სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №564
1999 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით:
1. დამტკიცდეს „სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების თანდართული დებულება.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) განაახლოს 1999 წლის 15 ოქტომბრიდან სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირება დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 მაისის ბრძანებულება №191-სსმIII,№51,17.05.2001 წ.,მუხ.379
სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების დებულების საფუძველია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი (მიღებულია 1999 წლის 14 მაისს, №1966-IIს).
2. დებულება ადგენს სამედიცინო დაწესებულებების (სამართლებრივ-ორგანიზაციული და საკუთრების ფორმის განურჩევლად) საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესსა და საფუძვლებს.
3. ლიცენზირებას ექვემდებარება იურიდიული პირის (რეზიდენტი ან არარეზიდენტი) სამედიცინო საქმიანობა, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა.
4. ლიცენზიის გარეშე სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის წარმართვა დაუშვებელია.
5. დადგენილი წესით ლიცენზირებას ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულების ყველა ის საქმიანობა, რომელიც ამ დებულების დანართი №1-ით არის გათვალისწინებული.
II. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო
6. ლიცენზიით ნებადართული სამედიცინო საქმიანობის სახეა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
7. სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა ლიცენზირების პროცესის ორგანიზაციულ და მეთოდურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი.
8. ლიცენზიის გამცემი ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) კანონის შესაბამისად ლიცენზირების პროცესში ჩართულ სამთავრობო დაწესებულებათა მონაწილეობით შექმნას სალიცენზიო კომისია, რომელიც შეამოწმებს და განსაზღვრავს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიით ნებადართული სამედიცინო საქმიანობის პირობებს;
ბ) გასცეს ლიცენზია სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაზე და აწარმოოს უწყებრივი რეესტრი;
გ) კანონით დადგენილი წესით შეაჩეროს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს ლიცენზიის გასაუქმებლად;
დ) აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს, ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;
ე) გამოაქვეყნოს ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”.
9. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
10. ლიცენზირების კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი ანგარიშს აბარებს მინისტრის საბჭოს.
11. ლიცენზირების კომისიის მოვალეობებია:
ა) ლიცენზიის მაძიებელთა საბუთების შესწავლის საფუძველზე მიღებული დასკვნების გაანალიზება და სალიცენზიო დოკუმენტების გაცემის ან არგაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ)ექსპერტთა ჯგუფების შექმნა;
გ) ლიცენზიის მფლობელთა განცხადებებისა და ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე წარდგინების განხილვა, შესწავლა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება;
დ) სალიცენზიო დოკუმენტების მოქმედების შეჩერების, განახლების და აგრეთვე მათი გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ე) სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის ორგანიზაცია;
ვ) სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი ს მუშაობის კოორდინაცია.
12.სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას და მის მოვალეობაში შედის:
ა) ლიცენზირების პროცესის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა (საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა);
ბ) სალიცენზიო კომისიის ექსპერტთა ჯგუფების მუშაობის ორგანიზება;
გ) ლიცენზიის მაძიებლის საბუთების შესწავლის საფუძველზე მიღებული დასკვნების გაანალიზება და სალიცენზიო კომისიის სხდომაზე განსახილველად წინადადებების მომზადება;
დ) სალიცენზიო დოკუმენტების გაფორმების, გაცემის, გადაფორმების, შეჩერების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებისა და მათ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე წარდგინების შესწავლა და სათანადო მასალების განსახილველად წარდგენა სალიცენზიო კომისიიისათვის;
ვ) სალიცენზიო დოკუმენტების მომზადება, შეძენა, შენახვა და აღრიცხვა;
ზ) სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის განხორციელება სალიცენზიო კომისიის დავალებით.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია:
ა) გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს, მიაწოდოს ინფორმაცია ყოველი ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე;
ბ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 20 იანვრისა, მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს ლიცენზიებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მათ შორის - რამდენმა და რომელი ლიცენზიის მფლობელმა გაასაჩივრა სასამართლოში ლიცენზიის გამცემი ორგანოს ქმედება.
III. ლიცენზიის გაცემის წესი
14. სამედიცინო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო ლიცენზიის მფლობელი – ასრულებდეს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს.
15. საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მიღება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, მიუხედავად მისი უწყებრივი დაქვემდებარებისა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იგი უნდა წარმოადგენდეს სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით (სამედიცინო კაბინეტი, ამბულატორია, საავადმყოფო, ლაბორატორია და სხვ.);
ბ) ლიცენზირებულ სამედიცინო საქმიანობათა განსახორციელებლად უნდა ჰყავდეს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები და თითოეული საქმიანობისათვის სალიცენზიო ბარათით განსაზღვრული – პასუხისმგებელი შემსრულებელი;
გ) ყველა სახის ლიცენზირებული სამედიცინო დახმარების გაწევა დასაშვებია იმ შიდა სტანდარტის ფარგლებში, რომელიც შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს და დამტკიცებულია სალიცენზიო კომისიის ექსპერტთა მიერ.
– ქვეყანაში სამედიცინო დახმარების დონის ზრდის, სამკურნალო-სადიაგნოზო ახალი მეთოდების შემუშავების, სამედიცინო დახმარების განფასების ცვლილებებისა და მსოფლიო მედიცინის განვითარების შესატყვისად სამედიცინო დახმარების კორექტირების აუცილებლობის გათვალისწინებით, სამედიცინო საქმიანობის სუბიექტის შიდა სტანდარტის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს სამ წელიწადს და იმავე დროს არ შეიძლება იყოს ერთ წელიწადზე ნაკლები;
დ) იგი აღჭურვილი უნდა იყოს ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობით, რაზეც უნდა იყოს სალიცენზიო კომისიის ექსპერტების სათანადო დასკვნა, რომლის მოქმედების ვადა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, გამომდინარე ხელსაწყოს საექსპლუატაციო თავისებურებიდან;
ე) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს უნდა ჰქონდეს სათანადო ჰიგიენური სერტიფიკატი;
ვ) შენობა-ნაგებობის ანდა ფართობის, რომელზეც განთავსებულია სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი, ტექნიკური მდგომარეობა და აღჭურვა უნდა იძლეოდეს სალიცენზიო სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, რაზეც უნდა იყოს სალიცენზიო კომისიის ექსპერტების სათანადო დასკვნა, რომლის მოქმედების ვადა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად;
ზ) გაწეული ლიცენზირებული სამედიცინო დახმარება სათანადოდ უნდა იყოს აღრიცხულ-რეგისტრირებული და შესრულებული მუშაობის დეტალური სტატისტიკური ანალიზი დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით უნდა გაეგზავნოს სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტს;
თ) სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საგანგებო მდგომარეობის დროს ოპერატიული მოქმედების გეგმა, დამტკიცებული დადგენილი წესით;
ი) სამედიცინო დაწესებულებას, ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით, უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის სათანადო ნებართვა;
კ) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტისათვის სავალდებულოა მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნების (მათი კომპეტენციის ფარგლებში) შესრულება;
ლ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის წარმოება რამდენიმე ტერიტორიულად განკერძოებულ ობიექტზე დასაშვებია მხოლოდ ამ ობიექტისათვის შესაბამისი ლიცენზიის ასლისა და სალიცენზიო ბარათის პირობებში.
16. სალიცენზიო ორგანოს დასკვნა ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, ხოლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ზემოაღნიშნული პირობების შესრულების შესახებ გამოაქვს ლიცენზიის მაძიებლისა თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ცნობების გაანალიზების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო კომისიის დასკვნით ეს მონაცემები საკმარისი არ არის, შეიძლება ჩატარდეს შემოწმება-ექსპერტიზა. ამ შემთხვევაში სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ექსპერტიზის აქტის შედეგებზე.
IV. ლიცენზიის მიღების საფუძველი
17. ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება (დანართი №1, ფორმა 1).
18. წარმოდგენილ განცხადებას, სამედიცინო დაწესებულებათა სპეციფიკის გათვალისწინებით, სამართლებრივ-ორგანიზაციული და საკუთრების ფორმის განურჩევლად უნდა ახლდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებისათვის საჭირო შესაბამისი საბუთები (დანართი №2).
19. ლიცენზიის მისაღებად სათანადო დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში, სადაც ხდება მათი აღრიცხვა და შესწავლა.
20. ლიცენზიის მფლობელი, მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ან ადგილსამყოფელის შეცვლის, რეორგანიზაციისა და სხვა შემთხვევაში ვალდებულია კანონით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და სახელმწიფო რეგისტრაციიდან 7 დღეში, წარადგინოს სათანადო დოკუმენტები.
V. ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა
21. სალიცენზიო კომისიაზე ლიცენზიის მაძიებლის საკითხის განხილვამდე, სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში ხდება მის განცხადებასთან თანდართული მასალების შესწავლა, რის საფუძველზეც ფასდება სალიცენზიო საქმიანობის სახის განხორციელების პირობების შესაბამისობა იმ მოთხოვნებთან, რომლებიც დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. საჭიროების შემთხვევაში სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას უწევს ორგანიზაციას.
22. სალიცენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე მიიღება განცხადების (ყველა აუცილებელი დოკუმენტის თანხლებით) შემოსვლიდან 30 დღის განმავლობაში.
23. სალიცენზიო კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს და განსაზღვროს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის პირობებს.
24. სალიცენზიო კომისია საქმის განხილვის შედეგების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ლიცენზიის გაცემის შესახებ;
ბ) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
25. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შეიცავდეს ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძველს.
26. თუ ლიცენზიის მაძიებელს 30 დღის ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს ლიცენზიის მისაღებ განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას.
27. ლიცენზიის გაცემაზე უარის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობა;
ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მოთხოვნა იმ საქმიანობაზე, რომელზეც მას უკვე გაუუქმდა ლიცენზია და გაუქმებიდან არ არის გასული 1 წელი;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მოთხოვნა იმ საქმიანობაზე, რომელზეც შეჩერებული აქვს ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების საფუძველი.
28. დაუშვებელია ლიცენზიაზე უარის თქმა ლიცენზიების გაცემის რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.
VI. სალიცენზიო დოკუმენტები
29. ლიცენზიის მოწმობებს გააჩნია სააღრიცხვო ნომერი, დაცვის სხვა ნიშნები და სერია. ისინი მიეკუთვნება მკაცრი აღრიცხვიანობის დოკუმენტებს.
30. ლიცენზიაში აღინიშნება (დანართი №2, ფორმა 3): ლიცენზიის გამცემი ორგანოს დასახელება, ლიცენზიის მფლობელის დასახელება და იურიდიული მისამართი, ლიცენზიის სარეგისტრაციო ნომერი და გაცემის თარიღი.
31. საქმიანობის სახე, რომლის განხორციელებაზეც გაიცა ლიცენზია და ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პირობები მითითებულია ლიცენზიის დანართში (დანართი №2, ფორმა 4).
32. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში გაცემული ლიცენზია კარგავს იურიდიულ ძალას და ექვემდებარება გაუქმებას.
33. ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში – დუბლიკატის მიღებამდე, სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი თავის საქმიანობას ახორციელებს განცხადების საფუძველზე სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ გაცემული დროებითი ნებართვის საფუძველზე.
34. ლიცენზიას ხელს აწერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მისი დამოწმება ხდება სამინისტროს ბეჭდით.
