საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №326
2003 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 სექტემბრის №411 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
2. კომისია შექმნილია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონის საფუძველზე და არეგულირებს საქმიანობას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში.
3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
4. კომისიას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.
5. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 2. კომისიის სპეციალური უფლებაუნარიანობა
1. კომისიის საქმიანობა ვრცელდება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროზე და მისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომისიის ფუნქციების განხორციელება.
2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზირების პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება და გაუქმება;
ბ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ნებართვების გაცემა;
გ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით მომსახურების ზღვრული ტარიფების დადგენა და მათი რეგულირება;
დ) კავშირგამბულობისა და ფოსტის საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;
ე) კავშიგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვების ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების დადგენა და რეგულირება;
ვ) რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და დანაწილება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით;
ზ) რადიოსიხშირეების მინიჭება;
თ) ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესების განსაზღვრა და ნუმერაციის რესურსის განაწილება;
ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
კ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებათა განხორციელება;
ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საკონკურენციო გარემოს შექმნისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა;
მ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით მონოპოლიურ მდგომარეობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების დადგენა, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, აგრეთვე „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
ნ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების წესების დადგენა;
ო) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა;
პ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
3. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) ლიცენზიის მფლობელისაგან მიიღოს კომისიის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) დაამყაროს ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
გ) განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი, პირობები და მეთოდები;
დ) შექმნას კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და პრემირების ფონდები, ფინანსური რეზერვი, განსაზღვროს მათი გამოყენების წესი;
ე) მოამზადოს დასკვნები და წინადადებები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე;
ვ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
4. კომისია ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები;
ბ) მოაწყოს სხდომები საჯაროობის პრინციპის დაცვით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავისი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების, აგრეთვე ტარიფის დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე მოაწყოს საჯარო განხილვები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით;
დ) აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააცნოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემები;
ე) შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ვ) უზრუნველყოს თავისი დადგენილებების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
5. კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რაც დაკავშირებულია მისი ფუნქციების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
1. კომისია შედგება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ექვსი წლის ვადით დანიშნული სამი წევრისაგან.
2. კომისიის წევრები (მათ შორის თავმჯდომარე) თანამდებობაზე ზედიზედ შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ ორჯერ. თუ კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლდა ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ახალ წევრს.
3. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიასა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.
4. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:
ა) ნებაყოფლობით გადადგა;
ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;
ვ) დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ზ) გარდაიცვალა.
5. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
6. კომისიის თავმჯდომარე:
ა) უძღვება კომისიის სხდომებს;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომის კონტრაქტს;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი ქვეკომისიის ხელმძღვანელს;
დ) ახორციელებს კომისიისა და მისი აპარატის მართვას;
ე) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს;
ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
7. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე კომისია იღებს ნორმატიულ აქტს – დადგენილებას და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.
8. კომისიის დადგენილება ან გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე კენჭისყრის გზით, კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრის პოზიცია ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის წევრს თავშეკავების უფლება არა აქვს. კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომაზე კენჭისყრისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს არმყოფი წევრის წერილობითი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
9. კომისიის სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის სულ ცოტა ორ წევრს. კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი უნდა გამოქვეყნდეს სხდომამდე არანაკლებ შვიდი დღით ადრე. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისიის სხდომა მოიწვევა ამ პუნქტით დადგენილი წესი ს დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომის მოწყობის დრო და დღის წესრიგი ქვეყნდება დაუყოვნებლივ.
10. კომისიის სხდომა საჯაროა. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა.
11. კომისიის მიერ მიღებული დადგენილება ან გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიასთან შექმნილია მუდმივმოქმედი ქვეკომისია.
13. კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას სათათბირო ორგანოები. სათათბირო ორგანოების სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
14. სათათბირო ორგანოები წარმოადგენენ კომისიის საკონსულტაციო ორგანოებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან კავშირგაბმულობისა და ფოსტის ცნობილი სპეციალისტები, საზოგადოებრივი სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს სუბიექტების წარმომადგენლები.
15. კომისიის აპარატის მუშაობას წარმართავს აპარატის უფროსი.
