საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №465
2001 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის, თაობებს შორის ურთიერთშეთანხმებისა და დიალოგისათვის ხელშეწყობის მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭო.
2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს თანდართული დებულება.
3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ. ისაკაძემ.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭოს დებულებისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 6 აპრილის №132 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №484-სსმIII,№116, 27.11.2002წ.,მუხ.1011
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭო (შემდგომში _ საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს მას სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
II. საბჭოს მიზნები და ამოცანები
3. საბჭოს მიზნებია:
ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისათვის ყველა პირობის შექმნა;
ბ) ახალგაზრდების შესაძლებლობათა განვითარება, რათა მათ გააცნობიერონ თავიანთი უფლება-მოვალეობები და მიიღონ აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
გ) ახალგაზრდების მონაწილეობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემუშავებული კანონპროექტების განხილვაში;
დ) ახალგაზრდების აზრის გათვალისწინებისათვის ხელშეწყობა შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში;
ე) ახალგაზრდების პრობლემების წარმოჩენა, განხილვა და გადაჭრის პროცესში მათი აქტიური ჩაბმისათვის ხელშეწყობა;
ვ) ახალგაზრდების აზრის თავისუფლად გამოთქმისათვის ხელშეწყობა;
ზ) სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში თაობებს შორის ურთიერთშეთანხმებისა და დიალოგისათვის ხელშეწყობა.
III. საბჭოს საქმიანობა
4. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.
5. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფორმაა საბჭოს სხდომები.
6. საბჭოს მორიგი სხდომები მოიწვევა სამ თვეში ერთხელ.
7. საბჭოს რიგგარეშე სხდომები მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის და/ან საბჭოს წევრთა სულ ცოტა ერთი მესამედის მოთხოვნით.
8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ერთი მესამედი მაინც.
81. საბჭოში იქმნება სამუშაო ჯგუფები საბჭოს წევრთა ინტერესების შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2002წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება№484სსმIII, №116, 27.11.2002წ., მუხ.1011
9. საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.
10. საბჭოს გადაწყვეტილებები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
11. საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციას უწევს საბჭოს სამდივნო.
12. სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების მომზადებას.
13. სამდივნო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბჭოს სხდომების მოწვევის დროსა და დღის წესრიგს.
14. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
IV. საბჭოს წევრობა და წევრთა უფლება-მოვალეობანი
15. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) შეიტანოს თავისი წინადადებები და რეკომენდაციები საბჭოს მიერ განსახილველი საკითხების შემუშავებასთან დაკავშირებით;
ბ) დააყენოს საკითხი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოში წარმოდგენილი წინადადებების განხილვაში.
16. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში, დაესწროს მის სხდომებს;
ბ) დაიცვას ეს დებულება.
17. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
+

2. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №155-სსმIII,№37, 29.04.2003წ.,მუხ.323

6. საბჭოს მორიგი სხდომა მოიწვევა ექვს თვეში ერთხელ.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №155-სსმIII,№37, 29.04.2003წ.,მუხ.323
7. საბჭოს რიგგარეშე სხდომები მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის და/ან საბჭოს წევრთა სულ ცოტა ერთი მესამედის მოთხოვნით.
8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ერთი მესამედი მაინც.
81. საბჭოში იქმნება სამუშაო ჯგუფები საბჭოს წევრთა ინტერესების შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2002წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება№484სსმIII, №116, 27.11.2002წ., მუხ.1011
9. საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.
10. საბჭოს გადაწყვეტილებები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
11. საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციას უწევს საბჭოს სამდივნო.
12. სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების მომზადებას.
13. სამდივნო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბჭოს სხდომების მოწვევის დროსა და დღის წესრიგს.
14. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
IV. საბჭოს წევრობა და წევრთა უფლება-მოვალეობანი
15. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) შეიტანოს თავისი წინადადებები და რეკომენდაციები საბჭოს მიერ განსახილველი საკითხების შემუშავებასთან დაკავშირებით;
ბ) დააყენოს საკითხი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოში წარმოდგენილი წინადადებების განხილვაში.
16. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში, დაესწროს მის სხდომებს;
ბ) დაიცვას ეს დებულება.
17. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ“, №465, 15.11.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1261281-1/