35. იმ შემთხვევაში, როდესაც ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის სახე ხორციელდება რამდენიმე ტერიტორიულად განკერძოებულ ობიექტზე, ლიცენზიის მაძიებელს ძირითად ლიცენზიასთან ერთად ეძლევა ლიცენზიის ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განკერძოებული ობიექტის მისამართი.
36. სამედიცინო დაწესებულებას ლიცენზიისა და მისი დანართის გარდა, თითოეულ ლიცენზირებულ საქმიანობაზე, ეძლევა აგრეთვე სალიცენზიო ბარათი, რომელშიც მითითებულია ლიცენზირებული საქმიანობის პასუხისმგებელი შემსრულებლის ვინაობა (დანართი №2, ფორმა 5).
37. სალიცენზიო ბარათით გათვალისწინებული სამედიცინო საქმიანობის პირობების შეცვლის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში დადგენილ ვადებში წარადგინოს სათანადო ცნობები მისი გადაფორმებისათვის. სალიცენზიო ბარათის გადაუფორმებლობა სალიცენზიო პირობების უხეში დარღვევაა. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო ბარათის გარეშე იმ სამედიცინო საქმიანობის წარმოება, რომელიც საჭიროებს აღნიშნული დოკუმენტის ფლობას, არის ლიცენზიის პირობების უხეში დარღვევა.
VII. სალიცენზიო დოკუმენტების დაკარგვა ან დაზიანება
38. თუ სალიცენზიო მოწმობა ან მისი დანართი დოკუმენტები დაიკარგა ან დაზიანდა, მისმა მფლობელმა ან წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით – ასლის გაცემის თაობაზე.
39. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს გასცემს მხოლოდ სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოსათვის მიმართვის შემდეგ, რეესტრში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ.
40. ლიცენზიის გაცემის თაობაზე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილება სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ.
41. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ლიცენზიის დედანს.
VIII. სალიცენზიო მოსაკრებელი
42. სალიცენზიო მოწმობის გაცემისათვის, ისევე როგორც ასლისა და დუბლიკატის გაცემისათვის, ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი იხდიან სალიცენზიო მოსაკრებელს კანონით დადგენილი წესით.
IX. სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლი
43. საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული პირის (რეზიდენტი ან არარეზიდენტი) მიერ სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის არსებობისა და სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სხვა კომპეტენტური ორგანოები კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების ფარგლებში:
ა) მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნების შესრულება (კანონით დადგენილ ფარგლებში) ლიცენზიის მფლობელისათვის სავალდებულოა;
ბ) ლიცენზიის მფლობელი დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია შემოწმებისას ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუქმნას მუშაობის სათანადო პირობები.
44. სალიცენზიო კომისიას უფლება აქვს:
ა) კონტროლი გაუწიოს ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვას, მარეგლამენტირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესრულებას;
ბ) დაავალოს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტსა და ექსპერტთა ჯგუფებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შესწავლა-შემოწმება (რაზეც უნდა შედგეს შესაბამისი აქტი);
გ) მოითხოვოს და მიიღოს ლიცენზიის მფლობელისაგან საჭირო ახსნა-განმარტება და ცნობები იმ საკითხებზე, რომლებიც სალიცენზიო პირობების დაცვასთან არის დაკავშირებული;
დ) გააფრთხილოს ლიცენზიის მაძიებელი გამოვლენილი დარღვევების, კანონით დადგენილ ვადებში, აღმოფხვრის აუცილებლობის თაობაზე.
X. სალიცენზიო დოკუმენტების მოქმედების შეჩერება, განახლება და გაუქმება
45. სალიცენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ მისი მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს ან ლიცენზიით ნებადართული სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის (ასლის) პირობების დარღვევა;
ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ სახელმწიფო ორგანოების განკარგულებისა და მითითებების შეუსრულებლობა;
გ) ლიცენზიის გადაცემა სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის;
დ) იმ თანამშრომელთა დაშვება სამუშაოზე, რომლებსაც არა აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და მომზადება;
ე) გაფრთხილების შემდეგ დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა;
ვ) შემოწმებაზე უარის თქმა ან თანამდებობის პირთათვის დაბრკოლების შექმნა.
46. სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის მფლობელს, ლიცენზიის შეჩერების მოტივისა და საფუძვლის მითითებით და აღინიშნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში აღნიშნული ცნობა უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”.
47. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ლიცენზიის პირობებისა და ლიცენზიით ნებადართული სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებამდე, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უმეტეს 3 თვისა.
48. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ ლიცენზიის მოქმედება განახლდება სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადებაში მოყვანილი ცნობების შესწავლის საფუძველზე.
49. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
50. ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილება შევა როგორც უწყებრივ, ისე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”.
51. ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ხნის განმავლობაში არ შესრულდა ლიცენზიის პირობების და ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
გ) სპეციალური კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები;
დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური (სამი და მეტი) დარღვევა.
52. 51-ე მუხლის ,,ბ”, „გ” და „დ” პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ მისი გამცემი ორგანოს განცხადების საფუძველზე იღებს შესაბამისი სასამართლო განსჯადობის მიხედვით.
53. სალიცენზიო კომისია გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ იღებს 5 დღეში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ლიცენზიის გაუქმების დასაბუთებული საფუძველი.
54. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი:
ა) ლიცენზიის გაუქმების შესახებ (მისი გაუქმების საფუძვლების მითითებით) წერილობით აცნობებს ლიცენზიის მფლობელს;
ბ) შეაქვს ცნობები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და აღნიშნულის შესახებ აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;
გ) გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ, მისი მიღებიდან 10 დღეში აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
55. ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა ხდება შემდეგი წესით:
ა) ლიცენზიის (ლიცენზიის ასლის ან სალიცენზიო ბარათის) მოქმედების შეჩერების ან გაუქმების საქმის სალიცენზიო კომისიის სხდომაზე განხილვის საფუძველია წარდგინება ლიცენზიის პირობების დარღვევის შესახებ, რომელსაც წარადგენენ:
– სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები;
– ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ჯანდაცვის ქვედანაყოფები;
– მესამე პირის დასაბუთებული მოთხოვნა;
ბ) წარდგინება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით და სათანადო დასაბუთებით;
გ) მასალები განიხილება სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში და მიეწოდება მის უფროსს. მასალების განხილვა და მომზადება სალიცენზიო კომისიის სხდომაზე განსახილველად უნდა მოხდეს საბუთების რეგისტრაციიდან 3 დღეში;
დ) სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება:
– სალიცენზიო კომისიაზე განსახილველად მასალების გადაცემის შესახებ;
– არასრულყოფილი მასალის მიღების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ (10 დღეში), რის შემდეგაც სალიცენზიო კომისია დადგენილ ვადებში (მუხლი 53) იღებს გადაწყვეტილებას.
XI. რეესტრი,სალიცენზიო რეესტრი და მისი წარმოება
56. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს ლიცენზიის მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (დანართი №5), ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში.
57. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში აღნიშნული იქნება:
ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეესტრების მონაცემები, ადგილსამყოფელი; მონაცემები მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ);
ბ) ლიცენზიის დანართის მონაცემები, ლიცენზირებული საქმიანობის სახე (სახეები);
გ) ლიცენზიის ნომერი, სერია და გაცემის თარიღი;
დ) სალიცენზიო ბარათის მონაცემები, ნომერი, სერია;
ე) მონაცემები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების, ლიცენზიის გაუქმების ან ლიცენზიის ასლისა და დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
58. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) ლიცენზიის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემები 10 დღეში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;
ბ) მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების ან ლიცენზიის გაუქმებისა და ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე მიაწოდოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
59. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს და წერილობით მოითხოვოს უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
XII. ლიცენზიასთან დაკავშირებული დავა
60. ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ლიცენზიის თაობაზე დაიტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი I
სამედიცინო საქმიანობის იმ სახეობათა ნუსხა, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას
1. ექიმამდელი სმედიცინო დახმარება:
1.1. ბავშვების სამედიცინო პატრონაჟი
