სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2003 ძალადაკარგული 08.08.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
220060000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 22/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №21

2003 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფოში მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობასთან მუშაობის, განათლების სფეროების დაფინანსების დამატებით არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვის, ასევე ლატარიის მონაწილეთათვის მოგების მიღების შესაძლებლობის მიცემის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) საჭირო ღონისძიებანი განახორციელოს ფონდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ დასაფუძნებლად, რისთვისაც გაითვალისწინოს შემდეგი პირობების დაცვის მიზანშეწონილობა:

ა) სახელმწიფო ლატარიის სათანადო დონეზე მოწყობისათვის, როგორც დამფუძნებელმა, უზრუნველყოს ფონდის მიერ საკონკურსო პირობების შემუშავება, სახელმწიფო ლატარიის სახეების შერჩევა-დამტკიცება, კონკურსის მოწყობა და საკონკურსო საწყისებზე სახელმწიფო ლატარიის განმახორციელებლის – „საქართვე ლ ოს ეროვნული ლატარიის ოპერატორის“ (იურიდიული პირის, რომელსაც აქვს ლატარიის მოწყობის ლიცენზია და მისი შესაბამის დონეზე მართვის შესაძლებლობები) შერჩევა;

ბ) ფონდზე და მასთან სამართლებრივი ურთიერთობის მქონე ლატარიის ოპერატორთან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების განხორციელება;

გ) სახელმწიფო ლატარიის მოწყობის შედეგად მიღებული შემოსავლების ნაწილის (მიზნობრივი თანხები ლატარიის ამონაგებისა და გაცემული საპრიზო ფონდის სხვაობის 15 პროცენტი) ფონდის მიერ დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად გამოყენება.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნის ის ბრძანებულება №250 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.485

2. ფონდის დებულებაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალყურეო ორგანოს შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფინანსთა, კულტურის და განათლების სამინისტროების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელებით, კულტურის, სპორტის, ხელოვნებისა და საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნის ის ბრძანებულება №250 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.485

3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თ. ისაკაძეს.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნის ის ბრძანებულება №250 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.485

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №21, 20.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 220060000.05.002.000002 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1255867-1/