაგრებული მძღოლის/მძღოლების სამუშაო გამოცდილების შეფასების ქულების საშუალო მნიშვნელობით. Yi - იანგარიშება ფორმულით: Yi = (Aწელი + Aევრო+ Aმძღოლი)/3,სადაც: Aწელი – არის თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების ქულა;Aევრო – თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების ევროსტანდარტთან შესაბამისობის ქულა; Aმძღოლი - თითოეულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მძღოლების სამუშაო გამოცდილების შესაბამისი ქულათა საშუალო მნიშვნელობა.
6. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ქულის მინიჭება წლოვანების მიხედვით ხდება შემდეგი წესით:
ა) 2 წელზე ნაკლები – 50 ქულა; ბ) 2 - დან 4 წლამდე – 45 ქულა;
გ) 4 - დან 6 წლამდე – 40 ქულა; დ) 6 - დან 10 წლამდე – 35 ქულა;
ე) 10 - დან 15 წლამდე – 30 ქულა; ვ) 15 წელი და მეტი – 10 ქულა.
შენიშვნა: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების გამოთვლა ხდება ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული გამოშვების წლისა და კონკურსის ჩატარების წლის მეშვეობით.
7. თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების ევროსტანდარტთან შესაბამისობისქულის მინიჭება ხდება შემდეგი წესით:
EURO – 6
სტანდარტს
50 ქულა
EURO – 5
სტანდარტს
45 ქულა
EURO –4
სტანდარტს
40 ქულა
EURO – 3
სტანდარტს
25 ქულა
EURO – 2
სტანდარტს
20 ქულა
EURO – 1
სტანდარტს
10 ქულა
8. თითოეულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მძღოლის სამუშაო გამოცდილების ქულის მინიჭება ხდება შემდეგი წესით:
სამუშაო გამოცდილება
ქულა
10 წელზე მეტი
50
5-10 წელი
45
1-4 წელი
40
9. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე შემოთავაზებული მგზავრობის ფასის კრიტერიუმი „T“ ქულობრივად ფასდება მგზავრობის ღირებულების საბაზრო პირობებით განსაზღვრული, კონკურსამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებული მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების მიხედვით.
10. მგზავრობის ფასის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი თანხმობა ლოტზე კონკურსამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებული მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების შესახებ – T= 50 ქულა;
ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილია მგზავრობის ფასის გაზრდის მოთხოვნა – T= 0 ქულა.
შენიშვნა: შემოთავაზებული მგზავრობის ფასი შეიცვლება მხოლოდ ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, შესაბამისად ნებართვის გაცემის ფასის კორექტირებით.
11. „F“ არის ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გაცემის საწყისი ფასის ტოლი ან მეტი შემოთავაზებული ფასის შედეგად მიღებული შეფასების ქულა, რომელიც იანგარიშება ნებართვის გაცემის საწყის ფასზე მისი ოდენობის 1 (ერთი) პროცენტის დამატებით და ყოველ (ერთ) პროცენტზე შეადგენს – 0,5 ქულას.
12. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს ერთნაირ ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელსაც:
ა) ექნება ყველაზე მაღალი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების ქულა;
ბ) ექნება ყველაზე მაღალი ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის წარმოდგენილი ფასის შემოთავაზებით მიღებული ქულა;
გ) ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით ლოტზე გამარჯვებულის ვერგამოვლენის შემთხვევაში ნებართვის მაძიებლებს კონკურსის მსვლელობის პერიოდში ეძლევათ უფლება დახურულ კონვერტში დააფიქსირონ ნებართვის გაცემის ფასის ახალი გაზრდილი ოდენობა. გამარჯვებული გამოვლინდება ნებართვის გაცემის ფასის უფრო მაღალი ოდენობის დაფიქსირების შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურა გრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.
მუხლი 9. კონკურსის შედეგების შეჯამება🔗
1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.
2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები.
3. ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) სხდომაში მონაწილე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ვინაობა (მათი არსებობის შემთხვევაში);
ე) განხილვის საგანი;
ვ) სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ახსნა–განმარტებების აღწერა;
ზ) შეფასების შედეგები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება.
4. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ.
5. კონკურსში გამარჯვებულს, სანებართვო მოწმობის მიღებამდე უფლება არა აქვს განახორციელოს სანებართვო საქმიანობა.
6. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
7. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. არშემდგარი კონკურსი🔗
კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი:
ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება;
ბ) ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული;
გ) კონკურსზე წარმოდგენილი ყველა განცხადება არ დაიშვა შეფასებაზე;
დ) საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას.
მუხლი 11. ნებართვის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის წესი🔗
ნებართვის მაძიებელს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე კომისიის მიერ კონვერტების გახსნის პროცესის დაწყების შემდეგ. განცხადების მიღების შემდეგ ნებართვის მაძიებელს, კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში არ დაუბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
მუხლი 12. ნებართვის გაცემის წესი და პირობები🔗
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, კონკურსის შედეგების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ლოტებზე ცალ-ცალკე.
2. ნებართვის გარეშე სამგზავრო გადაყვანის განხორციელება გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ერთ ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა.
4. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ნებართვის გამცემსა და გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
5. თუ გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოელია, მაშინ მან ხელშეკრულების გაფორმებამდე თავისი 100%–იანი წილით საქართველოში უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.
6. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის ფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა სანებართვო მოწმობა.
7. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ ნებართვის მაძიებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობებს ადგენს ნებართვის გამცემი.
8. სანებართვო მოწმობის გაცემის შემდეგ კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილი ხდება განახორციელოს სატრანსპორტო მომსახურება.
9. უცხოელის ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსის გამარჯვებულზე სანებართვო მოწმობა არ გაიცემა.
10. ამ მუხლის მე–10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტით.
მუხლი 13. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები🔗
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.
2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელი არ არის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული;
ბ) ნებართვის მაძიებლის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული;
გ) წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე–10 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში.
3. ნებართვის გაცემაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.
4. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, დადგენილი წესით.
მუხლი 14. განმეორებითი კონკურსი🔗
1. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ამ წესის მე-10 მუხლში წარმოდგენილი გარემოებების დადგომისას.
2. განმეორებითი კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში.
3. განმეორებითი კონკურსი ტარდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დაადგინოს საბანკო გარანტიის ახალი გაზრდილი ოდენობა.
მუხლი 15. სანებართვო პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები🔗
1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში უზრუნველყოს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა მხოლოდ სანებართვო მოწმობით დადგენილი მარშრუტებით;
ბ) ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში უზრუნველყოს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა მხოლოდ სანებართვო მოწმობაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობით;
გ) ლოტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა დააკომპლექტოს კონკურსის შედეგებით გამოვლენილი საუკეთესო ტექნიკური მონაცემების მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
დ) მარშრუტის სქემის შეცვლის შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ყოველდღიური რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;
ე) მარშრუტებისთვის დადგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოვედღიური რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების სქემის შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
ვ) ნებართვის მფლობელმა, მარშრუტებისთვის დადგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოვედღიური რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში უნდა გადაიხადოს გაზრდილი რაოდენობისათვის განსაზღვრული ნებართვის გაცემის ფასი;
ზ) ნებართვის მფლობელმა საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებითა და აუცილებლობის შემთხვევაში, ნებართვის გამცემის თანხმობით, ჩანაცვლება მოახდინოს იმდაგვარად, რომ არ მოხდეს საკონკურსო შეფასებით მიღებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების (Aწლოვანება + Aევრო) ქულის გაუარესება, ხოლო დამატების შემთხვევაში სავალდებულო რაოდენობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფასების ქულათა საშუალო მნიშვნელობის გაუარესება;
თ) ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე იყოლიოს ლოტისთვის განსაზღვრული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა;
ი) ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში დაიცვას სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვა–ექსპლუატაციის წესები, ასევე უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების შესრულებისას უზრუნველყოს მოქმედი, სპეციალური საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების დაცვა;
კ) უზრუნველყოს მარშრუტზე გაშვებული თითოეული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა და ნორმალური სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა;