1.2. საექტნო სამედიცინო დახმარება
1.3. მოზრდილთა სამედიცინო პატრონაჟი
2. პირველადი საექიმო სამედიცინო დახმარება:
2.1. ზოგადი საექიმო პრაქტიკა, ოჯახის ექიმი
3. სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
3.1. სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
3.2. ტრანსპორტირებისას სამედიცინო თანხლება
4. სამედიცინო დიაგნოსტიკა:
4.1. ბიოლოგიური კონტროლი
4.2. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი
4.3. ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა
4.4. კომპიუტერული ტომოგრაფია
4.5. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა:
4.5.1. აივ-დიაგნოსტიკა ლაბორატორიული
4.5.4. ვირუსულოგიური გამოკვლევები
4.5.2. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები
4.5.3. ბიოქიმიური გამოკვლევები
4.5.5. იმუნოლოგიური გმოკვლევები
4.5.6. კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები
4.5.7. მიკრობიოლოგიური გამოკვლევები
4.5.8. სეროლოგიური გამოკვლევები
4.5.9. ციტოგენეტიკური გამოკვლევები
4.6. პათოლოგიური ანატომია/კლინიკური პათოლოგია:
4.6.1. გვამის პათოლოგანატომიური გაკვეთა
4.6.2. გვამის შემურვა
4.6.3. პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკა
4.6.4. ციტოლოგიური დიაგნოსტიკა
4.7. რადიოლოგიური დიაგნოსტიკა
4.8. რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა
4.9. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
4.10. ფუნქციური დიაგნოსტიკური
4.11. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დიაგნოსტიკა
5. მოზრდილი მოსახლეობის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო დახმარება – სპეციალობების მიხედვით:
5.1. ალერგოლოგია
5.2. ანესთეზიოლოგია
5.3. გასტროენტეროლოგია
5.4. გერიატრია
5.5. დერმატოლოგია და ვენეროლოგია
5.6. დიაბეტოლოგია
5.7. ენდოკრინოლოგია
5.8. ენდოსკოპია
5.9. თერაპია
5.10. ინფექციური დაავადებები
5.11. კარდილოგია
5.12. კლინიკური იმუნოლოგია
5.13. კლინიკური ტოქსიკოლოგია
5.14. კომბუსტიოლოგია
5.15. კოსმეტოლოგია:
5.15.1. თერაპიული
5.15.2. ქირურგიული
5.16. კურორტოლოგია
5.17. ლაზეროთერაპია
5.18. ლოგოპედია
5.19. მეანობა და გინეკოლოგია
5.20. ნარკოლოგია
5.21. ნევროლოგია
5.22. ნეფროლოგია
5.23. ონკოლოგია
5.24. ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია)
5.25. ოფთალმოლოგია:
5.25.1. თერაპიული
5.25.2. ქირურგიული
5.25.3. ოფთომეტრიული
5.26. პროთეზირება:
5.26.1. თვალის
5.26.2. კბილების
5.26.3. ორთოპედიული
5.26.4. ყურის
5.27. პროფპათოლოგია
5.28. პროქტოლოგია
5.29. პულმონოლოგია
5.30. რადიოლოგია
5.31. რეანიმაცია
5.32. რეაბილიტაცია
5.33. რენტგენოლოგია
5.34. რევმატოლოგია
5.35. რეპროდუქტოლოგია
5.36. საექიმო კონტროლი (სპორტსმენების)
5.37. სამედიცინო გენეტიკა
5.38. სამედიცინო პარაზიტოლოგია
5.39. სამკურნალო კვება
5.40. სამკურნალო ფიზკულტურა
5.41. სექსოპათოლოგია
5.42. სტომატოლოგია:
5.42.1. თერაპიული
5.42.2. ქირურგიული
5.43. ტრავმატოლოგია და ორთოპედია
5.44. უროლოგია
5.45. ფთიზიატრია
5.46. ფიზიოთერაპია
5.47. ფსიქიატრია
5.48. ფსიქოთერაპია
5.49. ქირურგია ზოგადი
5.50. ქირურგია პლასტიკური
5.51. შრომათერაპია
5.52. ჰემატოლოგია
6. ბავშვთა მოსახლეობის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო დახმარება – სპეციალობების მიხედვით:
6.1. ალერგოლოგია
6.2. ანესთეზიოლოგია
6.3. გასტოენტეროლოგია
6.4. გინეკოლოგია
6.5. დერმატოლოგია და ვენეროლოგია
6.6. დიაბეტოლოგია
6.7. დიეტოლოგია
6.8. ენდოკრინოლოგია
6.9. ენდოსკოპია
6.10. ინფექციური დაავადებები
6.11. კარდიოლოგია/კარდიორევმატოლოგია
6.12. კლინიკური იმუნოლოგია
6.13. კლინიკური ტოქსიკოლოგია
6.14. კომბუსტიოლოგია
6.15. კოსმეტოლოგია:
6.15.1. თერაპიული
6.15.2. ქირურგიული
6.16. კურორტოლოგია
6.17. ლაზეროთერაპია
6.18. ლოგოპედია
6.19. ნარკოლოგია
6.20. ნევროლოგია
6.21. ნეფროლოგია
6.22. ონკოლოგია
6.23. ორთოდონტია
6.24. ოტორინოლარიგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია)
6.25. ოფთალმოლოგია:
6.25.1. თერაპიული
6.25.2. ქირურგიული
6.25.3. ოფთომეტრიული
6.26. პედიატრია
6.27. პროთეზირება:
6.27.1. თვალის
6.27.2. კბილების
6.27.3. ორთოპედიული
6.27.4. ყურის
6.28. პროქტოლოგია
6.29. პულმონოლოგია
6.30. რადიოლოგია
6.31. რეანიმაცია
6.32. რეაბილიტაცია
6.33. რენტგენოლოგია
6.34. საექიმო კონტროლი (სპორტსმენების)
6.35. სამედიცინო გენეტიკა
6.36. სამედიცინო პარაზიტოლოგია
6.37. სამკურნალო ფიზკულტურა
6.38. სტომატოლოგია:
6.38.1. თერაპიული
6.38.2. ქირურგიული
6.39. ტრავმატოლოგია და ორთოპედია
6.40. უროლოგია
6.41. ფთიზიატრია
6.42. ფიზიოთერაპია
6.43. ფსიქიატრია/ფსიქონევროლოგია
6.44. ფსიქოთერაპია
6.45. ქირურგია
6.46. ჰემატოლოგია
7. მოზრდილი მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო დახმარება – სპეციალობების მიხედვით:
7.1. ალერგოლოგია
7.2. ანგიოლოგია
7.3. ანესთეზიოლოგია
7.4. გასტოენტეროლოგია
7.5. გერიატრია
7.6. გინეკოლოგია
7.7. დერმატოლოგია და ვენეროლოგია
7.8. დიაბეტოლოგია
7.9. დიეტოლოგია
7.10. ენდოკრინოლოგია:
7.10.1. მეტაბოლოგია
7.11. ენდოსკოპია
7.12.1. თერაპია
7.12.2. თერაპიული დღის სტაციონარი
7.13. ინფექციური დაავადებები
7.14. კარდიოლოგია
7.15. კლინიკური იმუნოლოგია
7.16. კლინიკური ტოქსიკოლოგია
7.17. კომბუსტიოლოგია
7.18. კოსმეტოლოგია:
7.18.1. თერაპიული
7.18.2. ქირურგიული
7.19. კურორტოლოგია
7.20. ლაზეროთერაპია
7.21. ლოგოპედია
7.22. მეანობა
7.23. ნარკოლოგია
7.24. ნევროლოგია
7.25. ნეფროლოგია
7.26. ონკოლოგია
7.27. ორთოდონტია
7.28. ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია)
7.29. ოფთალმოლოგია:
7.29.1. თერაპიული
7.29.2. ქირურგიული
7.29.3. ოფთომეტრიული
7.30. პროთეზირება:
7.30.1. თვალის
7.30.2. კბილების
7.30.3. ორთოპედიული
7.30.4. ყურის
7.31. პროფპათოლოგია
7.32. პროქტოლოია
7.33. პულმონოლოგია
7.34. რადიოლოგია
7.35. რეანიმაცია
7.36. რეაბილიტაცია
7.37. რევმატოლოგია
7.38. რეპროდუქტოლოგია
7.39. რენტგენლოგია
7.40. სამედიცინო პარაზიტოლოგია
7.41. სამკურნალო კვება
7.42. სამკურნალო ფიზკულტურა
7.43. სექსოლოგია
7.44. სტომატოლოგია
7.44.1. თერაპიული
7.44.2. ქირურგიული
7.45. ტრავმატოლოგია და ორთოპედია
7.46. ტრანსპლანტალოგია
7.46.1. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია
7.46.2. ორგანოების და ქსოვილების აღება
7.46.3. ორგანოების და ქსოვილების გადანერგვა
7.46.4. ორგანოების და ქსოვილების შენახვა
7.47. უროლოგია
7.48. ფთიზიატრია
7.49. ფიზიოთერაპია
7.50. ფსიქიატრია
7.51. ფსიქოთერაპია
7.52. ქირურგია:
7.52.1. გულმკერდის
7.52.2. გულ-სისხლძარღვთა:
7.52.2.1. კარდიოქირურგია
7.52.2.2. სისხლძარღვთა ქირურგია
7.52.3. ზოგადი
7.52.4. ნეიროქირურგია
7.52.5. პლასტიკური
7.52.6. ჩირქოვანი
7.53. შრომათერაპია
7.54. ჰემატოლოგია
8. ბავშვთა მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო დახმარება – სპეციალობების მიხედვით:
8.1. ალერგოლოგია
8.2. ანესთეზიოლოგია
8.3. გასტოენტეროლოგია
8.4. გინეკოლოგია
8.5. დიაბეტოლოგია
8.6. დერმატოლოგია და ვენეროლოგია
8.7. დიეტოლოგია
8.8. ენდოკრინოლოგია
8.9. ენდოსკოპია
8.10. ინფექციური დაავადებები
8.11. კარდიოლოგია/კარდიორევმატოლოგია
8.12. კლინიკური იმუნოლოგია
8.13. კლინიკური სამედიცინო გენეტიკა
8.14. კლინიკური ტოქსიკოლოგია
8.15. კომბუსტიოლოგია
8.16. კოსმეტოლოგია:
8.16.1. თერაპიული
8.16.2. ქირურგიული
8.17. კურორტოლოგია
8.18. ლაზეროთერაპია
8.19. ლოგოპედია
8.20. ნევროლოგია
8.21. ნეონატოლოგია
8.22. ნეფროლოგია
8.23. ონკოლოგია
8.24. ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია)
8.25. ოფთალმოლოგია;
8.25.1. თერაპიული
8.25.2. ქირურგიული
8.25.3. ოფთომეტრიული
8.26.1. პედიატრია
8.26.2. პედიატრიული დღის სტაციონარი
8.27. პროთეზირება:
8.27.1. თვალის
8.27.2. კბილების
8.27.3. ორთოპედიული
8.27.4. ყურის
8.28. პროქტოლოგია
8.29. პულმონოლოგია
8.30. რადიოლოგია
8.31. რეანიმაცია
8.32. რეაბილიტაცია
8.33. რენტგენოლოგია
8.34. სამედიცინო პარაზიტოლოგია
8.35. სამკურნალო კვება
8.36. სამკურნალო ფიზკულტურა
8.37. სტომატოლოგია;
8.37.1. თერაპიული
8.37.2. ქირურგიული
8.38. ტრავმატოლოგია და ორთოპედია
8.39. ტრანსპატოლოგია:
8.39.1 კლინიკური ტრანსფუზიოლოგია
8.39.2. ორგანოების და ქსოვილების აღება
8.39.3. ორგანოების და ქსოვილების გადანერგვა
8.39.4. ორგანოების და ქსოვილების შენახვა
8.40. უროლოგია
8.41. ფთიზიატრია
8.42. ფიზიოთერაპია
8.43. ფსიქიატრია/ფსიქონევროლოგია
8.44. ფსიქოთერაპია
8.45. ქირურგია:
8.45.1. გულმკერდის
8.45.2. გულ-სისხლძარღვთა
8.45.2.1 კარდიოქირურგია
8.45.2.2. სისხლძარღვთა ქირურუგია
8.45.3. ზოგადი
8.45.4. ნეიროქირურგია
8.45.5. პლასტიკური
8.45.6. ჩირქოვანი
8.46. ჰემატოლოგია
*9. საექპორტო სამედიცინო საქმიანობა:
9.1. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა
9.2. მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა
9.3. პროფვარგისიანობაზე ექსპერტიზა
9.4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა
9.5. სიმთვრალის, ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის ექსპერტიზა
9.6. პსიქიატრიული ექსპერტიზა
9.7. შრომისუნარიანობის ექსპერტიზა
9.8. წვევამდელების ჯანმრტელობის მდგომარეობის (სამხედრო დსმედიცინო) ექსპერტიზა
10. ტრადიციული სამედიცინო საქმიანობა:
10.1. აკუპუნქტურა
10.2. გაჯანსაღების ტრადიციული სისტემები
10.3. მანუალური თერაპია
10.4. მასაჯი
10.5. ენერგოინფორმატიკა
10.6. ტრადიციული დიაგნოსტიკა
10.7. ფიტოთერაპია და ბუნებრივი წარმოების სხვა საშუალებებით მკურნალობა.
10.8. ჰომეოპათია
11. სანატორიული მკურნალობა
12. სამდიცინო ფსიქოლოგია
*13. დაწესებულების ფარმაცევტული საქმიანობა
*ფარმაცევტული საავადმყოფოშიდა საქმიანობის უფლება (ე.ი. საავადმყოფოში სააფთიაქო სტრუქტურის არსებობის უფლება) განისაზღვრება სააფთიაქო დაწესებულებათა ლიცენზირების წესით, რის საფუძველზეც იგი აისახება სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტის სალიცენზიო მონაცემებში.
14. დამხმარე სამედიცინო საქმიანობა:
14.1. კბილის ტექნიკური სამუშაოები (მათ შორის ჩამოსხმა)
14.2. სამედიცინო-ტექნიკური საქმიანობა:
14.2.1.სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების ტექნიკური მოხმარება (ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, მიმდინარე და სერვისული მომსახურება, შეკეთება, მონტაჟი (დემონტაჟი)
14.2.2. სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია:
14.2.2.1. საბითუმო
14.2.2.2 საცალო
14.3. საწარმოო ტრანსფუზიოლოგია
15. სავალდებულო სამედიცინო საქმიანობა:
15.1. დონორების ორგანიზება
15.2. ეპიდემიოლოგია
15.3. სადეზინფექციო საქმიანობა:
15.3.1 დეზინფექცია
15.3.2. დეზინსექცია
15.3.3. დერატიზაცია
15.4. მოსახელეობის მასობრივი იმუნიზაციის ორგანიზება და ჩატარება
15.5. სამედიცინო სტატისტიკა
15.6. სახელმწიფო ღონისძიებანი სამობილიზაციო მომზადებაში, სამოქალაქო თავდაცვაში და ექსტრემალურ სიტუაციებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში
16. სამეცნიერო-კვლევითი სამედიცინო საქმიანობა:
16.1. ახალი დიაგნოსტიკური საშუალებები, სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და პრეპარატები:
16.1.1. აპრობაცია
16.1.2. დანერგვა
16.1.3. შემუშავება
16.2. ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები (პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია):
16.2.1. აპრობაცია
16.2.2. დანერგვა
16.2.3. შემუშავება
16.3. ახალი სამედიცინო ხელსაწყოები, აპარატები, სამკურნალო-დიაგნოსტიკური კომპლექტები:
16.3.1. აპრობაცია
16.3.2. დანერგვა
16.3.3. შემუშავება
16.4. ახალი ორგანიზაციულ-ეკონომიური ტექნოლოგიები და ტერიტორიული ჯანდაცვის მართვის სისტემები:
16.4.1. აპრობაცია
16.4.2. დანერგვა
16.4.3. შემუშავება
17. სანიტარიული განათლება
*18. უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების (განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) საბაზო კლინიკური საქმიანობა
*19 საშუალო სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების (განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) საბაზო კლინიკური საქმიანობა
*20. ექიმთა დიპლომიშემდგომი მომზადება
*21. საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მომზადება
* მოცემული საქმიანობის თითოეული სამედიცინო სპეციალობაზე ივსება სალიცენზიო ბარათი.
22.სამედიცინო ხარისხის აუდიტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 მაისის ბრძანებულება №191-სსმIII,№51,17.05.2001 წ.,მუხ.379
ფორმა № 3
სამედიცინო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერის ფორმა
ა) ზოგადი ინფორმაცია ______________________
1) დაწესებულების დასახელება: __________________________
2) მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა: __________________________
3) დაკავებული ტერიტორიის ფართი (ჰა): __________________________
4) დაწესებულების სრული საბალანსო ღირებულება (ლარი):__________________________
5) მათ შორის – შენობა- ნაგებობები: __________________________
6) მოწყობილობები: __________________________
7) ობიექტის საპროცესო სიმძლავრე (საწოლი):__________________________
8) ობიექტის ფიზიკური დატვირთვა (საწოლი):__________________________
9) იჯარით გაცემული ფართი (კვ.მ.)__________________________
10) მოიჯარე ორგანიზაციები: __________________________
(გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი იჯარის
ხელშეკრულების ასლი)
11) დამატებითი ინფორმაცია: __________________________
__________________________
/გვარი, სახელი/
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი)
თარიღი __________________________
ბ) ტერიტორიაზე განთავსებული თითოეული შენობა-ნაგებობის დახასიათება
|
შენობის და/ან ნაგებობის დასახელება
| აშენების თარიღი | ბოლო კაპ. შეკეთების თარიღი | სართულების რეოდენობა | შენობის საერთო ფართი (კვ.მ) | შენობის სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ.) | მზადი კონსტრუქ ციები (აგური, ხე, რკ. ბეტონის, კარკასული ქვა, მსხვილი პემზა-ბლოკი, წვრილი საკ. ბლოკი) | კედლების შევსება (აგური, პანელი, ხე, მსხვილი ბლოკი, წვრილი ბლოკი) | გადახურვის ტიპი, (რკ/ბეტონი, ანაკრები ფილები (სიმკარი), რკ/ ბეტონის მონოლითი, ხე, შერეული | სახურავების ტიპი, (რბილი, თუნუქი, კრამიტი, შიფერი) | გამწმენდი ნაგებობა (მექანიკური, ბიოლოგიური) | შენობის ფიზიკური მდგომარეობა (ავარიული, არადამაკმაყო ფილებელი დამაკმაყოფი ლებელი, კარგი) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გ) განყოფილების/სამსახურის ტექნოლოგიური დახასიათება
| №
| განყოფილების/ სამსახურის დასახელება
| შენობის/ ნაგებობის დასახელება | სართული | დაკავებული ფართი (კვ. მ) | საწოლების რაოდენობა |
|
|
| |
| საერთო | სასარგებლო | პროექტით | ფაქტიური | პალატების რაოდენობა | შენიშვნა | ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი ______________
დ) ელ. მომარაგების სისტემის დახასიათება
| №
| ელექტრომომარაგების წყარო (ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი, სატრანსფორმატორო ქვესადგური, ელექტროჯიხური, დიზელ-გენერატორი) |
რაოდენობა |
სიმძლავრე, (კვა) | აქვს თუ არა სარეზერვო (მეორადი) ელექტრომომარაგების წყარო | ფუნქციური მდგომარეობა (ავარიული, არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი კარგი) |
შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
ე) ლიფტების დახასიათება
| №
| ლიფტის სახე (სამგზავრო, სამედიცინო დანიშნულების) |
რაო-ბა |
მწარმოებელი ქვეყანა |
მოდელი, ტიპი |
საქარხნო № |
ტვირთამწეობა |
გამოშვების წელი | ფუნქციური მდგომარეობა (ავარიული, არადმაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვ) სამრეცხაოს დახასიათება
| № | დანადგარის დასახელება (სარეცხი მანქანა, საწური, საშრობი) | რაო-ბა | მწარმოებელი ქვეყანა | მოდელი, ტიპი | საქარხნო № | სიმძლავრე, (კგ) | გამოშვების წესი | ფუნქციური მდგომარეობა (ავარიული, არამაკმაყოფილებელი დამაკმაყოფილებელი, კარგი) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი __________________
ზ) საქვაბის დახასიათება
| № | საქვაბის მოწყობილობა-დანადგარების დასახელება (ქვაბი, ბოილერი, ტურბო და ა.შ) | რაო-ბა | მწარმოებელი ქვეყანა | მოდელი, ტიპი | საქარხნო № | სიმძლავრე, (კგ) | გამოშვების წელი | ფუნქციური მდგომარეობა (ავარიული, არამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
თ) წყალმომარაგების სისტემის დახასიათება
| № | წყალმომარაგების სახე (ცენტრალური, ადგილობრივი, არტეზიული ჭა, სხვა) | საშუალო თვიური ხარჯი, (კბ.მ) | ქსელის მდგომარეობა (ავარიული, არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი) | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
|
|
|
|
|
ი) კანალიზაციის სისტემის დახასიათება
| № | კანალიზაციის სახე (ცენტრალური, ადგილობრივი) | ქსელის მდგომარეობა (ავარიული, არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი) |
შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 |
|
|
|
|
|
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი ______________
კ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების (სტნ) აღწერის ფორმა
| განყოფილების (კაბინეტის) დასახელება | სტნ-ს კოდი | რიგითი № | სტნ-ს სრული დასახელება | მოდელი, ტიპი (პასპორტის მიხედვით) | ქვეყანა ფორმა | გამოშვების წელი | საქარხნო № | საბალანსო ღირებულება (ლარი) | მიმდინარე ფუნქციური მდგომარეობა (1-მუ|შაობს; 2- შესაკეთე-ბელია: 3-უვარგისია) | რა მიზნით არის შესაკეთებელი ან უვარგისი (მიზეზის ზუსტი მითითებით) | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა, სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა აღნიშვნის პირობითი კოდები
| კოდი | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობის (სტნ) დასახელება |
| 01 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ლაბორატორიული კვლევისათვის |
| 02 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ფუნქციური დიაგნოსტიკისათვის |
| 03 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკისათვის |
| 04 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობებიულტრაბგერითი დიაგნოსტიკისათვის |
| 05 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკისათვის |
| 06 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სხვა სახის დიაგნოსტიკისათვის |
| 07 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რეანიმაციისათვის და ინტენსიური ტერაპიისათვის |
| 08 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები საოპერაციო და სამშობიარო ბლოკებისათვის |
| 09 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ენდოსკოპიისათვის |
| 10 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სტომატოლოგიისათვის |
| 11 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ორგანოთა ფუნქციის დროებითი ჩანაცვლებისათვის |
| 12 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ფიზიოთერაპიისათვის |
| 13 | სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სტერილიზაციისათვის და დეზინფექციისათვის |
| 14 | სამედიცინო ინსტრუმენტები |
| 15 | სამედიცინო ავეჯი |
| 16 | ტექნიკური საშუალებები სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების მომსახურებისათვის |
| 17 | სხვა |
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი _________________
ლ) ცნობა სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების (სტნ) მომსახურე პერსონალის და/ან იურიდიული პირის შესახებ
| № | ფიზიკური პირის გვარი, სახელი | განათლება (საშუალო, საშუალო-ტექნიკური უმაღლესი) | სპეციალობა (დიპლომის მიხედვით) | ინფორმაცია პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: გთხოვთ წარმოადგინოთ განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები
| № | იურიდიული პირის სრული დასახელება | მისამართი ტელეფონი | ხელშეკრულება | შენიშვნა | |
| № | თარიღი | ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: გთხოვთ წარმოადგინოთ ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
მ) ცნობა სამედიცინო აირების მომსახურე პერსონალის შესახებ
| № | გვარი, სახელი | განათლება (საშუალო, საშუალო- ტექნიკური, უმაღლესი) | სპეციალობა დიპლომიის მიხედვით | ინფორმაცია პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: გთხოვთ წარმოადგინოთ განათლებისა და კცალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი _____________
ნ) ცნობა გაზომვის საშუალება – სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების (სტნ) მეტროლოგიური უზრუნველყოფის შესახებ
| № | იურიდიული პირის სრული დასახელება | მისამართი ტელეფონი | ხელშეკრულება | შენიშვნა | |
| № | თარიღი | ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
|
|
|
|
|
|
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი _________________
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 მაისის ბრძანებულება №191-სსმIII,№51,17.05.2001 წ.,მუხ.379
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №564
1999 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით:
1. დამტკიცდეს „სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების თანდართული დებულება.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) განაახლოს 1999 წლის 15 ოქტომბრიდან სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირება დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 მაისის ბრძანებულება №191-სსმIII,№51,17.05.2001 წ.,მუხ.379
2. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 აპრილის ბრძანებულება №170-სსმIII,№36,17.04.2002 წ.,მუხ.323
სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების დებულების საფუძველია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი (მიღებულია 1999 წლის 14 მაისს, №1966-IIს).
2. დებულება ადგენს სამედიცინო დაწესებულებების (სამართლებრივ-ორგანიზაციული და საკუთრების ფორმის განურჩევლად) საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესსა და საფუძვლებს.
3. ლიცენზირებას ექვემდებარება იურიდიული პირის (რეზიდენტი ან არარეზიდენტი) სამედიცინო საქმიანობა, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა.
4. ლიცენზიის გარეშე სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის წარმართვა დაუშვებელია.
5. დადგენილი წესით ლიცენზირებას ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულების ყველა ის საქმიანობა, რომელიც ამ დებულების დანართი №1-ით არის გათვალისწინებული.
II. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო
6. ლიცენზიით ნებადართული სამედიცინო საქმიანობის სახეა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
7. სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა ლიცენზირების პროცესის ორგანიზაციულ და მეთოდურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი.
8. ლიცენზიის გამცემი ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) კანონის შესაბამისად ლიცენზირების პროცესში ჩართულ სამთავრობო დაწესებულებათა მონაწილეობით შექმნას სალიცენზიო კომისია, რომელიც შეამოწმებს და განსაზღვრავს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიით ნებადართული სამედიცინო საქმიანობის პირობებს;
ბ) გასცეს ლიცენზია სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაზე და აწარმოოს უწყებრივი რეესტრი;
გ) კანონით დადგენილი წესით შეაჩეროს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს ლიცენზიის გასაუქმებლად;
დ) აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს, ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;
ე) გამოაქვეყნოს ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”.
9. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
10. ლიცენზირების კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი ანგარიშს აბარებს მინისტრის საბჭოს.
11. ლიცენზირების კომისიის მოვალეობებია:
ა) ლიცენზიის მაძიებელთა საბუთების შესწავლის საფუძველზე მიღებული დასკვნების გაანალიზება და სალიცენზიო დოკუმენტების გაცემის ან არგაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ)ექსპერტთა ჯგუფების შექმნა;
გ) ლიცენზიის მფლობელთა განცხადებებისა და ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე წარდგინების განხილვა, შესწავლა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება;
დ) სალიცენზიო დოკუმენტების მოქმედების შეჩერების, განახლების და აგრეთვე მათი გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ე) სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის ორგანიზაცია;
ვ) სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მუშაობის კოორდინაცია.
12.სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას და მის მოვალეობაში შედის:
ა) ლიცენზირების პროცესის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა (საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა);
ბ) სალიცენზიო კომისიის ექსპერტთა ჯგუფების მუშაობის ორგანიზება;
გ) ლიცენზიის მაძიებლის საბუთების შესწავლის საფუძველზე მიღებული დასკვნების გაანალიზება და სალიცენზიო კომისიის სხდომაზე განსახილველად წინადადებების მომზადება;
დ) სალიცენზიო დოკუმენტების გაფორმების, გაცემის, გადაფორმების, შეჩერების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებისა და მათ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე წარდგინების შესწავლა და სათანადო მასალების განსახილველად წარდგენა სალიცენზიო კომისიიისათვის;
ვ) სალიცენზიო დოკუმენტების მომზადება, შეძენა, შენახვა და აღრიცხვა;
ზ) სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის განხორციელება სალიცენზიო კომისიის დავალებით.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია:
ა) გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს, მიაწოდოს ინფორმაცია ყოველი ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე;
ბ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 20 იანვრისა, მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს ლიცენზიებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მათ შორის - რამდენმა და რომელი ლიცენზიის მფლობელმა გაასაჩივრა სასამართლოში ლიცენზიის გამცემი ორგანოს ქმედება.
III. ლიცენზიის გაცემის წესი
14. სამედიცინო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო ლიცენზიის მფლობელი – ასრულებდეს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს.
15. საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მიღება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, მიუხედავად მისი უწყებრივი დაქვემდებარებისა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იგი უნდა წარმოადგენდეს სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით (სამედიცინო კაბინეტი, ამბულატორია, საავადმყოფო, ლაბორატორია და სხვ.);
ბ) ლიცენზირებულ სამედიცინო საქმიანობათა განსახორციელებლად უნდა ჰყავდეს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები და თითოეული საქმიანობისათვის სალიცენზიო ბარათით განსაზღვრული – პასუხისმგებელი შემსრულებელი;
გ) ყველა სახის ლიცენზირებული სამედიცინო დახმარების გაწევა დასაშვებია იმ შიდა სტანდარტის ფარგლებში, რომელიც შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს და დამტკიცებულია სალიცენზიო კომისიის ექსპერტთა მიერ.
– ქვეყანაში სამედიცინო დახმარების დონის ზრდის, სამკურნალო-სადიაგნოზო ახალი მეთოდების შემუშავების, სამედიცინო დახმარების განფასების ცვლილებებისა და მსოფლიო მედიცინის განვითარების შესატყვისად სამედიცინო დახმარების კორექტირების აუცილებლობის გათვალისწინებით, სამედიცინო საქმიანობის სუბიექტის შიდა სტანდარტის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს სამ წელიწადს და იმავე დროს არ შეიძლება იყოს ერთ წელიწადზე ნაკლები;
დ) იგი აღჭურვილი უნდა იყოს ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობით, რაზეც უნდა იყოს სალიცენზიო კომისიის ექსპერტების სათანადო დასკვნა, რომლის მოქმედების ვადა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, გამომდინარე ხელსაწყოს საექსპლუატაციო თავისებურებიდან;
ე) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს უნდა ჰქონდეს სათანადო ჰიგიენური სერტიფიკატი;
ვ) შენობა-ნაგებობის ანდა ფართობის, რომელზეც განთავსებულია სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი, ტექნიკური მდგომარეობა და აღჭურვა უნდა იძლეოდეს სალიცენზიო სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, რაზეც უნდა იყოს სალიცენზიო კომისიის ექსპერტების სათანადო დასკვნა, რომლის მოქმედების ვადა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად;
ზ) გაწეული ლიცენზირებული სამედიცინო დახმარება სათანადოდ უნდა იყოს აღრიცხულ-რეგისტრირებული და შესრულებული მუშაობის დეტალური სტატისტიკური ანალიზი დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით უნდა გაეგზავნოს სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტს;
თ) სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საგანგებო მდგომარეობის დროს ოპერატიული მოქმედების გეგმა, დამტკიცებული დადგენილი წესით;
ი) სამედიცინო დაწესებულებას, ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით, უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის სათანადო ნებართვა;
კ) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტისათვის სავალდებულოა მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნების (მათი კომპეტენციის ფარგლებში) შესრულება;
ლ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის წარმოება რამდენიმე ტერიტორიულად განკერძოებულ ობიექტზე დასაშვებია მხოლოდ ამ ობიექტისათვის შესაბამისი ლიცენზიის ასლისა და სალიცენზიო ბარათის პირობებში.
16. სალიცენზიო ორგანოს დასკვნა ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, ხოლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ზემოაღნიშნული პირობების შესრულების შესახებ გამოაქვს ლიცენზიის მაძიებლისა თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ცნობების გაანალიზების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო კომისიის დასკვნით ეს მონაცემები საკმარისი არ არის, შეიძლება ჩატარდეს შემოწმება-ექსპერტიზა. ამ შემთხვევაში სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ექსპერტიზის აქტის შედეგებზე.
IV. ლიცენზიის მიღების საფუძველი
17. ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება (დანართი №1, ფორმა 1).
18. წარმოდგენილ განცხადებას, სამედიცინო დაწესებულებათა სპეციფიკის გათვალისწინებით, სამართლებრივ-ორგანიზაციული და საკუთრების ფორმის განურჩევლად უნდა ახლდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებისათვის საჭირო შესაბამისი საბუთები (დანართი №2).
19. ლიცენზიის მისაღებად სათანადო დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში, სადაც ხდება მათი აღრიცხვა და შესწავლა.
20. ლიცენზიის მფლობელი, მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ან ადგილსამყოფელის შეცვლის, რეორგანიზაციისა და სხვა შემთხვევაში ვალდებულია კანონით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და სახელმწიფო რეგისტრაციიდან 7 დღეში, წარადგინოს სათანადო დოკუმენტები.
V. ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა
21. სალიცენზიო კომისიაზე ლიცენზიის მაძიებლის საკითხის განხილვამდე, სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში ხდება მის განცხადებასთან თანდართული მასალების შესწავლა, რის საფუძველზეც ფასდება სალიცენზიო საქმიანობის სახის განხორციელების პირობების შესაბამისობა იმ მოთხოვნებთან, რომლებიც დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. საჭიროების შემთხვევაში სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას უწევს ორგანიზაციას.
22. სალიცენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე მიიღება განცხადების (ყველა აუცილებელი დოკუმენტის თანხლებით) შემოსვლიდან 30 დღის განმავლობაში.
23. სალიცენზიო კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს და განსაზღვროს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის პირობებს.
24. სალიცენზიო კომისია საქმის განხილვის შედეგების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ლიცენზიის გაცემის შესახებ;
ბ) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
25. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შეიცავდეს ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძველს.
26. თუ ლიცენზიის მაძიებელს 30 დღის ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს ლიცენზიის მისაღებ განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას.
27. ლიცენზიის გაცემაზე უარის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობა;
ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მოთხოვნა იმ საქმიანობაზე, რომელზეც მას უკვე გაუუქმდა ლიცენზია და გაუქმებიდან არ არის გასული 1 წელი;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მოთხოვნა იმ საქმიანობაზე, რომელზეც შეჩერებული აქვს ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების საფუძველი.
28. დაუშვებელია ლიცენზიაზე უარის თქმა ლიცენზიების გაცემის რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.
VI. სალიცენზიო დოკუმენტები
29. ლიცენზიის მოწმობებს გააჩნია სააღრიცხვო ნომერი, დაცვის სხვა ნიშნები და სერია. ისინი მიეკუთვნება მკაცრი აღრიცხვიანობის დოკუმენტებს.
30. ლიცენზიაში აღინიშნება (დანართი №2, ფორმა 3): ლიცენზიის გამცემი ორგანოს დასახელება, ლიცენზიის მფლობელის დასახელება და იურიდიული მისამართი, ლიცენზიის სარეგისტრაციო ნომერი და გაცემის თარიღი.
31. საქმიანობის სახე, რომლის განხორციელებაზეც გაიცა ლიცენზია და ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პირობები მითითებულია ლიცენზიის დანართში (დანართი №2, ფორმა 4).
32. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში გაცემული ლიცენზია კარგავს იურიდიულ ძალას და ექვემდებარება გაუქმებას.
33. ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში – დუბლიკატის მიღებამდე, სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი თავის საქმიანობას ახორციელებს განცხადების საფუძველზე სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ გაცემული დროებითი ნებართვის საფუძველზე.
34. ლიცენზიას ხელს აწერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მისი დამოწმება ხდება სამინისტროს ბეჭდით.
35. იმ შემთხვევაში, როდესაც ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის სახე ხორციელდება რამდენიმე ტერიტორიულად განკერძოებულ ობიექტზე, ლიცენზიის მაძიებელს ძირითად ლიცენზიასთან ერთად ეძლევა ლიცენზიის ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განკერძოებული ობიექტის მისამართი.
36. სამედიცინო დაწესებულებას ლიცენზიისა და მისი დანართის გარდა, თითოეულ ლიცენზირებულ საქმიანობაზე, ეძლევა აგრეთვე სალიცენზიო ბარათი, რომელშიც მითითებულია ლიცენზირებული საქმიანობის პასუხისმგებელი შემსრულებლის ვინაობა (დანართი №2, ფორმა 5).
37. სალიცენზიო ბარათით გათვალისწინებული სამედიცინო საქმიანობის პირობების შეცვლის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში დადგენილ ვადებში წარადგინოს სათანადო ცნობები მისი გადაფორმებისათვის. სალიცენზიო ბარათის გადაუფორმებლობა სალიცენზიო პირობების უხეში დარღვევაა. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო ბარათის გარეშე იმ სამედიცინო საქმიანობის წარმოება, რომელიც საჭიროებს აღნიშნული დოკუმენტის ფლობას, არის ლიცენზიის პირობების უხეში დარღვევა.
VII. სალიცენზიო დოკუმენტების დაკარგვა ან დაზიანება
38. თუ სალიცენზიო მოწმობა ან მისი დანართი დოკუმენტები დაიკარგა ან დაზიანდა, მისმა მფლობელმა ან წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით – ასლის გაცემის თაობაზე.
39. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს გასცემს მხოლოდ სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოსათვის მიმართვის შემდეგ, რეესტრში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ.
40. ლიცენზიის გაცემის თაობაზე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილება სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ.
41. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ლიცენზიის დედანს.
VIII. სალიცენზიო მოსაკრებელი
42. სალიცენზიო მოწმობის გაცემისათვის, ისევე როგორც ასლისა და დუბლიკატის გაცემისათვის, ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი იხდიან სალიცენზიო მოსაკრებელს კანონით დადგენილი წესით.
IX. სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლი
43. საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული პირის (რეზიდენტი ან არარეზიდენტი) მიერ სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის არსებობისა და სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სხვა კომპეტენტური ორგანოები კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების ფარგლებში:
ა) მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნების შესრულება (კანონით დადგენილ ფარგლებში) ლიცენზიის მფლობელისათვის სავალდებულოა;
ბ) ლიცენზიის მფლობელი დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია შემოწმებისას ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუქმნას მუშაობის სათანადო პირობები.
44. სალიცენზიო კომისიას უფლება აქვს:
ა) კონტროლი გაუწიოს ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვას, მარეგლამენტირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესრულებას;
ბ) დაავალოს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტსა და ექსპერტთა ჯგუფებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის შესწავლა-შემოწმება (რაზეც უნდა შედგეს შესაბამისი აქტი);
გ) მოითხოვოს და მიიღოს ლიცენზიის მფლობელისაგან საჭირო ახსნა-განმარტება და ცნობები იმ საკითხებზე, რომლებიც სალიცენზიო პირობების დაცვასთან არის დაკავშირებული;
დ) გააფრთხილოს ლიცენზიის მაძიებელი გამოვლენილი დარღვევების, კანონით დადგენილ ვადებში, აღმოფხვრის აუცილებლობის თაობაზე.
X. სალიცენზიო დოკუმენტების მოქმედების შეჩერება, განახლება და გაუქმება
45. სალიცენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ მისი მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს ან ლიცენზიით ნებადართული სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის (ასლის) პირობების დარღვევა;
ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ სახელმწიფო ორგანოების განკარგულებისა და მითითებების შეუსრულებლობა;
გ) ლიცენზიის გადაცემა სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის;
დ) იმ თანამშრომელთა დაშვება სამუშაოზე, რომლებსაც არა აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და მომზადება;
ე) გაფრთხილების შემდეგ დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა;
ვ) შემოწმებაზე უარის თქმა ან თანამდებობის პირთათვის დაბრკოლების შექმნა.
46. სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის მფლობელს, ლიცენზიის შეჩერების მოტივისა და საფუძვლის მითითებით და აღინიშნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში აღნიშნული ცნობა უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”.
47. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ლიცენზიის პირობებისა და ლიცენზიით ნებადართული სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებამდე, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უმეტეს 3 თვისა.
48. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ ლიცენზიის მოქმედება განახლდება სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადებაში მოყვანილი ცნობების შესწავლის საფუძველზე.
49. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
50. ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილება შევა როგორც უწყებრივ, ისე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”.
51. ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ხნის განმავლობაში არ შესრულდა ლიცენზიის პირობების და ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
გ) სპეციალური კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები;
დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური (სამი და მეტი) დარღვევა.
52. 51-ე მუხლის ,,ბ”, „გ” და „დ” პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ მისი გამცემი ორგანოს განცხადების საფუძველზე იღებს შესაბამისი სასამართლო განსჯადობის მიხედვით.
53. სალიცენზიო კომისია გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ იღებს 5 დღეში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ლიცენზიის გაუქმების დასაბუთებული საფუძველი.
54. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი:
ა) ლიცენზიის გაუქმების შესახებ (მისი გაუქმების საფუძვლების მითითებით) წერილობით აცნობებს ლიცენზიის მფლობელს;
ბ) შეაქვს ცნობები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და აღნიშნულის შესახებ აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;
გ) გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ, მისი მიღებიდან 10 დღეში აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
55. ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა ხდება შემდეგი წესით:
ა) ლიცენზიის (ლიცენზიის ასლის ან სალიცენზიო ბარათის) მოქმედების შეჩერების ან გაუქმების საქმის სალიცენზიო კომისიის სხდომაზე განხილვის საფუძველია წარდგინება ლიცენზიის პირობების დარღვევის შესახებ, რომელსაც წარადგენენ:
– სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები;
– ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ჯანდაცვის ქვედანაყოფები;
– მესამე პირის დასაბუთებული მოთხოვნა;
ბ) წარდგინება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით და სათანადო დასაბუთებით;
გ) მასალები განიხილება სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში და მიეწოდება მის უფროსს. მასალების განხილვა და მომზადება სალიცენზიო კომისიის სხდომაზე განსახილველად უნდა მოხდეს საბუთების რეგისტრაციიდან 3 დღეში;
დ) სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება:
– სალიცენზიო კომისიაზე განსახილველად მასალების გადაცემის შესახებ;
– არასრულყოფილი მასალის მიღების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ (10 დღეში), რის შემდეგაც სალიცენზიო კომისია დადგენილ ვადებში (მუხლი 53) იღებს გადაწყვეტილებას.
XI. რეესტრი,სალიცენზიო რეესტრი და მისი წარმოება
56. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს ლიცენზიის მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (დანართი №5), ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში.
57. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში აღნიშნული იქნება:
ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეესტრების მონაცემები, ადგილსამყოფელი; მონაცემები მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ);
ბ) ლიცენზიის დანართის მონაცემები, ლიცენზირებული საქმიანობის სახე (სახეები);
გ) ლიცენზიის ნომერი, სერია და გაცემის თარიღი;
დ) სალიცენზიო ბარათის მონაცემები, ნომერი, სერია;
ე) მონაცემები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების, ლიცენზიის გაუქმების ან ლიცენზიის ასლისა და დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
58. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) ლიცენზიის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემები 10 დღეში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;
ბ) მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების ან ლიცენზიის გაუქმებისა და ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე მიაწოდოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
59. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს და წერილობით მოითხოვოს უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
XII. ლიცენზიასთან დაკავშირებული დავა
60. ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ლიცენზიის თაობაზე დაიტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი I
სამედიცინო საქმიანობის იმ სახეობათა ნუსხა, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას
1. ექიმამდელი სმედიცინო დახმარება:
1.1. ბავშვების სამედიცინო პატრონაჟი
1.2. საექტნო სამედიცინო დახმარება
1.3. მოზრდილთა სამედიცინო პატრონაჟი
2. პირველადი საექიმო სამედიცინო დახმარება:
2.1. ზოგადი საექიმო პრაქტიკა, ოჯახის ექიმი
3. სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
3.1. სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
3.2. ტრანსპორტირებისას სამედიცინო თანხლება
4. სამედიცინო დიაგნოსტიკა:
4.1. ბიოლოგიური კონტროლი
4.2. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი
4.3. ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა
4.4. კომპიუტერული ტომოგრაფია
4.5. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა:
4.5.1. აივ-დიაგნოსტიკა ლაბორატორიული
4.5.4. ვირუსულოგიური გამოკვლევები
4.5.2. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები
4.5.3. ბიოქიმიური გამოკვლევები
4.5.5. იმუნოლოგიური გმოკვლევები
4.5.6. კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები
4.5.7. მიკრობიოლოგიური გამოკვლევები
4.5.8. სეროლოგიური გამოკვლევები
4.5.9. ციტოგენეტიკური გამოკვლევები
4.6. პათოლოგიური ანატომია/კლინიკური პათოლოგია:
4.6.1. გვამის პათოლოგანატომიური გაკვეთა
4.6.2. გვამის შემურვა
4.6.3. პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკა
4.6.4. ციტოლოგიური დიაგნოსტიკა
4.7. რადიოლოგიური დიაგნოსტიკა
4.8. რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა
4.9. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
4.10. ფუნქციური დიაგნოსტიკური
