ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.12.1999 ძალადაკარგული 27.12.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№650
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66(73), 13/12/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №650

1999 წლის 7 დეკემბერი

 ქ. თბილისი

ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების სტრატეგიული ინტერსებიდან გამომდინარე, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებისა და სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით:

1. ქვეყანაში შეარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის სახელმწიფოებრივი კოორდინაცია განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო- ტექნიკურ საკითხთა მუდმივმა საუწყებათაშორისო კომისიამ.

2. „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებით დამტკიცებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო -ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების II თავის მე-6 პუნქტის მე-3 და მე-4 აბზაცის სახით დაემატოს:

„ – სახელმწიფოებრივ კოორდინაციას უწევს ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურებისათვის საჭირო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის სფეროს საქმიანობას, აგრეთვე ერთი სამინისტროდან (უწყებიდან) მეორე სამინისტროში (უწყებაში) მათი გადაცემის საკითხებს;

 – შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის დარგში საერთაშორისო მასშტაბით არსებული ინფორმაციისა და დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, ხელისუფლებას აწვდის ქვეყნის სამხედრო ძალების შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების შესაბამისად შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის ამსახველ ანალიზურ მასალებს“.

3. საქართველოს ძალოვანმა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების საფუძველზე შეადგინონ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა – გაყიდვის ყოველწლიური გეგმები და განსახილველად წარუდგინონ ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას; 2000 წლისათვის – მომავალი წლის 1 მარტამდე, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის – წინა წლის 1 ივნისამდე.

4. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა – გაყიდვის, აგრეთვე მათი სხვა სამინისტროსათვის (უწყებისათვის) გადაცემის ყოველი ცალკეული ოპერაცია განხორციელდეს ზემოაღნიშნული ყოველწლიური გეგმების შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო – ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომიის რეკომენდაციის საფუძველზე, ქვეყანაში დადგენილი წესით.

5. შეიარაღების, სამხედრო – ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შესყიდვა – გაყიდვასთან დაკავშირებული წინადადებების მონიტორინგისა და ექსპერტიზის მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო – ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1. მიხეილ ჯანიკაშვილი – საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი,  ჯგუფის ხელმძღვანელი;

 

2. ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი;

3. გოჩა გოგუაძე – თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების მთავარი ინჟინერი;

4. არჩილ ლეჟავა            – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისთავდაცვითი მრეწველობის საკითხთაგანყოფილების რეფერენტი;

5. ზაზა მაზმიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, გენერალ – მაიორი;

6. გელა ბუკია  – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის მმართველობითი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურის დაფინანსების განყოფილების უფროსი;

7. დევი ფირცხალავა – სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე სამეცნიერო კვლევების დარგში;

8. ზურაბ ალადაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სალიცენზიო სამმართველოს მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი;

9. მიხეილ გოგრიჭიანი – ექსპერტთა ჯგუფში შეყვანილ იქნეს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

10. მამუკა მუჯირი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო – ტექნიკურ საკითხთა მუდმივმა საუწყებათაშორისო კომისიამ განსაზღვროს ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის წესი.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №494 - სსმIII, №110, 27.11.2000წ., მუხ.902

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 იანვრის ბრძანებულება №31 - სსმIII, №10, 02.02.2001წ., მუხ.92

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მარტის ბრძანებულება №78 - სსმIII, №21, 08.03.2001წ., მუხ.178

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებულება №431 - სსმIII, №121, 14.11.2001წ., მუხ.871

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმIII, №11, 01.02.2002წ., მუხ.77

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №395 - სსმIII, №89, 06.09.2002წ., მუხ.808

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №489 - სსმIII, №116, 27.11.2002წ., მუხ.1015

6. შეტანილ იქნეს ცვლილება „სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ საშტატო იარაღის, აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღით ვაჭრობის, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტირების ლიცენზირების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 მარტის №103 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და ამ დებულებას დაემატოს მე –15 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„15. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის მიერ სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, საბრძოლო მასალების ყიდვა-გაყიდვის, მათ წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის, მომსახურების ნებართვის გაცემის, იარაღის, საბრძოლო მასალების ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის შესახებ წინადადებების განხილვის საფუძველია:

ა) შესაბამისი თხოვნა სამინისტროს, უწყების, ორგანიზაციის, დაწესებულების პირველი პირის ხელმოწერით, იარაღის, საბრძოლო მასალების ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით და ფასების ჩვენებით.

ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა“.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №494 - სსმIII, №110, 27.11.2000წ., მუხ.902

2. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 იანვრის ბრძანებულება №31 - სსმIII, №10, 02.02.2001წ., მუხ.92

3. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მარტის ბრძანებულება №78 - სსმIII, №21, 08.03.2001წ., მუხ.178

4. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებულება №431 - სსმIII, №121, 14.11.2001წ., მუხ.871

5. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმIII, №11, 01.02.2002წ., მუხ.77

6. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №395 - სსმIII, №89, 06.09.2002წ., მუხ.808

7. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №489 - სსმIII, №116, 27.11.2002წ., მუხ.1015

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №650, 07.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1263320-7/