საქართველო-ისრაელის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.04.2001 ძალადაკარგული 25.08.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
010220000.05.002.001029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 03/04/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №120

2001 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველო-ისრაელის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობისა და აღნიშნული მიმართულებით გა ნსახორციელებელი სამუშაოების კოორდინირების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველო-ისრაელის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ადეიშვილი – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

დავით აფციაური          – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

კობა გვენეტაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლევან გოგიჩაიშვილი –           საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე

რუსუდან გორგილაძე –საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე

აკაკი ზოიძე –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ნათელა თურნავა          –საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

მერაბ კაკულია –საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

გიორგი კაკუბერი         –საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე

გოჩა მეგრელიძე           –საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამსახურის უფროსი

დავით შერვაშიძე         –საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ვაჟა შუბლაძე –საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. სამთავრობო კომისიამ შეიმუშაოს ისრაელთან ეკონომიკურ ურთიერთობათა გააქტიურების მიმართულებები და კოორდინაცია გაუწიოს მათ განხორციელებას.

ე. შევარდნაძე