4.11. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დიაგნოსტიკა
5. მოზრდილი მოსახლეობის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო დახმარება – სპეციალობების მიხედვით:
5.1. ალერგოლოგია
5.2. ანესთეზიოლოგია
5.3. გასტროენტეროლოგია
5.4. გერიატრია
5.5. დერმატოლოგია და ვენეროლოგია
5.6. დიაბეტოლოგია
5.7. ენდოკრინოლოგია
5.8. ენდოსკოპია
5.9. თერაპია
5.10. ინფექციური დაავადებები
5.11. კარდილოგია
5.12. კლინიკური იმუნოლოგია
5.13. კლინიკური ტოქსიკოლოგია
5.14. კომბუსტიოლოგია
5.15. კოსმეტოლოგია:
5.15.1. თერაპიული
5.15.2. ქირურგიული
5.16. კურორტოლოგია
5.17. ლაზეროთერაპია
5.18. ლოგოპედია
5.19. მეანობა და გინეკოლოგია
5.20. ნარკოლოგია
5.21. ნევროლოგია
5.22. ნეფროლოგია
5.23. ონკოლოგია
5.24. ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია)
5.25. ოფთალმოლოგია:
5.25.1. თერაპიული
5.25.2. ქირურგიული
5.25.3. ოფთომეტრიული
5.26. პროთეზირება:
5.26.1. თვალის
5.26.2. კბილების
5.26.3. ორთოპედიული
5.26.4. ყურის
5.27. პროფპათოლოგია
5.28. პროქტოლოგია
5.29. პულმონოლოგია
5.30. რადიოლოგია
5.31. რეანიმაცია
5.32. რეაბილიტაცია
5.33. რენტგენოლოგია
5.34. რევმატოლოგია
5.35. რეპროდუქტოლოგია
5.36. საექიმო კონტროლი (სპორტსმენების)
5.37. სამედიცინო გენეტიკა
5.38. სამედიცინო პარაზიტოლოგია
5.39. სამკურნალო კვება
5.40. სამკურნალო ფიზკულტურა
5.41. სექსოპათოლოგია
5.42. სტომატოლოგია:
5.42.1. თერაპიული
5.42.2. ქირურგიული
5.43. ტრავმატოლოგია და ორთოპედია
5.44. უროლოგია
5.45. ფთიზიატრია
5.46. ფიზიოთერაპია
5.47. ფსიქიატრია
5.48. ფსიქოთერაპია
5.49. ქირურგია ზოგადი
5.50. ქირურგია პლასტიკური
5.51. შრომათერაპია
5.52. ჰემატოლოგია
6. ბავშვთა მოსახლეობის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო დახმარება – სპეციალობების მიხედვით:
6.1. ალერგოლოგია
6.2. ანესთეზიოლოგია
6.3. გასტოენტეროლოგია
6.4. გინეკოლოგია
6.5. დერმატოლოგია და ვენეროლოგია
6.6. დიაბეტოლოგია
6.7. დიეტოლოგია
6.8. ენდოკრინოლოგია
6.9. ენდოსკოპია
6.10. ინფექციური დაავადებები
6.11. კარდიოლოგია/კარდიორევმატოლოგია
6.12. კლინიკური იმუნოლოგია
6.13. კლინიკური ტოქსიკოლოგია
6.14. კომბუსტიოლოგია
6.15. კოსმეტოლოგია:
6.15.1. თერაპიული
6.15.2. ქირურგიული
6.16. კურორტოლოგია
6.17. ლაზეროთერაპია
6.18. ლოგოპედია
6.19. ნარკოლოგია
6.20. ნევროლოგია
6.21. ნეფროლოგია
6.22. ონკოლოგია
6.23. ორთოდონტია
6.24. ოტორინოლარიგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია)
6.25. ოფთალმოლოგია:
6.25.1. თერაპიული
6.25.2. ქირურგიული
6.25.3. ოფთომეტრიული
6.26. პედიატრია
6.27. პროთეზირება:
6.27.1. თვალის
6.27.2. კბილების
6.27.3. ორთოპედიული
6.27.4. ყურის
6.28. პროქტოლოგია
6.29. პულმონოლოგია
6.30. რადიოლოგია
6.31. რეანიმაცია
6.32. რეაბილიტაცია
6.33. რენტგენოლოგია
6.34. საექიმო კონტროლი (სპორტსმენების)
6.35. სამედიცინო გენეტიკა
6.36. სამედიცინო პარაზიტოლოგია
6.37. სამკურნალო ფიზკულტურა
6.38. სტომატოლოგია:
6.38.1. თერაპიული
6.38.2. ქირურგიული
6.39. ტრავმატოლოგია და ორთოპედია
6.40. უროლოგია
6.41. ფთიზიატრია
6.42. ფიზიოთერაპია
6.43. ფსიქიატრია/ფსიქონევროლოგია
6.44. ფსიქოთერაპია
6.45. ქირურგია
6.46. ჰემატოლოგია
7. მოზრდილი მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო დახმარება – სპეციალობების მიხედვით:
7.1. ალერგოლოგია
7.2. ანგიოლოგია
7.3. ანესთეზიოლოგია
7.4. გასტოენტეროლოგია
7.5. გერიატრია
7.6. გინეკოლოგია
7.7. დერმატოლოგია და ვენეროლოგია
7.8. დიაბეტოლოგია
7.9. დიეტოლოგია
7.10. ენდოკრინოლოგია:
7.10.1. მეტაბოლოგია
7.11. ენდოსკოპია
7.12.1. თერაპია
7.12.2. თერაპიული დღის სტაციონარი
7.13. ინფექციური დაავადებები
7.14. კარდიოლოგია
7.15. კლინიკური იმუნოლოგია
7.16. კლინიკური ტოქსიკოლოგია
7.17. კომბუსტიოლოგია
7.18. კოსმეტოლოგია:
7.18.1. თერაპიული
7.18.2. ქირურგიული
7.19. კურორტოლოგია
7.20. ლაზეროთერაპია
7.21. ლოგოპედია
7.22. მეანობა
7.23. ნარკოლოგია
7.24. ნევროლოგია
7.25. ნეფროლოგია
7.26. ონკოლოგია
7.27. ორთოდონტია
7.28. ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია)
7.29. ოფთალმოლოგია:
7.29.1. თერაპიული
7.29.2. ქირურგიული
7.29.3. ოფთომეტრიული
7.30. პროთეზირება:
7.30.1. თვალის
7.30.2. კბილების
7.30.3. ორთოპედიული
7.30.4. ყურის
7.31. პროფპათოლოგია
7.32. პროქტოლოია
7.33. პულმონოლოგია
7.34. რადიოლოგია
7.35. რეანიმაცია
7.36. რეაბილიტაცია
7.37. რევმატოლოგია
7.38. რეპროდუქტოლოგია
7.39. რენტგენლოგია
7.40. სამედიცინო პარაზიტოლოგია
7.41. სამკურნალო კვება
7.42. სამკურნალო ფიზკულტურა
7.43. სექსოლოგია
7.44. სტომატოლოგია
7.44.1. თერაპიული
7.44.2. ქირურგიული
7.45. ტრავმატოლოგია და ორთოპედია
7.46. ტრანსპლანტალოგია
7.46.1. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია
7.46.2. ორგანოების და ქსოვილების აღება
7.46.3. ორგანოების და ქსოვილების გადანერგვა
7.46.4. ორგანოების და ქსოვილების შენახვა
7.47. უროლოგია
7.48. ფთიზიატრია
7.49. ფიზიოთერაპია
7.50. ფსიქიატრია
7.51. ფსიქოთერაპია
7.52. ქირურგია:
7.52.1. გულმკერდის
7.52.2. გულ-სისხლძარღვთა:
7.52.2.1. კარდიოქირურგია
7.52.2.2. სისხლძარღვთა ქირურგია
7.52.3. ზოგადი
7.52.4. ნეიროქირურგია
7.52.5. პლასტიკური
7.52.6. ჩირქოვანი
7.53. შრომათერაპია
7.54. ჰემატოლოგია
8. ბავშვთა მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო დახმარება – სპეციალობების მიხედვით:
8.1. ალერგოლოგია
8.2. ანესთეზიოლოგია
8.3. გასტოენტეროლოგია
8.4. გინეკოლოგია
8.5. დიაბეტოლოგია
8.6. დერმატოლოგია და ვენეროლოგია
8.7. დიეტოლოგია
8.8. ენდოკრინოლოგია
8.9. ენდოსკოპია
8.10. ინფექციური დაავადებები
8.11. კარდიოლოგია/კარდიორევმატოლოგია
8.12. კლინიკური იმუნოლოგია
8.13. კლინიკური სამედიცინო გენეტიკა
8.14. კლინიკური ტოქსიკოლოგია
8.15. კომბუსტიოლოგია
8.16. კოსმეტოლოგია:
8.16.1. თერაპიული
8.16.2. ქირურგიული
8.17. კურორტოლოგია
8.18. ლაზეროთერაპია
8.19. ლოგოპედია
8.20. ნევროლოგია
8.21. ნეონატოლოგია
8.22. ნეფროლოგია
8.23. ონკოლოგია
8.24. ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია)
8.25. ოფთალმოლოგია;
8.25.1. თერაპიული
8.25.2. ქირურგიული
8.25.3. ოფთომეტრიული
8.26.1. პედიატრია
8.26.2. პედიატრიული დღის სტაციონარი
8.27. პროთეზირება:
8.27.1. თვალის
8.27.2. კბილების
8.27.3. ორთოპედიული
8.27.4. ყურის
8.28. პროქტოლოგია
8.29. პულმონოლოგია
8.30. რადიოლოგია
8.31. რეანიმაცია
8.32. რეაბილიტაცია
8.33. რენტგენოლოგია
8.34. სამედიცინო პარაზიტოლოგია
8.35. სამკურნალო კვება
8.36. სამკურნალო ფიზკულტურა
8.37. სტომატოლოგია;
8.37.1. თერაპიული
8.37.2. ქირურგიული
8.38. ტრავმატოლოგია და ორთოპედია
8.39. ტრანსპატოლოგია:
8.39.1 კლინიკური ტრანსფუზიოლოგია
8.39.2. ორგანოების და ქსოვილების აღება
8.39.3. ორგანოების და ქსოვილების გადანერგვა
8.39.4. ორგანოების და ქსოვილების შენახვა
8.40. უროლოგია
8.41. ფთიზიატრია
8.42. ფიზიოთერაპია
8.43. ფსიქიატრია/ფსიქონევროლოგია
8.44. ფსიქოთერაპია
8.45. ქირურგია:
8.45.1. გულმკერდის
8.45.2. გულ-სისხლძარღვთა
8.45.2.1 კარდიოქირურგია
8.45.2.2. სისხლძარღვთა ქირურუგია
8.45.3. ზოგადი
8.45.4. ნეიროქირურგია
8.45.5. პლასტიკური
8.45.6. ჩირქოვანი
8.46. ჰემატოლოგია
*9. საექპორტო სამედიცინო საქმიანობა:
9.1. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა
9.2. მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა
9.3. პროფვარგისიანობაზე ექსპერტიზა
9.4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა
9.5. სიმთვრალის, ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის ექსპერტიზა
9.6. პსიქიატრიული ექსპერტიზა
9.7. შრომისუნარიანობის ექსპერტიზა
9.8. წვევამდელების ჯანმრტელობის მდგომარეობის (სამხედრო დსმედიცინო) ექსპერტიზა
9.9.სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა
10. ტრადიციული სამედიცინო საქმიანობა:
10.1. აკუპუნქტურა
10.2. გაჯანსაღების ტრადიციული სისტემები
10.3. მანუალური თერაპია
10.4. მასაჯი
10.5. ენერგოინფორმატიკა
10.6. ტრადიციული დიაგნოსტიკა
10.7. ფიტოთერაპია და ბუნებრივი წარმოების სხვა საშუალებებით მკურნალობა.
10.8. ჰომეოპათია
11. სანატორიული მკურნალობა
12. სამდიცინო ფსიქოლოგია
*13. დაწესებულების ფარმაცევტული საქმიანობა
*ფარმაცევტული საავადმყოფოშიდა საქმიანობის უფლება (ე.ი. საავადმყოფოში სააფთიაქო სტრუქტურის არსებობის უფლება) განისაზღვრება სააფთიაქო დაწესებულებათა ლიცენზირების წესით, რის საფუძველზეც იგი აისახება სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტის სალიცენზიო მონაცემებში.
14. დამხმარე სამედიცინო საქმიანობა:
14.1. კბილის ტექნიკური სამუშაოები (მათ შორის ჩამოსხმა)
14.2. სამედიცინო-ტექნიკური საქმიანობა:
14.2.1.სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების ტექნიკური მოხმარება (ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, მიმდინარე და სერვისული მომსახურება, შეკეთება, მონტაჟი (დემონტაჟი)
14.2.2. სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია:
14.2.2.1. საბითუმო
14.2.2.2 საცალო
14.3. საწარმოო ტრანსფუზიოლოგია
15. სავალდებულო სამედიცინო საქმიანობა:
15.1. დონორების ორგანიზება
15.2. ეპიდემიოლოგია
15.3. სადეზინფექციო საქმიანობა:
15.3.1 დეზინფექცია
15.3.2. დეზინსექცია
15.3.3. დერატიზაცია
15.4. მოსახელეობის მასობრივი იმუნიზაციის ორგანიზება და ჩატარება
15.5. სამედიცინო სტატისტიკა
15.6. სახელმწიფო ღონისძიებანი სამობილიზაციო მომზადებაში, სამოქალაქო თავდაცვაში და ექსტრემალურ სიტუაციებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში
16. სამეცნიერო-კვლევითი სამედიცინო საქმიანობა:
16.1. ახალი დიაგნოსტიკური საშუალებები, სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და პრეპარატები:
16.1.1. აპრობაცია
16.1.2. დანერგვა
16.1.3. შემუშავება
16.2. ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები (პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია):
16.2.1. აპრობაცია
16.2.2. დანერგვა
16.2.3. შემუშავება
16.3. ახალი სამედიცინო ხელსაწყოები, აპარატები, სამკურნალო-დიაგნოსტიკური კომპლექტები:
16.3.1. აპრობაცია
16.3.2. დანერგვა
16.3.3. შემუშავება
16.4. ახალი ორგანიზაციულ-ეკონომიური ტექნოლოგიები და ტერიტორიული ჯანდაცვის მართვის სისტემები:
16.4.1. აპრობაცია
16.4.2. დანერგვა
16.4.3. შემუშავება
17. სანიტარიული განათლება
*18. უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების (განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) საბაზო კლინიკური საქმიანობა
*19 საშუალო სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების (განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) საბაზო კლინიკური საქმიანობა
*20. ექიმთა დიპლომიშემდგომი მომზადება
*21. საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მომზადება
* მოცემული საქმიანობის თითოეული სამედიცინო სპეციალობაზე ივსება სალიცენზიო ბარათი.
