საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.03.2001 ძალადაკარგული 25.08.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№90
სარეგისტრაციო კოდი
010220020.05.002.001013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 14/03/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №90

2001 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობისა და აღნიშნული მიმართულებით გასაწევი სამუშაოების კოორდინირების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველო-საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ივანე ჩხარტიშვილი–საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

დავით აფციაური          –საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

კობა გვენეტაძე–საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლევან გოგიჩაიშვილი–საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე

ნათელა თურნავა–საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

გიორგი კაკუბერი         –საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე

მერაბ კაკულია–საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ნუკრი ლიპარტაშვილი–საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

ნუგზარ უფლისაშვილი–საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

თემურ ქვაჩაკიძე–       საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მოადგილე

დავით შერვაშიძე         –საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე

ვაჟა შუბლაძე–საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ალექსანდრე ჩიკვაიძე–საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში

მევლუდ წიკლაური–მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და მხარდაჭერის ცენტრის დირექტორი.

2. სამთავრობო კომისიამ შეიმუშაოს საბერძნეთის რესპუბლიკასთან ეკონომიკურ ურთიერთობათა გააქტიურების მიმართულე ბები და კოორდინაცია გაუწიოს აღნიშნული მიმართულებების განხორციელებას.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1999 წლის 17 ივლისის №67 ბრძანება.

ე. შევარდნაძე