მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2000 ძალადაკარგული 11.07.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
240140000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 13/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №134

2000 წლის  8 აპრილი

ქ. თბილისი

მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №486-სსმIII,№116,27.11.2002წ., მუხ.1013

1. „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა  და ხელშეწყობის ცენტრის თანდართული დებულება.

2. ქ. თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) უზრუნველყონ მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის განსათავსებლად საჭირო ფართობის გამონახვა.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №486-სსმIII,№116,27.11.2002წ., მუხ.1013

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულება

1. ზოგადი ნაწილი

1. საქართველოს მცირე და საშუალო  საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი)  არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ცენტრი შექმნილია მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხე ლ შეწყობის სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ცენტრს დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდის – სახაზინო საწარმოს მთელი ქონება და მიზნების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები.

4. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონებით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. იგი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საბანკო ანგარიშები საქართველოში და საზღვარგარეთ.

6. ცენტრის ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.

2. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რათა მიღწეულ იქნეს ეკონომიკის სტაბილური აღმავალი განვითარება, მოსახლეობის დასაქმება და ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ამაღლება.

2. ცენტრის ფუნქციებია:

ა) მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების სტიმულირების სახელმწიფო პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია;

ბ) მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების ორგანიზება.

გ) მცირე და საშუალო  საწარმოთა მუშაკებისათვის სასწავლო კურსებისა და სემინარების მოწყობა;

დ) მცირე და საშუალო საწარმოთა ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;

ე) მცირე და საშუალო საწარმოთა სამეურნეო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) უცხოური და ადგილობრივი იურიდიული პირებისათვის დახმარების გაწევა მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტიციების განხორციელების საქმეში;

ზ) მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში საკანონმდებლო აქტების, პროექტების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

თ) თანამშრომლობა მცირე და საშუალო საწარმოებთან და მათ მხარდამჭერ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ხელშემწყობი გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

3. მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, ცენტრის საქმიანობის საგანს შეადგენს:

ა) მცირე და საშუალო  საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამათა პროექტების შერჩევა საფინანსო უზრუნველყოფის, ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურების, სწავლების და სხვა მიმართულებით;

ბ) მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსების პროცესის მონაწილე კომერციული ბანკების შერჩევა ტენდერის წესით და მათთვის საკრედიტო რესურსების გამოყოფა;

გ) საკრედიტო ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ ცენტრის წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის წარმოება; პარტნიორთა მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული სანქციების განხორციელება;

დ) და საშუალო  საწარმოთა მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, როგორიცაა სასწავლო და საკონსულტაციო ცენტრები და სხვ;

ე) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით სალიზინგო მომსახურების საწარმოების და ბიზნეს-ინკუბატორების ჩამოყალიბება;

ვ) საინფორმაციო სისტემის შედგენა და წარმოება, რომელიც მოიცავს მონაცემებს მცირე და საშუალო საწარმოებისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების, და საშუალო  საწარმოებისათვის ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურების გამწევ პირთა, მცირე და საშუალო საწარმოთათვის პროექტების, ტენდერების, პროგრამებისა და სასწავლო კურსების და მცირე და საშუალო საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ;

ზ) სახსრების წარმართვა სხვადასხვა სამეურნეო წამოწყებათა დასაფინანსებლად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა (ლიცენზიები, ნოუ-ჰაუ და სხვ.) შესაძენად და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ცენტრის მიზნებით შესაბამისი სხვა სახის საქმიანობის განსახორციელებლად.

4. ცენტრს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით მცირე და საშუალო საწარმოებს დაუდგეს თავდებად საკრედიტო ორგანოების წინაშე განსაკუთრებით პერსპექტიული და მაღალეფექტიანი პროგრამების რეალიზაციის, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში ინვესტიციების მოზიდვის, სოციალურ, რეგიონალურ და სხვა პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №486-სსმIII,№116,27.11.2002წ., მუხ.1013

3. ცენტრის საფინანსო სახსრები და ქონება

1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშ ე კრულებით შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) ადგილობრივი და უცხოელი დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხები და გრანტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრის ქონება იქმნება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონებისა და შემოსავლებისაგან.

3. ცენტრის შემოსავალი წარიმართება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №486-სსმIII,№116,27.11.2002წ., მუხ.1013

4. ცენტრის მართვა

1. ცენტრის მართვის წესს და ორგანიზაციულ სტრუქტურას განსაზღვრავს და საშუალო  საწარმოთა საკოორდინაციო საბჭო.

2. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელსაც და საშუალო  საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. დირექტორს ეკისრება პერსონალური  პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვის გამო.

3. ცენტრი მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს:

ა) ფინანსური მხარდაჭერის ოდენობის, ფორმისა და პროპორციის შესახებ;

ბ) ცენტრისა და მისი რეგიონალური ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურისა და საქმიანობის მიმართულებების შესახებ.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას ან ამ დებულებას.

5. ცენტრის დირექტორის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ცენტრის შინაგანწესის შემუშავება და დამტკიცება;

ბ) ცენტრის საშტატო ნუსხის შემუშავება და დამტკიცება დადგენილი წესით;

გ) ცენტრის საინვესტიციო, საკრედიტო, სამეურნეო და ადმინისტრაციული მმართველობის საკითხებზე  წინადადებების მომზადება და მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად მათი წარდგენა მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოში შესათანხმებლად და დასამტკიცებლად;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამსახურებისა და რეგიონალური ორგანიზაციების დებულებათა დამტკიცება, რომლებითაც განისაზღვრება ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართულებები, ორგანიზაციული სტრუქტურა, დაფინანსების მექანიზმი, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის წესი, ანგარიშგების ფორმები და სხვ.;

ე) მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და მხარდაჭერის რეგიონალური პროგრამების რეალიზაციის წარმართვა და კონტროლი ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრული ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში; ამ პროგრამების ადგილობრივი და ცენტრალური საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფის, ცენტრის ერთიან საფინანსო ფონდში რეგიონალური ფონდებიდან სახსრების აკუმულირებისა და მათი გადანაწილების მექანიზმის დადგენა.

6. ცენტრის დირექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ცენტრის ადმინისტრაციის მეშვეობით.

7. ცენტრის დირექტორი წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს მისი სახელით ერთპიროვნულად. იგი პასუხს აგებს ცენტრის საფინანსო საქმიანობის გამო, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საკონტრაქტო წესით თანამდებობებზე ნიშნავს ცენტრის თანამშრომლებს, გამოსცემს შიდა ოპერატიული საქმიანობის მარეგულირებელ აქტებს.

8. ცენტრის დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №486-სსმIII,№116,27.11.2002წ., მუხ.1013

5. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

6. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. ცენტრი ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრის პირველი საფინანსო წელი იწყება მისი რეგისტრაციის დღიდან და მთავრდება იმავე წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს.

3. ცენტრის საფინანსო საქმიანობა შეფასდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.

4. ცენტრის საფინანსო საქმიანობის ანგარიში  ყოველწლიურად წარედგინება მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტს.

7. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ცენტრის ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება იყოს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობა.

3. ცენტრის რეორგანიზაციის ან საქმიანობის მიზნების შეცვლის სხვა შემთხვევაში ცენტრის დებულებაში ცვლილება შევა მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

4. ცენტრის ლიკვიდაციას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ცენტრის დირექტორი ან სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული სხვა ლიკვიდატორი.

5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“, №134, 08.04.2000, სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.002.000001 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245502-1/