საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.11.1999 ძალადაკარგული 27.09.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№610
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57(64), 05/11/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №610

1999 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების ადმინისტრაციები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით:

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს (ან მის დაქვემდებარებაში არსებულ დეპარტამენტებს) უფლება მიეცეს მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ხარჯთანუსხის დამტკიცებისას წლიური შემოსავლების 10 პროცენტამდე მიმართოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და შესაბამისი დეპარტამენტების ადმინისტრაციები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ოქტომბრ ის ბრძანებულება №468 - სსმ III, №101, 31.10.2000 წ., მუხ.851

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) აღნიშნული თანხის აკუმულირებისათვის უზრუნველყოს ტრანსპორტის სამინისტროსათვის ანგარიშის გახსნა სახაზინო სამსახურში.

3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გამოიყენოს სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების ადმინისტრაციები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ოქტომბრ ის ბრძანებულება №468 - სსმ III, №101, 31.10.2000 წ., მუხ.851

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ღონისძიებათა შესახებ“, №610, 01.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1261674-1/