საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №344
2004 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის №204 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
დანართი №1
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, მთავარი სამმართველო, სამმართველოები, განყოფილებები და სხვა შიდა სტრუქტურული ერთეულები.
5. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით საბჭოს აპარატის მოხელე შესაძლებელია იმავდროულად ასრულებდეს საბჭოს აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულის მოხელის მოვალეობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენცია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენციაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას განკუთვნილი შემდეგი საკითხების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა:
ა) საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების წარდენა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობის წარდგენა;
გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციის განსაზღვრა;
დ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარდგინებით საერთო სასამართლოების, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი, აპარატის სტრუქტურისა და საშტატო რაოდენობის შედგენა და მისი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა დასამტკიცებლად;
ე) საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალების განხილვა;
ზ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება;
თ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა;
ი) საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგინებით მიმართვა მოსამართლეების კანონით დადგენილი წესით წახალისების შესახებ;
კ) სასამართლო რეფორმის საკითხებზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ლ) კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე და შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტისადმი წარდგინებით მიმართვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანიშნული წევრებიდან ოთხი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს, აგრეთვე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასთან ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით;
გ) ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; საჭიროების შემთხვევაში ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს, განსაზღვრავს მათ შემადგენლობასა და ფუნქციებს;
ე) ორგანიზებას უწევს მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის განაწილებას;
ვ) ორგანიზებას უწევს სხდომის მასალების საბჭოს წევრებისათვის დროულ მიწოდებას;
ზ) ორგანიზებას უწევს საქმის წარმოებასა და აპარატის ქვედანაყოფების საქმიანობას;
თ) ორგანიზებას უწევს საბჭოს რეგლამენტისა და საბჭოს შენობაში წესრიგის დაცვას;
ი) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტაციის დაგზავნას;
კ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს;
ლ) წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;
მ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა
1. აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ბ) სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი;
გ) საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ სტრუქტურულ დაწესებულებას წარმოადგენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 5. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
1. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს სასამართლო სტატისტიკის მასალების ანალიტიკურ დამუშავებას, განზოგადებას და განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ბ) შეიმუშავებს სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს და ამზადებს წინადადებებს სასამართლო ადმინისტრირების საკითხებზე;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, ამყარებს საერთაშორისო ურთიერთობებს საზღვარგა-რეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან;
დ) ორგანიზებას უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ჩატარებასა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებას;
ე) ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებას, შეიმუშავებს სათანადო წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებს;
ზ) ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოებს;
თ) დადგენილი წესით განკარგავს და აღრიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებსა და საბჭოსათვის მიზნობრივი მოხმარება-განკარგვისათვის გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;
ი) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის მოვლა-პატრონობასა და სწორ ექსპლოატაციას, შენობაში სანიტარიული და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, კავშირგაბმულობის, ელექტროობის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართულ მუშაობას;
კ) წარმართავს ბუღალტრულ საქმიანობას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი შედგება საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს, სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატისა და პრესცენტრისაგან.
3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 6. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი
1. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი:
ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალ-წარმოებას;
ბ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;
გ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტების პროექტებს;
დ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლი-ნური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ე) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.
2. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი შედგება სამი სამმართველოსაგან: სამოქალაქო საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო; სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო; ადმინისტრაციული სამართლის და სხვა კატეგორიის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო.
3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რო-მელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
4. აუცილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის მოხელეს შეიძლება დაევალოს სხვა კატეგორიის საქმეზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 7. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო
1. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო:
ა) ახორციელებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა საკადრო აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა შრომით წიგნაკებსა და ჩასართ ფურცლებს;
გ) ადგენს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას;
დ) აფორმებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე გამწესებასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს;
ე) უზრუნველყოფს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვას;
ვ) უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამართვას, ატესტაციის ორგანიზებასა და ჩატარებას;
ზ) ამზადებს ბრძანებებს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;
ი) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას.
2. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო შედგება საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილებისა და კანცელარიისაგან.
3. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 8. (ამოღებულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 9. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:
ა) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლოების ბიუჯეტის შედგენის (დაგეგმვის), მიღების, განხილვის, შესრულებისა და კონტროლის ძირითად პრინციპებს, აგრეთვე წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმას და განხორციელებული შესყიდვების ყოველკვარტალურ ანგარიშს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთო სასამართლოთა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისა და სასამართლოთა შენობების მდგომარეობის (პროექტების) საკითხებზე;
გ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, სასამართლოების მიერ ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების გამოცემას, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სტატისტიკური მასალების გამოქვეყნებას;
ე) ახორციელებს საერთო სასამართლოების ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე მოსამართლეთა სოციალური დაცვის სხვა უფლებამოსილებებს.
2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობის წესი, სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
დანართი №2საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| N | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს % |
| სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი |
|
| |
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 70 |
| 2. | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 65 |
| I | სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველო |
|
|
| 1. | სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1 | 55 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 2 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 45 |
| II | იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატი |
|
|
| 1. | თანაშემწე | 1 | 50 |
| 2. | რეფერენტი | 3 | 40 |
| 3. | პრესმდივანი (უფროსი კონსულტანტი) | 1 | 50 |
| III | საფინანსო-სამეურნეო სამმართველო |
|
|
| 1. | საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი | 1 | 60 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | მთავარი ბუღალტერი | 1 | 55 |
| 4. | დამხმარე მოსამსახურე | 10 |
|
| სულ | 25 |
| |
| სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი |
|
| |
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 70 |
| 2. | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 65 |
| I. | სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო |
|
|
| 1. | სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი | 1 | 60 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 45 |
| II | სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო |
|
|
| 1. | სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უროსი | 1 | 60 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 45 |
| III | ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო |
|
|
| 1. | ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი | 1 | 60 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 45 |
| სულ | 11 |
| |
| საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო |
|
| |
| საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველოს უფროსი | 1 | 65 | |
| I | საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილება |
|
|
| 1. | საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი | 1 | 55 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 45 |
| II | კანცელარია (განყოფილება) |
|
|
| 1. | კანცელარიის უფროსი | 1 | 55 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| სულ | 7 |
| |
| სულ ჯამში | 43 |
|
შენიშვნა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მომსახურეებს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემათ დანამატი უცხო ენის ცოდნისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, განსაკუთრებული საქმის წარმოებისა და საკლასო ჩინისათვის (სპეციალური წოდებისათვის) თანამდებობრივი სარგოს 40 პროცენტამდე.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №344
2004 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის №204 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №65 - სსმ III, №10, 26.01.2006 წ., მუხ97
დანართი №1
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, მთავარი სამმართველო, სამმართველოები, განყოფილებები და სხვა შიდა სტრუქტურული ერთეულები.
5. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით საბჭოს აპარატის მოხელე შესაძლებელია იმავდროულად ასრულებდეს საბჭოს აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულის მოხელის მოვალეობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენცია🔗
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენციაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას განკუთვნილი შემდეგი საკითხების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა:
ა) საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების წარდენა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობის წარდგენა;
გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციის განსაზღვრა;
დ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარდგინებით საერთო სასამართლოების, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი, აპარატის სტრუქტურისა და საშტატო რაოდენობის შედგენა და მისი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა დასამტკიცებლად;
ე) საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალების განხილვა;
ზ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება;
თ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა;
ი) საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგინებით მიმართვა მოსამართლეების კანონით დადგენილი წესით წახალისების შესახებ;
კ) სასამართლო რეფორმის საკითხებზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ლ) კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე და შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტისადმი წარდგინებით მიმართვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა🔗
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანიშნული წევრებიდან ოთხი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს, აგრეთვე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასთან ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით;
გ) ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; საჭიროების შემთხვევაში ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს, განსაზღვრავს მათ შემადგენლობასა და ფუნქციებს;
ე) ორგანიზებას უწევს მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის განაწილებას;
ვ) ორგანიზებას უწევს სხდომის მასალების საბჭოს წევრებისათვის დროულ მიწოდებას;
ზ) ორგანიზებას უწევს საქმის წარმოებასა და აპარატის ქვედანაყოფების საქმიანობას;
თ) ორგანიზებას უწევს საბჭოს რეგლამენტისა და საბჭოს შენობაში წესრიგის დაცვას;
ი) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტაციის დაგზავნას;
კ) ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს;
ლ) წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;
მ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა🔗
1. აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ბ) სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი;
გ) საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ სტრუქტურულ დაწესებულებას წარმოადგენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 5. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი🔗
1. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს სასამართლო სტატისტიკის მასალების ანალიტიკურ დამუშავებას, განზოგადებას და განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ბ) შეიმუშავებს სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს და ამზადებს წინადადებებს სასამართლო ადმინისტრირების საკითხებზე;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, ამყარებს საერთაშორისო ურთიერთობებს საზღვარგა-რეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან;
დ) ორგანიზებას უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ჩატარებასა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებას;
ე) ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებას, შეიმუშავებს სათანადო წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებს;
ზ) ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოებს;
თ) დადგენილი წესით განკარგავს და აღრიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებსა და საბჭოსათვის მიზნობრივი მოხმარება-განკარგვისათვის გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;
ი) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის მოვლა-პატრონობასა და სწორ ექსპლოატაციას, შენობაში სანიტარიული და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, კავშირგაბმულობის, ელექტროობის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართულ მუშაობას;
კ) წარმართავს ბუღალტრულ საქმიანობას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი შედგება საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს, სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატისა და პრესცენტრისაგან.
3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 6. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი🔗
1. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი:
ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალ-წარმოებას;
ბ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;
გ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტების პროექტებს;
დ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლი-ნური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ე) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.
2. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი შედგება სამი სამმართველოსაგან: სამოქალაქო საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო; სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო; ადმინისტრაციული სამართლის და სხვა კატეგორიის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო.
3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რო-მელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
4. აუცილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის მოხელეს შეიძლება დაევალოს სხვა კატეგორიის საქმეზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 7. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო🔗
1. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო:
ა) ახორციელებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა საკადრო აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა შრომით წიგნაკებსა და ჩასართ ფურცლებს;
გ) ადგენს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას;
დ) აფორმებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე გამწესებასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს;
ე) უზრუნველყოფს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვას;
ვ) უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამართვას, ატესტაციის ორგანიზებასა და ჩატარებას;
ზ) ამზადებს ბრძანებებს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;
ი) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას.
2. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო შედგება საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილებისა და კანცელარიისაგან.
3. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 8. (ამოღებულია)🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
მუხლი 9. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი🔗
1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:
ა) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლოების ბიუჯეტის შედგენის (დაგეგმვის), მიღების, განხილვის, შესრულებისა და კონტროლის ძირითად პრინციპებს, აგრეთვე წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმას და განხორციელებული შესყიდვების ყოველკვარტალურ ანგარიშს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთო სასამართლოთა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისა და სასამართლოთა შენობების მდგომარეობის (პროექტების) საკითხებზე;
გ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, სასამართლოების მიერ ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების გამოცემას, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სტატისტიკური მასალების გამოქვეყნებას;
ე) ახორციელებს საერთო სასამართლოების ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე მოსამართლეთა სოციალური დაცვის სხვა უფლებამოსილებებს.
2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობის წესი, სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
დანართი №2საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
დანართი 2
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
N
თანამდებობის დასახელება
საშტატო ერთეულის რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს %
თანამდებობრივი სარგო
სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
1.
დეპარტამენტის უფროსი
1
70
1600
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1
65
1200
I
სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველო
1.
სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე
1
55
800
2.
უფროსი კონსულტანტი
2
50
650
3.
კონსულტანტი
2
45
550
II
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატი
1.
თანაშემწე
1
50
650
2.
რეფერენტი
3
40
400
3.
პრესმდივანი (უფროსი კონსულტანტი)
1
50
550
III
საფინანსო-სამეურნეო სამმართველო
1.
საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი
1
60
900
2.
უფროსი კონსულტანტი
1
50
650
3.
მთავარი ბუღალტერი
1
55
700
4.
დამხმარე მოსამსახურე
10
სულ
25
სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი
სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალ-წარმოების დეპარტამენტი
1.
დეპარტამენტის უფროსი
1
70
1650
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1
65
1200
I.
სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო
სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალ-წარმოების სამმართველო
1.
სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი
სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალ-წარმოების სამმართველოს უფროსი
1
60
1000
2.
უფროსი კონსულტანტი
1
50
750
3.
კონსულტანტი
1
45
650
II
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამარ-თალწარმოების სამმართველო
1.
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უროსი
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამარ-თალწარმოების სამმართველოს უფროსი
1
60
1000
2.
უფროსი კონსულტანტი
1
50
750
3.
კონსულტანტი
1
45
650
III
ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო
ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამარ-თალწარმოების სამმართველო
1.
ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი
ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამარ-თალწარმოების სამმართველოს უფროსი
1
60
1000
2.
უფროსი კონსულტანტი
1
50
750
3.
კონსულტანტი
1
45
650
სულ
11
საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო
საკადრო საკითხთა და საქმის-წარმოების მთავარი სამმარ-თველო
საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველოს უფროსი
1
65
1500
I
საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილება
1.
საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი
1
55
750
2.
უფროსი კონსულტანტი
1
50
600
3.
კონსულტანტი
2
45
500
II
კანცელარია (განყოფილება)
1.
კანცელარიის უფროსი
1
55
700
2.
უფროსი კონსულტანტი
1
50
550
სულ
7
სულ ჯამში
43
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
შენიშვნა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მომსახურეებს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემათ დანამატი უცხო ენის ცოდნისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, განსაკუთრებული საქმის წარმოებისა და საკლასო ჩინისათვის (სპეციალური წოდებისათვის) თანამდებობრივი სარგოს 40 პროცენტამდე.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებულება №169 - სსმ III, №35, 28.03.2005 წ., მუხ.355
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №65 - სსმ III, №10, 26.01.2006 წ., მუხ97
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, №344, 20.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1246433-1/