16. აპარატის უფროსი:
ა) ახორციელებს აპარატის მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციასა და კონტროლს, ხელმძღვანელობს აპარატის ადმინისტრაციას;
ბ) უზრუნველყოფს განსაზღვრული კატეგორიის კორესპონდენციაზე რეაგირებას;
გ) კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის დადების თაობაზე;
დ) კომისიას წარუდგენს ყოველკვარტალურ ანგარიშს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების თაობაზე;
ე) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 4. კომისიის აპარატის სტრუქტურა
კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური;
დ)ეკონომიკური სამსახური;
ე) ტექნიკური სამსახური;
ვ) სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახური;
ზ) სამეურნეო სამსახური;
თ) ბუღალტერია.
მუხლი 5. კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ძირითადი კომპეტენცია და ამოცანები
1. ადმინისტრაცია:
ა) ახორციელებს კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების, გადაწყვეტილებების, საოქმო დავალებების, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების, კომისიის წევრების მითითებებისა და საკონტროლო დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს საკადრო, საკანცელარიო, საიდუმლო წერილებთან და არქივთან დაკავშირებული საქმიანობის შესრულებას;
გ) ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციასა და კომისიის საინფორმაციო უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაციას.
2. იურიდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მომზადებას;
ბ) ახორციელებს კომისიის სამართლებრივი აქტების, სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ან მათ იურიდიულ ექსპერტიზას;
გ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) წარმოადგენს კომისიას სასამართლოში საქმისწარმოების დროს;
ე) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობის განმახორციელებელი პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სარეგისტრაციო რეესტრს;
ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
3. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური:
ა) ახორციელებს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, მომსახურების გაწევის წესებთან, სტანდარტების დადგენასთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, მაუწყებლობასთან დაკავშირებული საკითხების კომისიაში განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო მონაწილეობას და მომხმარებელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) იკვლევს მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის შემცველ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს;
დ) უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელსა და მომხმარებელს შორის სადავო საკითხების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
ე) შეიმუშავებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კომისიის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებულ წინადადებებსა და პროექტებს;
ვ) უფლებამოსილია მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში;
ზ) უფლებამოსილია წარმოადგინოს მომხმარებლები ლიცენზიის მფლობელთან დავის დროს;
თ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
4. ეკონომიკური სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ეკონომიკური და ფინანსური საკითხების მომზადებას;
ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ეკონომიკურ კვლევასა და პროგნოზირებას;
დ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
5. ტექნიკური სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სატელეკომუნიკაციო ქსელებთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მომზადებას;

გ) აწარმოებს ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვების უწყებრივ რეესტრს;

6. სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საკითხების მომზადებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ახორციელებს სიხშირეების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
დ) აწარმოებს რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის და უცხო ქვეყნიდან მათი შემოტანისა და რეალიზაციის ნებართვების და ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭების ნებართვების უწყებრივ რეესტრებს, აგრეთვე რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების სარეგისტრაციო რეესტრს;

7. სამეურნეო სამსახური:
ა) უზრუნველყოფს კომისიას მუშაობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობებით;
ბ) მართავს კომისიის ქონებას;
გ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
8. ბუღალტერია:
ა) აწარმოებს კომისიის საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას;
ბ) ამზადებს კომისიის ბიუჯეტის პროექტს;
გ) უზრუნველყოფს სალიცენზიო გადასახდელებისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის აღრიცხვისა და ამოღების ორგანიზებას;
დ) უზრუნველყოფს კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას.
მუხლი 6. კომისიის ბიუჯეტი
1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისათვის მიიღოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.
2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის სალიცენზიო გადასახდელი, რეგულირების ყოველწლიური საფასური, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
3. სალიცენზიო გადასახდელის 20 პროცენტი ირიცხება კომისიის ანგარიშზე და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. ამ თანხით კომისია ფარავს მიმდინარე ხარჯებს. სალიცენზიო გადასახდელის 80 პროცენტი ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და გამოიყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
4. რეგულირების ყოველწლიური საფასური დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისათვის და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.
5. კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია ან დამატებითი შემოსავლები, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს სხვა მუხლების დასაფინანსებლად.
