ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.03.2011 ძალადაკარგული 11.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110328020, 01/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2011 წლის 25 მარტი

ქ. ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის              მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

1. დამტკიცდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1);

2. (ამოღებულია  - 26.04.11 №36).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

3. ეს დადგენილება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. (ამოღებულია  - 26.04.11 №36).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

3. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 ივნისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №43 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

დანართი №1

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან

სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.

    მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:

ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე;

ბ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001 - 150 000 ქულის ფარგლებშია.

2. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგეობას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის (ბავშვის შემთხვევაში – დაბადების ) მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა);

დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).

3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობის (მ.შ. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები) ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;

ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №43 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

    მუხლი 2. მშობიარობის თანადაფინანსება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება (თანადაფინანსება) ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მშობიარეებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში

70 000 – 100 000 ქულის ფარგლებშია.

2. თანადაფინანსების მისაღებად, მშობიარემ, ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3. მშობიარეს ოპერაციულ მკურნალობაზე მიეცემა თანადაფინანსება ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარისა, ხოლო ფიზიოლოგიური მშობიარობისას – ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.

 

 მუხლი 3. ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით

 უზრუნველყოფა

1. უფასო მედიკამენტებით უზრუნვეყოფა ვრცელდება მუნიციპალიტეტის პოლიკლინიკებში აღრიცხვაზე მყოფ ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.

2. ექიმის დანიშნულებით გამოწერილი მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ:

 ა) ეპილეფსიით დაავადებულებს;

 ბ) პარკინსონიზმით დაავადებულებს;

 გ) ონკოლოგიურ ავადმყოფებს.

3. დანიშნული მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა სააფთიაქო დაწესებულებიდან – მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულების და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

 

 მუხლი 4. ცერებრალური დამბლითა და სკოლიოზით დაავადებული ბავშვების

 სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაეწევა ცერებრალური დამბლითა და სკოლიოზით დაავადებულ ბავშვებს, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 100 ლარის ფარგლებში, ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მუნიციპალიტეტში წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

 მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება

1. ბენეფიციარები: 0 – 100 000 სარეიტნგო ქულის მქონე:

 ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო პირები;

 ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად

 გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე).

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს ერთჯერადად დაუფინანსდებათ ექიმის დანიშნულებით მისაღები მედიკამენტების ღირებულება 50 ლარის ფარგლებში.

3. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბენეფიციარის უნარშეზღუდულობის ხარისხის თაობაზე საექსპერტო კომისიის ცნობის (კუპონის) ასლი;

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან – დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

 მუხლი 6. დედ-მამით ობოლი ბავშების/მოზარდების დახმარება

1. დედ-მამით ობოლ ბავშვებს/მოზარდებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 ლარის ოდენობით, 300 ლარს ზემოთ –50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;

ბ) ბავშვთა საერთაშორისო დღესთან – 1 ივნისთან დაკავშირებით – თითოეულ ბავშვს/მოზარდს 100 ლარის ოდენობით (გადაირიცხება ბავშვის/მოზარდის მეურვის პირად საბანკო ანგარიშზე);

2. დედ-მამით ობოლი ბავშვის/მოზარდის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებდან – ბავშვის/მოზარდის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ბავშვის/მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა; მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან – ბავშვის/მოზარდის მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ვ) ბავშვის/მოზარდის დაბადების მოწმობის ასლი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

 

 მუხლი 7. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება

 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ენდოკრინოლოგიური (ჩი–

 ყვი) დაავადების მქონე ბავშვებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოცია –

 ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის

 ფარგლებშია.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 50 ლარისა.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის ( ან დაბადების) მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან – პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულების და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.

 

მუხლი 7​1. რევმატიული ავადმყოფების სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რევმატიული დაავადების (რეაქტიული ართრიტის მწვავე ფორმა; რევმატოიდული პოლიართრიტის ქრონიკული ფორმის გამწვავება; ჰემორაგიული ვასკულიტი; სისტემური წითელი მგლურა) მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 70 000-100 000 ქულის ფარგლებშია.

2. დახმარების მისაღებად რევმატიულმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული მკუნალობის ღირებულების თანადაფინანსება 50% -ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

    მუხლი 7​2. ფენილკეტონურიით დაავადებული პირების დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე და ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის აუცილებელი ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების (ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ.) ღირებულების თანადაფინანსებას – არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის ( დაბადების) მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ბავშვთა რესპუბლიკური (ცენტრალური) საავადმყოფოს გენეტიკური ცენტრის (ექიმი-დიეტოლოგი) დანიშნულება-რეკომენდაცია საჭირო ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ასორტიმენტისა და რაოდენობის შესახებ;

ვ) სპეციალიზებული მომწოდებელი ორგანიზაციის ანგარიში დანიშნული ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ღირებულების შესახებ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №43 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

    მუხლი 7​3. ხელმოკლე მოსწავლეების დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII - XII კლასების:

ა) დედ-მამით ობოლ მოსწავლეებზე;

ბ) მოსწავლეებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 001-70 000 ქულის ფარგლებშია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოსწავლეებს დახმარება გაეწევათ სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულების /100 ლარის ფარგლებში/ დაფინანსების სახით.

3. სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს უნდა წარედგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განაცხადი, რომელსაც დაერთვის:

ა) მუნიციპალიტეტის თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში რიცხული ობოლი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დამოწმებული პერსონალური სია;

 ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – პერსონალურ სიაში რიცხული თვითოეული მოსწავლის ოჯახის მიხედვით;

ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსწავლეების კონტი ნ გენტის მიხედვით თანხები ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ანგარიშზე. სკოლის დირექციები უზრუნველყოფენ სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენას, დანიშნულებით გაცემას და ჩარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობას

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №43 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

 

 მუხლი 8. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება

 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:

ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;

ბ) დედ-მამით ობლები ან/და მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-70 000 ქულის ფარგლებშია;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-70 000 ქულის ფარგლებშია.

 2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების საფასურის 400 ლარით თანადაფინანსების სახით.

3. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან დაურთოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები, სტუდბილეთის ასლი და უმაღლესი სასწავლებლის ანგარიში სწავლის საფასურის შესახებ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 ივნისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

     მუხლი 9. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტულო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი –300) სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავღანეთის ომის გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის/ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის/ ავღანეთის ომის მონაწილის/დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) სამოქალაქო რეესტრის ცნობა პირის გარდაცვალების შესახებ.

3. სარიტუალო მომსახურების თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 10. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის

 მებრძოლთა (ვეტერანთა) და მათი ოჯახების სოციალური დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ბრძოლების ვეტერანებს ან მათ ოჯახებს:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ინვალიდებს;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახებს;

გ) მეორე მსოფლო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 75 ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კონტიგენტსა და მათ საბანკო (საპენსიო) ანგარშების რეკვიზიტებს აზუსტებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 11. ხანძრისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება

1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, ქარიშხალი და ა.შ.) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა.

2. ხანძრის ან სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი  სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა ან სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.

3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო ან/და სხვა კომპეტენტური დაწესებულებიდან, მათ შორის, სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა – ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები

4. (ამოღებულია - 16.08.11 №43).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №43 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

 

 მუხლი 12. ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი.

2. უხუცესებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში 100 ლარის ოდენობით და მედიკამეტოზური უზრუნველყოფა 50 ლარის ფარგლებში.

3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარდგინების ან ბენეფიციარის / ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადების საფუძველზე, რასაც თან დაერთვის ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში მისი პირადი ანგარიშის ან საპენსიო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. მედიკამენტოზური უზრუნველყოფის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს აფთიაქის ცნობა – ექიმის დანიშნულების საფუძველზე გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.

    მუხლი 13. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება

1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 120 პირის დღეში ერთჯერ, სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.

2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება „უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის“ საფუძველზე.

3. უფასო სასადილოთი მომსახურების უზრუნველყოფის თანხა განისაზღვრება 49 500 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს კვების, კომუნალურ და სხვა ხარჯებს.

4. უფასო სასადილოთი მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამასთან შესყიდვის პირობებით განისაზღვროს ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ღირებულება 1,65 ლარის ოდენობით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

 

 მუხლი 14. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების დახმარება

1. ეს მუხლი ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. 2011 წელს დაბადებულ მეოთხე შვილზე დედას მიეცემა 400 ლარი;

მე-5 შვილზე – 500 ლარი; მე-6, მე- 7 და ა.შ. შვილზე – 600 ლარი.

2. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში შეტანილ განცხადებას უნდა დაურთოს ყველა

 შვილის დაბადების მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში გახსნილი

 პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

     მუხლი 15. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №141 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის სფუძველზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 16. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები

ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგების ღონისძიებებს, მათ შორის, საცხოვრებელი შენობების საერთო სარგებლობის დერეფნების განათებისა და წყალსაქაჩების ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვას.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 17. მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისა და აღსაზრდელების უფასო მომსახურება

ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №149 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

 მუხლი 18. სოციალური დახმარების გაცემის წესი

1. დახმარების თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით:

ა) ამ წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, 7​1, 7​2, 7​3,​ მე-8, მე-9, მე-10, მე-12, მე-14 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე;

ბ) ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ფართომასშტაბიანი სტიქიისას – სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნის, ხოლო ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.

2. დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7 და მე-7​1 მუხლებით გათვალიწინებული დახმარების შემთხვევებში – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების, ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის 7​2 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის, ამ წესის 7​3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასკოლო დაწესებულების, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით.

3. ამ წესის მე-13 და მე-16 მუხლებით ანგარიშსწორების პროცედურა განისაზღვრება მომსახურების მომწოდებელ სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებებით.

4. ამ წესის მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდიების გაცემის საფუძველია შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კვარტალური განაცხადები.

5. დანართის პირველი, მე-2, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-7 და 7​1 მუხლებით გათვალისწინებული ბენეფიციარების მიერ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ღირებულების წინასწარი ანგარიშის (კალკულაცია) წარმოდგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას (საგარანტიო წერილი) შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დახმარების თანხის გაცემის შესახებ, რაც განხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №43 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

    მუხლი 19. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა

  წინამდებარე „წესითა“ და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 236 500 ლარით განისაზღვრება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 26 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 20. დასკვნითი დებულებები

ამ წესის მე-11 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მომხდარ ხანძრითა და სხვა სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ ზარალის შემთხვევებზე.

 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №43 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №30, 25.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1252001-4/