თავი VI — გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და აღდგენითი ღონისძიებები
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს ამ სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს მათ დაცვას ბიოლოგიური საშუალებებით (პრეპარატებით), ხელოვნურ გაშენებასა და ამ სახეობათა ბუნებრივ გარემოში კონსერვაციას.
4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.11.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.11.2011 კანონი №5201
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.07.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს ამ სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს. 2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს მათ დაცვას ბიოლოგიური საშუალებებით (პრეპარატებით), ხელოვნურ გაშენებასა და ამ სახეობათა ბუნებრივ გარემოში კონსერვაციას. 4. გადაშენების(ამოღებულია საფრთხის– წინაშე08.11.2011, მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს რეკომენდაციები, რომლებსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია შეიმუშავებს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ეს ღონისძიებები აღნიშნული უნდა იქნეს საქართველოს „წითელ წიგნში“.№5201).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 01/07/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება