თავი VI — გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და აღდგენითი ღონისძიებები
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობის სისტემატური შეფასების მიზნით წარმოებს ამ სახეობების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის მონიტორინგი.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვისას და მათი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების გავრცელების, რაოდენობის, მდგომარეობის, წარსულში და ამჟამად მათი გამოყენების და საარსებო გარემოს შესახებ მონაცემები, ინფორმაცია ბუნებათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვის, კადასტრისა და მონიტორინგის შესახებ და სხვა აუცილებელი ცნობები.
3. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.11.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.11.2011 კანონი №5201
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.07.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგის სისტემა 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობის სისტემატური შეფასების მიზნით წარმოებს ამ სახეობების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის მონიტორინგი. 2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვისას და მათი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების გავრცელების, რაოდენობის, მდგომარეობის, წარსულში და ამჟამად მათი გამოყენების და საარსებო გარემოს შესახებ მონაცემები, ინფორმაცია ბუნებათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვის, კადასტრისა და მონიტორინგის შესახებ და სხვა აუცილებელი ცნობები. 3. საქართველოს(ამოღებულია მეცნიერებათა აკადემიის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია აანალიზებს სახეობების აღრიცხვისა და მათ მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს: ა) „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვის, კადასტრისა და ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მონაცემებს; ბ) საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, მონიტორინგის და ტყეთმოწყობის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო08.11.2011, სააგენტოს№5201). (შემდგომში4. –(ამოღებულია სატყეო სააგენტო) და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული08.11.2011, ტერიტორიების№5201). სააგენტოს5. (შემდგომში(ამოღებულია – დაცული08.11.2011, ტერიტორიების№5201). სააგენტო) მიერ მიწოდებულ მონაცემებს; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების და ველურად მზარდი მცენარეული საფარის შესახებ მიწოდებულ მონაცემებს; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ცნობებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების და ველურად მზარდი მცენარეული საფარის უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების) თაობაზე, თავის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და ამ სამართალდარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის შესახებ; ე) ცხოველთა სამყაროსა და ველურად მზარდი მცენარეული საფარის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში შემავალი და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან მიღებულ სამეცნიერო ინფორმაციას; ვ) იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მიღებულ ცნობებს, გარდა კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ან/და ველურად მზარდი მცენარეებით ან მათი ნაწილებით; ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცხოველთა სამყაროსა და ველურად მზარდი მცენარეული საფარის მდგომარეობის შესახებ ნებაყოფლობით მიწოდებულ ცნობებს; თ) ცხოველთა სამყაროსა და ველურად მზარდი მცენარეული საფარის მდგომარეობის შესახებ სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას მიეწოდება ყოველწლიურად, კალენდარული წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას კომისია გამოითხოვს თავის მიერვე დადგენილი პერიოდულობით. 5. ამ მუხლით განსაზღვრული ყველა სახის ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას მიეწოდება უსასყიდლოდ. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება