1. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მისი შეტანით.
2. გარეულ ცხოველთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).
3. ველურ მცენარეთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივად გავრცელებული სახეობები.
4. საქართველოს „წითელ ნუსხას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ.
საქართველოს 2013 წლის
სექტემბრის
კანონი
№1033
– ვებგვერდი, 23.09.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 06.06.2003).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. საქართველოს „წითელი ნუსხა“ 1. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მისი შეტანით. 2. გარეულ ცხოველთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები). 3. ველურ მცენარეთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივად გავრცელებული სახეობები. 4. საქართველოს „წითელ ნუსხას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ. საქართველოს 2013 წლის სექტემბრის კანონი №1033 – ვებგვერდი, 23.09.2013
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება