საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.07.2000 ძალადაკარგული 19.07.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№317
სარეგისტრაციო კოდი
480140000.15.002.001859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 25/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №317

2000 წელი 24 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე

1999 წლის პირველ ივლისს ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმსაზღვრელ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტს, რომლის სრულად და ეფექტიანად ამოქმედება დააჩქარებს საქართველოში დემოკრატიული და საბაზრო რეფორმების განვითარების, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია).

2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება და შემადგენლობა.

3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების და საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს მონაწილეობა მიიღონ კომისიის სხდომებში.

4. კომისიამ ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმა.

5. კომისიამ შეიმუშაოს და 2000 წლის 1 ნოემბრამდე წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების შესახებ საქართველოს სტრატეგიის პროექტი.

6. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების 43 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით ყველა შესაბამისმა სამინისტრომ და უწყებამ მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე წარუდგინოს კომისიას თავისი წინადადებები.

7. კომისიამ განახორციელოს ევროგაერთიანების ტექნიკური დახმარების პროგრამა TACIS-ის პროექტის „ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლის ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის“ (GEPLAC) მიმღების ფუნქციები, წარმართოს ევროკომისიასთან კონსულტაციები აღნიშნული ცენტრის საქმიანობის მიმართულებებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრის მიზნით.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებულება №462-სსმIII,№99,27.10.2000წ., მუხ.844

2. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 თებერვლის ბრძანებულება №49-სსმIII,№12,13.02.2001წ., მუხ.114

3. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება №373-სსმIII,№98,17.09.2001წ., მუხ.714

4. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 მაისის ბრძანებულება №249-სსმIII,№50,24.05.2002წ., მუხ.463

5. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №277-სსმIII,№58,11.06.2002წ., მუხ.528

საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავ რ ობო კომისიის შემადგენლობა

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევროგაერთიანების ტექნიკური დახმარების პროგრამა TACIS-ის ეროვნული კოორდინატორი

პაატა კალანდაძე – ს აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მართვის მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებულება №462-სსმIII,№99,27.10.2000წ., მუხ.844

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 თებერვლის ბრძანებულება №49-სსმIII,№12,13.02.2001წ., მუხ.114

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება №373-სსმIII,№98,17.09.2001წ., მუხ.714

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 მაისის ბრძანებულება №249-სსმIII,№50,24.05.2002წ., მუხ.463

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №277-სსმIII,№58,11.06.2002წ., მუხ.528

საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება

1. ზოგადი დებულებანი

საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის ივლისის № ბრძანებულების პირველი პუნქტით.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით.

3. კომისიის გადაწყვეტილებით და კომისიის მუშაობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება უწყებეთაშორისი სამუშაო ჯგუფი.

II. კომისიის ფუნქციები

კომისიის ფუნქციებში შედის საქართველო-ევროკავშირის პარტნიორებოსა და თანამშრომლობის შეთანხმებათა დებულებების შესრულების კოორდინაცია შემდეგი მიმართულებებით:

1. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.

2. საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოსა და კომიტეტის გადაწყვეტილებათა განხორციელების ზედამხედველობა.

3. შეთანხმებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი.

4. საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების თაობაზე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირებისათვის პროგრამის ჩამოყალიბება და მისი განხორციელების კონტროლი.

III. კომისიის უფლებები

1. კომისიის საქმიანობისათვის სავალდებულო ყველა სახის ინფორმაციის მოთხოვნა საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს, სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციისაგან.

2. კომისიის კომპეტენციის ფარგლებში სამთავრობო მართვის სტრუქტურებისათვის შესაბამისი დავალებების მიცემა.

3. უწყებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისაგან ანგარიშების მოსმენა, განხილვა და მუშაობის შეფასება.

4. ცალკეული პროექტების განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნა, მათი საქმიანობის კოორდინაცია.

5. კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებათა მომზადება.

IV. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

1. კომისია იკრიბება ორ თვეში ერთხელ, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრთა ერთი მესამედ ს მოთხოვნის საფუძველზე.

2. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარ რაოდენობად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აქვს თავმჯდომარეს.

VI. კომისიის ლიკვიდაცია

კომისიის ლ იკვიდაცია ხდება კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს პრ ე ზიდენტის ბრძანებულებით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“, №317, 24.07.2000, სარეგისტრაციო კოდი 480140000.15.002.001859 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1252267-5/