„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.10.2001 ძალადაკარგული 27.09.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 105, 03/10/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №395

2001 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა თაობაზე

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების (შემდგომში – ადმინისტრაციები) მიერ განსაზღვრული მიზნების, ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) 2002 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ადმინისტრაციების განთავსებისათვის ქ. თბილისში შესაბამისი ფართობის გამოყოფა უსასყიდლოდ, უვადო უზუფრუქტის ფორმით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი ადმინისტრაციების ბიუჯეტების დამტკიცება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული თანხის აკუმულირების მიზნით 2002 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსათვის სპეციალური ანგარიშის გახსნა სახაზინო სამსახურში.

4. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ:

ა) 2002 წლის 1 იანვრამდე „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს შეუსაბამოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულება და სტრუქტურა;

ბ) 2002 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სამართლებრივი აქტები, კერძოდ, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებები:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების შესახებ;

ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების შესახებ;

ბ.გ) სარკინიგზო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების შესახებ;

ბ.დ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების შესახებ;

ბ.ე) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ;

ბ.ვ) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ;

ბ.ზ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ;

ბ.თ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ;

ბ.ი) ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურის შესახებ.

5. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაონ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსაბამონ „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

ე. შევარდნაძე