ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №29
2011 წლის 25 მარტი
ქ . ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით:
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ლომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხიმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) უფასო სასადილო – ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს ;
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით.
გ) გამგეობა – ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას.
დ) რეგისტრაცია – უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის აღრიცხვა ბენეფიციარად ;
ე) საცხოვრებელი ადგილი – პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ხოლო უმისამართოდ რეგისტრირებული პირისათვის – სარგებლობაში არსებული ფართობი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით.
ვ) საკრებულოს კომისია – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის , განათლ ე ბის, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 3. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 120 ბენეფიციარით.

მუხლი 4. ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. გამგეობა განცხადებას განიხილავს 15 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლის ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ფულად დახმარებას ან მოპოვებული აქვს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, ასევე მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი.
2. გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
3. გამგეობის მიერ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს საკრებულოს კომისია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 6. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე
გამგეობა უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში , თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.
მუხლი 7. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა
გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
დ) ბენეფიციარი 1 თვის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და
აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის პირველი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
+
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №29
2011 წლის 25 მარტი
ქ . ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით:
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ლომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 01.02.2012 წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხიმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ა) უფასო სასადილო – ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს ;
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით.
გ) გამგეობა – ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას.
დ) რეგისტრაცია – უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის აღრიცხვა ბენეფიციარად ;
ე) საცხოვრებელი ადგილი – პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ხოლო უმისამართოდ რეგისტრირებული პირისათვის – სარგებლობაში არსებული ფართობი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით.
ვ) საკრებულოს კომისია – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის , განათლ ების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 3. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
მუხლი 3. უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა🔗
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 120 ბენეფიციარით.
უფასო სასადილოს მოსარგებლედ დარეგისტრირებულ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 140 ბენეფიციარით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 01.02.2012 წ.
მუხლი 4. ბენეფიციართა რეგისტრაცია🔗
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. გამგეობა განცხადებას განიხილავს 15 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები🔗
1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლის ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ფულად დახმარებას ან მოპოვებული აქვს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, ასევე მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი.
2. გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
3. გამგეობის მიერ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს საკრებულოს კომისია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 6. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე🔗
გამგეობა უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში , თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.
მუხლი 7. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა🔗
გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
დ) ბენეფიციარი 1 თვის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და
აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
მუხლი 8. გარდამავალი დებულებები🔗
1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის პირველი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“, №29, 25.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016058 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1251984-1/