საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.02.2000 ძალადაკარგული 27.11.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 07/03/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №74

2000 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ

საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმების გაღრმავების მიზნით:

1. სააქციო საზოგადოება „ენერგოგენერაციის“ ბაზაზე, როგორც მისი უფლებამონაცვლე, რეორგანიზაციის გზით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ენერგოგენერაცია“.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №596  - სსმIII, №148, 17.12.2004წ., მუხ.1350

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. ენერგოგენერაცია არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 2. ენერგოგენერაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ამ დებულების საფუძველზე.

3. ენერგოგენერაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ვეკუას ქ. №1.

II. ენერგოგენერაციის საქმიანობის საგანი, მიზნები და ფუნქციები

4. ენერგოგენერაცია ახორციელებს ენერგეტიკული საწარმოების სახელმწიფო კრედიტებით შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებას, სახელმწიფო კრედიტებით განხორციელებულ ტექნიკურ ღონისძიებათა მოცულობისა და ხარისხის კონტროლს.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №596  - სსმIII, №148, 17.12.2004წ., მუხ.1350

5. ენერგოგენერაცია უფლებამოსილია თავისი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.

III. ენერგოგენერაციის ქონება და შემოსავლები

6. ენერგოგენერაციის ქონებაა ძირითადი საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება დამოუკიდებელ ბალანსზე და რომლებიც იმავდროულად სახელმწიფო საკუთრებაცაა.

7. ენერგოგენერაციის შემოსავლები ყალიბდება:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი სახსრებით;

ბ) საქველმოქმედო შენატანებით;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლით;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავლით;

ე) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საბითუმო ტარიფში განსაზღვრული თანხით მიღებული შემოსავლით;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლით.

IV. ენერგოგენერაციის მართვა

8. ენერგოგენერაციას მართავს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №596  - სსმIII, №148, 17.12.2004წ., მუხ.1350

9. ენერგოგენერაციას ჰყავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ენერგოგენერაციის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი იმავდროულად არის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

10. ენერგოგენერაციის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს ენერგოგენერაციას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ბ) მოქმედებს ენერგოგენერაციის სახელით, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს;

გ) ამტკიცებს ენერგოგენერაციის სტრუქტურას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე განსაზღვრავს და ამტკიცებს ენერგოგენერაციის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდის განაკვეთებს;

დ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;

ე) ახორციელებს თანამშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და წახალისების ღონისძიებებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №596  - სსმIII, №148, 17.12.2004წ., მუხ.1350

V. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები

11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №596  - სსმIII, №148, 17.12.2004წ., მუხ.1350

11​1. „ენერგოგენერაცია“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №596  - სსმIII, №148, 17.12.2004წ., მუხ.1350

11​2. „ენერგოგენერაციის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №596  - სსმIII, №148, 17.12.2004წ., მუხ.1350

 

VI. ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) წესი და პირობები

12. ენერგოგენერაციის ლიკვიდაცია (რეორგანიზაცია) ხდება კანონით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

13. ენერგოგენერაციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“, №74, 29.02.2000, სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.000001 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245202-1/