22.სამედიცინო ხარისხის აუდიტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 მაისის ბრძანებულება №191-სსმIII,№51,17.05.2001 წ.,მუხ.379
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 აპრილის ბრძანებულება №170-სსმIII,№36,17.04.2002 წ.,მუხ.323
ფორმა № 3
ფორმა № 3
სამედიცინო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერის ფორმა
ა) ზოგადი ინფორმაცია ______________________
ა) ზოგადი ინფორმაცია ____________________
1) დაწესებულების დასახელება: __________________________
1) დაწესებულების დასახელება: ___________________________
2) მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა: __________________________
2) მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა: ___________________________
3) დაკავებული ტერიტორიის ფართი (ჰა): __________________________
3) დაკავებული ტერიტორიის ფართი (ჰა):___________________________
4) დაწესებულების სრული საბალანსო ღირებულება (ლარი):__________________________
4) დაწესებულების სრული საბალანსო ღირებულება (ლარი):___________________________
5) მათ შორის – შენობა- ნაგებობები: __________________________
5) მათ შორის – შენობა- ნაგებობები: ___________________________
6) მოწყობილობები: __________________________
6) მოწყობილობები: ___________________________
7) ობიექტის საპროცესო სიმძლავრე (საწოლი):__________________________
7) ობიექტის საპროცესო სიმძლავრე (საწოლი):___________________________
8) ობიექტის ფიზიკური დატვირთვა (საწოლი):__________________________
8) ობიექტის ფიზიკური დატვირთვა (საწოლი):___________________________
9) იჯარით გაცემული ფართი (კვ.მ.)__________________________
9) იჯარით გაცემული ფართი (კვ.მ.)___________________________
10) მოიჯარე ორგანიზაციები: __________________________
10) მოიჯარე ორგანიზაციები: ___________________________
(გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი იჯარის
ხელშეკრულების ასლი)
ხელშეკრულების ასლი) ___________________________
11) დამატებითი ინფორმაცია: __________________________
11) დამატებითი ინფორმაცია: ___________________________
__________________________
___________________
/გვარი, სახელი/
/გვარი, სახელი/
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი)
თარიღი __________________________
თარიღი ___________________
ბ) ტერიტორიაზე განთავსებული თითოეული შენობა-ნაგებობის დახასიათება
შენობის და/ან
ნაგებობის
დასახელება
აშენების თარიღი
ბოლო კაპ. შეკეთების თარიღი
სართულების რეოდენობა
შენობის საერთო ფართი (კვ.მ)
შენობის სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ.)
მზადი კონსტრუქ ციები (აგური, ხე, რკ. ბეტონის, კარკასული
მზადი კონსტრუქციები (აგური, ხე, რკ.ბეტონის, კარკასული
ქვა, მსხვილი პემზა-ბლოკი, წვრილი საკ. ბლოკი)
კედლების შევსება (აგური, პანელი, ხე, მსხვილი ბლოკი, წვრილი ბლოკი)
გადახურვის ტიპი, (რკ/ბეტონი, ანაკრები ფილები (სიმკარი), რკ/ ბეტონის მონოლითი, ხე, შერეული
გადახურვის ტიპი, (რკ/ბეტონი, ანაკრები ფილები (სიმკარი), რკ/ბეტონის მონოლითი, ხე, შერეული
სახურავების ტიპი, (რბილი, თუნუქი, კრამიტი, შიფერი)
გამწმენდი ნაგებობა (მექანიკური, ბიოლოგიური)
შენობის ფიზიკური მდგომარეობა (ავარიული, არადამაკმაყო ფილებელი დამაკმაყოფი ლებელი, კარგი)
შენობის ფიზიკური მდგომარეობა (ავარიული, არადამაკმა ყოფილებელი დამაკმაყო ფილებელი, კარგი)
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
გ) განყოფილების/სამსახურის ტექნოლოგიური დახასიათება
№
განყოფილების/ სამსახურის დასახელება
შენობის/ ნაგებობის
დასახელება
სართული
დაკავებული
ფართი
(კვ. მ)
საწოლების რაოდენობა
საერთო
სასარგებლო
პროექტით
ფაქტიური
პალატების რაოდენობა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი ______________
თარიღი _____________
დ) ელ. მომარაგების სისტემის დახასიათება
№
ელექტრომომარაგების წყარო (ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი, სატრანსფორმატორო ქვესადგური, ელექტროჯიხური, დიზელ-გენერატორი)
რაოდენობა
სიმძლავრე, (კვა)
აქვს თუ არა სარეზერვო (მეორადი) ელექტრომომარაგების წყარო
ფუნქციური მდგომარეობა (ავარიული, არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი კარგი)
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
ე) ლიფტების დახასიათება
№
ლიფტის სახე (სამგზავრო, სამედიცინო დანიშნულების)
რაო-ბა
რაობა
მწარმოებელი ქვეყანა
მოდელი,ტიპი
საქარხნო №
ტვირთამწეობა
გამოშვების წელი
ფუნქციური მდგომარეობა (ავარიული, არადმაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი)
1
2
3
4
5
6
7
8
9
ვ) სამრეცხაოს დახასიათება
№
დანადგარის დასახელება (სარეცხი მანქანა, საწური, საშრობი)
რაო-ბა
მწარმოებელი ქვეყანა
მოდელი, ტიპი
საქარხნო
საქარხნო #
№
სიმძლავრე, (კგ)
გამოშვების წესი
ფუნქციური მდგომარეობა (ავარიული, არამაკმაყოფილებელი დამაკმაყოფილებელი, კარგი)
ფუნქციური მდგომარეობა (ავარიული, არადმაკმაყოფილებელი დამაკმაყოფილებელი, კარგი)
1
2
3
4
5
6
7
8
9
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი __________________
თარიღი ______________
ზ) საქვაბის დახასიათება
№
საქვაბის მოწყობილობა-დანადგარების დასახელება (ქვაბი, ბოილერი, ტურბო
და ა.შ)
რაო-ბა
მწარმოებელი ქვეყანა
მოდელი, ტიპი
საქარხნო
საქარხნო№
№
სიმძლავრე, (კგ)
გამოშვების წელი
გამოშვებ ის წელი
ფუნქციური
მდგომარეობა (ავარიული, არამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი)
მდგომარეობა (ავარიული, არადმაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი)
1
2
3
4
5
6
7
8
9
თ) წყალმომარაგების სისტემის დახასიათება
№
წყალმომარაგების სახე (ცენტრალური, ადგილობრივი, არტეზიული ჭა, სხვა)
საშუალო თვიური ხარჯი, (კბ.მ)
ქსელის მდგომარეობა
(ავარიული, არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი)
შენიშვნა
1
2
3
4
5
ი) კანალიზაციის სისტემის დახასიათება
№
კანალიზაციის სახე
(ცენტრალური, ადგილობრივი)
ქსელის მდგომარეობა
(ავარიული, არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი)
შენიშვნა
1
2
3
4
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი ______________
თარიღი _____________________
კ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების (სტნ) აღწერის ფორმა
განყოფილების
(კაბინეტის)
დასახელება
სტნ-ს
კოდი
რიგითი
№
სტნ-ს სრული დასახელება
მოდელი, ტიპი (პასპორტის მიხედვით)
ქვეყანა
ფორმა
გამოშვების წელი
საქარხნო №
საბალანსო ღირებულება (ლარი)
მიმდინარე ფუნქციური მდგომარეობა (1-მუ|შაობს; 2- შესაკეთე-ბელია: 3-უვარგისია)
მიმდინარე ფუნქციური მდგომარეობა (1-მუშაობს; 2- შესაკეთებელია: 3-უვარგისია)
რა მიზნით არის შესაკეთებელი ან უვარგისი (მიზეზის ზუსტი მითითებით)
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
შენიშვნა, სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა აღნიშვნის პირობითი კოდები
კოდი
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობის (სტნ) დასახელება
01
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ლაბორატორიული კვლევისათვის
02
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ფუნქციური დიაგნოსტიკისათვის
03
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკისათვის
04
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობებიულტრაბგერითი დიაგნოსტიკისათვის
05
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკისათვის
06
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სხვა სახის დიაგნოსტიკისათვის
07
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რეანიმაციისათვის და ინტენსიური ტერაპიისათვის
08
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები საოპერაციო და სამშობიარო ბლოკებისათვის
09
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ენდოსკოპიისათვის
10
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სტომატოლოგიისათვის
11
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ორგანოთა ფუნქციის დროებითი ჩანაცვლებისათვის
12
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ფიზიოთერაპიისათვის
13
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სტერილიზაციისათვის და დეზინფექციისათვის
14
სამედიცინო ინსტრუმენტები
15
სამედიცინო ავეჯი
16
ტექნიკური საშუალებები სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების მომსახურებისათვის
17
სხვა
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი _________________
თარიღი ___________________
ლ) ცნობა სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების (სტნ) მომსახურე პერსონალის და/ან იურიდიული პირის შესახებ
№
ფიზიკური პირის
გვარი, სახელი
განათლება
(საშუალო, საშუალო-ტექნიკური უმაღლესი)
სპეციალობა
(დიპლომის მიხედვით)
ინფორმაცია პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
შენიშვნა: გთხოვთ წარმოადგინოთ განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები
№
იურიდიული პირის
სრული დასახელება
მისამართი
ტელეფონი
ხელშეკრულება
შენიშვნა
№
თარიღი
1
2
3
4
5
6
შენიშვნა: გთხოვთ წარმოადგინოთ ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
მ) ცნობა სამედიცინო აირების მომსახურე პერსონალის შესახებ
№
გვარი, სახელი
განათლება
(საშუალო, საშუალო-
ტექნიკური, უმაღლესი)
სპეციალობა დიპლომიის მიხედვით
ინფორმაცია პროფესიული
კვალიფიკაციის შესახებ
შენიშვნა
შენიშვნა: გთხოვთ წარმოადგინოთ განათლებისა და კცალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი _____________
თარიღი ______________________
ნ) ცნობა გაზომვის საშუალება – სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების (სტნ) მეტროლოგიური უზრუნველყოფის შესახებ
№
იურიდიული პირის
სრული დასახელება
მისამართი
ტელეფონი
ხელშეკრულება
შენიშვნა
№
თარიღი
1
2
3
4
5
6
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/
ბ.ა.
თარიღი _________________
თარიღი ________________________
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 მაისის ბრძანებულება №191-სსმIII,№51,17.05.2001 წ.,მუხ.379
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, №564, 01.10.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1260724-1/