სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.03.2011 ძალადაკარგული 23.06.2015
ნომერი
№1-1/455
სარეგისტრაციო კოდი
040110030.22.024.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110329010, 29/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/ 455

+

2011 წლი ს 29 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ

+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2012 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/1091 - ვებგვერდი, 03.05.2012 წ.

„სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს:

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №1).

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი №2).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2012 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/1091 - ვებგვერდი, 03.05.2012 წ.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მინისტრი       ვ. ქობალია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 1 მარტის ბრძანება №1–1/644 - ვებგვერდი, 01.03.2012 წ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2012 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/1091 - ვებგვერდი, 03.05.2012 წ.

                                                                                                                               დანართი №1

+

 

                               სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა

№

201 წლის ----------------,                                                     საქართველო,

წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში –  გამყიდველი) - ----------------------------------------

----------------------------------------------, წარმოდგენილი ------------------------------------

--------------------------- სახით, მოქმედი ------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების

დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ქონების შემძენს ----------------------------------------------- ------------------ (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი ------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ------------------------------------------------------------------ --- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,

თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:

1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება

1.1.             წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ს (შემდგომში - ქონება) -------------------------- (ქონების აღწერილობა).

1.2. მყიდველი, გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს --------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:

 ბანკი --------------------

 საბანკო კოდი: ------------------------

 საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------

1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.

1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს -------- (ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.

1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

2.1. მყიდველი ვალდებულია:

 

2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები..

2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 2.1.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი, თარიღი და ხელშეკრულების მხარეები.

 

------------------------------------------------------------------------------------------

2.2. მყიდველს უფლება აქვს:

-----------------------------------------------------------------------------------------.

2.3. გამყიდველი ვალდებულია:

2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

2.4. გამყიდველს უფლება აქვს:

-------------------------------------------------------------------------------------------------

3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები

 3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.

3.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.

3.3. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4. ხელშეკრულების შეწყვეტა

 4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.

 4.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო საფასურის ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.

 4.3. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.

 4.4. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

5. ფორსმაჟორი

5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.

5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.

5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.

5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.

5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორსმაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.

6. შეტყობინებები და ენა

6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ---- ენაზე. ხელმოწერილია ----- ეგზემპლარად.

6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.

 

 გამყიდველის შეტყობინების მონაცემები

მიმღები მხარე:

იურიდიული მისამართი

ტელეფონი:

---------------

ფაქსი:

 

მყიდველის შეტყობინების მონაცემები

მიმღები მხარე:

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი

-------------

ფაქსი:

 

 6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.

6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.

 

7. დავების გადაწყვეტა

 7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ცვლილებები და დამატებები

8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

 

გამყიდველი                                                                                           მყიდველი                                                        

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 1 მარტის ბრძანება №1–1/644 - ვებგვერდი, 01.03.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2012 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/1091 - ვებგვერდი, 03.05.2012 წ.

 დანართი №2 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო  აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები

+

 

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად სახელმწიფო ქონების შემძენმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს:

1. ფიზიკური პირებისთვის

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

ბ) წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

დ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

2. კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის

ა) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:

ა.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ა.ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

 ა.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

 ა.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.

ბ) უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსს;

 ბ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადამფუძნებლო სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, ასეთი არსებობის შემთხვევაში;

ბ.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

ბ.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.

 

შენიშვნა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.

უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტაცია უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. იმავდროულად, აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2012 წლის 1 მაისის ბრძანება №1-1/1091 - ვებგვერდი, 03.05.2012 წ.

    დანართი №3 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის უპირობო და პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები

+

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი (ებ) ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი და უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების ას ნასყიდობის ხელშეკრულებ ის გასაფორმებლად სახელმწიფო ქონების შემძენმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს:

 

1. ფიზიკური პირებისთვის

 

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

ბ) წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

დ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

2. კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის

 

ა) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში :

 

ა.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ა.ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

 ა.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

 ა.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.

 

ბ) უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში :

 

ბ.ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსს;

 ბ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადამფუძნებლო სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, ასეთი არსებობის შემთხვევაში;

ბ.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

ბ.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.

 

შენიშვნა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი (ებ) ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი და უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების ას ნასყიდობის ხელშეკრულებ ის გასაფორმებლად წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.

უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტაცია უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. იმავდროულად, აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“, №1-1/455, 29.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1255221-2/