საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.01.2001 ძალადაკარგული 25.08.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010210040.05.002.001971
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 18/01/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №9

2001 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 მარტის ბრძანებულება №136-სსმIII,№31,01.04. 2002წ.,მუხ.269

საქართველოში მაღალ ტექნოლოგიათა შემდგომი განვითარებისა და უცხოეთის შესაბამის ორგანიზაციებთან ამ პროცესის კოორდინაციის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 მარტის ბრძანებულება №136-სსმIII,№31,01.04. 2002წ.,მუხ.269

2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.

3. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული  მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

4. საქართველოს მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.აბზიანიძემ ერთ თვეში დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი მაღალ ტექნოლოგიათა სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნის შესახებ და მისი დებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 მაისის ბრძანებულება №185-სსმIII,№49,08.05.2001წ., მუხ.358

2. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №52-სსმIII,№17,26.02. 2002წ.,მუხ.123

3. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 მარტის ბრძანებულება №136-სსმIII,№31,01.04. 2002წ.,მუხ.269

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს

დებულება

I. ზოგადი დებულება

1. მაღალტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო  მაღალ ტექნოლოგიათა დარგისა და მათი გამოყენების სფეროში.

2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით.

II. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. საკოორდინაციო საბჭო:

ა) ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკაში შემუშავებას  და ახორციელებს საქართველოში მაღალ ტექნოლოგიათა შემდგომ განვითარებას და ამ ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა სფეროში;

ბ) კოორდინაციას უწევს საქართველოში მაღალ ტექნოლოგიათა დანერგვას შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან და სამსახურებთან თანამშრომლობით;

გ) კოორდინაციას უწევს საქართველოს მონაწილეობას შესაბამის საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში;

დ) აკონტროლებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებას.

III. საკოორდინაციო საბჭოს უფლებები

1. საკოორდინაციო საბჭოს აქვს უფლება:

ა) შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები საკოორდინაციო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა განხილვისა და წინადადებათა მომზადებისათვის;

ბ) მოისმინოს და დაამტკიცოს სამუშაო ჯგუფების ანგარიშები;

გ) მოითხოვოს და მიიღოს იურიდიულ პირთაგან საქართველოს სამინისტროების და უწყებების ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

IV. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაცია

1. საკოორდინაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც.

2. საკოორდინაციო საბჭოს საორგანიზაციო საქმიანობას ახორციელებს თავმჯდომარის მიადგილე.

V. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქარ თ ველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. საკოორდინაციო საბჭო წყვეტს თავის საქმიანობას საქართველოს პრ ე ზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

 

საქართველოს მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე

თამაზ აბზიანიძე – ირ. გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი

თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის მინისტრი

სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

ჯერარდ ქლაინი – კომპანია    CPH პრეზიდენტი

ლევან ჯაფარიძე – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 მაისის ბრძანებულება №185-სსმIII,№49,08.05.2001წ., მუხ.358

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №52-სსმIII,№17,26.02. 2002წ.,მუხ.123

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“, №9, 15.01.2001, სარეგისტრაციო კოდი 010210040.05.002.001971 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1251609-3/