ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2004 ძალადაკარგული 24.01.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№641
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.003259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 10/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №641

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) (ძალადაკარგულია);

ბ) (ძალადაკარგულია);

გ) „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი“;

დ) (ძალადაკარგულია);

 ე) (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №1061-სსმIII,№146,19.12.

2005წ.,მუხ.1626

2. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №1061-სსმIII,№146,19.12.

2005წ.,მუხ.1626

3. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე).

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება, წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირების დანიშვნა.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების შესაბამისად უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს დაცვის ლაბორატორიის“ დებულების დამტკიცებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №1061-სსმIII,№146,19.12.2005წ.,მუხ.1626

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“, №641, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.003259 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257358-1/