6. თუ მიღებული შემოსავლები არ ფარავს კომისიის მიმდინარე ხარჯებს, კომისია უფლებამოსილია დადგენილი წესით აიღოს სესხი.
მუხლი 7. ანგარიშის წარდგენა
1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ბუღალტრული ანგარიშების ფინანსურ აუდიტს;
2. კომისია შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს;
3. კომისიის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის; კომისია მართავს საჯარო მოსმენას, რომელზედაც თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს წარუდგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებას.
მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №326
2003 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანდართული დებულება.
1. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 სექტემბრის №411 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII,№1,05.01. 2004წ.,მუხ.2
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 აგვისტოს ბრძანებულება №338-სსმIII,№89,20.08. 2004წ.,მუხ.770
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
2. კომისია შექმნილია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონის საფუძველზე და არეგულირებს საქმიანობას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში.
3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
4. კომისიას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.
5. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. კომისიის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII,№1,05.01. 2004წ.,მუხ.2
მუხლი 2. კომისიის სპეციალური უფლებაუნარიანობა🔗
მუხლი 2. კომისიის სპეციალური უფლებაუნარიანობა
1. კომისიის საქმიანობა ვრცელდება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროზე და მისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომისიის ფუნქციების განხორციელება.
2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზირების პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება და გაუქმება;
ბ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ნებართვების გაცემა;
გ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით მომსახურების ზღვრული ტარიფების დადგენა და მათი რეგულირება;
დ) კავშირგამბულობისა და ფოსტის საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;
ე) კავშიგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვების ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების დადგენა და რეგულირება;
ვ) რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და დანაწილება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით;
ზ) რადიოსიხშირეების მინიჭება;
თ) ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესების განსაზღვრა და ნუმერაციის რესურსის განაწილება;
ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
კ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;
კ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებათა განხორციელება;
ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საკონკურენციო გარემოს შექმნისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა;
მ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით მონოპოლიურ მდგომარეობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების დადგენა, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, აგრეთვე „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
ნ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების წესების დადგენა;
ო) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა;
პ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
3. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) ლიცენზიის მფლობელისაგან მიიღოს კომისიის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) დაამყაროს ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
გ) განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი, პირობები და მეთოდები;
დ) შექმნას კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და პრემირების ფონდები, ფინანსური რეზერვი, განსაზღვროს მათი გამოყენების წესი;
ე) მოამზადოს დასკვნები და წინადადებები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე;
ვ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
4. კომისია ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები;
ბ) მოაწყოს სხდომები საჯაროობის პრინციპის დაცვით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თავისი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების, აგრეთვე ტარიფის დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე მოაწყოს საჯარო განხილვები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით;
დ) აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააცნოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემები;
ე) შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ვ) უზრუნველყოს თავისი დადგენილებების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
5. კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რაც დაკავშირებულია მისი ფუნქციების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი🔗
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
1. კომისია შედგება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ექვსი წლის ვადით დანიშნული სამი წევრისაგან.
2. კომისიის წევრები (მათ შორის თავმჯდომარე) თანამდებობაზე ზედიზედ შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ ორჯერ. თუ კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლდა ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ახალ წევრს.
3. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიასა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.
4. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:
ა) ნებაყოფლობით გადადგა;
ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;
ვ) დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ზ) გარდაიცვალა.
5. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
6. კომისიის თავმჯდომარე:
ა) უძღვება კომისიის სხდომებს;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომის კონტრაქტს;
გ)თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი ქვეკომისიის ხელმძღვანელს;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი ქვეკომისიის ხელმძღვანელს;
დ) ახორციელებს კომისიისა და მისი აპარატის მართვას;
ე) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს;
ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
7. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე კომისია იღებს ნორმატიულ აქტს – დადგენილებას და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.
8. კომისიის დადგენილება ან გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე კენჭისყრის გზით, კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრის პოზიცია ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის წევრს თავშეკავების უფლება არა აქვს. კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომაზე კენჭისყრისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს არმყოფი წევრის წერილობითი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
9. კომისიის სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის სულ ცოტა ორ წევრს. კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი უნდა გამოქვეყნდეს სხდომამდე არანაკლებ შვიდი დღით ადრე. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისიის სხდომა მოიწვევა ამ პუნქტით დადგენილი წესით დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომის მოწყობის დრო და დღის წესრიგი ქვეყნდება დაუყოვნებლივ.