ლ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მარშრუტზე მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისათვის საჭირო ტექნიკური პროცედურების შესასრულებლად, კერძოდ: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასარეისო ტექნიკური დათვალიერების, მძღოლების სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად და სათანადო დოკუმენტაციის გასაცემად საკუთრებაში ან/და სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი პუნქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური სერვისის აუცილებელ პირობებს (რამდენიმე ნებართვის ფლობის შემთხვევაში სანებართვო მოწმობებში წარმოდგენილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამური ოდენობის გათვალისწინებით), კერძოდ, ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის მოთხოვნების შესაბამისად უნდა გააჩნდეს:
ლ.ა) წინასარეისო გამშვები პუნქტი;
ლ.ბ) მძღოლთა სამედიცინო შემოწმების პუნქტი;
ლ.გ) ყოველდღიური და პერიოდული ტექნიკური მომსახურების პოსტები;
მ) „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა უზრუნველყოს სანებართვო მოწმობის გაცემამდე;
ნ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
ო) ნებართვის გამცემის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის პირადი ჰიგიენის და ჩაცმულობის შესაბამისობა დადგენილ ნორმებთან;
პ) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;
ჟ) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა სვლაგეზის მაჩვენებელი დადგენილი ნიმუშის ფირნიშებით (ელექტრო–ტაბლოებით), მგზავრობის ფასის გადახდის ელექტრონული/ან სხვა სისტემებით. სალონში მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება მძღოლის სახელი, გვარი, ფოტო–სურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ფასი;
რ) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული, ლოტისთვის განსაზღვრულ სავალდებულო რაოდენობაზე მეტი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა „GPS“ ტრეკერით. ასევე გასწიოს, ჩანაცვლებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტრეკერის მონტაჟის ხარჯი;
ს) აწარმოოს სამგზავრო მარშრუტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის მაჩვენებლების ყოველდღიური აღრიცხვა–ანალიზი და რეგულირება;
ტ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება–დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;
უ) დაიცვას საწყის და ბოლო გაჩერებებზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის წესები და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები;
ფ) ნებართვის გამცემის თანხმობის გარეშე მარშრუტზე სანებართვო მოწმობის დანართში რეგისტრირებული მძღოლების გარდა სამუშაოდ არ დაუშვას სხვა მძღოლები. დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის სამუშაო დროის ნორმატივები. მძღოლების ჩანაცვლების შემთხვევაში წარმოადგინოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. მძღოლების ჩანაცვლებისას არ უნდა გაუარესდეს კონკურსზე დაფიქსირებული მძღოლთა სამუშაო გამოცდილების შეფასებით მიღებული ქულათა საშუალო მნიშვნელობა;
ქ) სანებართვო მოწმობის დანართში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშულებებისა და მძღოლების ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში ხელი შეუწყოს ნებართვის გამცემს წინამდებარე წესის საკონკურსო პირობებით დადგენილი მოთხოვნების განხორციელებაში;
ღ) სატრანსპორტო მომსახურება გასწიოს მის მიერ, ნებართვის გამცემზე შეთავაზებული მგზავრობის ფასის შესაბამისად. შემდგომში ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ორივე მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (ფორსმაჟორი, ინფლაციის ინდექსის მკვეთრი ზრდა და ა.შ.) გამოწვეული ტარიფების გაზრდის/გადახედვის აუცილებლობა, რომელზედაც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ წინასწარ, კანონით დადგენილი წესით;
ყ) აწარმოოს მგზავრთა საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;
შ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამა განათავსოს კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე უზრუნველყოს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული სარეკლამო ან/და სოციალური რეკლამის (ლოგო და ა.შ.) განთავსება;
ჩ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს კონკურსის შედეგებით განსაზღვრული ნებართვის გაცემის ფასი;
ც) მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის, ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით. ამასთან, ნებართვის გამცემს გონივრულ ვადაში, წინასწარ წერილობით შეატყობინოს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის თაობაზე;
ძ) მოთხოვნა ნებართვის გაუქმების შესახებ ნებართვის გამცემს წარუდგინოს მინიმუმ სამი თვით ადრე;
წ) არ დაუშვას ნებართვის რაიმე ფორმით სხვა პირზე გადაცემა, თუკი არ არსებობს ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობა და მის მიერვე დადგენილი პირობები;
ჭ) ყოველნაირად შეუწყოს ხელი მუშაობაში უფლებამოსილ შემმოწმებელს, წარუდგინოს მას საჭირო ინფორმაცია. დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს მის ქონებაზე ან ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, აგრეთვე ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების შესახებ;
ხ) ნებართვის ვადის მოქმედების პერიოდში მკაცრად დაიცვას ამ წესის მე–6 მუხლის მე–6 პუნქტით განსაზღვრული პირობები, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და ვიზუალურ იერსახეს;
ჯ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:
ა) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როცა შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სატრანსპორტო სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი ან გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი;
ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის უკეთ ორგანიზების საკითხებზე;
გ) ისარგებლოს საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.
3. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები:
ა) დადგენილი წესით გასცეს ნებართვა, შეიტანოს მასში ცვლილება ან გააუქმოს ის;
ბ) აწარმოოს უწყებრივი და ტექნიკური რეესტრი;
გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია ნებართვის გაცემის, ან მისი გაუქმების შესახებ;
დ) დადგენილი წესის მიხედვით შეინახოს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია;
ე) კანონით და ამ წესის შესაბამისად გააკონტროლოს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულება და მიიღოს საჭირო ადმინისტრაციული ზომები;
ვ) ლოტზე სავალდებულო რაოდენობის სამგზავრო ავტოსატრასპორტო საშუალებები აღჭურვოს GPS ტრეკერით და უზრუნველყოს მისი მომსახურება;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესება, მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება ან გაზრდა და ა.შ.) ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილოს საკითხი, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება (თანხმობა მარშრუტის დროებით შეცვლაზე, სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური რაოდენობის დროებით შეცვლაზე) და გასცეს თანხმობა კონკრეტულ საჭიროებაზე;
თ) განსაზღვროს ლოტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს, ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში საშუალება ექნება შეუფერხებლად განახორციელოს სატრანსპორტო მომსახურება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გასცეს ნებართვის მფლობელზე სანებართვო მოწმობა და მარშრუტის სატრანსპორტო სქემა (ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემცირებული მასშტაბის რუკაზე დატანილი მარშრუტის სქემა, ქუჩების მითითებით);
კ) წინამდებარე წესის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიმართ გამოიყენოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
მუხლი 16. ნებართვა და სანებართვო მოწმობა🔗
1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან მის გაუქმებამდე.
2. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულზე, საკონკურსო პირობების შესრულების თაობაზე ნებართვის გამცემის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის საფუძველზე.
3. ნებართვის მფლობელსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ფორმდება ხელშეკრულება სანებართვო პირობების შესრულებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.
4. ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, სანებართვო და სახელშეკრულებო მოთხოვნებით დადგენილი საქმიანობის შეწყვეტის ან/და ნებართვის გაუქმებისას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ლოტზე ახალი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულისთვის სანებართვო საქმიანობის მინიჭებამდე ვადაში, სანებართვო საქმიანობის უფლება მიანიჭოს მის მიერ შერჩეულ გადამზიდველს ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეულმა გადამზიდველმა სანებართვო საქმიანობა უნდა განახორციელოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ახალი ნებართვის გაცემის საწყისი ფასის გადახდის პირობით.
5. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანებისას ნებართვის მფლობელმა წერილობით უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. მანამდე იგი უფლებამოსილია განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
6. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი უნდა გაიცეს განცხადების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო უწყებრივ სანებართვო რეესტრში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი ამის თაობაზე. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
7. დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია წერილობით განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემს წარუდგინოს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის ქვითარი.
8. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი შეადგენს 30 (ოცდაათი) ლარს.
მუხლი 17. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები🔗
1. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.
2. ლოტზე ნებართვის გაცემის ფასის საბოლო ოდენობის დადგენა და მისი კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ასახვა ხდება კონკურსის შედეგების მიხედვით.
3. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება საანგარიშო წლის ყოველი თვის 28 რიცხვის ჩათვლით.
4. ნებართვის გაცემის ფასის, ყოველი საანგარიშო თვის 28 რიცხვის ჩათვლით, გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ნებართვის გაცემის ფასის დავალიანების 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის თანხა მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და დაიწყება ნებარათვის გაუქმების პროცედურა.
6. ნებართვის გაცემის ფასისა და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
7. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი.
8. ნებართვის გაცემის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო თვის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა სატრანსპორტო მომსახურება.
მუხლი 18. პასუხისმგებლობა სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის ნებართვის გაუქმება🔗
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ნებართვა ვადის გასვლამდე შეიძლება გაუქმებულ იქნეს:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში (იურდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა;
გ) სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ შორის:
გ.ა) ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1351 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – „მარშრუტის სატრანსპორტო სქემის“ თვითნებურად დარღვევის სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ გამოვლენის შემთხვევაში;
გ.გ) მარშრუტზე საკონკურსო პირობებით განსაზღვრული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური რაოდენობის თვითნებურად გაზრდის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ექვსი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ გამოვლენის შემთხვევაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რის შესახებ ნებართვის მფლობელს ეცნობება დაუყოვნებლივ.
5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.
6. ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო მოწმობის ჩაუბარებლობისას, მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი ყოფილი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.
მუხლი 19. უწყებრივი და ტექნიკური სანებართვო რეესტრი🔗
1. უწყებრივ და ტექნიკურ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.
2. მონაცემები ნებართვის გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ ნებართვის გამცემს რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
3. უწყებრივ რეესტრში შეიტანება:
ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ, ფიზიკური პირისთვის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მონაცემები; ინდივიდუალური მეწარმისთვის, იურიდიული პირისთვის მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის (შეცვლის, რეორგანიზაციის), ადგილსამყოფელის შესახებ;
გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, ნებართვის სახეობა, ლიცენზიის ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.
4. ტექნიკურ სანებართვო რეესტრში შეიტანება:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები;
ბ) მძღოლთა პერსონალური მონაცემები.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.
მუხლი 20. რეგულირების წესის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტაცია🔗
რეგულირების წესით განსაზღვრული კონკურსის ჩასატარებლად, გამარჯვებულის გამოსავლენად, სახელშეკრულებო ურთიერთობების დასარეგულირებლად საჭირო ფორმებს და დოკუმენტების ნიმუშებს ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 21. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების (M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 22. დასკვნითი დებულება🔗
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 25 მაისის დადგენილება №110 – ვებგვერდი, 03.06.2011წ.
ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 05.02.2013წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №90 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის დადგენილება №94 - ვებგვერდი, 01.05.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №181 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 30.04.2019წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულისამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასები
სატრანსპორტო საშუალების კატეგორია
მარშრუტის ნომერი
ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ მარშრუტზე თვეზე გაანგარიშებით
მსუბუქი ავტომობილები
(M1 კატეგორია)
(M1 კატეგორია)
101
20
102
20
103
20
104
20
105
20
ავტობუსები 5 ტონამდე
სრული მასით (M2 კატეგორია)
სრული მასით (M2 კატეგორია)
1 წრიული მარცხენა
1836
1 წრიული მარჯვენა
1836
3
320
230
4
778
5
1102
6
1123
6ა
270
194
7
270
194
9
360
259
10
300
216
11
2081
15
720
518
16
480
346
17
750
540
18
450
324
19
900
648
20
420
302
21
900
23
972
23ა
960
691
25
4536
26
360
259
28
900
648
30
180
94
31
720
518
33
120
86
34
864
34ა
778
35
720
518
36
720
518
37
300
216
38
864
38ა
90
65
39
180
130
44
950
48
1512
50
2074
52
630
454
55
778
100
5530
200 მარცხენა
1469
200 მარჯვენა
1469
ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით (M3 კატეგორია)
1 წრიული (მარცხენა)
600
300
1 წრიული (მარჯვენა)
480
240
2
180
60
4
240
5
225
90
10
120
19
240
180
20
225
150
22
180
25
260
240
31
360
დანართი №3 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №90 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 19.05.2017წ. ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასები (მარშრუტებისათვის, რომელთა ნებართვებს მოქმედების ვადა აქვთ)ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით (M2 კატეგორია)
მარშრუტების ნომერი ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ მარშრუტზე თვეზე გაანგარიშებით 1 წრიული მარცხენა 1440 1 წრიული მარჯვენა 14404
520
6ა
220
7
180
10
ს უ ლ :
180
15
330
41500
16
330
17
585
19
525
21
520
23
600
23ა
455
25
243028
600
31
260
33
120
34
520
34ა
520
35
520
36
390
38ა
90
52
325
ავტობუსები 5 ტონაზე მეტისრული მასით (M3 კატეგორია)
1 წრიული (მარცხენა)600
1 წრიული (მარჯვენა)440
2
260
4
240
5
160
10
120
19
240
20
160
22
180
25
260
31
160
შენიშვნა: №2 დანართით დადგენილი ნებართვის გაცემის საწყისი ფასები, №3 დანართით განსაზღვრული მარშრუტებისათვის ამოქმედდეს ამ მარშრუტების ნებართვის ვადის ამოწურვის ან ნებართვის გაუქმების შემთხვევაში.
დანართი №3 (ამოღებულია)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №90 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 19.05.2017წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, №100, 14.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.123.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1244901-9/