„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2011 ძალადაკარგული 24.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.151.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331023, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2011 წლის 30 მარტი

დ.სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 06.05.2011 წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 220 ოდენობით, მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშება მოხდეს ფორმულით C N=IMG X ITL X C X K, სადაც

CN – არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1მ​2-ზე.

IMG – არის ყაზბეგისათვის დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით; ის მუდმივი მაჩვენებელია.

ITL – არის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დ აბა სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით (დ აბა სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება).

 C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1მ​2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით.

K – არის მიწის ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 06.05.2011 წ.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით, დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1მ​2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

№

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

CN=IMG XITL X C X K,

1

0,2

1,0

0,24

220

10,56

 

 

 

 

 

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 06.05.2011 წ.

მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებებში და მის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის N554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა-თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დ აბა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამური დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში.(ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ აბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს – 7,392 ლარს 1მ​2-ზე;

ბ) შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (გარდა დ აბა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ აბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 50%-ით, რაც შეადგენს 5,28 ლარს 1მ​2-ზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 06.05.2011 წ.

მუხლი 4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის სამმაგი ოდენობით და დადგინდეს 31,68 ლარი 1მ​2-ზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 06.05.2011 წ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 28.10.2011 წ.

მუხლი 5. ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ აბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 35%-ით, რაც შეადგენს 3,696 ლარს 1მ​2-ზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 06.05.2011 წ.

მუხლი 6. ძალადაკრაგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.

მუხლი 7. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ.მალანია

შეტანილი ცვლილებები:

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 06.05.2011 წ.

2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 28.10.2011 წ.

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ, №18, 30.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1260583-2/