9. კომისიის სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის სულ ცოტა ორ წევრს. კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი უნდა გამოქვეყნდეს სხდომამდე არანაკლებ შვიდი დღით ადრე. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისიის სხდომა მოიწვევა ამ პუნქტით დადგენილი წესის დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომის მოწყობის დრო და დღის წესრიგი ქვეყნდება დაუყოვნებლივ.
10. კომისიის სხდომა საჯაროა. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა.
11. კომისიის მიერ მიღებული დადგენილება ან გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიასთან შექმნილია მუდმივმოქმედი ქვეკომისია.
13. კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას სათათბირო ორგანოები. სათათბირო ორგანოების სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
14. სათათბირო ორგანოები წარმოადგენენ კომისიის საკონსულტაციო ორგანოებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან კავშირგაბმულობისა და ფოსტის ცნობილი სპეციალისტები, საზოგადოებრივი სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს სუბიექტების წარმომადგენლები.
15. (ამოღებულია).
16. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 აგვისტოს ბრძანებულება №338-სსმIII,№89,20.08. 2004წ.,მუხ.770
მუხლი 4. კომისიის აპარატის სტრუქტურა🔗
1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
15. კომისიის აპარატის მუშაობას წარმართავს აპარატის უფროსი.
16. აპარატის უფროსი:
ა) ახორციელებს აპარატის მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციასა და კონტროლს, ხელმძღვანელობს აპარატის ადმინისტრაციას;
ბ) უზრუნველყოფს განსაზღვრული კატეგორიის კორესპონდენციაზე რეაგირებას;
გ) კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის დადების თაობაზე;
დ) კომისიას წარუდგენს ყოველკვარტალურ ანგარიშს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების თაობაზე;
ე) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 4. კომისიის აპარატის სტრუქტურა
კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური;
გ) მონიტორინგის სამსახური;
დ) ფინანსური სამსახური;
ე) სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახური;
ვ) სამართლებრივ საკითხთა სამსახური;
ზ) უნივერსალური მომსახურების სამსახური;
თ) სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახური;
ი) მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 აგვისტოს ბრძანებულება №338-სსმIII,№89,20.08. 2004წ.,მუხ.770
მუხლი 5. კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ძირითადი ფუნქციებია🔗
1. ადმინისტრაციის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) აპარატის საქმიანობის ყოველკვარტალური გეგმის პროექტის მომზადება და დამტკიცებული გეგმის შესრულების თაობაზე კომისიის თავმჯდომარისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ბ) კომისიის სხდომებისა და აპარატის სამუშაო თათბირების გამართვის ორგანიზება (კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტების შედგენა და ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება; საოქმო საქმიანობის წარმოება და სხვ.);
გ) კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველყოფა;
დ) კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის განხორციელების კონტროლი; კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებების შესრულების მონიტორინგი;
ე) კომისიის აპარატის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და კომისიის თავმჯდომარისათვის ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) კომისიის საარქივო საქმისწარმოება;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის ორგანიზება;
თ) კომისიაში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება; კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული კორესპონდენციის რეესტრის წარმოება; კომისიის აპარატში საქმიანი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
ი) კომისიის აპარატის მუშაკთა საკადრო საქმისწარმოება;
კ) კომისიის შიდაკომპიუტერული ქსელისა და მონაცემთა კომპიუტერული ბაზის მართვა;
ლ) კომისიის აპარატის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური პირობების უზრუნველყოფა.
2. სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმებისა და პროექტების მომზადება;
ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) კომისიის საქმიანობის წლიური ანაგარიშის პროექტის მომზადება;
დ) კომისიის აპარატის მუშაკების მიერ მოვალეობათა ეფექტიანად შესრულების სამოტივაციო მექანიზმების შექმნა, კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების გადამზადების დაგეგმვა; შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის ფორმირება და დანერგვა;
ე) სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზი;
ვ) განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად პროექტების დაგეგმვა, განხორციელების ორგანიზაცია, მონიტორინგი და შეფასება; მიმდინარე პროექტებისა და გეგმების განხორციელების ხელშეწყობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) კომისიის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულებების განსაზღვრა; ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია;
თ) კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიშისა და სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის განვითარების თაობაზე მიმოხილვის გამოცემის ორგანიზება.
3. მონიტორინგის სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, კომისიის სამართლებრივი აქტებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი და დარღვევათა გამოვლენისას შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე პირთა და/ან უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთა მიერ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, დარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშებისა და წინადადებების კომისიისათვის წარდგენა.
4. ფინანსური სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად კომისიის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
ბ) კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება;
გ) სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვა და კონტროლი;
დ) კომისიის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება.
5. სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე ლიცენზიის გაუქმების (ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნით, მისი გარდაცვალების ან ლიკვიდაციის, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო) თაობაზე;
ბ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;
გ) სატელეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა;
დ) სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის ეკონომიკური (მათ შორის, კონკურენტუნარიანობის) კვლევა, ანალიზი, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე პირებისა და მათი ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის რეგულირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ვ) ლიცენზიის მფლობელის მიერ დადგენილი ტარიფის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კვლევა;
ზ) ნუმერაციის რესურსების რეგულირებისა და განაწილების მიზნით კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება.
6. უნივერსალური მომსახურების სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული უნივერსალური მომსახურების პროექტების განხორციელება; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების დადგენის მიზნით კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ბ) უნივერსალური მომსახურების პოლიტიკასთან და პრიორიტეტებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, შეფასება და კომისიისათვის წინადადებების მომზადება;
დ) კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, უნივერსალური მომსახურების სახსრების გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად მართვისა და განაწილების უზრუნველყოფა;
ე) უნივერსალური მომსახურების ანალიტიკური და საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოება და საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
7. სამართლებრივ საკითხთა სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) სამართლებრივი საკითხების მომზადება, კომისიის შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე მისი სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმომადგენლობა;
ბ) კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების, აგრეთვე კომისიაში სხვა უწყებებიდან შესათანხმებლად შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; მომხმარებელთა საჩივრებსა და განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;
დ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების ადმინისტრაციული წარმოება;
ე) დავებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე პერიოდული ანგარიშების კომისიისათვის წარდგენა;
ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
8. სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) სიხშირული სპექტრის დაგეგმარების, დადგენისა და დანაწილების, ელეტრომაგნიტური თავსებადობისა და საერთაშორისო კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგის განხორციელება;
ბ) სიხშირული სპექტრის განაწილების გეგმის შედგენა;
გ) სიხშირული სპექტრის გამოყენების ზედამხედველობა და გამოვლენილ ხელშეშლებზე რეაგირება;
დ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით წინადადებებისა და კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ე) ნებართვების გაცემის ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა და გაცემული ნებართვების უწყებრივი რეესტრის წარმოება.
9. მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და მისი გათვალისწინებით ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შემუშავების ორგანიზება;
ბ) ტელერაიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის ტელერადიომაუწყებლობის დამტკიცებულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენა;
გ) საქართველოს ტელერადიოსამაუწყებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს პირობების შექმნის ხელშემწყობი წინადადებების მომზადება და კომისიისათვის წარდგენა;
დ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან შეთანხმებებით, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობის განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 აგვისტოს ბრძანებულება №338-სსმIII,№89,20.08. 2004წ.,მუხ.770
მუხლი 6. კომისიის ბიუჯეტი🔗
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური;
დ)ეკონომიკური სამსახური;
ე) ტექნიკური სამსახური;
ვ) სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახური;
ზ) სამეურნეო სამსახური;
თ) ბუღალტერია.
მუხლი 5. კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ძირითადი კომპეტენცია და ამოცანები
1. ადმინისტრაცია:
ა) ახორციელებს კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების, გადაწყვეტილებების, საოქმო დავალებების, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების, კომისიის წევრების მითითებებისა და საკონტროლო დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს საკადრო, საკანცელარიო, საიდუმლო წერილებთან და არქივთან დაკავშირებული საქმიანობის შესრულებას;
გ) ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციასა და კომისიის საინფორმაციო უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაციას.
2. იურიდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მომზადებას;
ბ) ახორციელებს კომისიის სამართლებრივი აქტების, სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ან მათ იურიდიულ ექსპერტიზას;
გ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) წარმოადგენს კომისიას სასამართლოში საქმისწარმოების დროს;
ე) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობის განმახორციელებელი პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სარეგისტრაციო რეესტრს;
ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
3. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური:
ა) ახორციელებს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, მომსახურების გაწევის წესებთან, სტანდარტების დადგენასთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, მაუწყებლობასთან დაკავშირებული საკითხების კომისიაში განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო მონაწილეობას და მომხმარებელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) იკვლევს მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის შემცველ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს;
დ) უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელსა და მომხმარებელს შორის სადავო საკითხების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
ე) შეიმუშავებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კომისიის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებულ წინადადებებსა და პროექტებს;
ვ) უფლებამოსილია მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში;
ზ) უფლებამოსილია წარმოადგინოს მომხმარებლები ლიცენზიის მფლობელთან დავის დროს;
თ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
4. ეკონომიკური სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, ტარიფებთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ეკონომიკური და ფინანსური საკითხების მომზადებას;
ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ეკონომიკურ კვლევასა და პროგნოზირებას;
დ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
5. ტექნიკური სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, ურთიერთჩართვებთან, ნუმერაციასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სატელეკომუნიკაციო ქსელებთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, მომსახურების გაწევის წესებთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მომზადებას;
ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) აწარმოებს ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვების უწყებრივ რეესტრს;
დ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
6. სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ლიცენზირებასთან, უნივერსალურ მომსახურებასთან, რადიოსიხშირეებთან, მაუწყებლობასთან, სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციასთან, დავებთან, ნებართვებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საკითხების მომზადებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ კანონმდებლობის შესრულების კონტროლს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ახორციელებს სიხშირეების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
დ) აწარმოებს რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის და უცხო ქვეყნიდან მათი შემოტანისა და რეალიზაციის ნებართვების და ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭების ნებართვების უწყებრივ რეესტრებს, აგრეთვე რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების სარეგისტრაციო რეესტრს;
ე) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
7. სამეურნეო სამსახური:
ა) უზრუნველყოფს კომისიას მუშაობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობებით;
ბ) მართავს კომისიის ქონებას;
გ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას.
8. ბუღალტერია:
ა) აწარმოებს კომისიის საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას;
ბ) ამზადებს კომისიის ბიუჯეტის პროექტს;
გ) უზრუნველყოფს სალიცენზიო გადასახდელებისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის აღრიცხვისა და ამოღების ორგანიზებას;
დ) უზრუნველყოფს კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას.
მუხლი 6. კომისიის ბიუჯეტი
1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისათვის მიიღოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.
2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის სალიცენზიო გადასახდელი, რეგულირების ყოველწლიური საფასური, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
3. სალიცენზიო გადასახდელის 20 პროცენტი ირიცხება კომისიის ანგარიშზე და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. ამ თანხით კომისია ფარავს მიმდინარე ხარჯებს. სალიცენზიო გადასახდელის 80 პროცენტი ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და გამოიყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
4. რეგულირების ყოველწლიური საფასური დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისათვის და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.
5. კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია ან დამატებითი შემოსავლები, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს სხვა მუხლების დასაფინანსებლად.
6. თუ მიღებული შემოსავლები არ ფარავს კომისიის მიმდინარე ხარჯებს, კომისია უფლებამოსილია დადგენილი წესით აიღოს სესხი.
მუხლი 7. ანგარიშის წარდგენა🔗
1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ბუღალტრული ანგარიშების ფინანსურ აუდიტს.
2. კომისია შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს.
მუხლი 7. ანგარიშის წარდგენა
1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ბუღალტრული ანგარიშების ფინანსურ აუდიტს;
2. კომისია შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს;
3. კომისიის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის; კომისია მართავს საჯარო მოსმენას, რომელზედაც თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს წარუდგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებას.
მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.
2. კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №326. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.05.002.002635.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2006.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №326, 29.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.002.002635 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1253487/